Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2021 (I ნაწილი)
ჟურნალის 2021 წლის I ნომერი ეძღვნება  ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ხელოვნების მკვლევრის, გამომგონებლის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ დავით კაკაბაძის ხსოვნასჟურნალში განთავსებული სტატიები წარმოადგენს კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების მასალებს. დავით კაკაბაძის ფოტო აღებულია წიგნიდან: В.В. Беридзе, Д.Ш. Лебанидзе, М.Ж. Медзмариашвили. Давид Какабадзе. Путь художника. Художник и времия. М., Советский художник, 1989, ст. 131.

shesavali

სამსონ ლეჟავა
კონფერენციის კონცეფციის ავტორი და ორგანიზატორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრისა და დავით კაკაბაძის ფონდის ინიციატივით, 2021 წლის 24 მაისს გაიმართა გამორჩეული ქართველი მხატვრის, საერთაშორისო რანგის დიდი ოსტატის, რენესანსის ეპოქის უნივერსალურ შემოქმედთა მასშტაბების მქონე ხელოვანის, დავით კაკაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით: „ხელოვნება და სივრცე - დავით კაკაბაძე - მეცნიერი, მოაზროვნე, მხატვარი“. დავით კაკაბაძე ის გამორჩეული ფიგურაა, რომლის სულისკვეთებაც მიმართული იყო ჩვენი სამშობლოს უმაღლესი სულიერ-კულტურული მონაპოვრების შესატყვისის, ღირსეული და ფუნდამენტური ფასეულობების კვლავ ქმნისაკენ, იმავდროულად, XX საუკუნის ახლებურ და უმნიშვნელოვანეს პარადიგმათა ღრმად შემეცნების პროცესში, რისი უაღრესად აქტიური და ავტორიტეტული წარმომადგენელი თავადვე ბრძანდებოდა. ის არის ტრაგიკული ფიგურა, ვინაიდან მთელი მისი მიზანსწრაფვა, მიმართული სამშობლოსა და კაცობრიობის მსახურებისაკენ, თავად საქართველოში, არსებითად, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, და ისიც, მხოლოდ თანდათანობით იქნა აღიარებული. სამშობლოს უანგარო მსახურებისათვის მას დაფასება კი არ ერგო წილად, არამედ, არსებითად - დევნა, დათრგუნვა, შევიწროება და მორალური ტერორი - ჩვენი ქვეყანა ვალშია მის წინაშე! ისიც ხაზგასასმელია, რომ, ჯერხანობით, ვერც ხელისუფლებამ და ვერც საზოგადოებამ შეძლო ამ უმაღლესი რანგის, ძალზე კრეატიული, დიდი პიროვნების სახელის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე. იდეოლოგიური წნეხის პირობებში ეს, ცხადია, პრობლემატური იყო, ხოლო დღეს - უკვე ჩვენი ქვეყნის გადაუდებელი მოვალეობაა, რომ დავითის სახელი მისივე ნაღვაწის მნიშვნელობის შესაბამისად იქნას აღიარებული მსოფლიო მასშტაბით. ვერც ის ჩაითვლება სამართლიანად, რომ XX საუკუნის ეს უდიდესი ქართველი მხატვარი არაა დასვენებული მთაწმინდის პანთეონში, რაც მისდამი უმადურობის ერთობ გახანგრძლივებული გამოხატულებაა. ჩვენი კონფერენციის მიზანი ის იყო, რომ უფრო სიღრმისეულად, მრავალ ასპექტურად, ახლებური მიდგომით წარმოგვეჩინა მისი, როგორც სრულებით არაორდინალური თეორეტიკოსის, მკვლევრის, მხატვრის, განსაკუთრებული სამეცნიერო აღმოჩენების ავტორის, უდიდესი მოღვაწის დანატოვარი. გაგვეანალიზებინა მისივე არსებითი, კონტექსტური ასპექტები XX საუკუნის ავანგარდისტულ „სთრიმში“ - კერძოდ, სახელოვნებათმცოდნეო, კინომცოდნეობითი, თეატრმცოდნეობითი, კულტუროლოგიური, ვიზუალურ-ფოლკლორისტული თვალსაზრისით. თავად კონცეფციის მონაწილეთა უაღრესად მრავლისმომცველიო თემატიკაც არის უთუო დასტური იმის, თუ რაოდენ არაორდინალურ პიროვნებასთან გვაქვს საქმე! აქვე დავძენთ, რომ, პირველყოვლისა, სწორედ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ამჟამად, ცენტრი), აღმოჩნდა ის სამეცნიერო კერა, რომელმაც საბჭოთა სივრცის შემზღუდველ პირობებშიც კი  მოახერხა ის, რომ ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან დაიწყო და განავითარა წამყვანი გეზი, რომელიც გულისხმობდა დავით კაკაბაძის შემოქმედების შემეცნებას! რად ღირს თუნდაც ის, რომ დ. კაკაბაძისეული აბსტრაქტული ქმნილებანი უკვე 50-იან წლებში გამოქვეყნდა გაიანე ალიბეგაშვილის საფუძველმდებელ მონოგრაფიაში. მომდევნოდ, გაჩნდა ლევან რჩეულიშვილის რჩეული ალბომი, მოგვიანოდ, ვახტანგ ბერიძის ფუნდამენტური მონოგრაფია, რომლის განხორციელებაშიც, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, მარინა მეძმარიაშვილი და დალი ლებანიძე. მომდევნო წლებშიც ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდა - ქეთევან კინწურაშვილი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ჩვენს ინსტიტუტში (ამჟამად, ცენტრი), არის ავტორი ახალი მასალებისა და კონცეპტუალურად ტევადი წიგნისა და, ასევე, სხვა მრავალი გამოცემისა დავით კაკაბაძეზე, ხოლო, სულ ბოლო დროს, ნანა ყიფიანის მნიშვნელოვანი გამოკვლევაც გაჩნდა დავით კაკაბაძისადმი მიძღვნილ უახლეს ალბომში. და ბოლოს: ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია „ხელოვნება და სივრცე - დავით კაკაბაძე - მეცნიერი, მოაზროვნე, მხატვარი“ დიდი შემოქმედის მემკვიდრეობის შეცნობის თვალსაზრისით, სერიოზული მასტიმულირებელი აღმოჩნდება ბევრად უფრო ჩამწვდომი და ძირეული კვლევებისა სამომავლოდ, თუმცა, ამ ეტაპზეც მიგვაჩნია, რომ რეალურად დაგვეხმარება დავით კაკაბაძის, ამ მართლაც უნიკალური ფენომენის წვდომაში.

დიალოგისათვის დავით კაკაბაძესთან დიალოგისათვის დავით კაკაბაძესთან
There are no translations available.

პარმენ მარგველაშვილი

დავით კაკაბაძის შემოქმედების მასშტაბი, მისი აზროვნებისა და ცხოვრების წესი ნამდვილად არის კულტურული თუ ცივილიზაციური პროცესების წარმომჩენი და სამომავლოდ გასათვალისწინებელი ფენომენი. მისი ყოველი თანმიმდევრული ხილული ნაბიჯი ეფუძნებოდა რწმენად ქცეულ თვალსაზრისს, რომ კაცობრიობა ესწრაფვის ამქვეყნადვე მოიპოვოს საუკუნო ცხოვრების საყრდენი და მუდმივ ძიებაში ჩართული, რელიგიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ენათა მეშვეობით წარმართავს ცხოვრებას.

დავით კაკაბაძის ცხოვრება და შემოქმედება ზოგად ისტორიულ ფონზე დავით კაკაბაძის ცხოვრება და შემოქმედება ზოგად ისტორიულ ფონზე
There are no translations available.

გიორგი ხოშტარია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვგონებ, არც თუ ისე ბევრი გვეგულება პატარა ქვეყანა, ისეთი, როგორც საქართველო, რომელიც ასეთი მდიდარი და, რაც მთავარია, ასეთი მაღალი ხარისხის მქონე ვიზუალური ხელოვნებით იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ხელოვნების უსაზღვრო სამყაროში.

დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი
There are no translations available.

ლიანა ანთელავა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

დავით კაკაბაძის,  როგორც კულტურის ფენომენის განხილვა ვარაუდობს მის სააზროვნო კონცეპტად წარმოდგენას. ანუ,  მის, როგორც ხელოვნების (მხატვრული) მოვლენის არა მხოლოდ  სახელოვნებათმცოდნეო კვლევის ჩარჩოებში განხილვას, არამედ  ჰუმანიტარული მეცნიერების სპეციფიკური კვლევების გამოყენებით მასზე მსჯელობას. კვლევის ჰერმენევტიკული, ანუ, აზრის წვდომის, გაგებისა და ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენება, გულისხმობს კულტურის ფენომენის, ამ შემთხვევაში - მხატვრობის - არა მხოლოდ სახვითი ფორმის მეტყველებად გააზრებას, არამედ მის განხილვას აზრის მატარებელ ფენომენად. ჰერმენევტიკული ინტერპრეტაციები შეიძლება განიმარტოს, როგორც ვიზუალურ (ან სხვა) ნიშან-ფორმათა საზრისების გაგება-ახსნის ხელოვნება,  რაც იმას გულისხმობს,   რომ კულტურა ფენომენოლოგიურად განიხილება -  როგორც ადამიანის   აზრობრივ - ღირებულებითი ცენტრი. დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი  - ნიშნავს ამ კულტურული მოვლენის ფენომენოლოგიურ ინტერპრეტაციას.

ეპოქის პლასტიკური ორნამენტი: დავით კაკაბაძის სკულპტურა Z ეპოქის პლასტიკური ორნამენტი: დავით კაკაბაძის სკულპტურა Z
There are no translations available.

ქეთევან კინწურაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ეძღვნება პროფესორ რობერტ ჰერბერტს

„თუ საჭიროა ძებნა ჩვენი ეპოქის პლასტიკური ორნამენტის შინაარსისა, ის წარმოდგენილია დინამიკური სივრცის გადმოცემის საშუალებებში - ზედაპირის გაბრწყინვალების თვისებაში, შუშების და სარკეების დალაგების ხასიათში, მათგანგამომდინარე შუქის და სინათლის ძალაში და იმ ფერადებში, რომელთაც სიღრმის გადმოცემა ახასიათებს.“ დავით კაკაბაძე, 1924 (დავით კაკაბაძე, ხელოვნება და სივრცე, პარიზი 1924-25 წლები, პარიზი, 1926. გვ.13)

დავით კაკაბაძე - მხატვარი კინოში ანუ სვლა დინების საწინააღმდეგოდ დავით კაკაბაძე - მხატვარი კინოში ანუ სვლა დინების საწინააღმდეგოდ
There are no translations available.

პაატა იაკაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დავით კაკაბაძის ესეების კრებული „ხელოვნება და სივრცე“ არის მანიფესტი, რომელშიც განხილულია თანამედროვე ხელოვნების არსის ძიების პროცესი. მასში მოცემულია იმ შემოქმედებითი პრინციპების ერთობლიობა, რომლებითაც ავტორი ვარაუდობდა, გადაეწყვიტა ქართული ხელოვნების წინაშე არსებული პრობლემები და რომელთა ერთგულიც მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა.

კოტე მარჯანიშვილი - დავით კაკაბაძის თანამდგომი  კოტე მარჯანიშვილი - დავით კაკაბაძის თანამდგომი
There are no translations available.

ნათია ასათიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დავით  კაკაბაძის თეატრთან  შეხვედრა მისი საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა.  1927 წ. ოპერა „ამირანის“ მხატვრული გაფორმებისათვის კოტე მეღვინეთუხუცესმა  დავით კაკაბაძე მიიწვია. მართალია, სპექტაკლი არ განხორციელებულა, მაგრამ შემორჩენილია კოსტიუმების შესანიშნავი ესკიზები.

დავით კაკაბაძე და კოლხური ოდა-სახლი დავით კაკაბაძე და კოლხური ოდა-სახლი
There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


აქ წარმოდგენილი მომცრო ნარკვევი შეეხება ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - იმას, თუ რაგვარ ზემოქმედებას ახდენს (როგორც ჩანს, მთელი ცხოვრების მანძილზე თანამდევს) ადამიანზე ის პირველადი გარემოცვა, რომელიც დიდწილად აფუძნებს მის გადამწყვეტ „მხვედრობას“ სამყაროსთან. ამგვარი „მხვედრობა“ საფუძველდებულია ბავშვობის ასაკში - იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი არის მაქსიმალურად ალალი და კრეატიული. იგი არაიდეოლოგიზებული, გახსნილი ხედვით გამოირჩევა და ინტენსიური მიმღეობის უნარის მეშვეობით მის არსებაში სამყაროს მთლიანი, ერთობილი ხატი იბადება. ოღონდაც, ასეთი სახის ხატი მაშინ აღმოცენდება სრულფასოვნად, როდესაც ბავშვი ეკოლოგიურად სუფთა, შეურყვნელ გარემოში ცხოვრობს. ამდაგვარი „კაცთსამყოფელის“ კვალი არსებითია მაშინაც, როცა პიროვნება თანდათან განეშორება და, ბოლოს, მოსწყდება კიდეც ამნაირ - შემოქმედებითობით, სიხალასე-უბრალოებითა და განსულიერებულობით აღსავსე, „ავთენტურ“ სივრცეს, იწყებს რა პირველდასაბამიერი ალაგის არედან გასვლა
...

დაწვრილებით...

საგანი სივრცეში თუ სიბრტყეზე – საუკუნის ახალი ხედვა  საგანი სივრცეში თუ სიბრტყეზე – საუკუნის ახალი ხედვა
There are no translations available.

ნათია რამიშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დავით კაკაბაძის შემოქმედების განხილვისას, იქნება ეს მისი იმერული პეიზაჟები, პორტრეტები, აბსტრაქცია, კოლაჟი, თეატრის მხატვრობა თუ სტერეოკინო, ვერც ერთი მკვლევარი ვერ აუვლის გვერდს სივრცის პრობლემას. უფრო მეტიც, მის თეორიულ ნააზრევშიც უდიდესი ნაწილი სივრცის შესახებ მსჯელობას ეთმობა. აქ არ შევუდგებით დავით კაკაბაძის მხატვრული შემოქმედების განხილვას, არამედ, ვეცდებით კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ იგი, როგორც დიდი მოაზროვნე და ნოვატორი, იმ ბობოქარი, სიახლეებით სავსე ეპოქის ნამდვილი წარმომადგენელი.

დავით კაკაბაძის მხატვრობა ფილმისთვის „მარილი სვანეთს“ დავით კაკაბაძის მხატვრობა ფილმისთვის „მარილი სვანეთს“
There are no translations available.

თამარ ბელაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ფილმი „მარილი სვანეთს“ („ჯიმ შვანთე“) 1930 წელს გადაიღო რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა და, როგორც ცნობილია, ის შეიქმნა მისივე მანამდელი ნამუშევრის, „უსინათლოს“ მასალის საფუძველზე. „უსინათლოს“ გადაღებები 1929 წლიდან მიმდინარეობდა სვანეთში. მას შემდეგ კი, რაც ფილმი ოფიციოზმა დაიწუნა, გადამღები ჯგუფი „ჯიმ შვანთეზე“ მუშაობას შეუდგა. ორივე ამ ფილმის („უსინათლო“ და „მარილი სვანეთს“) მხატვარი, პარიზიდან ახლად დაბრუნებული დავით კაკაბაძე გახლდათ.

XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი
There are no translations available.

დიმიტრი თუმანიშვილი
(დ.  25 მარტი, 1950, თბილისი - გ. 7 აპრილი, 2019, თბილისი) - ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიკოსი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა  და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი.
...
დაწვრილებით...

ჩანაწერები დავით კაკაბაძის შესახებ ჩანაწერები დავით კაკაბაძის შესახებ
There are no translations available.

ზაზა ფირალიშვილი

1. საწყისები
ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის გააზრება, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებისა და მათ იდეურ მემკვიდრეთა მიერ გაღებულ ძალისხმევას. სწორედ მათ შექმნეს კონტურები იმ  ეროვნული პროექტისა, რომლის ენერგიითაც ვარსებობთ დღესაც და რომელიც კიდევ დიდხანს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. საქმე, ცხადია, მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას არ ეხება. პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ხელოვნებაც და ა.შ. შედეგია იმ სიღრმისეული იმპულსებისა, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოების წიაღში იბადება, ქმედით მეტაფორათა და სიმბოლოთა სისტემად გარდაიქმნება და ასე ქმნიან იმ სამყაროს, რომელშიც  ვცხოვრობთ.

დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების შესახებ დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების შესახებ
There are no translations available.

ხათუნა ხაბულიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების ისტორია ყველასათვის ცნობილი, 1926 წელს ბრუკლინის მუზეუმში გამართული მოდერნული ხელოვნების დიდი საერთაშორისო გამოფენიდან იწყება. გამოფენა,რომელიც  ქეთრინ  დრაიერის, მარსელ დიუშანისა და მენ რეის ხელმძღვანელობით „ანონიმურმა საზოგადოებამ“ მოაწყო,  საზოგადოების საპატიო ვიცე-პრეზიდენტის - ვასილი კანდინსკის სამოცი წლისთავს მიეძღვნა. მასზე კაკაბაძის ცხრამეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, სკულპტურა „Z, განგმირული თევზი“  (1925). სკულპტურა დავით კაკაბაძის თექვსმეტ აკვარელთან ერთად, ამჟამად, იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეაში ინახება.

 „განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში“ „განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში“
There are no translations available.

ქეთევან (ქეთი) შავგულიძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

1919 წელს, გალაქტიონ ტაბიძის ჩანაწერებში, ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი დაჰყვება „გზადაგზა საქართველოს ყოველ მოსახვევებში, გაფითრებულს, ნერვებ-დაჭიმულს, გაწამებულ ადამიანს, ადამიანს, რომელიც იტანჯება თანამედროვე ცხოვრების კონვულსიებში“ და „სურს დაიჭიროს იგი უეცრად მის კანკალში, ფიქრებში (და) საშინელებაში, მის უღონობასა და აგზნებაში, მის თავგანწირულებაში და სასოწარკვეთილებაში“.

გადარჩენილი მემკვიდრეობა „ქართული ორნამენტის გენეზისი“ გადარჩენილი მემკვიდრეობა „ქართული ორნამენტის გენეზისი“
There are no translations available.

ასმათ ოქროპირიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვინც ქართულ კულტურას ფართო თვალსაწიერით უყურებს, გვერდს ვერ აუვლის დავით კაკაბაძეს. უდიდესი პიროვნება, მეცნიერი, მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე არსებითად იაზრებს და აჯამებს კიდეც მრავალათასწლოვანი საქართველოს სულიერ თავისებურებებს. კაკაბაძის ხელოვნება, ადამიანური ვნებებისაგან განწმენდილი, ობიექტურობის ისეთ ხარისხშია აყვანილი, როდესაც შემოქმედი, არსებითად, უარს ამბობს „ავტორობაზე“ და, მსგავსად ძველი ოსტატებისა, ანონიმად ქცეულა. „ხელოვნების მთლიანი ნაწარმოები წარმოადგენს იმნაირ ერთეულს, რომელიც შექმნილია არა ადამიანის სუბიექტური ნებისყოფით, არამედ ნაწარმოების შინაგანი წყობილებით, რომლის ორგანიზაციული და ჰარმონიული წესები იმორჩილებენ სუბიექტურ ნებისყოფას. შემოქმედება მხოლოდ განცდაა ამ ორგანიზაციული და რიტმული წესებისა.

დავით კაკაბაძე- ზოგიერთი თეორია სივრცის  შესახებ დავით კაკაბაძე- ზოგიერთი თეორია სივრცის შესახებ
There are no translations available.

ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის
ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


„შეგრძნება ხელოვნების ნაწარმოებისა სივრცის განცდაშია“ (დავით კაკაბაძე, ხელოვნება და სივრცე,თბილისი, 1983, გვ. 125); „ სივრცის განცდა -  ინსტიქტია ადამიანის“; „თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არ არის ხელოვნების ნაწარმოები. (პ. მარგველაშვილი, დ. კაკაბაძის არქივიდან, თბილისი, 1988წ., გვ. 110).

ტრადიციის საკითხი დავით კაკაბაძის კონსტრუქციულ-დეკორაციულ სერიაში ტრადიციის საკითხი დავით კაკაბაძის კონსტრუქციულ-დეკორაციულ სერიაში
There are no translations available.

ირმა მათიაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ტრადიციების მნიშვნელობა დავით კაკაბაძის შემოქმედების  არსებითი ასპექტია. XX ს-ის დასაწყისის ხელოვნებამ განსაკუთრებული სიძლიერით გააფართოვა კულტურული საფუძვლების  როგორც ქრონოლოგიური, ასევე,  გეოგრაფიული არეალი (А. Мальро, Зеркало лимба. М., 1989, с. 151.). ამ თვალსაზრისით გასული საუკუნის დასაწყისის ქართული ხელოვნება ინტერესთა თანხვდენას ამჟღავნებს ევროპაში მიმდინარე პროცესებთან. თუმცა, ქართველ შემოქმედთათვის ეს საკითხი უფრო კონკრეტული მიზნით დაისახა. მათთვის, როგორც მოდერნისტებისთვის, ასევე, ტრადიციონალისტებისთვის, საპროგრამო მნიშვნელობა შეიძინა ეროვნული ტრადიციების აღორძინებამ. ეს კონცეფცია XIX ს-ის II ნახევარში თერგდალეულთა მიერ დასახული მიმართულების გაგრძელება იყო.

დავით კაკაბაძე ქართული “მხატვრული ენის” ძიებაში დავით კაკაბაძე ქართული “მხატვრული ენის” ძიებაში
There are no translations available.

მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მოდერნიზმის პარადიგმა მოდერნისტული ხელოვნების კოსმოპოლიტურ ხასიათს განაპირობებს. ერთიან მხატვრულ სივრცეში ინტეგრირების სურვილი არა მხოლოდ საერთო, მსგავს მხატვრულ ტენდენციებს ქმნის, არამედ მის შიგნით არსებულ სპეციფიკურ ეროვნულ მახასიათებლებს შორის ზღვარსაც შლის. აღნიშნულის საპირისპიროდ, დამოუკიდებელი საქართველოს წიაღში განვითარებულ მოდერნისტულ ხელოვნებასა და ზოგადად, კულტურას ხაზგასმულად ეროვნულობის კვალი ამჩნევია.

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani