Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2018
2018

ინტერვიუ
ინტერვიუ ბესიკ (ბესო) არბოლიშვილთან ინტერვიუ ბესიკ (ბესო) არბოლიშვილთან
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

2018 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მხატვარ ბესიკ არბოლიშვილის პერსნალური გამოფენა გაიმართა - მან საზოგადოებას ბოლო ათი წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები წარუდგინა. გამოფენის დახურვის შემდეგ მხატვართან გაიმართა საუბარი,  რომლის შინაარსის გაზიარებას ვთავაზობთ მკითხველს.

გამოკვლევა
არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და გერმანული ურბანისტიკა არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და გერმანული ურბანისტიკა
There are no translations available.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

არქიტექტორი ალექსანდრე მინას ძე ნიკოლაიშვილი - საქართველოში ქალაქმშენებლობითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი  ქ. ფოთში 1898  სხვა მონაცემებით კი 1897 წელს დაიბადა. 1916 წელს მან დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია, რის შემდეგაც ამავე სასწავლებელში ასწავლიდა ხატვას და სუფთა წერას. 1918 წელს იგი  ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (თბილისი) და ერთდროულად სწავლობდა ხატვას და ქანდაკებას თბილისის ხატვისა და ქანდაკების სკოლაში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).

თბილისის ურბანული ფორმის ზრდა და ცვლილება ბოლო ასი წლის მანძილზე თბილისის ურბანული ფორმის ზრდა და ცვლილება ბოლო ასი წლის მანძილზე
There are no translations available.

გიორგი ბერიძე
არქიტექტორი, თბილისი

ისტორიულად ისე ხდება, რომ რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანებაში, სხვადასხვა თაობის მიერ შენარჩუნდება და განვითარდება, ხოლო რაც უვარგისია, შეიცვლება და გაუმჯობესდება ხოლმე. ამ მიზნით სწავლობენ ქალაქს მრავალი თვალსაზრისით, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული ფორმის შესწავლა. თბილისის ურბანული ფორმა სპეციალური კვლევის საგანი ჯერ არ ყოფილა.

ეროვნული საკითხი და საეკლესიო  ხელოვნება საქართველოში (1900-1921) ეროვნული საკითხი და საეკლესიო ხელოვნება საქართველოში (1900-1921)
There are no translations available.

ანა მგალობლიშვილი
აპ. ქუთათელაძის  სახ. თბილისის სამხატვრო აკადემია

1900-1921  წლები - აღნიშნავს ბატონი ვახტანგ ბერიძე - დიდად ნაყოფიერი იყო სწორედ სულიერი, შემოქმედებითი თვალსაზრისით. კულტურის ყველა დარგში - დროის ამ სულ მცირე მონაკვეთში, მძიმე ეკონომოკური პირობების მიუხედავად, ყოველი მხრით მტრული ძალებით გარშემორტყმულმა საქართველომ ბევრი რამ ახალი და მნიშვნელოვანი შექმნა.

ირონია  და თამაში შალვა ქიქოძის შემოქმედებაში ირონია და თამაში შალვა ქიქოძის შემოქმედებაში
There are no translations available.

ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ირონია შალვა ქიქოძის მხატვრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი კატეგორიაა და  მის  მთელ შემოქმედებას თან გასდევს. ესაა დროის მსოფლმხედველობა, ეპოქისა და სიმბოლისტური ხედვის ერთ-ერთი ნიშანი და,  ასევე, მხატვრის კონკრეტული, სუბიექტური თვითგამოხატვაც.

დრო და სივრცე პეტრე ოცხელის სცენოგრაფიაში დრო და სივრცე პეტრე ოცხელის სცენოგრაფიაში
There are no translations available.

მარინა მეძმარიაშვილი

1922 წლის 25 ნოემბერი ქართული თეატრის აღორძინებისა და სცენოგრაფიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა. ამ დღეს თბილისში, შოთა რუსთაველის  სახ. თეატრში, პრემიერა შედგა: მაყურებელმა ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ იხილა, რომლის დადგმაც ორიოდე თვით ადრე სამშობლოში დაბრუნებულ ცნობილ რეჟისორს, კოტე (კონსტანტინე) მარჯანიშვილს ეკუთვნოდა.

მხატვარ-კერამიკოსი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი მხატვარ-კერამიკოსი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი
There are no translations available.

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი

XX საუკუნის პროფესიულ კერამიკულ ხელოვნებას  გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მან განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა და რამდენიმე თაობის, ნიჭითა და ინდივიდუალური ხედვით გამორჩეულ ხელოვანთა შემოქმედება გააერთიანა.

სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის ზოგადი მონახაზი (1920-1970-იანი წლები) სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის ზოგადი მონახაზი (1920-1970-იანი წლები)
There are no translations available.

ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

სპექტაკლი სხვადასხვა კომპონენტთაგან შემდგარი რთული ორგანიზმია. ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა დრო, რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი, სპექტაკლის პირობითობის ხარისხი შეიძლება დაისვას მათი მაკავშირებელი, მათი ერთი მეორიდან გამომდინარეობის აღმნიშვნელი ისარი. ცხადია, ასე ცალსახად და სქემატურად არ გამოიყურება ყველაფერი.

მუხრანის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოხატულობა მუხრანის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოხატულობა
There are no translations available.

თამარ ხოსროშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მუხრანის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია ნიკოლოზ ედიშერის ძე მუხრანბატონის (1807-1864) ქტიტორობით აგებულა, მასვე მოუწვევია მხატვარი ეკლესიის მოსახატად. როგორც ნიკოლოზის შვილიშვილის, ნიკო ბურის მოგონებიდან ირკვევა, სწორედ ამ მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის დღეისათვის ძალზე ცნობილი მუხრანბატონების საგვარეულო პორტრეტი.

1918-1921 წლების წიგნისა და პერიოდული გამოცემების მხატვრული გაფორმება 1918-1921 წლების წიგნისა და პერიოდული გამოცემების მხატვრული გაფორმება
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაასრებიდან ასი წელი გავიდა და, მიუხედავად ამისა, როდესაც წარსულის, ერთი საუკუნის წინანდელი პრესის ფურცლებს ვეცნობით, გვგონია, დღეს არისო დაწერილი, რადგან პრობლემები და სატკივარი თითქმის იგივეა.  მაშინაც გვინდოდა და დღესაც გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა, გავაგებინოთ, რომ - ჩვენ აქა ვართ! - მართალია, პატარა ერი ვართ, მაგრამ ვიმსახურებთ ყურადღებას, გვჭირდება ცივილიზებული ქვეყნების დახმარება და მხარში დგომა, რადგან მცირერიცხოვნების გამო ვერ ვუმკლავდებით ყოველი მხრიდან, თითქმის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსგან  წამოსულ აგრესიას.

გახსენება
არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი
There are no translations available.

თამაზ  გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ალექსანდრე გრიგოლის ძე ოზეროვი - XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX  საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისელი არქიტექტორია. იგი დაიბადა საქართველოში, დაბა მანგლისში, 1849 წლის 3 აგვისტოს (ძვ. სტილით). მამა - გრიგოლ ივანეს ძე ოზეროვი იყო სამხედრო ექიმი, რომელიც იმ წლებში მანგლისში განლაგებულ კარაბინერთა პოლკში უფროს ექიმად მსახურობდა. 1853 წელს გრიგოლ ოზეროვი გადაიყვანეს ქ. ანაპაში სამხედრო ჰოსპიტალის "შტაბ-ექიმად" სადაც  მისი ოჯახიც გადავიდა.

საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მხატვარი შალვა მაყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მხატვარი შალვა მაყაშვილი
There are no translations available.

ირინე აბესაძე

ასაკის მატებასთან  ერთად   იმ გარდასული დღეების ნოსტალგია გიპყრობს, როდესაც შენს გვერდით არსებობდნენ, ფიქრობდნენ და იღწოდნენ საბჭოური კონტექსტიდან  ამოვარდნილი ბრწყინვალე წარმომავლობის სულიერი არისტოკრატიის „უკანასკნელი მოჰიკანები“. ერთ-ერთ მათგანს, - შალვა მაყაშვილს, წელს დაბადებიდან 115 წელი შეუსრულდებოდა.

სხვადასხვა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი - უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი - უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა
There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი



აგერ თითქმის ოთხმოცი წელია, რაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ამჟამად ცენტრი), ემსახურება ქართული ხუროთმოძღვრების, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფუნდამენტური შესწავლის საშვილიშვილო საქმეს. ამ დაწესებულებას უზარმაზარი როლი ეკუთვნის ქართული კულტურის იდენტობის შემეცნებასა და მისი თვისობრივობის წვდომაში.
ინსტიტუტის დამფუძნებელი, დიდი პიროვნება და მეცნიერი, ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი, იყო საერთაშორისო რანგის, უმაღლესი დონის, უცხოეთშიც და ჩვენშიც დიდი ავტორიტეტის მქონე მკვლევარი, რომელმაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებას. სწორედ მან შექმნა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის ბრწყინვალე სკოლა.

„ფიქრის ჟესტები“ „ფიქრის ჟესტები“
There are no translations available.

მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ივ. ჯავხიშვილის სახ-ის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი

„ფიქრის ჟესტები“H. Belting, The End of History of Art? The University of Chicago Press, Chicago and London 1987.
(თანამედროვე ქართველი ემიგრანტი ხელოვანები ამერიკის შეერთებულ შტატებში)

სტატია დაიწერა შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროგრამით დაფინანსებული პროექტის - „ინტეგრაცია და იდენტობა“, ფარგლებში.
...
დაწვრილებით...

ადამიანი ვერტიკალურ კომუნიკაციაში ადამიანი ვერტიკალურ კომუნიკაციაში
There are no translations available.

მარინა თაბუკაშვილი

სათაურში მითითებულ საზედაო კავშირი ადამიანის არსებობის მოცემული პირობაცაა და არსებობის მიზანიც. ამ პირობასა და ამ მიზანს შორის განისაზღვრება ადამიანი. ეს განსაზღვრა (ზღვართა გახსნა), რაც, არსებითად, შეერთებაა, ადამიანის ხელთაა იმიტომ, რომ მის ნებას საჭიროებს მოცემული პირობა თავისი მიზნის მისაღწევად. სულს ადამიანმა უნდა დაანებოს სვლა და ეს უსათუოდ იქნება სვლა თავისკენ, შინისკენ, როგორც ცხენმა იცის გზა და ბინა, სულს დანებება არის დამორჩილების ის შემთხვევა, რაც ყველაზე საძნელო საკუთარ გადაწყვეტილებას საჭიროებს, საკუთარ ნებას.

ქართული პავილიონები პრაღის კვადრიენალეზე 2007, 2011, 2015 წლებში ქართული პავილიონები პრაღის კვადრიენალეზე 2007, 2011, 2015 წლებში
There are no translations available.

ნინო გუნია-კუზნეცოვა

წინაპირობა
ქართული თეატრალური პროცესი მე-20 საუკუნეში მსოფლიო ტენდენციების ადექვატური იყო და ქართული სცენოგრაფიაც საკუთარი განვითარების  გარკვეულ ეტაპზე (20-30-იან, 60-70-იან წლებში), როგორც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ ნოვატორულ სკოლად მოიაზრებოდა, ასევე, საერთაშორისო მეინსტრიმს ესადაგებოდა. გარკვეული აცდენა  უკვე  1980-იანი წლების მიწურულიდან შეინიშნება.

თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ და კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ და კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა
There are no translations available.

თეა ტაბატაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

“მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ
შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ: პირველი – კლუბ
რესტორან “არგონავტების ნავის” მოხატულობა,
შესრულებული მატისისა და ვან დონგენის  სტილით, …
ლამაზად და ფერადოვნად”.

კირილე ზდანევიჩი. „მე - მაგონდება“


Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani