ნიკოლოზ კანდელაკის პორტრეტები | Print |

There are no translations available.

ლელა შანიძე

მოქანდაკე ნიკოლოზ კანდვლაკი ერთ-ერთი უხუცესი ქართველი მხატვარია, სახელმოხვეჭილი ოსტატი, დამსახურებული ავტორიტეტის მქონე. ნიკოლოზ კანდელაკს თავისი გარკვეული მხატვრული კონცეფცია აქვს, რომელსაც მისი ქანდაკებები გამოხატავენ. მისი მარალმხატვრული, დასრულებული ოსტატობის მქონე ნამუშევრების დამახასიათებელია განსაკუთრებული მტკიცე აგება, მაღალი პლასტიკურობის გრძნობა.
კანდელაკის მხატვრული ინტერესების ცენტრში ყოველთვის ადამიანია - მხატვრის მიზანია მისი ფიზიკური და სულიერი ძალების გამოვლენა ქანდაკების საშუალებით. ამის მაჩვენებელია მის მიერ შექმნილი მრავალრიცხოვანი ბიუსტები და ფიგურები.
თავის შთამაგონებელ სახეებში ნიკოლოზ კანდელაკი პოულობს ინდივიდუალურ, დამახასიათებელ თვისებებს და ხაზგასმით გამოავლენს მათ თავის პორტრეტებში. მის მიერ შექმნილი ქანდაკებების მხატვრული ფორმა, ოსტატის შემოქმედების დამახასიათებელი თვისებების გამო შედარებით ერთგვაროვანია, მაგრამ სამაგიეროდ მრავალფეროვანია მათი ფსიქოლოგიური, დახასიათება, ამიტომაც, ყოველ ცალკეულ ნაწარმოებში სრულიად თავისებური
ათი იქმნება. კანდელაკის მიერ შესრულებული პორტრეტები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას თავისი გააზრებული მხატვრული სახით, დასრულებული პლასტიკური ფორმით.

1

ნიკოლოზ კანდელაკი დაიბადა 1889 წ. სოფ. კულაშში, სამტრედიის რაიონში. ქუთაისის გიმნაზიიდან, სადაც კანდელაკი სწავლობდა, იგი გარიცხეს 1911 წელს დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის. კანდელაკმა მოახერხა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში შესვლა. აქ მას მცენარეთა ანატომიის შესწავლამ გაუღვიძა ხატვის სურვილი. დავით კაკაბაძის დახმარებით მან დაიწყო მუშაობა მხატვარ დიმიტრიევ-კავკაზსკის ფერწერის სახელოსნოში, სადაც იმუშავა პირველ მსოფლიო ომამდე. ომის დროს იგი გაწვეულ იქნა წითელ ჯვარში, ომის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.
ქანდაკება ნიკოლოზ კანდელაკმა დაიწყო სავსებით მოზრდილ ასაკში. მან თავისი პირველი ნაწარმოები შეასრულა 1921 წ. ეს იყო პლემიანიკოვის პორტრეტი - ცვილის ბიუსტი, რომელიც ამავე წელს გატანილ იქნა თბილისის სამხატვრო გამოფენაზე. ამ ქანდაკებამ მიიპყრო სახალხო განათლების კომისარიატის ყურადღება და იმავე წელს საქართვვლოს კპ (ბ) ცკ-ის დადგენილებით კანდელაკი გაგზავნილ იქნა (სტიპენდიით) პეტროგრადის სამხატვრო აკადემიაში.
პეტროგრადში ნიკოლოზ კანდელაკი მოხვდა იმ დროს, როცა სამხატვრო აკადემიას, მრავალნაირი თეორიული ექსპერიმენტების შედეგად, დაკარგული ჰქონდა სასწავლო დაწესებულების სახე. რევოლუციის მომდევნო წლებში სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულ ე. წ. „თავისუფალ სამხატვრო სახვლოსნოებს“ არავითარი სასწავლო გეგმები და პროგრამები არ გააჩნდა. მაგრამ უკვე 1921 წლიდან დაიწყო სასწავლო პროცესის მოწესრიგება, პედაგოგიური კადრების შერჩევა. 1922-25 წლებში, ე. ი. სწორედ კანდელაკის იქ ყოფნის დროს, სამხატვრო აკადემიის რექტორად იყო მოქანდაკე ვ. ლ. სიმონოვი, რომლის მთელი სიცოცხლე და მოღვაწეობა პეტროგრადთან, მის მხატვრულ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. სამხატვრო აკადემიაში იგი ნერ-

2

გავდა ნამდვილ ცოდნასა და ნატურის შტუდირებას. მან პროფესორის თანამდებობაზე მიიწვია გამოჩენილი მოქანდაკე ა. ა. მატვეევი, რომელმაც მოქანდაკეთა მთელი სკოლა აღზარდა, ნიკოლოზ კანდელაკიც მატვეევის ერთ-ერთი მოწაფე გახდა.
პეტროგრადში მრავალფეროვანი მხატვრული ცხოვრება იყო. აქ მუშაობდნენ აკადემისტები, ცნობილ პედაგოგ ზალემანის მიმდევრები, ნატურალისტური მიდგომით მომუშავე მოქანდაკეები - ბეკლემიშევისა და ბახის მოწაფეები. მაგრამ ამ ჯგუფების წარმომადგენელთა რიგები თანდათან თხელდებოდა, და სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა მატვეევისა და მის მოწაფეთა შემოქმედება.
კანდელაკის სწავლა მატვეევთან მომავალი მოქანდაკის ფორმირების თვალსაზრისით გადამწყვეტი ადმოჩნდა. თვითონ მატვეევს შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალზე საინტერესო ნამუშევრები აქვს. მატვეევისთვის მხატვრული ნაწარმოების იდეის გადმოსაცემად უპირველესი პირობაა პლასტიკურობა, სხეულის მტკიცე აღნაგობა, რაც მისი ქანდაკებების ფორმას მეტყველს ქმნის. გამოსახვის თვალსაზრისით მატვეევი ახლოა ევროპულ ნეოკლასიცისტურ მიმართულებასთან, მაგრამ, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მატვეევის ქანდაკებებში ჩანს ინტერესი თემატიკური სიუჟეტებისადმი (კომპოზიცია „ოქტომბრის რევოლუცია“, 1927 წ.) მუშაობის დროს მატვეევი იყენებდა ცოცხალ მოდელს, მაგრამ მისი ქანდაკება მოდელის ფორმებს არასოდეს ნატურალისტურად არ იმეორებს. იგი გადმოსცემს არა სტატიკური ფორმების სისრულესა და სისავსეს, როგორც ფრანგი ნეოკლასიკოსი ა. მაიოლი. არამედ სხეულის ფორმებს და გადასვლებს მოძრაობის დროს კუნთებს მატვეევი ჩვეულებრივად გამოსახავს იმ განლაგებაში, რომელიც მოძრაობის დროს არის ხოლმე. ამიტომ მის ნაწარმოებებში იქმნება ცხოველი მოძრაობის შთაბეჭდილება მაშინაც კი როცა თვით მოძრაობა სუსტია.
ნიკოლოზ კანდელაკმა სრულყოფილად შეისწავლა და გადმოიღო თავისი მასწავლებლის მეთოდი. მაგრამ ლენინგრადში ყოფნის დროს მას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა სხვა მიმდინარეო-

3

ბათა წარმომადგენლების შემოქმედებასაც (მაგ., 1925 წ. დაიდგა მ. ჰ. მანიზერის ქანდაკება -ვოლოდარსკის ძეგლი, რომელიც მებრძოლი სულითა და ექსპრესიულობით გამოირჩევა. ცხადია, დამწყები მოქანდაკის ჩამოყალიბებისათვის ასეთ გარემოცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
1926 წელს კანდელაკი თბილისს ჩამოვიდა. მაშინ აქ მუშაობდა უკვე სახელმოხვეჭილი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, რომელიც იმ დროს ცხოველხატული ძერწვის პრინციპებს ემყარებოდა. კანდელაკს კი სულ სხვა მხატვრული კრედო ჰქონდა. იგი მატერიალური, შეხებადი ქანდაკების, საკუთრივ პლასტიკური ძვრწვის დამცველი იყო.
იგი მაშინვე შეუდგა მუშაობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების მასწავლებლად. 1927 წელს მან მიიღო ინდივიდუალური სახელოსნო. კანდელაკი, დაწყებული 1926 წლიდან, დღემდე სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებზე და კონკურსებში, სადაც ყოველთვის ერთბაშად გამოირჩევა თავის ნაწარმოებთა დახვეწილი ოსტატობით. იგი ასრულებდა ბიუსტებს, აგრეთვე ძეგლების პროექტებსაც. მაგ., მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო რევოლუციონერ ელბაქიძის ძეგლის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო „სარმას“ 1931 წ. გამოფენაზე.
კანდელაკის პედაგოგიური დამსახურება დიდია. 1930 წლიდან კანდელაკი ხელმძღვანელობდა მონუმენტური ქანდაკების კათედრას. რომელიც მაშინ არსებობდა. მის სახელოსნოში მუშაობდნენ, იაკობ ნიკოლაძესთან მუშაობის პარალელურად, მოქანდაკეები, რომლებმაც შემდეგში თვალსაჩინო ადგილი დაიკავვს ქართული საბჭოთა ქანდაკების განვითარებაში (თ. აბაკვლია, ვ. თოფურიძე, ე. მაჩაბელი, შ. მიქატაძე). უმცროსი თაობის წარმომადგენლებიდან კანდელაკის სკოლა გაიარეს იმ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, რომელთა გამოსვლა სამხატვრო ასპარეზზე თვალსაჩინო მოვლენას წარმოადგენდა. ესენი არიან: ე. ამაშუკელი, მ. ბერძვნიშვილი, გ. თოიძე, ჯ. მიქატაძე, გ. ოჩიაური, ო. ფარულავა, ბ. ციბაძე და სხვ.
კანდელაკი ძირითადად პორტრეტზე მუშაობს. მან 60-მდე ნაწარმოები შექმნა. მათ შორის ჩვენ ვხედავთ გამოჩენილ საბჭოთა

4

მხედართმთავრებს, მეცნიერებს, მწერლებს, მსახიობებს, ექიმებს, მუსიკოსებს, მოწინავე მუშებს. ამგვარად, თვით მისი თემატიკა ამჟღავნებს ხელოვანის გარკვეულ მიზანდასახულობას-შექმნას მოწინავე საბჭოთა ხალხის პორტრეტთა სერია. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული სტილისტიკური ერთიანობით ხასიათდება. მოქანდაკის მხატვრული პრინციპები მონოლითურია, მთლიანი მაგრამ მათ ფარგლებში გარკვეული ევოლუცია ჩანს, კერძოდ, ძერწვის მანერაში, რომელიც გვიანდელ ნაწარმოებებში, ადრინდელებთან თვალსაჩინო ცვლილებას განიცდის.
პორტრეტების კომპოზიცია ჩვეულებრივ წარმოადგენს ბიუსტს, უფრო იშვიათად თავს, ან წელსზევითა გამოსახულებას.
ბიუსტის ქვესადგამად კანდელაკი ხშირად იყენებს ერთსა და იმავე სტანდარტულ ფთრმას. ესაა დაახლდებით 25 სმ. სიმაღლის მქონე მრგვალი პროფილირებული პოსტამენტი, რომელსაც ხანდახან ზევიდან კიდევ მცირე სისქის პლინტუსი ადევს. უფრო იშვიათად კანდელაკი ხმარობს სრულიად მარტივ, კუბური ფორმის, ქვესადგამს.
ბიუსტის კომპოზიცია ყოველთვის კომპაქტურია. იგი იქმნება თავისა და ბეჭების ზომისა და ფორმის შეფარდებითა და მოძრაობით, ე. ი. თავის მდგომარეობით სხეულის მიმართ.
კანდელაკი ყოველთვის მიისწრაფვის ფორმათა დასრულებულობისადმი. მისი ქანდაკება მატერიალურია, პლასტიკური, იგრძნობა წონა. მის ნაწარმოებებში დიდი, მნიშვნელობა აქვს კონტურს, სილუეტს, „ნახატს“. უკანასკნელი ყოველთვის ძალიან მტკიცეა, მაგარი. გარკვეული ხაზები ადვილად იკითხება და ფორმებს მკაფიოობას ანიჭებს. კანდელაკის ნაწარმოებებში ნაკვთები მკვეთრია, გადასვლები ნაკვთებს შორის ასევე მტკიცე. მისი ძირითადი მიზანია ფორმების პლასტიკური ღირებულების გამოხატვა. ამგვარი დამუშავება კი ქმნის განსაკუ
თრებულად შეხებად ქანდაკებას.
კანდელაკის ერთ-ერთ ადრინდელ ნაწარმთებში, საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის ლადო გუდიაშვილის, პორტრეტში (1935 წ.)

5

ნათლად დაისახა ის ტენდენციები, რომლებმაც შემდეგ ფართო განვითარება მიიღეს მის შემოქმედებაში.

1

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მაყურებელს ამ ნაწარმოებისაგან რჩება, არის ის, რომ წარმოდგენილია ძალიან ძლიერი პიროვნება, უაღრესად მდიდარი ბუნების პატრონი. იგი თავისთავში, თავის ძალაში დარწმუნებული ადამიანია. სხეული ძლიერ მოძრაობაშია მოცემული -თავი მობრუნებულია, მხრები ენერგიულად აქვს გაშლილი. შიშველი მხრები სხვადასხვა დონეზეა, რაც აძლიერებს ექსპრესიას. ასეთი დაყენების დროს პროფილის კონტური მეტად მეტყველი ხდება. მისი მკვეთრი, კუთხოვანი, ენერგიული ხაზები ქმნიან ამ ქანდაკებაში არსებულ შინაგანი დაძაბულობის გრძნობას. მკერდი გადადის უხეშად დამუშავებულ ქვაში. ხოროში კვეთა და მხრების ოთხკუთხად ჩამოჭრა ქანდაკებას უქმნის ჩარჩოს და კრავს კომპოზიციას. პორტრეტი ყურადღებას იქცევს ფორმათა ერთიანობით. სახის ნაკვთები დაუნაწევრებელი მოცულობითაა გადმოცემული, გადასვლები თითქმის ხისტია. ფორმათა ერთიანობა, დაუნაწევრებელი მოცულობები კანდელაკის შემოქმედებისათვის დიდხანს დარჩება დამახასიათებლად. მაგრამ ბიუსტის ფორმა, შესაფერი ცხოველხატული ძერწვისათვის, კანდელაკის შემოქმედებაში ერთადერთია, იგი მას შემდეგ არასოდეს აღარ ხმარობს.
ამავე 1935 წელსაა შესრულებული ვახტანგ ბერიძის პორტრეტი, მაგრამ თავისი გადაწყვვტით ეს ნაწარმოები უკვე განსხვავებულ სურათს გვაძლევს.

4

ქანდაკებაში გამოსახულია თავი და ყელი. სახე ახალგაზრდულია, ინტელექტური, ენერგიული და ამასთანავე ლირიზმით აღსავსე, მას ჩაფიქრებული, ჩაკვირვებული გამომეტყველება აქვს. ნათლადაა მოცემული მოძრაობა. თავი ძლიერადაა მობრუნებული, აქეთკენვეა მიმართული მზერა. თვალები უგუგოდაა გადმოცემული, მსუბუქი ამოზნექილობით, რომელიც საკმარისი ხდება მზერის მიმართულების გადმოსაცემად. სახის ზედაპირები გადმოცემულია ერთიანი ფართობებით - განსაკუთრებით შუბლი. თმები, თავის კეფა და თხემი კიდევ უფრო ერთიანადაა გადაწყვეტილი. ძერწვა მაგარია (ტუჩები და ცხვირი), ნიკაპი ენერგიულადაა გამოწეული. ეს ცალკეული მომენტები ემსა-

6

ხურება საერთო შთაბეჭდილების შექმნას - საკმაოდ ზოგად დამუშავებასთან ერთად, ჩვენ ამ პორტრეტში ვხედავთ მტკიცე აგებას და რბილ გამომეტყველებას. ლადო გუდიაშვილის პორტრეტთან შედარებით ვახტანგ ბერიძის პორტრეტში იგრძნობა პლასტიკური გაძლიერება -ძერწვაში მნიშვნელოვანი ყურადღება ევთმობა ფორმათა მოდელირებას.
შემდეგი ნაწარმოები, რომელშიც ჩანს კანდელაკის შემოქმედების განვითარების გზა, არის 1938 წელს შესრულებული „იმერელი მემაღაროის პორტრეტი“.

23

მემაღაროის აგებულება ატლეტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც იმითაა მიღწეული, რომ თავი და ყელი ერთი სიგანისაა გამოსახული. ძლიერი, პატიოსანი და გულღია, მტკიცე და ურყევი - ასეთია კანდელაკის მიერ შექმნილი მემაღაროის სახე. ეს მიღწეულია თვით ფორმების საშუალებით. სახის ნაკვთები -ცხვირი, ნიკაპი, ყვრიმალები მკვეთრია, ფორმათა შორის გადასვლები მკაფიო. განსაკუთრებით საინტერესოა დამახასიათებელი პროფილი - კეხიანი ცხვირი, გამოწეული ნიკაპი, ქვედა ტუჩისა და ნიკაპის გამყოფი ღრმა ღარი. მაგრამ ნაკვთების სიმკვეთრე აქ არაა გამოსახვის ერთადერთი საშუალება. გამოსახულს რბილად ნაძერწი, მომსხო ტუჩები აქვს. პორტრეტში იგრძნობა მკვრივი თავის ქალა, რაც ნაწილობრივ შეპირობებულია თვით ამ სახის ძვლოვანი სტრუქტურით. ამას ხაზს უსვამს ქანდაკების მოდელირებაც. სახე ერთიანი ფართობების მქონეა, ზედაპირები დაუნაწევრებელი. ეს პორტრეტი უაღრესად ჰრმონიულია - იგი შთამბეჭდავია იმ შინაგანი მნიშვნელობით, რომელიც მასში იგრძნობა. ამ თავისი თვისებებით „იმერელი მემაღაროე“ კანდელაკის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება.

5

ცნობილი ექიმის სოსო ასლანიშვილის პორტრეტი, შესრულებული 1942 წ., საინტერესოა იმით, რომ მასში ჩნდება ახალი თვისებები. როგორც დამახასიათებელია კანდელაკისათვის, ბიუსტში მშვენივრადაა გადმოცემული ადამიანის ბუნება, მას უაღრესად მეტყველი სახე აქვს. პორტრეტის კომპოზიცია ფრონტალურია, თავი ოდნავ უკანაა გადაწეული და ამიტომ მზერა მაყურებ-

7

ლის თავის ზევითაა მიმართული. ეს კეთილშობილებისა და სიდარბაისლის შთაბეჭდილებას ქმნის. თავისი კომპოზიციის ბიუსტი ერთგვარ ასოციაციას იწვევს რომაულ პორტრეტთან. ეს მოვლენა კანდელაკის შემდგომ ნაწარმოებებში კვლავ იჩენს თაეს. ადრინდელი პორტრეტებისაგან ასლანიშვილის პორტრეტი გამოირჩევა ძლიერი მოდელიერებით. მის ზედაპირებში უკვე აღარაა ისეთი ერთიანობა. როგორსაც ჩვენ აქამდე ვხედავდით. ისინი დანაწევრებულია: ნიკაპი ორადაა გაყოფილი, ლოყებზე და ყბებზე ღრმა ღარებია. ყელი დაკუნთულია; მაგრამ ეს არ ვნებს კანდელაკისთვის ჩვეული ფორმის სიმტკიცეს. ეს მომენტი მეტად მნიშვნელოვანია კანდელაკის შემოქმედების გაგებისათვის.
მომდევნო წლებში ეს ტენდენცია ფორმათა გადმოცემაში კიდევ უფრო ძლიერდება. ამის მკაფიო მაგალითია გამოჩენილი ქართველი ქირურგის გრიგოლ მუხაძის პორტრეტი, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიზმით გამოირჩევა (1946 წ.).

67

პორტრეტში გამოსახულია თავი და მკერდი. კომპოზიცია ფრონტალურია. პორტრეტში დიდი შინაგანი ძალა გამოსჭვივის. მუხაძეს ძალიან ცოცხალი გამომეტყველება აქვს. შეტეხილი ფორმის მქონე, მოჭმუხნული წარბები, თავისებური, კუთხეებდაწეული, მოკუმული ტუჩები ადამიანის ხასიათს გადმოსცემს. თვალები გამოსახულია უგუგოდ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოვალების გამომეტყველება გამჭრიახია -მზერის მიმართულებაც კი იგრძნობა. მელოტი თხემის ზედაპირი დანაწევრებულია და იმეორებს თავის ქალის ბუნებრივ ფორმებს. ნაკვთების ძალზე დიდი მსგავსება გადმოცემულია ტუჩების, თვალების, ცხვირის დამახასიათებელი ფორმით. მუხაძის პორტრეტი გამოირჩევა ძალიან ძლიერი მოდელირებით. ამასთანავე სახის ძერწვა ფაქიზია - ინტენსიური მოდელირება არ ხდება თავისთავად მომენტად; იგი არასდროს არ მიიზიდავს ზედმეტად მაყურებლის ყურადღებას, შთაბეჭდილება მთლიანია. ამ პორტრეტში მკაფიოდაა გადმოცემული ადამიანის ინდივიდუალობა. რაც უპირველეს ყოვლისა იქმნება ნატურის ღრმა შეგრძნებით, ისევე

8

როგორც კანდელაკის სხვა პორტრეტებშიც.
ეს ნაწარმოები დაიდგა ძეგლის სახით გ. მუხაძის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ეზოში. მაგრამ ამ მიზნისათვის, ე. ი. ძეგლად, პორტრეტი არამონუმენტური და შეუფერებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზია ძეგლის არქიტექტურა - ბიუსტი დადგმულია ქვის სწორკუთხა პოსტამენტზე, რომელზეც ზევიდან კიდევ მოთავსებულია ცხოველხატულად გადაწყვეტილი უხეშად ნაკვეთი ქვა, რომელიც ავსებს ბიუსტს. ამგვარი ქვესადგამი ეწინააღმდეგება კანდელაკის მხატვრულ პრინციპებს - ბრინჯაოს ბიუსტის ფორმა თავისთავში დამთავრებულია და საგანგებო ქვესადგამს აღარ საჭიროებს - მით უმეტეს ქვისა და ხაზგასმულად ცხოველხატული ფორმისას.

89

სრულიად არაჩვეულებრივი ძალით მიიზიდავს მაყურებელს სსრკ სახალხო არტისტის აკაკი ხორავას პორტრეტი (ბრინჯაო, 1948 წ.) ძნელია მშვიდად ჩაუარო ამ ბიუსტს, იმდენად აქტიურია იგი და ენერგიული. აქტიურია მისი მოძრაობა - მას თავი გვერდზე მიბრუნებული აქვს და იმავე მხარეს ყურადღებით იცქირება. შიშველი მხრები და განსაკუთრებით მკერდი, გადმოცემული დიდი მოცულობებით, უდიდეს ძალაზე მეტყველებს.
ქანდაკების საერთო ფორმა უაღრესად სრული და დამთავრებულია. კომპოზიცია ბიუსტის ქვედა ნაწილში სიმეტრიულია - მხრების სილუეტი, მკლავების გადაჭრა. მკერდის ქვეშ დამამთავრებელი სიმეტრიული ხაზი - ყველაფერი ემსახურება საერთო შთაბეჭდილებას -შემართული, ენერგიით აღსავსე ტრიბუნის სახის შექმნას. ამ ნაწარმოებში განსაკუთრებული როლი ენიჭება კონტურს, სილუეტს. მისი მკვეთრი, თითქოს ნაჭედი, კონტური კიდევ უფრო ამტკიცებს მის ისედაც ვაჟკაცურ გამომეტყველებას. სილუეტში სახე მკაფიოდ იკითხება. ტუჩების მოხაზულობა, მაგარი ნიკაპი, ღრმა ღარი ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის. ამგვარი სილუეტის წყალობით მოქანდაკის მიერ დასახული ამოცანა - ურყევი ნებისყოფის შთაბეჭდილების შექმნა -ადვილად გასაგები ხდება.
ქანდაკების ზედაპირები კანის ფაქტურას გადმოსცემს. შიშველი სხეულის მოცულობები განზოგადებულია, ამასთანავე ზედაპირის მოდელირება არაა გლუვი. იგი დამუშავებულია მსუბუქი

9

ამოზნექილობებით, რომლებიც ფორმის მიხედვით კი არ ანაწევრებს მსხვილ მოცულობებს, არამედ მხოლოდ აცოცხლებს ზედაპირს, რაც ბრინჯაოსათვის უაღერსად საჭირო და შესაფერია, რომ მიღებულ იქნეს კანის სუნთქვის შთაბეჭდილება.
საინტერესოა შევადაროთ ხორავას პორტრეტი ამგვარივე მხატვრული მიზანდასახულობის მქონე ადრინდელ პორტრეტს - უკვე განხილულ „იმერელ მემაღაროის“ ბიუსტს. ამ ორი ნაწარმოების შედარება ცხადჰყოფს, რომ მოქანდაკის ოსტატობა შეუდარებლად გაიზარდა დეტალური დამუშავების დარგში. ეს კი ქმნის ნატურის განცდის, მისი ბუნების გადმოცემის მეტ სისრულეს.

12

ასევე ბრინჯაოსაგანაა ჩამოსხმული აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის პორტრეტი, შექმნილი 1952 წ., მეცნიერის სახე გამოსახავს ღრმა გულისყურს, ჩაკვირვებას, ინტელექტს. იგი ძლიერია შინაგანი ძალით. მისი გამომეტყველება ძალზე ცოცხალია. მაგრამ ეს არის არა მომენტალური შთაბეჭდილების დაჭერა. წარმავალი წუთის გადმოცემა, არამედ სტატიკური ფორმების სიცოცხლე. ამ ბიუსტის კომპოზიცია მკაცრად ფრონტალურია. მისი ქვედა ნაწილი ტექტონიკურადაა გადაწყვეტილი. ზედაპირების მოდელირება, დანაწევრება ძლიერია. მაგრამ მის კანქვეშ ამავე დროს იგრძნობა მტკიცე ჩონჩხი. ფორმის საერთო სიმტკიცესთან ერთად, მუსხელიშვილის სახის ნაკეთები ერთმანეთში ისე გადადის, რომ მიუხედავად მრავალი ღარებისა, მათ შორის გამყოფი ხაზები არ აღიქმება. ამრიგად, ამ პორტრეტში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დანაწევრებულ ზედაპირს, რომელიც ფორმის სიმტკიცეს არ არღვევს. ეს მომენტი ჩვენ უკვე შეგვხვდა სოსო ასლანიშვილის პორტრეტში, მაგრამ აქ იგი გაცილებით უფრო ძლიერადაა გამოვლენილი. მუსხელიშვილის ბიუსტი, ისევე, როგორც ხორავას პორტრეტი, მკაფიოდ ამჟღავნებს მოქანდაკის მიერ მასალის შეგრძნობას. ორივე ნაწარმოები ბრინჯაოსათვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამავე დროს მათი დამუშავება სხვადასხვაგვარია. თუ ხორავას პორტრეტში მხატვრული აქცენტი გადატანილია ბრინჯაოს ჭედვის შესაძლებლობაზე, აქ გამოყენებული და ხაზგასმულია ბრინჯაოს მეორე

10

თვისება - დენადობა. ამიტომ განსაკუთრებული სიცოცხლის ეფექტს ხორავას პორტრეტში ქმნის ძლიერი დინამიკა - აქტიური მობრუნება, ხოლო მუსხელიშვილის სრულიად სტატიკურ, მკაცრად სიმეტრიულ ბიუსტში მფეთქავი სიცოცხლის შთაბეჭდილება იქნება დენადი ნაკვთების საშუალებით.
1953 წელსაა შესრულებული ავსტრიელი პოეტის, „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელის, ჰუგო ჰუპერტის პორტრეტი. ეს ბიუსტი ერთი უძლიერესთაგანია კანდელაკის შემოქმედებაში. იგი იტაცებს მნახველს ღრმა ინტელექტის გამომეტყველებით. მასში დიდი ადამიანური სითბო იგრძნობა.

13

ჰუპერტის პორტრეტში ნაკვთები ძლიერადაა დანაწევრებული. მისი ფორმები დამთავრებულია, გადასვლები გარკვეული. ბიუსტის კომპოზიცია ფრონტალურია. გამოსახულია თავი და შიშველი მკერდი. ამგვარ კომპოზიციაში დიდი მნიშვნელობა ეძლევა გულმკერდის დამუშავებას. აქ მკერდი გადმოცემულია ერთი მთლიანი მოცულობით, რომლის ზედაპირიც მსუბუქადაა დანაწევრებული ხორავას პორტრეტის მსგავსად. ისევე, როგორც იქ, ეს არაა დანაწევრება ფორმების მიხედვით, არამედ ესაა ზედაპირის ერთიანი ფორმის გაცოცხლება. ამგვარად, სახის ძლიერ დანაწევრებასთან ერთად, აქ გულმკერდი, მხრები, ერთიანადაა გადმოცემული (განსაკუთრებით შესამჩნევია მკერდისა და მკლავების გაყოფის არეში). ამ ერთიანობას კიდევ აძლიერებს კონტურის ხაზი, რომელიც სუფთაა, მარტივი და ადვილად წასაკითხი.

11

საქართველოს სსრ სახალხო არტისტის კაკო კვანტალიანის პორტრეტში (1954 წ.). კიდევ ერთი ახალი რამ ჩნდება ესაა დამახასიათებელი მომენტის გადმოცემა. ბიუსტში ზოგი რამ საერთოა ასლანიშვილის ზემოთ განხილულ პორტრეტთან: მისი ამაყად მობრუნებული თავი, ბიუსტის ქვედა ნაწილის ფორმა (ოთხკუთხად ჩამოჭრილი შიშველი მკერდი), მისი საერთო მონუმენტალიზმი ყველაფერი ეს ბადებს ასოციაციას რომაულ პორტრეტთან, ისევე, როგორც კომპოზიციის საერთო გადაწყვეტა ასლანიშვილის პორტრეტში. ამასთანავე, აქ მოცემული დამახასიათებელი მომენტი ძირეულად განასხვავებს ამ ნაწარმოებს

11

რომაული პორტრეტისაგან. და, ამდენად, პორტრეტი არ აღიქმება, როგორც მიბაძვა. გამომეტყველება, რომელიც აქა აქვს კვანტალიანს, მისთვის დამახასიათებელია მხოლოდ მაშინ როცა იგი რითიმე გატაცებულია. ასეთი გამომეტყველება უკეთ ახასიათებს კვანტალიანს, როგორც ადამიანსა და მსახიობს. მომენტის შეგრძნება ხაზგასმულია გუგების გადმოცემით - ძალზე იშვიათი შემთხვევაა კანდელაკის შემოქმედებაში. მხატვრული შედეგი მოქანდაკის მიერ მიღწეულია ჩვეული ხერხით - აქ მკაფიო გადასვლებია, თვითონ ფორმები კი სავსე და ერთიანი. ფორმები მკვრივია, ამასთანავე დენადი (შდრ. მუსხელიშვილის პორტრეტს), რაც ამტკიცებს იმას, რომ ეს ქანდაკებები საგანგებოდ ბრინჯაოსთვის ყოფილა ნავარაუდევი. ამრიგად, ამ ნაწარმოებშიც მკაფიოდ მჟღავნდება მასალის გრძნობა, ისევე, როგორც ყველა ნაწარმოებში.
ჩვენ მიერ განხილული ნამუშევრები გამოხატავენ მოქანდაკის მხატვრული განვითარების გარკვეულ საფეხურებს. სხვა ნამუშევრები, შესრულებული ამავე პერიოდებში, ასევე დასრულებული მხატვრული სახით ხასიათდება. მაგრამ თავისი ფორმის დამუშავების მანერით ისინი თანხვდებიან ჩვენ მიერ გარჩეულ ნამუშევრებს. ასე, მაგალითად, კანდელაკის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიც მარშალ ტოლბუხინის (1947 წ.), გენერალ ანტონოვის (1950), აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის (1952), ფალავანდიშვილის (1957) და სხვ. პორტრეტებია, ეკუთვნის მისი შემოქმედების იმ პერიოდს, როცა მის ქანდაკებებში ძლიერდება მოდელირების მნიშვნელობა და ფორმათა დანაწევრება.

10

კანდელაკის ნამუშევართა უმრავლესობა განკუთვნილია ბრინჯაოსათვის. მას გამოყენებული აქვს ბრინჯაოსათვის დამახასიათებელი ფორმათა სიმკვეთრე, უფრო მეტად ზედაპირის დამუშავების მანერა - ფაქტურა, რომელიც მოგვაგონებს ჭედურს.
კანდელაკის შემოქმედებაში გარკვეული, მტკიცედ ჩამოყალიბებული პრინციპები არსებობს. მის ქანდაკებებში ყოველთვის იგრძნობა საფუძვლის, ჩონჩხის არსებობა, რომელზეც შემდეგაა შესხმული ხორცი - შეიძლება ითქვას, რომ ყველა მისი ქანდაკება ამგვარად აგეებულის შთაბეჭდილებას სტოვებს. ამგვარი აგება, როცა იგი მიზანდასახულია, ე. წ. „შიგნიდან გარეთ“ აგება, არის გარკვე-

12

ული მხატვრული მიდგომის მაჩვენებელი. იგი შეხებადი ძერწვის ერთ-ერთი შემქმნელი კომპონენტია. კანდელაკის ყველა საუკეთესო ნაწარმოები ასეა შესრულებული: მუსხელიშვილის, ანტონოვის, ტოლბუხინის, ჰუპერტის, ასლანიშვილის, კვანტალიანის, ფალავანდიშვილის პორტრეტები და აგრეთვე ფიგურები: რომლებიც პლასტიკური გამომსახველობით ხასიათდება. ამგვარი აგების ტექნიკა არის ის საფუძველი, რომელზედაც იგება პლასტიკური შეგრძნება, ფორმა, როგორც აღნიშნული იყო უკვე ცალკეულ ნამუშევრებთან დაკავშირებით, კანდელაკს ყოველთვის მტკიცე აქვს და იგი უსათუოდ გამოხატავს ფიზიკურ კონსტრუქციას, დამოუკიდვბლად იმისა, თუ რამდენადაა დანაწევრებული მისი ზედაპირი. კანდელაკის ქანდაკებებში განათების ფაქტორი საგანგებო ყურადღების საგანი არ ხდება. ქანდაკება ჩრდილ-სინათლის ვფექტებისათვის კი არ იგება, არამედ პლასტიკურად, ფორმების ერთმანეთთან შეკავშირებით. პლასტიკა ამ სიტყვის ვიწრო, სპეციფიკური გაგებით - არის ის, რაც კანდელაკის შემოქმედებისათვის ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი. პლასტიკური საწყისი მის ქანდაკებებში ძირითადია და გადამწყვეტი. ზედაპირების დამუშავება კანდელაკის შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ფორმის სიმკვრივე ზოგად აგებასთან ერთად დიდად არის დამოკიდებული ზედაპირის მოდელირებაზე, რომელიც ფორმის შექმნის ერთ-ერთი საშუალებაა. ქანდაკებების ზედაპირების მოდელირება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დეტალებში განსხვავებულია, მაგრამ შეიძლება გამოიყოს კანდელაკის ძერწვის მანერის დამახასიათებელი თვისებები. დროის ერთსა და იმავე მონაკვეთებში ჩვენ ყველგან ერთნაირ ძერწვას ვხედავთ. აქ ცალ-ცალკე განხილულ ნაწარმოებთა მაგალითებზე ვნახეთ, რომ ადრინდელ ქანდაკებებს აქვთ სულ მთლად დაუნაწევრებელი ზედაპირები. შემდეგი წლების ნაწარმოებებში ზედაპირების დამუშავება უფრო მრავალფეროვანია, თუმც ზოგიერთ შვმთხვევაში დანაწევრება ხისტია. მაგ., დავით ანდღულაძის პორტრეტის (1942 წ.) პლასტიკურად მთლიანი ზედაპირები დასერილია ღრმა და ვიწრო ღარებით (ცხვირ-ტუჩის გამყოფი დარები), რაც საკმაოდ მკვეთრ დანაწევრებას ქმნის. ამისდა შესაბამისად,

13

წარბები გამოსახულია ვიწრო ხაზებად, რომელთა რელიეფი საკმაოდ ძლიერია სახის ზედაპირთან შედარებით. ასევეა დამუშავებული ამავე წელს შესრულებული სხვა ქანდაკებებიც.
უფრო გვიან კანდელაკი უფრო ძლიერ დანაწევრებას იძლევა. მაგ., გრიგოლ მუხაძის, ნიკო ყიფშიძის (1946 წ.) პორტრეტებში ქანდაკების ზედაპირები ძლიერადაა დანაწევრებული, იმდენად, რომ ლოყებზე მრავალი წვრილი ჩაზნექილობა ჩნდება.
გვიანდელ ნაწარმოებებში, მაგ., 50-იან წლებში შექმნილ ქანდაკებებში - ნიკო მუსხელიშვილის, ჰუგო ჰუპერტის, კაკო კვანტალიანის, ფალავანდიშვილის პორტრეტებში ზედაპირის ფაქტურა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ფორმათა მოდელირებაც ძლიერია, და ამასთანავე ქანდაკების საერთო ფორმა მაინც მკვრივი და მტკიცეა.
უნდა ითქვას, რომ ზედაპირის ძლიერ დანაწევრებას კანდელაკი მისდევს ამ ბოლო წლებში, რაც ახალ მხატვრულ ძიებებზე ლაპარაკობს.
კანდელაკის ნაწარმოებებში ხშირად მთავარი შთაბეჭდილება გმირული სულისკვეთებაა, როგორც, მაგ., ლადო გუდიაშვილის პორტრეტში, „იმერელ მემაღაროეში“, ხორავას პორტრეტში. ადამიანის მონუმენტური მიმართულებით გაიდეალების ტენდენცია კანდელაკის სხვა ნაწარმოებებშიც შეიმჩნევა გაიდეალებული არის ხოლმე არა პორტრეტირებულის ნაკვთები (ისინი თითქმის ყოველთვის ნატურასთან ახლოა), არამედ გამომეტყველება. ამის მაგალითებად შეიძლება გამოდგეს მის ნაწარმოებთა უმრავლესობა, მაგრამ განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ისეთებზე, როგორებიცაა სამხედრო პირთა - ტოლბუხინის, ანტონოვის, აგრეთვე პარტიზან ბაქრაძის პორტრეტები. ამ ნაწარმოებებში, როგორც ვხვედავთ, თვით თემა, ე. ი. გამოსახული პიროვნება, იძლევა შესაძლებლობას გაიდეალებისათვის. ასევეა აკაკი ხორავას პორტრეტში -მისი მონუმენტალიზაცია სავსებით უპასუხებს იმ გმირულ სახეებს, რომელიც ამ დიდ მსახიობს მრავალჯერ შეუქმნია. ამიტომ ამ პორტრეტებს მაყურებელი აღიქვამს, როგორც სრულიად ბუნებრივს, რადგან ისინი თანხვდებიან. მის წარმოდგენებს მათზე, რო-

14

გორც ადამიანებზე. მაგრამ გარდა ამისა, კანდელაკის შემოქმედებაში საერთოდ ვხედავთ ჩვენი საბჭოთა სინამდვილის ამაღლებულ ტონებში აღქმას.
კანდელაკის პორტრეტები თავისი ზომით სადაზგო ქანდაკებებია (ნატურალური სიდიდისა და ცოტა მეტი). მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ძნელია მათი წარმოდგენა ინტიმურ ინტერიერში. მოდელირება არაა განკუთვნილი ახლოდან დასათვალიერებლად. მონუმენტურ ფორმას კანდელაკი აღწევს მარტივი, თავისთავში ჩაკეტილი კომპოზიციის გამოყენებით და მტკიცე ფორმით. ყვვლა ეს ელემენტი ერთად ქმნის სასურველ შედეგს.
როგორც უკვე ვთქვით, კანდელაკის პორტრეტებში ჩვეულებრივ გადმოცემულია თავი და შიშველი მკერდი, მაგრამ ხანდახან იგი თავის მოდელებს ტანისამოსითაც გამოსახავს. ამის მაგალითებია: ტოლბუხინის, ანტონოვის, მუსხელიშვილის, ბაქრაძის პორტრეტები.
კანდელაკის კომპოზიციებში ხშირად ქანდაკების ქვედა ნაწილის კონტურის ხაზები არაა მკაფიო, სილუეტი დაფლეთილია. [მაგ., ვახტანგ ბერიძის პორტრეტი, „იმერელი მემაღაროე“, გრიგოლ მუხაძის, ნიკო ყიფშიძის (1946 წ.), ნესტან ლეონიძის (1949 წ.) პორტრეტები]. საინტერესოა, რომ ზემოჩამოთვლილთა შორის ზოგი კანდელაკის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს ეკუთვნის („იმერელი მემაღაროე“, გრიგოლ მუხაძე). ცხადია, რომ ამ ნაწარმოებთა შესრულების დროს კანდელაკის ყურადღება გამახვილებული იყო სახეების გადმოცემაზე. ზუსტი პორტრეტული დახასიათება, რომელიც არსებობს ამ ბიუსტებში, აბათილებს ქანდაკების ქვედა ხაზის შემთხვევითობის შეგრძნებას.
მაგრამ ბიუსტის ქვედა ნაწილის ტექტონიკური გადაწყვეტა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება კანდელაკთან, განსაკუთრებულ დასრულებულობას ანიჭებს ქანდაკებას (ხორავას, მუსხელიშვილის, ბაქრაძის, ანტონოვის, ტოლბუხინის, ჰუპერტის პორტრეტები). ამგვარი გადაწყვეტა უფრო შეეფერება კანდელაკის საერთო მიდგომასა და მხატვრულ პრინციპებს.

15

შიშველი მკერდი, რომელიც გამოსახულია კანდელაკის ბიუსტების უმრავლესობაში, ქმნის განზოგადების შთაბეჭდილებას. მაგ., გუდიაშვილის, ხორავას, ჰუპერტის სავსებით ინდივიდუალურ პორტრეტებს ამგვარად ენიჭება ზოგადი მნიშვნელობა. ამავე შთაბეჭდილების შექმნას ემსახურება თვალების უგუგოდ გადმოცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ კანდელაკი თავის ნაწარმოებთა შექმნისას ყოველთვის იყენებს მოდელს. ზეპირად ქანდაკება მისთვის უცხოა. მაგრამ იგი არასოდეს არაა ნატურის მონა-მორჩილი, იგი მას ყოველთვის თავის ამოცანებს უფარდებს. მის ნაწარმოებებში ჩანს ანატომიის შესანიშნავი ცოდნა, და არა მარტო ცოდნა, არამედ ოსტატური ფლობა ანატომიის კანონებისა.
კანდელაკის ნამუშევრებში საჭირო შთაბეჭდილების მიღწევას ემსახურება კონტური, სილუეტი, „ნახატი“ მტკიცე, სუფთა, დასრულებული ნახატი აქვს ხორავას, მუსხელიშვილის, ჰუპერტის პორტრეტებს. „იმერელი მემაღაროის“ პორტრეტში სილუეტი მკაცრია, ტექტონიკური, იგი კრავს ფორმას, რაც საერთო შთაბეჭდილების შექმნაში დიდ როლს თამაშობს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კონტურს მარშალ ტოლბუხინის პორტრეტისათვის. აქ ჩვენ ვხედავთ ბიუსტის ტექტონიკურ აგებას, ამასთან ერთად მკაცრი კონტური გარკვევით ხაზს უსვამს და აძლიერებს ბიუსტის საერთო შთაბეჭდილებას.
კონტური კანდელაკის ნაწარმოებებში დიდ როლს თამაშობს კომპოზიციის შეკრულობის თვალსაზრისით. კომპოზიციის ერთიანობის, მთლიანობის, დასრულებულობის შთაბეჭდილების შექმნაში ხორავას, ჰუპერტის, გუდიაშვილის, ბაქრაძის, მუსხელიშვილის პორტრეტებში დიდად უწყობს ხელს კონტურის ერთიანი, დაუნაწევრებელი ხაზი.
მოქანდაკეს აუცილებლად მიაჩნია პორტრეტში ფსიქოლოგიური განცდის გადმოცემა. მის საუკეთესო ნაწარმოებებში ეს სავსებით მიღწეულია. კანდელაკი პოულობს განწყობილებას სახის კუნთების მოძრაობით, მათი მეტყველებით. იგი ამ მიზნისათვის იყენებს ხოლმე სახის დამახასიათებელ მიმიკას. (კაკო კვანტალიანის,

16

ნიკო ბერძენიშვილის ბიუსტი). გამოსახულის ამგვარი გადმოცემა ახასიათებს კანდელაკის მთელ შემოქმედებას.
კანდელაკის პორტრეტებში ჩვენ ვერ ვნახავთ ძლიერ მოძრაობას, გადაჭარბებულ მიმიკას. იგი კმაყოფილდება თავის მცირეოდენი მობრუნებით ან ძირს დახრით. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში მას უფრო ძლიერი მოძრაობის გამოსახვა უყვარდა (ლადო გუდიაშვილის, ვახტანგ ბერიძის, ალექსანდრა თოიძის პორტრეტები), ხოლო მერე და მერე მოძრაობა მის ნაწარმოებებში სულ უფრო და უფრო თავშეკავებული ხდება. მოძრაობის გამოსახვა გადადის თვით ფორმებში. მსუბუქი, ერთი შეხვდვით შეუმჩნეველი, მოძრაობაა ჩაქსოვილი კანდელაკის პორტრეტებში, რომლებიც 1945 წლის შემდეგაა შესრულებული. გრიგოლ მუხაძის, ნიკო ყიფშიძის, ნიკო მუსხელიშვილის, ჰუგო ჰუპერტის, კაკო კვანტალიანის, დავით ბაქრაძისა და ფალავანდიშვილის პორტრეტებში ჩვენ ვხედავთ, რომ სახის ნაკვთები ჩვეულ სიმტკიცესთან ერთად, ამჟღავნებენ დახვეწილობასა და მოძრაობას, დამახასიათებელი გამომეტყველება ამ პორტრეტებში გადმოცემულია გაძლიერებული ექსპრესიით - ესაა აწეული წარბების ბოლოები მუსხელიშვილთან, მოჭმუხნული, შეტეხილი ფორმის წარბები და თვალებქვეშ დაბერილი უპეები ჰუგო ჰუპერტის პორტრეტში, სახის ძლიერი მუსკულატურა ნიკო ყიფშიძის პორტრეტში. როგორც ვთქვით, კანდელაკის ნაწარმოებებში გამოსახვის საშუალებები ერთი და იგივეა ნახმარი, მაგრამ სახეები მაინც ინდივიდუალურია ბუნებასთან სიახლოვის გამო.
კანდელაკის შემოქმედებაში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვხედავთ შინაარსს, დამახასიათებელს საბჭოთა მხატვრისათვის. მისთვის მთავარია შექმნას საბჭოთა ადამიანების სახეები. მის შემოქმედებაში ვხედავთ დასრულებული პლასტიკური ფორმის ძიებას. გამოსახვის ხერხები, ძერწვის მანერა კანდელაკისა ბევრი მომენტით უახლოვდება თანამედროვე ნეოკლასიცისტურ სკულპტურას, მაგრამ ამასთანავე იგი თავისი არსით ძირეულად განსხვავდება იმ მოქანდაკეთაგან, რომელთაც მხოლოდ ფორმა აინტერესებს. დასრულებული პლასტიკურობა კანდელაკისათვის მიზანი კი არაა. არა-

17

მედ ხერხი, რომლის საშუალებითაც იგი აღწევს ფსიქოლოგიურ დახასიათებას. ნიკოლოზ კანდელაკს ქართულ საბჭოთა ქანდაკებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

ნიკოლოზ კანდელაკის ნაწარმოებთა სია:

1. მომკელი ქალი. თაბაშირი, ნატ. სიდიდისა, 1926 წ., სადიპლომო ნამუშევარი. ლენინგრადი.
2. ფიზკულტურელი ქალი. თაბაშირი, 1927 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი.
3. ბარელიეფი საკოლმეურნეო თემაზე. თაბაშირი, 3 მეტრი. 1926 წ., საქართველოს კპცკ შენობის ვესტიბიული.
4. კუჭაიძის  პორტრეტი. თაბაშირი. 1930 წ., კერძო კოლექცია.
5. ელბაქიძის ძეგლის ესკიზი. თაბაშირი. 1931 წ., ქალაქის აღმასკომი.
6. აკაკი ხორავას პორტრეტი. თაბაშირი. 1934 წ.
7. ნიკო ქუმსიაშვილის პორტრეტი. თაბაშირი. 1934 წ.
8. ვახტანგ ბერიძის პორტრეტი. თაბაშირი, 58 x 26 x 28 სმ. 1935 წ.
9. აკაკი ვასაძის პორტრეტი. თაბაშირი, 1935 წ., თეატრალური მუზეუმი, თბილისი.
10. ლადო  გუდიაშვილის პორტრეტი. ქვა, 61 x 53 x 33 სმ. 1935 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
11. რეკორდსმენ  იოსელიანის პორტრეტი. თაბაშირი. 1937 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

18

12. ალექსანდრა თოიძის პორტრეტი. თაბაშირი, 28 x 58 x 37 სმ. 1937 წ.
13. იმერელი მემაღაროე. ბრინჯაო, 55 x 27 x 18 სმ. 1938 წ.
14. ფიზკულტურელის ფიგურა. თაბაშირი. 2 მ 70 სმ. 1938 წ., სამხატვრო წარმოების კომბინატი.
15. დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტი. თაბაშირი, 1939 წ., თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
16. შალვა  დადიანის პორტრეტი. ქვა. 1941 წ., ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა.
17. დავით ანდღულაძის პორტრეტი. თაბაშირი, 38 x 24 x 32 სმ. 1941 წ.
18. შალვა  მშველიძის პორტრეტი. თაბაშირი, 48 x 33 x 30 სმ. 1942 წ.
19. აკაკი  შანიძის  პორტრეტი. თაბაშირი. 50 x 31 x 25 სმ. 1942 წ.
20. სოსო  ასლანიშვილის პორტრეტი. თაბაშირი. 66 x 30 x 35 სმ. 1942 წ.
21. პროფ. წულუკიძის პორტრეტი.თაბაშირი. 1943 წ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, თბილისი.
22. ქირურგ ი. ჯანელიძის პორტრეტი. თაბაშირი. 1934 წ.
23. აკად. ნათიშვილის პორტრეტი. თაბაშირი, 60 x 29 x 27 სმ. 1943 წ.
24. აკად. იოველ ქუთათელაძის პორტრეტი. თაბაშირი. 1944 წ.
25. ალექსანდრე ალადაშვილის პორტრეტი. თაბაშირი, 50 x 35 x 32 სმ. 1944 წ.
26. ქირურგ გრიგოლ მუხაძის პორტრეტი. ქვა. 50 x 42 x 25 სმ. 1945 წ., სამედიცინო აკადემია, მოსკოვი.
27. ქირურგ გრიგოლ მუხაძის პორტრეტი. ბრინჯაო, 1945 წ., სისხლის გადასხმის ინსტიტუტი, თბილისი.

19

28. პროფ. ნიკო ყიფშიძის პორტრეტი. თაბაშირი, 46 x 45 x 30 სმ. 1946 წ.
29. მარშალი ტოლბუხინი. ბრინჯაო, 93 x 65 x 36 სმ. 1947 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
30. ფიზკულტურელი ქალის ფიგურა. ცემენტი. 1947 წ., წყალტუბო, სამხედრო-საზღვაო ძალების სანატორიუმი.
31. აკაკი ხორავას პორტრეტი. ბრინჯაო, 75 x 70 x 25 სმ. 1948 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
32. საბჭოთა კავშირის გმირის პარტიზან დ. ბაქრაძის პორტრეტი. ქვა, 78 x 59 x 30 სმ. 1949 წ. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
33. ნესტან ლეონიძის პორტრეტი. თაბაშირი, 75 x 50 x 29 სმ. 1949 წ.
34. გენერალი ანტონოვი. თაბაშირი, 87 x 65 x 30 სმ. 1950 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
35. მოქანდაკის ცოლის პორტრეტი. თაბაშირი, 61 x 55 x 30 სმ. 1952 წ.
36. აკად. ნიკო მუსხელიშვილის პორტრეტი. 81 x 57 x 30 სმ. 1952 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
37. აკად. ნიკო ბერძენიშვილის პორტრეტი. ბრინჯაო. 1952 წ. ქ. მახარაძის მუზეუმი.
38. ნატო ვაჩნაძის პორტრეტი. თაბაშირი 78 x 33 x 26 სმ. 1952 წ., საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
39. ნინო დუმბაძის ფიგურა. თაბაშირი, 67 x 16 x 20 სმ. საქართველოს სსრ სახელმწიფო სამხატვრო გალერეა.
40. ჰუგო ჰუპერტის ბიუსტი. თაბაშირი, 51 x 55 x 24 სმ. 1953 წ.

20

41. კაკო კვანტალიანის პორტრეტი. ბრინჯაო. 73 x 39 x 31 სმ. 1945 წ. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
42. გიგო მაღალაშვილის პორტრეტი. თაბაშირი. 76 x 56 x 23 სმ. 1955 წ.
43. ფიზკულტურელი ქალის ფიგურა. პლასტილინი, 48 x 14 x 12 სმ. 1955 წ.
44. ლეილა ქავთარაძის ბიუსტი. ქვა. 1956 წ.
45. ფილიპე მახარაძის ძეგლი. ბრინჯაო. 1957 წ., ქ. მახარაძე.
45. მხატვარ ნუნუ ცაგარელის ბიუსტი, თაბაშირი, 53 x 48 x 34 სმ. 1957 წ.
47. სოციალისტური შრომის გმირის ფალავანდიშვილის პორტრეტი. თაბაშირი, 42 x 23 x 29 სმ. 1957 წ., საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო.
48. „გამომგონებელი“ (თოდუა). ბრინჯაო, 1957 წ.
49. ნინო დუმბაძე (მჯდომარე ფიგურა). თაბაშირი. 47 x 38 x 25 სმ. 1958 წ.
50. მჯდომარე ქალი. თაბაშირი. 37 x 20 x 18 სმ. 1958 წ.
51. ფიზკულტურელი ქალი („ნიჩბოსანი“). პლასტილინი, 82 x 15 x 26 სმ. 1959 წ.
52. ილურიძის პორტრეტი. ბრინჯაო. 1959 წ. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო.
53. კარლო  კალაძის პორტრეტი. თაბაშირი. 1959 წ.
54. ნინო დუმბაძე - ბადროს მტყორცნელი. თაბაშირი. 2 მ. 1959 წ.

შენიშვნა

სიაში შეტანილი ის ქანდაკებები, რომლებიც ზომების გარეშეა მოცემული ჩვენთვის გასაზომად ხელმისაწედომი არ აღმოჩნდა.

21


Л. А. ШАНИДЗЕ

ПОРТРЕТНЫЕ РАБОТЫ СКУЛЬПТОРА Н. П. КАНДЕЛАКИ

Резюме

(Табл. 1—14)

Один из старейших скульпторов Грузии Николай Порфирьевич Канделаки является ведущим мастером грузинской советской скульптуры.
Родился Н. П. Канделаки в 1889 г. в Западной Грузии. Учился в Ленинградской Академии Художеств у проф. А. А. Матвеева. С 1926 г. работает в Тбилисской Академии Художеств, воспитал многочисленные кадры скульпторов.
Канделаки — портретист. Он создал серию портретных бюстов выдающихся деятелей науки и искусства, а также знатных рабочих Грузии. Рассматриваемые нами портреты: художника Ладо Гудиашвили, историка искусств Вахтанга Беридзе, шахтера-имеретинца, доктора Сосо Асланишвили, хирурга Григола Мухадзе, актера Акакия Хорава, президен¬та Академии наук ГССР Нико Мусхелишвили, австрийского поэта Гуго Гупперта, актера Како Кванталиани являются показательными в смысле развития художественных устано¬вок автора. Художественные принципы Канделаки на протя-жении лет стабильны, но в пределах этих общих принципов наблюдается эволюция, в частности, изменяется манера леп¬ки.
Произведения Канделаки отличаются крепким построе¬нием, четким контуром, сильно выявленной пластикой объе¬мов, ясными переходами.
При относительно небольших размерах бюсты Канделаки монументальны, что достигается простотой, компактностью и замкнутостью композиции, в основе которой лежит проду¬манное соотношение размера и формы головы с одной сторо¬ны и плеч с другой, сдержанное, но внутренне напряженное движение.
Большинство произведений Канделаки рассчитаны для бронзы, о чем свидетельствует соответствующая обработка поверхности - чеканная или текучая, в зависимости от худо-

22

жественной задачи. Лепка в каждом отдельном случае так¬же соответствует конкретной художественной задаче - пе¬редаче внутреннего облика портретируемого.
Идейная насыщенность, эмоциональность и высокое ху¬дожественное мастерство, ставят его портреты в ряды луч¬ших произведений скульпторов Советского Союза.

L. CHANIDZE

BUSTES-PORTRAITS DU SCULPTEUR N. KANDELAKI

(pl. 1—14)

Nicolas Kandélaki est un des maitres éminents de la sculpture géorgienne soviétique.
N. Kandélaki est né 1889 en Géorgie occidentale. II étudia á l'Académie des Beaux-Arts de Léningrad chez le prof. A. Matveef. Depuis 1926, il enseigne à Académie des Beaux-Arts de Tbilissi, où il a formé le talent de nombreux sculpteurs.
Kandélaki est portraitiste. II a crée toute une série de bustes des hommes des arts, des sciences, ainsi que des travailleurs de la Géorgie. Les portraits du peintre Lado Goudiachvilli, du professeur d'histoire de 1'art W. Beridze, du chirurgien Grégoire Moukhadze, de I'acteur A. Khorava, du président de l'Académie des Sciences de Géorgie N. Mouskhelichvili, du poéte autrichien Hugo Huppert, de I'acteur Kako Kvantaliani témoignent du développement de la conception artistique du sculpteur. Les principes artistiques de Kandelaki au cours des années sont les mêmes; on note cependant une évolution, en par-ticulier, un changement dans l'art du modelé.
L'oeuvre de Kandelaki se distingue par la solidité de la forme, les contours précis, une forte expression plastique des volumes.
Malgre leurs dimensions relativement restreintes, les bustes de Kandelaki sont monumentaux, grâce à leur simplicité, com¬pacté des volumes, leur composition; un intense mouvement intérieur les distingue toujours.
La plus grande partie des oeuvres de Kandelaki est destinée pour être éxécutée en bronze, ce que atteste le travail de la surface, cisélée ou fluide, suivant I'intention artistique de I'auteur. Le modelage, dans chaque cas un autre, est conforme au but artisti¬que concret — à la reproduction de la vie spirituelle du modèle.
La richesse des idées, 1'émotion artistique et une haute maitrise mettent ces portraits aux rangs des meilleurs oeuvres de la sculpture soviétique.

ნანახია: 14573-ჯერ