Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2022 (I ნაწილი)
ჟურნალის 2022 წლის წინამდებარე ნომერი წარმოადგენს ინტერდისციპლინური კონფერენციის „ორნამენტი და კულტურა“ - მასალებს.
კონფერენცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ იყო დაგეგმილი (ინიციატორი ჩუბინაშვილის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი თამარ ბელაშვილი). კონფერენციის მიზანს შეადგენდა, ერთი მხრივ, ორნამენტის რაობის, მისი თვისობრიობის (ზოგადეროვნული) გააზრება და მეორე მხრივ - საკუთრივ ქართული მასალის მრავლისმომცველი ანალიზი.
ამასთანავე, განზრახული გვქონდა არა მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობის პოზიციიდან ვიზუალური ასპექტების წინა პლანზე წამოწევა, არამედ, ლიტერატურათმცოდნეობითი, დამწერლობათმცოდნეობითი, მუსიკათმცოდნეობითი, მათემატიკური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ქართველოლოგიური თუ სხვა მიდგომებით - ორნამენტის ანდა მის მონათესავე მოვლენათა მრავლისმომცველებისა და სიღრმითი საზრისის წარმოჩინება, ჩვენება იმისა, რომ ორნამენტი - ეს ის მოვლენაა, რომელიც „ხატისებრ“ კომუნიკაციას ამჟღავნებს, მაგ. მეცნიერებაში - საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ სფეროებს შორის; საკუთარ, სახილველში იგი თითქოსდა „იმსჭვალავს“ სხვადასხვა, თუმცა კი, საბოლოოდ მაინც, ერთძირიან იმ სფეროებს, რომელნიც იკრიბება საყოველთაო ცნებებში - „არქეტიპი და კულტურა“. მართლაც, იგი წინარედამწერლობით თუ წინარემათემატიკურ ფენომენსაც წარმოადგენს, თანაც, იმ „ენობრივ“ საწყისსაც, რომელიც სამყაროს სურათის მომგვარებელია. ერთგვარი მაღალწესრიგოვანი და, ხშირად, დინამიკური „ათვლისა“ თუ კოორდინატთა სისტემაა, სწორედ, „სიმბოლოთა ბადე“, რომელსაც ადამიანთა მოდგმისათვის არსებითი, ძირეულად მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს, ოდითგანვე შეძენილი. მასში სამყაროს რიტმთა უაღრესად კრეატიული თარგმანება ასევე იჩენს თავს.
ჩუბინაშვილის ცენტრის საქმიანობაში ორნამენტულ სისტემათა კვლევას, იმთავითვე, დიდი ყურადღება ჰქონდა მიპყრობილი. ამის მაგალითს თავად გიორგი ჩუბინაშვილის ნაშრომები წარმოადგენს - იგი იმეცნებს საეკლესიო ხუროთმოძღვრების მორთულობას ჩვენს ხელოვნებაში, ქმნის ზოგად პროცესთა შემსწავლელ შრომებსაც, ცალკეულად - ორნამენტის კერძო ნიმუშთა დეკორის ანალიტიკურ კვლევებსაც.
ამ გეზის გამაღრმავებელი აღმოჩნდა რენე შმერლინგი, რომელმაც, თეორიულ მხარესთან ერთად, ჩინებული გრაფიკული ასახულობაც შექმნა ჩვენი საეკლესიო ნიმუშების. ამავე მიმართულებით ბევრი იღვაწეს ვახტანგ ბერიძემ, ნათელა ალადაშვილმა, ვახტანგ ცინცაძემ, ზაქარია მაისურაძემ, ლევან რჩეულიშვილმა, გაიანე ალიბეგაშვილმა, კიტი მაჩაბელმა, ლეილა ხუსკივაძემ და სხვებმა. გაანალიზებულ იქნა (რაც, ჯერ კიდევ, დაწყებული იყო კვლავაც გიორგი ჩუბინაშვილის მიერ), დარბაზული თუ კოლხური ოდას მორთულობა, ჩვენებური ფრესკული მხატვრობის, ჭედურობის მემორიალური კულტურის ნიმუშთა, კერამიკისა თუ სხვ. შემკულობის მაგალითები, თბილისურ აივანთა დეკორი.
კანონზომიერია ამდენადაც, რომ სწორედ ჩუბინაშვილის ცენტრი აღმოჩნდა თავმომყრელი ამ ანდა ანალოგიურ სფეროებში მოღვაწე სამეცნიერო ძალებისა. მივიჩნევთ, რომ ორნამენტის კვლევა ვერც იქნება ერთჯერადი აქტი, რის გამოც, ამჟამინდელ ინიციატივას შემდგომშიც მოჰყვება გაგრძელება, თუმცა, უკვე ამ ეტაპზეც, საძირკველი სამომავლო დარგთაშორისი კვლევებისათვის რეალურად შემზადებულია ზემო აღნიშნულ სფეროში. კონფერენციის „ორნამენტი და კულტურა“ კურატორი ჩუბინაშვილის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი სამსონ ლეჟავა

ორნამენტი ქართულ საერო არქიტექტურაში ორნამენტი ქართულ საერო არქიტექტურაში
There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ხალხური ხელოვნების ნიმუშებში ნათელყოფილია სამყაროს ხედვის მთლიანობითი,

,,ორნამენტირებული“ ორპირი ცული ნაზარლების სამლოცველოდან ,,ორნამენტირებული“ ორპირი ცული ნაზარლების სამლოცველოდან
There are no translations available.

პაატა ბუხრაშვილი  
პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამეცნიერო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მოყოლებული 2017 წლიდან, მთა ,,ნაზარლებზე“ (შირაქის ზეგანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის, ქრისტემდე XII – X ს.ს-ის ნაქალაქარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია შეისწავლის. (ილ. 1)

ხაზით...  ორნამენტით მოყოლილი ამბები სვანეთი ხაზით... ორნამენტით მოყოლილი ამბები სვანეთი
There are no translations available.

ნინო წერედიანი
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი;
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ეთნოლოგი


სვანურ ხალხურ დღეობათა აღწერის, კალენდარულ სისტემაში მოყვანის, მათი ფუნქციის, შინაარსის, რიტუალებში ქალის და მამაკაცის როლის განსაზღვრის, საკრალური პურების,  საკრალური რიცხვების,  საკრალური სივრცის და დროის… გააზრებით და გათავისებით,  ვიფიქრეთ, ნაამბობის და გაგონილის სახვითობის ხაზში, ორნამენტულ  დეკორში გააზრების აუცილებლობაც.

მეტა-მითი და ორნამენტში ასახული სიმბოლო მეტა-მითი და ორნამენტში ასახული სიმბოლო
There are no translations available.

ნინო ღამბაშიძე
ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი


ვინაიდან ორნამენტი, მისეული ფორმით, დაშიფრულ ტექსტს შეიცავს, ბუნებრივია, იბადება სურვილი - ამოიცნო ის სათქმელი, რომელიც მის მიღმა იმალება, თუ არის დაცული, როგორც საკრალური ცოდნა, რომლის ყოველდღიურობით გაცვეთა არ ეგების და რომლის საკრალურობა გაუთქმელობით უნდა იყოს შენახული.

ჩუქურთმის არსებობის პირობები - პროცესის ესკიზური რეკონსტრუქცია ჩუქურთმის არსებობის პირობები - პროცესის ესკიზური რეკონსტრუქცია
There are no translations available.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

არქიტექტურული ნიმუშის კვლევისას ჩვენ ვაფასებთ მის მახასიათებლებს - გეგმას, სივრცით სტრუქტურას, ინტერიერის და ფასადის სახესა და თვისებებს, შემკულობის თუ შეუმკობლობის სტილისტიკას და სხვა...  როგორც წესი, დახასიათება ხდება უკვე შემდგარი არქიტექტურული ნაწარმოების, დასრულებული მთელისა. თუ დროში წარმოვიდგენთ ამ პროცესს, მას შეიძლება ვუწოდოთ „ახლიდან ძველისკენ...“. ჩვენ ვიკვლევთ და ვახასიათებთ უკვე აშენებულ, „შეჯამებულ“ ნიმუშს „ჩვენი“ დროიდან, „აქედან - იქით“.

ქართული სახიანი ნაბდის ორნამენტი ქართული სახიანი ნაბდის ორნამენტი
There are no translations available.

ნანული აზიკური
ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ნაბადი ზოგადი  ტერმინია მატყლის თელვით მიღებული ყველანაირი ნაწარმისა. აქედან გამომდინარე ნაბადი სხვადასხვანაირია და მათ სახეობებს ფორმა, დანიშნულება, თელვის ხანგრძლივობა და ორნამენტაცია ქმნის. შინა მრეწველობის ამ უძველეს დარგს მენაბდეობა ჰქვია, თელვის ოსტატს კი – მენაბდე.

ქართული წიგნის ხელოვნებაში გამოყენებული ორნამენტი   (ლადო გრიგოლიას შემოქმედების მაგალითზე) ქართული წიგნის ხელოვნებაში გამოყენებული ორნამენტი (ლადო გრიგოლიას შემოქმედების მაგალითზე)
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი


საქართველოში გრაფიკის ხელოვნება, როგორც სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი დარგი, ძირითადად, XX საუკუნეში ჩამოყალიბდა, მაგრამ ქართული გამოყენებითი გრაფიკის ისტორია  ქართული ბეჭდური წიგნის წარმოშობის დღიდან იწყებს ათვლას (იგულისხმება 1629 წელი) და აქტიურ განვითარებას XIX საუკუნის მანძილზე აღწევს. ძირითადად, იგი მოიცავს წიგნისა და საჟურნალო-საგაზეთო მხატვრობას, სარეკლამო დანიშნულების პროდუქციას (ესაა: ეტიკეტი, სავიზიტო და ღია ბარათები, თეატრის წარმოდგენების სარეკლამოდ გამიზნული ტექსტებით შედგენილი აფიშები, ჟურნალ-გაზეთების თავფურცლები და სხვ.).
1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი, „პროპაგანდა ფიდეს“ სტამბაში შესრულდა, მხედრული შრიფტით („ქართულ-იტალიური ლექსიკონი“ და „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“). მცირე დეკორაციული ელემენტები, რომლითაც ეს წიგნებია შემკული, იმ პერიოდში გამოცემული ევროპული წიგნის დეკორის ანალოგიურია.

ორნამენტის აღქმის საზრისები: ფიგურა თუ ცელესტიური კონფიგურაცია? ორნამენტის აღქმის საზრისები: ფიგურა თუ ცელესტიური კონფიგურაცია?
There are no translations available.

მარიამ გაბაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ორნამენტი, როგორც სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე, უძველესი დროიდან იქმნება ადამიანის მიერ. პალეოლითის ხანის Homo sapiens sapiens-ის ცნობიერებაში, ორნამენტი ის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რითაც უძველესი კრომანიონელი, როგორც ბუნებისა და გარე სამყაროს განუყოფელი ნაწილი, გამოხატავს და აფიქსირებს მის ირგვლივ არსებულ ხილულ თუ უხილავ მოვლენებს.

შუა საუკუნეების ქართული ჭედური ორნამენტის სიმბოლიკა შუა საუკუნეების ქართული ჭედური ორნამენტის სიმბოლიკა
There are no translations available.

ლეილა ხუსკივაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი  

უძველესი დროისა და, აგრეთვე, შუა საუკუნეების ორნამენტი, პირველ რიგში, სიმბოლო-ნიშანს წარმოადგენს. მისი შინაარსი ერთ-ერთი ფორმაა „საზოგადოების შეხედულების გამოხატვისა, რომელშიც თავისებური წესით არის ჩადებული და დაცული მრავალპლანიანი ინფორმაცია.

წარმოსახვითი რიცხვები და „ღვთაებრივი კომედიის“ გეომეტრია წარმოსახვითი რიცხვები და „ღვთაებრივი კომედიის“ გეომეტრია
There are no translations available.

სანდრო კლიმიაშვილი  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ძნელად თუ მოიძებნება უფრო მეტად კომენტირებული ტექსტი, ვიდრე „ღვთაებრივი კომედია“. პოემის გამოჩენის დღიდან, მკითხველიც და კომენტატორიც გრძნობდა „ღვთაებრივ კომედიაში“ ეზოთერული საზრისების არსებობას და ცდილობდა, გაეშიფრა ეს შენიღბული შინაარსი. მართლაც, დანტეს ქმნილებაში თითქმის ყველაფერს აქვს ეზოთერული მხარე, დაწყებული მისი თანამედროვე ფლორენციის პოლიტიკით და დამთავრებული „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორის რელიგიური მსოფლმხედველობით.

ადრექრისტიანულ ქართულ ქვაჯვარათა ორნამენტის სტრუქტურა და სიმბოლური საზრისი ადრექრისტიანულ ქართულ ქვაჯვარათა ორნამენტის სტრუქტურა და სიმბოლური საზრისი
There are no translations available.

კიტი მაჩაბელი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი  

„ორნამენტის ხელოვნება ფარული სახით წარმოადგენს
ჩვენთვის ნაცნობი უმაღლესი მათემატიკის უძველეს ნაწილს“.
ჰენრიხ ვეილი

         ...
დაწვრილებით...

პროტო-ქართველური წერილობითი ძეგლების – ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ (მოკლე მიმოხილვა, შედეგები) პროტო-ქართველური წერილობითი ძეგლების – ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ (მოკლე მიმოხილვა, შედეგები)
There are no translations available.

გია კვაშილავა  
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერითანამშრომელი.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი


1. ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის, ენებისა და წარწერების შესახებ იუწყება უძველესი ბერძნულ-რომაული წყაროები, romelTa მიხედვით, ბრინჯაოს ხანაში, პელასგურ-კოლხური ტომები სახლობდნენ დიდ ტერიტორიაზე, კერძოდ, მცირე აზიის რეგიონებში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის ზღვისპირეთში, პელოპონესის ანუ პელასგიის ნახევარკუნძულსა და შავიზღვისპირეთში. ისტორიულ ხანაში კი მათი ოდინდელი სამკვიდრებელი სივრცე თანდათანობით შემცირდა (ილ. 1).

ორნამენტი, როგორც  ნიშანი და სიმბოლო - თუშური ფარდაგის ორნამენტული ლექსიკონი ორნამენტი, როგორც ნიშანი და სიმბოლო - თუშური ფარდაგის ორნამენტული ლექსიკონი
There are no translations available.

ირინა კოშორიძე
ასოცირებული პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კურატორი
შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი


თუშური ფარდაგი ქართული მეხალიჩეობის ერთ-ერთ ყველაზე  თვითმყოფად, ორიგინალურ და არქაულ  ჯგუფს წარმოადგენს,

საბჭოთა არქიტექტურის ნაციონალური ელფერის საკითხისთვის საბჭოთა არქიტექტურის ნაციონალური ელფერის საკითხისთვის
There are no translations available.

თამარ ამაშუკელი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბჭოთა პერიოდში, დასაწყისიდანვე  ნათლად ვლინდება ქართული ხუროთმოძღვრების, განსაკუთრებით კი, სასულიერო ხუროთმოძღვრების ცალკეული კომპონენტების საერო ნაგებობებზე გამოყენების ინტერესი.

პალიმფსესტის პოეტიკა ანუ ორნამენტი, როგორც „ორნამენტი“: გალაკტიონის საღამო („ ...მთის გაგიჟებულ რუებს...“) პალიმფსესტის პოეტიკა ანუ ორნამენტი, როგორც „ორნამენტი“: გალაკტიონის საღამო („ ...მთის გაგიჟებულ რუებს...“)
There are no translations available.

ზაზა შათირიშვილი
ფილოლოგი, ფილოსოფოსი

მოგვყავს გალაკტიონის „საღამო“ 1919/27 წწ.-ების რედაქციის მიხედვით:
...
დაწვრილებით...

ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ
There are no translations available.

ელენე მაჭავარიანი
ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დამწერლობათმცოდნე, პროფესორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული  ცენტრის ხელოვნებათმცნოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხი უკავშირდება ქართული დამწერლობის უძველესი სახეობის - ასომთავრულის გრაფიკულ კვლევას.

ორიენტალური მოტივები თბილისური აივნების დეკორში ორიენტალური მოტივები თბილისური აივნების დეკორში
There are no translations available.

ეკატერინე ყარსელიშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ახალი და უახლესი ქართული ხელოვნების ისტორიის სამაგისტრო პროგრამის || კურსის სტუდენტი

XVIII- XIX საუკუნეები თბილისის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ხანაა. ამ პერიოდში, ფეოდალური ქალაქი ბურჟუაზიულით იცვლება, რაც არაერთ საგულისხმო მოვლენას ბადებს და კითხვებსაც აჩენს.

გეომეტრიული სიმბოლიკა ქართულ საცეკვაო ფოლკლორში გეომეტრიული სიმბოლიკა ქართულ საცეკვაო ფოლკლორში
There are no translations available.

ეკატერინე  გელიაშვილი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის (GE ART) ხელმძღვანელი

ფერის, რიცხვისა თუ ფიგურების „წაკითხვას”, მის სიმბოლიკას, უძველესი დროიდან ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ თუ მისტიკურ სწავლებაში,  რიტუალებში და, შესაბამისად, ხალხურ ქორეოგრაფიაში, როგორც რიტუალის აუცილებელ კომპონენტში.

ორნამენტის ფენომენოლოგიისათვის ორნამენტის ფენომენოლოგიისათვის
There are no translations available.

ეკატერინე ბაღდავაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ორნამენტთან დაკავშირებული საკითხების პერიოდულად ამოტივტივება შემთხვევითი როდია.

ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისით ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისით
There are no translations available.

ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისითდავით ამირეჯიბი - მოხსენების ტექსტი, კონფერენციაზე - „ორნამენტი და კულტურა», ჩუბინაშვილის ცენტრი, 30.05.2022.
ორნამენტი, როგორც ყოფიერების ეგზისტენციალი და მედიტაციის ობიექტი.

...

დაწვრილებით...

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani