ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები ეროვნული მუზეუმის საჯარო ლექციებზე | | Print | |
There are no translations available. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გიორგი ხოშტარია, უფროსი მეცნიერ თანაშრომელი დიმიტრი თუმანიშვილი და მეცნიერ თანამშრომელი გიორგი პაპაშვილი მონაწილეობდნენ ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის მიერ ორი კვირის მანძილზე (18-23 დეკემბერი, 29 იანვარი - 3 თებერვალი) დაგეგმილ ლექციების პროგრამაში, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობდა და ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა თავიანთი მოღვაწეობის სფეროების შესაბამისად წარმოადგინეს რამდენიმე მოხსენება: გიორგი ხოშტარიამ, რომლის კვლევის ძირითად საგანს შეადგენს ფიროსმანის შემოქმედება, წაიკითხა სამი მოხსენება: 1. „ნიკო ფიროსმანაშვილის სოციო-კულტურული ნიადაგი“; 2. „როგორ წავიკითხოთ ფიროსმანაშვილი“; 3. „ფიროსმანაშვილი და თანამედროვე ევროპული კულტურა“; დიმიტრი თუმანიშვილმა - „ფიროსმანის სურათების ქრონოლოგიის საკითხზედ“; გიორგი პაპაშვილმა - „ფიროსმანი - მედიუმი (ხელოვანი, დრო, სივრცე)“. |