Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2016
2016
ქართული კერამიკის მოამაგე ქართული კერამიკის მოამაგე
There are no translations available.

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


(მხატვარ ნანა კიკნაძის გახსენება)
მხატვარი ნანა კიკნაძე XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ კერამიკოსთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პროფესიულ და შემოქმედებით მოღვაწეობას გამორჩეული, ინდივიდუალური ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ დეკორატიულ–გამოყენებით ხელოვნებაში.
ნანა კიკნაძე ქალაქ თბილისში 1928 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა (1945 წ.). პროფესიული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო (1953-1959 წ.წ.), სადაც კერამიკის ფაკულტეტზე სწავლა საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის სიყვარულმა გადააწყვიტინა (პედაგოგები დ. ციციშვილი, ნ. გომელაური). 1963 წელს მხატვარმა იმავე ფაკულტეტის ასპირანტურა დაამთავრა, აქვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობაც (1961 წლიდან) და სიცოცხლის ბოლომდე თავის ცოდნას ახალგაზრდა თაობებს გადასცემდა. ...
დაწვრილებით...

თბილისის არქიტექტურა 1970-1980-იანი წლები თბილისის არქიტექტურა 1970-1980-იანი წლები
There are no translations available.

ნინო ასათიანი
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

XX ს-ის სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლები საყურადღებო მოვლენებით აღბეჭდილი პერიოდია ქართულ არქიტექტურაში. დროის აღნიშნული მონაკვეთში თვალსაჩინო ცვლილებები მოხდა არქიტექტორთა შემოქმედებით ცხოვრებაში, არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობით აზროვნებაში. ეს სიახლეები მეტ-ნაკლები ხარისხით აშკარად გამოიკვეთა როგორც მასობრივ, ასევე, ინდივიდუალურ მშენებლობაში, თანდათან ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული მახასიათებელი შეცვლილი საზოგადოებრივი მოთხოვნილების და გემოვნებისა. იმავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ჯერ კიდევ შესამჩნევია წინა ათწლეულის კვალი, რადგან მრავალი იმ დროს დაპროექტებული ნაგებობა, გახანგრძლივებული სამშენებლო პროცესის გამო, სწორედ განსახილველ პერიოდში დასრულდა. მრავალი გრძელვადიანი ქალაქთმშენებლობითი პროექტის რეალიზება სწორედ სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში მიმდინარეობდა.

წიგნი - პალიმფსესტი წიგნი - პალიმფსესტი
There are no translations available.

ნანა ყიფიანი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი.

 

(ნაწყვეტი სტატიიდან „სივრცის ნაკეცები - თბილისური   მოდერნიზმი და ავანგარდი“)
1919 წელს ტფილისში გამოდის წიგნი, მიძღვნილი სოფია მელნიკოვასადმი, მსახიობი ქალისადმი, რომელიც, თურმე, არაჩვეულებრივად კითხულობდა ზაუმის პოეზიას. წიგნი  გამოსცა ცნობილმა ტფილისურმა ავანგარდულმა ჯგუფმა „41°„ და ფანტასტიკურმა სამიკიტნომ ილია ზდანევიჩის ინიციატივით.
სწორედ ამ წიგნმა გამოააშკარავა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, დამახასიათებელი მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ/ტფილისური ავანგარდისათვის. ესაა მისი მრავალ-დისკურსიულობა.

პეტრე ოცხელის შემოქმედების ახალი პლასტები პეტრე ოცხელის შემოქმედების ახალი პლასტები
There are no translations available.

მერი მაცაბერიძე
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის-საქართველოს (YTA UNION) ნაციონალური ცენტრის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი.

(ატრიბუციის საფუძველზე, I ნაწილი)
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სახვითი ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელად 37 წლის განმავლობაში მუშაობის პერიოდში მომიწია მრავალი ნამუშევრის გამოვლენა-ატრიბუცია. უშუალო შეხება მქონდა 300-ზე მეტი დასახელების ავტორის ვიზუალურ მასალასთან, რომლის სისტემატიზაციაში მოყვანის საშუალება მომეცა ფონდი „ღია საზოგადოების“ დახმარებით (2000 წ.).

გიორგი  ჩუბინაშვილის  ნააზრევის  სპეციფიკისათვის გიორგი ჩუბინაშვილის ნააზრევის სპეციფიკისათვის
There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


უკანასკნელ ხანს კვლავ ჩენილ ძალიან ტენდენციურ შემოტევაში გიორგი ჩუბინაშვილის მეცნიერულ კონცეფციაზე, გამჟღავდა ახალი ვერსიები გარკვეული პერიოდულობით აღმოცენებული თავდასხმებისა, რომელნიც, თითქოსდა, სხვადასხვა პოზიციებიდან ხორცილდებოდა და კვლავაც ხორციელდება.

ხელოვნება არის საშუალება, ადამიანმა აისრულოს ცხოვრების  გაგრძელების სანუკვარი ოცნება (ინტერვიუ მხატვართან) ხელოვნება არის საშუალება, ადამიანმა აისრულოს ცხოვრების გაგრძელების სანუკვარი ოცნება (ინტერვიუ მხატვართან)
There are no translations available.

მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

როდესაც ედმონდ კალანდაძის ფერწერას ვუყურებ, ერთი ამბავი მახსენდება: უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ლექტორებმა ჩვენი კათედრის სტუდენტები მხატვარ ედმონდ კალანდაძის სახელოსნოში წაგვიყვანეს. მანამდეც, რა თქმა უნდა, ვიცნობდი მის შემოქმედებას, მაგრამ ის შთაბეჭდილება, რაც მხატვრის სახელოსნოში მივიღე, წარუშლელი აღმოჩნდა. ჩემს თვალწინ გადაიშალა ახალი, უცნაური, ფერებითა და ემოციებით სავსე სამყარო. საოცარი იყო არა მხოლოდ შემოქმედის მხატვრული ენა, არამედ მისი თემატიკაც – მიტოვებული სახლი, გზაზე მიმავალი მოხუცი, მარტო მდგომი ხე... ყველაფერი თითქოს ჟამთა წარმავალობაზე, ცხოვრების წამიერებაზე, სევდასა და სიყვარულზე საუბრობდა. მხატვრის სახელოსნოში ნანახი ხელოვნების გარდა, გასაოცარი იყო თავად ბატონი ედმონდის პიროვნებაც, მძაფრი, ემოციური, მგზნებარე... მეტად დამაჯერებელი და ექსპრესიული საუბრით ხელოვნებაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, ფერწერაზე. ...
დაწვრილებით...

ინტერვიუ მხატვარ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ მხატვარ ლევან ცუცქირიძესთან
There are no translations available.

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის
ეროვნული კვლევითი ცენტრი.


მხატვარ ლევან ცუცქირიძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება.  უკვე რამდენიმე ათეული წლებია, იგი წარმატებით მოღვაწეობს სახვითი ხელოვნების არაერთ დარგში. აქვს  მკვეთრად ინდივიდუალური, თვითმყოფადი მხატვრული სტილი, მისთვის სახასიათო „ხელწერა“. დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული სახვითი  ხელოვნების განვითარების ისტორიაში. თავად ხელოვანი კი, თავის შემოქმედებით წინსვლას საკუთარ „მასწავლებლებს“ უმადლის, რომლებმაც არაერთხელ მისცეს სტიმული, „ხელოვანის გზით“ ევლო.  პირველი, ვინც მასში მხატვარი ამოიცნო, დავით კაკაბაძე გახლდათ. შემდგომ იყო სერგო ქობულაძე, პედაგოგი, რომელმაც „ნახატი“ შეაყვარა. არაერთი „შემოტევით“ გულაცრუებულ მხატვარს ლადო გუდიაშვილის სიტყვებმა „შეასხა ფრთები“ და თავიდან ააღებინა ფუნჯი ხელში. ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში ასეთივე როლი შეასრულეს პედაგოგებმა - ვლადიმერ გრიგოლიამ, აპოლონ ქუთათელაძემ და ნიკოლოზ კანდელაკმა.
...

დაწვრილებით...

ლალი ზამბახიძის შემოქმედება ლალი ზამბახიძის შემოქმედება
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


2016 წლის 7 ოქტომბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ქართული გრაფიკული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეული მოღვაწის, ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენდა ხელოვანისა საზოგადოების მიმართ.
საგამოფენო დარბაზები მნახველს ვერ იტევდა და იქ მისულმა საზოგადოებამ იხილა შემოქმედის ერთად თავმოყრილი, მრავალი წლის შრომის შედეგი - მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული დაუვიწყარი ნამუშევრები. ასე ერთიანად თავმოყრილმა მხატვრის ნიჭიერებით გაჯერებულმა მხატვრობამ კიდევ უფრო განამტკიცა აზრი მისი ხელოვნების მნიშვნელოვნებაზე და განსაკუთრებულ როლზე ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. გამოფენის გახსნის დროს შედგა, ასევე, მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია.
ტექსტი, რომელსაც ამჟამად გთავაზობთ, ხსენებული ალბომის წინასიტყვაობისთვის დაიწერა, მაგრამ წიგნის ფორმატმა მისი სრულად გამოქვეყნების საშუალება ა
...

დაწვრილებით...

ინტერვიუ ლალი ზამბახიძესთან ინტერვიუ ლალი ზამბახიძესთან
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ქ-ნო ლალი, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით, ეს ჩვეულიბრივი კითხვარია, მაგრამ პარალელურად, რაც გაგვიჩნდება სასაუბრო, ყველაფერზე ვისაუბროთ. გვითხარით თქვენი გვარი, სახელი, მამის სახელი.
ლალი ალექსანდრეს ასული ზამბახიძე, ლარისადაც ვარ დაფიქსირებული პირადობის მოწმობაში, მაგრამ არასდროს  ვხმარობ ამ სახელს, არ მიყვარს. რატომღაც, სკოლაში შესვლის დროს გადამიკეთა მამაჩემმა, მგონი, მისი ყოფილი სტუდენტის გამო, ზუსტად არ ვიცი, რატომ მოუნდა ამ სახელის დარქმევა, მაგრამ ვერ მივიღე მთელი ცხოვრების მანძილზე.

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani