Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვარი დავით ქართველი (ბეჟიაშვილი)

There are no translations available.

სარა ბარნაველი

გვიანი ფეოდალური ხანის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ურთიერთობას ხელოვნების დარგში წარმოგვიჩენს საბეჭდავთა სფეროც. მათი კვლევის დროს აღმოჩნდა საყურადღებო მასალა XIX საუკუნის ზღურბლზე ქართულ საბუთთა გაფორმების თვალსაზრისით. ამ მხრივ საბუთებს მოსდგამს შემკობის ძველი ქართული ტრადიციები, მაგრამ
ამასთანავე, ცხადია, შეინიშნება ახალი მიმართულებანიც. საბუთთა დეკორი დაკავშირებულია ან გაცემის ადგილთან, ან გაცემის გარემოებებთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე პორტრეტის წარმოსახვის ცდებიც.
დასავლეთ საქართველო გვაძლევს საყურადღებო ნაწარმოებებს ქართული ხელოვნების თვალსაზრისით. ვლინდება ერთი თავისებური ნიჭის შემოქმედი - მხატვარი - დავით ქართველი, ბეჟიაშვილი.
მის ნამუშევარს ვხედავთ საქართველოს ცენტრალური არქივის № 530 საბუთის (ფონდი 1448) სახით.
საბუთი დაწერილია მოშავო-წაბლისფერი მელნით ერთ მთლიან თეთრ ფურცელზე (სიგრძე - 49,5 სმ, სიგანე - 37,3 სმ). საბუთის დაზიანებული მარცხენა მხარე შეუკეთებიათ თხელი ქაღალდის დაწებებით. ამ მხარეს მოყვითალო ფერი აქვს.
ზემო ნაწილი უჭირავს სწორკუთხედ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს სურათს. ჩარჩოს ზომა: 27 X 17,4 სმ.
ჩარჩოს ქვემოთ მოსდევს ტექსტი, რომელიც გვამცნობს, რომ 1803 წელს იმერთა დედოფალს მარიამს შეუწირია მოწამეთა მონასტრისათვის ყმები: „ქ. ნებითა და შეწევნითა დაუსაბამოსა და დაუსრულებელისა მამისა, და ძისა, და ყოვლად წმიდისა სულისათა და საფარველითა ყოვლად წმიდისაისა ღვთისმშობელისათა. და წმიდათა ამათ მოწამეთა დავით და კონსტანტინე უძლეველთა მარტვილთათა, რომლისა ესე მცირე ტაძარი შენ არს სადიდებლად ღვთისა და სამკურნალოდ სარწმუნოებით ამათდა მოლტოლვითა, რომლისათვის

59

მაქუნდა მეცა ფრიად სასოება და სიყუარული წმიდათა ლარნაკთა თქუჱნთა მსახურებისა, ჲი შვიდწილ უძლეველნო მარტვილნო, წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე... სრულიად იმერთა დედოფალმან დადიანის ასულმან მარიამ გიძღუჱნით და შემოგწირეთ… ქუთაისს ჰურია აბრამა და დავითა შამიელაშვილი თავისის ცოლშვილით... ხოლო აღიწერა კარისა ჩუჱენისა მხატურისა დავით ქართუჱლისათა. რომელი მოწამეცა არს. ქ՜ეს აქეთ ჩყგ თთუჱსა დეკემბერსა იდ*“ (1803 წ. 14 დეკემბერს).
როგორც ტექსტის ამ ნაწილიდან უნდა დავასკვნათ, საბუთის მთლიანად გამფორმებელი იყო დავით ქართველი.

1

სტრიქონებს შუა საგრძნობლად დიდი მანძილია, რაც გარკვეულ მხატვრულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტექსტი დაწერილია მხედრულით. ზოგჯერ ურევია ასომთავრული, მაგალითად, დასაწყისში, აგრეთვე ხსენებაში: ღვთაებათა, მეფეთა და წმინდანთა. მთავრული ასოები გამოირჩევა მეტი სიდიდით და სიმსხოთი; მათ საზეიმო მნიშვნელობა ენიჭება. ნაწერი ხასიათდება ასოების ვერტიკალური ამართვით. იქცევს ყურადღებას -ს დაწერილობა. ამ საბუთში იგი, ჩვეულებრივ, მარტივი მოხაზულობის არის, მაგრამ ზოგჯერ იწყება მომრგვალებით და გადადის მოქნეულ ხაზში, რომელიც აიმართება ზევითკენ, შემდეგ კი მიიმართება მარჯვნივ ისე შეუპოვრად, რომ გადაევლება რამდენიმე ასოს, ზოგჯერ მთელ სიტყვასაც. რაც შეეხება ასო -ს, ჩვეულებრივი სამკბილიანი ლ-ს გარდა, არის სულ სხვა -ები, რომელთა შუა კბილი შემაღლებით არის მოცემული; არის აგრეთვე შუა კბილი შეისრული კამარისებური მოხაზულობისა.
ზოგჯერ მხატვარი გამოარჩევს ასო -ს, დახატავს მას დიდი ზომისად ისე, რომ ბ-ს ქვედა ნაწილი კავსავით მოიცავს ასო ე-ს, სხვა ასოების ნაწილს.
შიგადაშიგ არის ასოების თავისებური გადაბმა, მაგალითად, სიტყვაში „თქუჱნ“ ატყორცნილია -ზე, როგორც მისი ნაწილი, და სხვა.
მაგრამ განსაკუთრებული შემკულობა გამოარჩევს საბუთის დასაწყის ასო -ს. იგი სურათებიანი ჩარჩოს მარცხენა წიბოს შეადგენს, გრძელდება ჩარჩოზე უფრო ქვემოთ, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამკაულში, დომინირებს, ეფექტურად მოქმედებს სიძლიერის, მონუმენტური ხასიათის გამო. ძალიან დიდია, მისი სიმაღლე უდრის 23,9 სმ-ს. -ს ვერტიკალთან შეწყობილი არის სწორად ამართული ნაწერის საზეიმო ვერტიკალების მუსიკა.

* მოცემულია საბუთის ნაწილი, ქარაგმების გახსნით.

60

თუ როგორ იწყება ზემოთკენ ეს პირველი ასო ქ, გაურკვეველია, რადგან აქ საბუთი დაზიანებულია. ღერო გრძელდება ქვემოთკენ და კვლავ წყდება დაზიანების გამო. დაზიანებული ადგილის ქვემოთ ღეროზე ჩანს ჯვარი. ჯვრის ქვედა ტოტი ეყრდნობა ნიმბს, რომელიც დგას ფრინველის თავზე. ფრინველის თავი მიტრიალებულია მარცხნისაკენ, ტანი კი პროფილშია მარჯვნივ. ფრინველი ცალი ფეხით ებჯინება რაღაც პოსტამენტს, რომელიც ქ-ს ღეროს ნაწილს შეადგენს. მეორე ფეხი ამართულია. ღეროს გაგრძელებაზე ვხედავთ ანგელოზის თავს. ჩანს ანგელოზის ფრთების ნაწილიც, დანარჩენი დაზიანებულია, ანგელოზის თავი ოდნავ მიბრუნებულია მარჯვნივ. საფიქრებელია, რომ ანგელოზს უჭირავს გრაგნილი*. გრაგნილი გრძელია, გაშლილი. მისი ბოლო მოჩანს ქაღალდის დაზიანებულ ადგილთან, მარცხნივ, ქვემოთ კვლავ ვხედავთ ქ-ს დეროს, რომელიც ჩასობილია ურჩხულის დაღრეჯილ ხახაში. ურჩხულის სხეული, ფრთები და კუდი იძლევა ქ-ს მოკაუჭებას და დაბოლოებას. ჩარჩოს რელიეფურობის შთაბეჭდილება მოცემულია შუქჩრდილის საშუალებით.
ჩარჩოს შიგნით მოთავსებულია სურათი, რომლის კომპოზიციის მთავარ ნაწილებს შეადგენს: არგვეთის წმინდანები დავით და კონსტანტინე, ღვთისმშობლის ხარების სცენის აქეთ-იქით, ხარების სცენის ქვემოთ კი საგერბო კარტუშია.
დავითისა და კონსტანტინეს თავთან არის ასომთავრული წარწერები:
՜Ⴢ:ႣႠႥႨႧ: (წ՜ჲ დავით) და Ⴜ՜Ⴢ:ႩႭႱႲႠႬႲႨႬႤ (წ՜ჲ კოსტანტინე). წმინდანები დიდი ზომისანი არიან, მთავარ ყურადღებას მიიპყრობენ, დგანან სწორად ამართულნი.
დავით და კონსტანტინე, არგვეთის მთავარნი, ეწამნენ არაბთა შემოსევისას (737-741 წ.) არაბთა ლაშქრის სარდლის მურვან ყრუს მიერ.კორნ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი, 1, ძველი მწერლობა, ტფილისი, 1923, გვ. 584.
წმინდანებს აქვთ რბილნაკვთიანი პირისახე, ცხვირის რბილი მოხაზულობით, დიდი მშვიდი თვალები, ტუჩების კუთხეში - თითქოს უჩინარი ღიმილი, ტალღოვანი თმა მხრებამდე.

2

საყურადღებოა, რომ სიწმინდით განათებულ სახეებზე თითქოს არის წამების კვალი, რაც გადმოცემულია ჩრდილებით შუბლზე და თვალების ირგვლივ. კონსტანტინეს ჭაბუკური სახე აქვს.
დავით და კონსტანტინე ჩაცმული არიან ბიზანტიის მეომრების მსგავსადСр. Герман Вейс, Внешний быт народов, том II, 1975, фиг. 56, 59, 60.: ჯაჭვის პერანგი, გრძელი წამოსასხამი, რომლის ბოლო იატაკს ეფინება, ფეხებზე - მაღალყელიანი ჭვინტიანი ფეხსაცმელი, წვივსაკრავები. მარჯვენა ხელში შუბი უჭირავთ, მარცხენა ხელში - ჯვარი. დავითი ეყრდნობა ფარს.

* რომ ეს გრაგნილია, იხ. ქვემოთ.

61

იატაკის ფილები დიაგონალურად არის გაწყობილი და ერთნაირად შეჩრდილული ცალი მხრიდან.
მხატვარი იცავს საქართველოს ეკლესიის ტრადიციას დავითისა და კონსტანტინეს გამოსახვაში: დავითი უფროსია, კონსტანტინე ჯერ უწვერულია, ისე, როგორც წერია მათ ცხოვრებაში:
„რამეთუ იყო დავით უხუცესი დღითა, ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, მშუჱნიერ გუამითა და ხშირ წუჱრითა, ხოლო კონსტანტინე მშუჱნიერ გუამითა და მოწაბლე თმითა და წუჱრ რგამო“ (თ՜ა ოკდონბერსა ლა დღესა, წამება და ღუაწლი წმიდანთა და დიდებულთა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი, რომელნი იწამნეს ქუჱყანასა ჩრდილოეთისასა, სანახებსა არგუჱთისასა, საბრძანებელსა ქართუჱლთასა, შემდგომად დიდისა და მაღლისა მეფისა მიცუალებისა ვახტანგ-გორგასალისა, რომელმან მფლობელობა ყოვლისა ქუჱყანისა განაგო“მიხეილ საბინინი. საქართველოს სამოთხე. პეტერბურგი. ჩღპბ წელსა (1882 წ.), გვ. 323, 324. (იგულისხმება ვახტანგ გორგასალის ჩამომავლობა), იხ. ი ქვე, გვ. 330. ასედაც არიან ისინი დახატულნი მ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში“.

3

დიდად საყურადღებოა, რომ საბინინი სარგებლობდა ძველი მხატვრობით. ამას მოწმობს მისივე სიტყვები: „მხატვრობეები ზოგი ერთი გადმოვიღე წმ. სუჱტის კედლიდგან. ზოგნი მრავალმთის დანგრეულის მონასტრების კედლებიდგან. ზოგი მიბოძა კნიაზმან გრიგორი გრიგორის ძემ გაგარინმან, ზოგი ერთი დავით ბატონის შვილის ხელნაწერთაგან, და სხ. მრავალი მათგანი არ იყვნენ ისრედ აღსრულებულნი, ვითარ მოითხოვდა კლასიკური მხატვრობა, არამედ შემწეობითა სხუა და სხუა მხატვართა სამხ. აკადემიისათა სრულ ვჰყავ მხატრობანი, რომელნიც აქა არიან“მ. საბინინი. საქართველოს სამოთხე, შესავალი, გვ. გ. და დ..
ამ განცხადებიდან ჩანს, რომ მ. საბინინი თვით იყო სურათების „გადმომღები“, ე. ი. გადმომხატველი. „საქართველოს სამოთხის“ უკვე გამოქვეყნებულ სურათებზე მხოლოდ ერთზე არის მ. საბინინის ხელისმოწერა, ჯეროვან ადგილზე, ქართულად და რუსულად. ეს არის სურათი - ,,წ՜მ. მ՜ოც. ნინას საფლავის სა՜კრ. ეკ՜კლ. „Собор св. Нины“ (Хромо-литография Н. А. Ризникова, СПБ)მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე (უკანასკნელი ფურცელი წიგნისა). ჩვეულებრივ სურათებზე მ. საბინინის გვარი არის მოთავსებული სურათის ჩარჩოს ქვემოთ. შესაძლოა, საბინინი ამ სურათების შესრულების თანამონაწილედ სახავს თავს.
საყურადღებოა დიმიტრი ჯანაშვილის ცნობა 1882 წლის გაზეთ „დროებაში“: „არ შეგვიძლიან აგრეთვე არ შევნიშნოთ ის ფაქტი, რომ წუნსა სდებენ მ. საბინინის შრომას ზოგიერთნი სასულიერო პირნი იმისათვის, რომ, ვითომც იმას სურათები თვითონ გადაეკეთებინოს უკეთეს კილოზე. არც აქ არიან ისინი მართალნი. მას ეს სურათები ზო-

62

გი შიგ რვეულებშივე უპოვია, ზოგი თვითონ გადმოუხატავს ეკლესიებში, ზოგი კიდევ გამოურთმევია მემკვიდრეთათვის გაგარინისა, რომელმაც დახატა სიონის სობორო. მას მხოლოდ გაუმშვენიერებია მხატვრობის ხელოვნებით, მაგრამ ისრე, რომ სინამდვილე არ შეუშლია“დიმ. ჯანაშვილი, ბიბლიოგრაფია, გაზ. „დროება“, 1882 წ., № 247.
ეს ორმაგი მოწმობა დიდად მნიშვნელოვანია, რადგან ამით „საქართველოს სამოთხეში“ მოთავსებულ სურათებს ეძებნება საკუთარი ქართული საფუძველი - ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშები, და სასურველია ამ ძირების მონახვა. მ. საბინინს გაუწევია, საფიქრებელია, დიდი შრომა არა მარტო ძველი მხატვრობის, არამედ ძველი ჭედური ხელოვნების შესასწავლადაც. ყოველ შემთხვევაში, დავით და კონსტანტინეს სურათებს „საქართველოს სამოთხეში“ ტიპაჟის მხრივ საერთო აქვს ჩხარის ჭედური ხატის (1779-1780 წწ.) ნაწილთან, რომელზედაც წარმოდგენილია დავით და კონსტანტინეიხ. დავით და კონსტანტინეს სურათი წიგნში: Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство. Иллюстрации, Тбилиси, 1959, фото № 587.
მაგრამ უფრო საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ დიდ მსგავსებას იჩენს ჩხარის ხატთან დავითისა და კონსტანტინეს სურათები, რომლებიც დახატულია დავით ქართველის მიერ.

5

გასარკვევია მ. საბინინის ცნობა. ვინ იყვნენ ის „სხუა და სხუა მხატვარნი“, რომელნიც სრულყოფდნენ სურათებს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.
ბენო გორდეზიანი „საქართველოს სამოთხეში“ მოთავსებული გრავიურების შესახებ წერს: „ამ სურათებისათვის ერთი თვალის გადავლებაც კმარა, რომ ვიცნოთ ზიჩის ხელი და განსაცვიფრებელი ვირტუოზობა“.ბ. გორდეზიანი, მ. ა. ზიჩი საქართველოში, თბილისი, 1960, გვ. 62.
ზიჩის მუშაობის დასამტკიცებლად ბ. გორდეზიანს მოაქვს ცნობები გაზეთებიდან. რუსული გაზეთი „კავკაზი“ ქრონიკაში აღნიშნავს მ. საბინინის გარდაცვალებას (1900 წ. 10 მაისს) და იტყობინება: „1882 წელს მან ხელმეორედ დაბეჭდა პეტერბურგის აკადემიის სტამბაში საგრძნობლად გადამუშავებული თავისი ნაშრომი (იგულისხმება „საქართველოს სამოთხე“ - ბ. გ.), რომელშიც მოათავსა ზიჩის მიერ შესრულებული ბრწყინვალე სურათები.“ (გაზ. „კავკაზ“, 1900 წ., № 138..)“. ანალოგიურ ცნობას ათავსებს გაზ. „ცნობის ფურცელი“: „1882 წელს საბინინმა გამოსცა პეტერბურგში, ქართულ ენაზე ეკლესიის წმინდანთა ცხოვრების აღწერილობა, დასურათებული ცნობილი მხატვრის - ზიჩისაგან“. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900 წ. № 136...).ბ. გორდეზიანი, მ. ა. ზიჩი საქართველოში, გვ. 60.
მაგრამ მ. საბინინი მრავლობით რიცხვში ზოგადად ასახელებს „სრულმყოფელ მხატვრებს“, და ჯერჯერობით არ ჩანს სხვა მხატვრები.
გრავიურები შესრულებული იყო ლაიფციგში. „წმინდანთა სურათები... გამომცემელს მოუჭრევინებია ფოლადზე ლეიპციგში“.მგზავრი კაცი. საეკლესიო თხზულება ჩვენში და მისი რეცენზენტი. გაზ. „შრომა“, 1882, № 47.

63

დავით ქართველის მიერ შესრულებულ საბუთზე მოთავსებული კომპოზიციის მეორე ნაწილი - „ღვთისმშობლის ხარების სცენა“ - მცირე ზომისაა. მისი ორნამენტული ჩარჩო შტოები და როზეტებია. ჩანს მარიამის ოთახის მოწყობილობა: ფარდა, სკამი, მაღალი ვიწრო მაგიდა, ზედ გადაშლილი წიგნით, პატარა მოაჯირი, მაღალი შანდალი. ღრუბელზე მდგომი მთავარანგელოზი უახლოვდება მარიამს და აწვდის ყვავილს. მარიამი წამომდგარია ფეხზე. ანგელოზსა და მარიამს შუა, მაღლა, ჩანს ღრუბელი და მასზე სულიწმინდა მტრედის სახით. იატაკი კვლავ დიაგონალურია, ცალმაგი, ერთნაირი შეჩრდილებებით.
ღვთისმშობლის ხარების სცენა მოწაბლისფრო-მონაცრისფრო ფერებშია.

4

ღვთისმშობლის ხარების სცენის კავშირი დავით და კონსტანტინეს ცხოვრებასთან არა ჩანს ამ წმინდანების სვინაქსარულ ანდა მეტაფრასულ რედაქციებში: იგი დაკავშირებულია ხარების ეკლესიასთან, სადაც დასვენებული იყო დავითისა და კონსტანტინეს გვამნი.

სვინაქსარული რედაქციები

„იხილეს ვიეთმე მორწმუნეთა კაცთა ნათელი საღმრთოჲ მათ ზედა გამობრწყინებული და აღმოიხუნეს გვამნი მათნი და დასხნეს ნარღვევსა ეკლესიისასა საკურთხეველსა ქუეშე, ხოლო ადგილსა მას ეწოდების უთმინი, სადაცა იქმნებიან კურნებანი ურიცხუნი“ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი IV. სვინაქსარული რედაქციები (XI - XVIII სს.). გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ენრიკო გაბიძაშვილმა, ილია აბულაძის ხელმძღვანელობით და რედაქციით, თბილისი, 1968, გვ. 361.
„იპოვნეს... ადგილი იგი, რომელსა ჰრქვან წყალწითელ. რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ვერ მისავალ და აღაშენა დიდმან ჴელმწიფემან ბაგრატ ტაძარი შუენიერი და არიან მას შინა მდებარე გუამნი წმიდათა მოწამეთანი დავით და კოსტანტინესი“.ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი IV. სვინაქსარული რედაქციები (XI - XVIII სს.). გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ენრიკო გაბიძაშვილმა. ილია აბულაძის ხელმძღვანელობით და რედაქციით, თბილისი, 1968, გვ. 365.
„და აწ წმიდანი იგი ნაწილნი მათნი ერთსა ლუსკუმასა შინა მდებარე არიან... ერთსა მცირესა ეკლესიასა შინა მახლობელად ქუთათისისა და ეწოდების ადგილთა მათ მოწამეთა“იქვე, გვ. 365.

მეტაფრასული რედაქცია

„იპოვნეს ნებითა ღმრთისაჲთა თავსა ზედა კლდისასა, ადგილსა მას რომელსა ჰქვან წყალწითელ, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერმრავალ, ხოლო ყრუვსა მურვანსა გამოეღო, აეოხრა და დაეწუა, და იყო იგი უკაცურ და დარღვეულ ეკლესიაჲ, ხოლო ქუეშე კერძო ეკლესიისა აკლდამა იყო შენ და უვნებელ... და მას შინა დაკრძალნეს გუამნი წმიდათა მოწამეთანი.
„(ჴელმწიფემან ბაგრატ) აღაშენა ადგილი იგი მონასტრად... და აღაშენა საწამებელი წმიდათა მათთჳს მოწამეთა ტაძარი შუენიერ... და დაასუენა მის მიერ აღშენებულსა მას ტაძარსა შინა“ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი III, მეტაფრასული რედაქციები (XI - XVIII სს.), თბილისი, 1971, გვ. 262 (წამება დავით და კონსტანტინესი, გამოსაცემად მოამზადა გ. კიკნაძემ. იხ. წიგნის წინასიტყვაობა, გვ. 6).
ამ მეტაფრასულ რედაქციას მისდევს „საქართველოს სამოთხეში“ გამოქვეყნებული რედაქცია:
„იპოვნეს ნებითა ღუთისათა თავსა ზედა კლდისასა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან წყალწითელ, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერმრავალ, რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოედო და აღეოხრა და დაეწვა, და იყო უკაცურ და დარღუჱულ ეკკლესია. ხოლო ქუჱშე კერძო ეკკლესიისა აკლდამა იყო ნაშენი და უვნებელ... და მას შინა დაკრძალნეს გუამნი წმიდათა მოწამეთანი“... (ხელმწიფემან ბაგრატ)... აღაშენა ადგილი იგი მონასტრად... და აღუშენა საწამებელი წმიდათა მათთვის მოწამეთა, ტაძარი მშუჱნიერი... და დაასვენა მის მიერ აღშენებულსა მას ტაძარში“.„წამებაჲ დავით და კონსტანტინესი“, საქართველოს სამოთხე, გვ. 330.

6

თითქოს მხოლოდ თქმულება, რომელიც დაბეჭდილია 1882 წელს ჟურნალ „მწყემსში“, ასახელებს მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს დაკრძალვის ადგილად მოწამეთის ხ ა რ ე ბ ი ს ე კ ლ ე ს ი ა ს: „მოწამეების გვამნი არ ჩაუძირავს წყალს... წაასვენეს პატიოსანი გვამნი მოწამეთა ნაჩვენებ ადგილზე და ჩაასვენეს ძველს სასაფლაო აკლდამაში, რომელზედაც იყო დანგრეული ხარების ეკლესია“.... (1040 წელს) „წმიდა მოწამენი გამოეცხადნენ ძილში ბაგრატ მეფეს და უბრძანეს, რომ მას ამოეღო მათი წმიდა ნაწილნი და გადაესვენებინა ეკლესიაში. ამიტომ მეფე ბაგრატმა განაახლა ეკლესია, რომელიც ამ სასაფლაოზე იდგა და შემდეგ მასში გადაასვენა წმიდათა ნაწილები“.წმიდანი მოწამენი დავით და კონსტანტინე და მოწამეთის მონასტერი იმერეთში. ჟურნალი „მწყემსი“, 1888, № 19, გვ. 14 (ავტორი არ არის ნაჩვენები)
მარიამ დედოფლის მიერაც მოწამეთის მონასტრისათვის ზემოხსენებულ შეწირულ საბუთშიც (№ 530), დასახელებულია „ღვთისმშობლის ხარება“, მოწამეებთან დავითთან და კონსტანტინესთან ერთად.
საბუთზე კარტუშს აქვს ასომთავრული წარწერა:

Ⴑ՜Ⴃ: Ⴈ ႫႰ
ႧႠ ႣႤႣႳ Ⴔ՜Ⴊ
ႧႠ ႣႤႣႳ Ⴔ՜ႪႨ
ႣႠႣႨႠႬႨႱႠႱ՜ႪႨ
ႫႠႰႨႠႫ

(ს՜დ იმერთა დედოფალთა დედოფალი დადიანის ასული მარიამ). საბუთზე კარტუში ოვალურია, შემოვლებულია სამი ხაზით. ოვალის თავზე სამეფო გვირგვინია, ოვალს ფურცლები შემოვლებია. გვირგვინიცა და ქვემო ფურცელი ყვავილის გულითაა შემკული. ფურცლების

65

სიგრძეზე მარგალიტის მძივისებური სამკაული არის გამოყენებული. როგორც საბუთის ნაწერი, შესრულებულია მოწაბლისფრო-მოშავო მელნით; მოწაბლისფრო-მოშავო ფერებს ვხედავთ აგრეთვე მთლიან სურათზეც, მაგრამ ამ ფერს აჰყვება ნაცრისფერიც: მონაცრისფროა თმები, ტანსაცმლის ნაკეცებს შორის ნაწილები, თვით ნაკეცები კი მოწაბლისფროა.წაბლისფერი საღებავი, რომელიც ნახმარია სურათზე, დაზიანებულია მარცხნივ წმ. დავითის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე, როგორც ჩანს, საბუთის შეკეთების დროს



ასო დომინირებს ფერების საერთო შთაბეჭდილებაშიც. მის ნაცრისფერს იზიარებს ფრინველი, ანგელოზი, ურჩხული.
საბუთის დეკორის მიხედვით, ლაკონიურობა ფერებში მხატვრის პრინციპია. სერიოზულობას და თავშეკავებას უპასუხებს ეს ორი ფერი, პირქუში, ჩამუქებული.
მხატვრის მეორე პრინციპია ხატვა მოდელირებით. ზოგან ძლიერი შენათლებებით, რაც გვაძლევს მოცულობას, ზოგან შეჩრდილვით. ასეა შესრულებული სახეები, სხულები, ხელები, მუხლები. მაინც შეინიშნება, განსაკუთრებით ხარების სცენაში, საგნისათვის ხაზობრივი კონტურის მოცემა. მონაცრისფრო შენათლებებით მოცემული აქვს ჩარჩო.
ჩრდილები და შენათლებები უხვადაა საგერბო კარტუშში, რომელიც კარგად არის შესრულებული, პლასტიკურია, ქანდაკებრივი, მცირე შტრიხების გამოყენებით შტოების შიგნით.

7

მხატვარი საკმაოდ ფლობს სხეულის მოცულობითობას, პროპორციებს.
უკვე ევროპული წარმოშობის კარტუშის არსებობა კომპოზიციაში აშკარად მიგვანიშნებს ევროპისა და რუსეთის გავლენას. ეს ცხადად ჩანს აგრეთვე ხარების სცენის ზოგიერთი დეტალიდანაც: მაგალითად, ის გარემოება, რომ მარიამის წინ გადაშლილი წიგნია და მარიამს არ უჭირავს ხელში ნართი, ან სარწყული, იმაზე მეტყველებს, რომ სცენა დასავლური იერისაა და ამით განსხვავდება ბიზანტიურისაგან„La vièrge au livre remplace la vièrge à la cruche et la vierge à la quenouille...“
„La trait quidistingue la vièrge de l'Annonciation occidentale de ses soeurs byzantines c'est qu'au moment où elle est surpris de par le message de l'ange, elle n'est pas occupée de ces travaux manuels: elle médite sur la Bible, ou plus precisement, selon les Pères de l'Eglise, sur la prédiction d'Isaie: Ecce virgo concipied“. (Louis Réau. Iconographie de l'Art crétien, Tome second. Nouveau Testament, Paris, 1957, p. 180).

თვით ხარების სცენის ჩარჩოს დეკორი მოწმობს ევროპულ-რუსულ გავლენას. მას აქვს საერთო ჩხარის ხატის დეკორთანაც, და სწორედ ჩხარის ხატის შესრულებაში ხედავს აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი ევროპული ხელოვნების დიდ კვალს:
«Чеканка в Грузии XVIII века, можно сказать, стоит под знаком влияния европейского искусства, его орнаментальных мотивов и его иной трактовки персонажей церковной легенды… Однако только в редких случаях влияние это оказывается настолько сильным, что подчиняет себе полностью специфические национальные черты грузинского искусства, как в большом складне св. Саввы Освященного с праздниками, святыми и пр. из Чхари 1779-1780 годов. (см. фото 587)»Г.Н.Чубинашвили, Грузинское чеканное искусство. Текст. Тбилиси, 1959, стр. 643. Г.Н.Чубинашвили, Грузинское чеканное искусство. Иллюстрации, Тбилиси, 1959, фото 587..

66

კიდევ ერთი საბუთი, დაწერილი მხატვარ დავით ქართველის მიერ, ინახება საქართველოს ცენტრალურ არქივში. ეს არის საბუთი № 2230 (ფონდი № 1448); იგი წარმოადგენს აქტს ყმის შეწირულების გამო, კვლავ მოწამეთის მონასტრისათვის გაცემულს კაცია წულუკიძის მიერ:
„მე დავით მხატვარს ქართველს დამიწერია, მოწამეცა ვარ. დაიწერა წიგნი ესე შეწირულებისა თვესა დეკემბერსა ზ՜ქ՜ეს აქათ ჩღჟზ“ (1797 წ.).
ხელი სავსებით ისეთივეა, როგორც წინა საბუთისა. მაგრამ მასთან შედარებით, ტექსტის გაფორმებას აკლია დახვეწილობა. ნაკლებადაა მოცემული ასოების შემკობა. გარდა ამისა, წინა საბუთისგან განსხვავებით, ასომთავრულს თითქმის არ ვხვდებით, სტრიქონები არათანაბარია. საბუთი მოხატულიც არ არის.
საინტერესო პარალელს დავით ქართველის სურათიან საბუთთან წარმოადგენს ახლო დროის სხვა საბუთი. ეს არის საქ. ცენტრ. არქივის საბუთი № 5015 (ფონდი № 1448). მოკლედ შევეხებით მას. საბუთი გაცემულია 1795 წელს, მეფის სოლომონ II-ისა და მისი თანამეცხედრის დედოფალ მარიამის მიერ, კვლავ მოწამეთის მონასტრისათვის, და დაწერილია „ჴელითა ნიკოლაოს დეკანოზის გაბაონისათა“:
„...მოწამეთ წოდებულისა მონასტრისა მსასოებელმან სქეს-ტომობითა იესიან, დავითიან, პანკრატიანმან, აფხაზ-იმერთა მეფემან მეფეთამან სოლომონ მეორემან, ძემან ძლიერისა და ახოანისა საიმერეთოს უფლისწულისა არჩილისმან და თანამეცხედრემან ჩემმან, დედოფალთ დედოფალმან, ასულმან დადიანისმან მარიამ მამა-პაპათა ჩვენთა აღწერილნი სიგელნი და გუჯარნი მონასტრისა შენისანი საფრვჴითა ყ՜ისა კეთილისმოძულისა ეშმაკისათა ცეცხლითა დაიწუნეს... ესრეთ განვაახლეთ მატიანე პ՜ლი და ახლად აღვაწერინე... აღიწერა ჴელითა უღირსისა ნიკოლაოს დეკანოზის გაბაონისათა: დასაბამითგან წელსა
(=1795).
საბუთი № 5015 მოხატულია, მაგრამ ვის მიერ, არ წერია: შესაძლებელია, თვით დამწერის ნიკოლოზ გაბაონის მიერ იყოს მოხატული.
როგორც გამოკვლეულია, ნიკოლოზ გაბაონი არის პოეტ ბესიკ გაბაშვილის ძმა, შვილი ზაქარია გაბაშვილისა. ზაქარია კალიგრაფი იყო, მუშაობდა გელათში. იქვე მუშაობდნენ აგრეთვე კალიგრაფები, მისი შვილები, მათ შორის, ცნობილი კალიგრაფი ნიკოლოზ გაბაშვილინ. მაისურაძე, მწიგნობარ გაბაშვილთა ოჯახი. ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. XIV, ქუთაისი, 1955, გვ. 89, 90, 92, 93.
ნაწერი ძალიან მოწესრიგებულია, ფაქიზი, მაგრამ უფრო ჩვეულებრივი, სიმდიდრეს მოკლებული ასოების სამკაულში, რაც ახასიათებს დავით ქართველის საბუთს.

67

დეკორის ძირითადი კომპონენტები პირველ საბუთისას ემსგავსება: სწორკუთხედი ჩარჩო, რომლის თავში არის სურათი „ღვთისმშობლის ხარება“, მის ქვემოთ მოზრდილი საგერბო კარტუში ასომთავრული წარწერით: „მეფე აფხაზ-იმერთა სოლომონ მეორე“. კარტუშის ქვემოთ, სიმეტრიულად მის აქეთ-იქით, მარცხნივ და მარჯვნივ. გამოხატული არიან: „წმიდანი დიდნი არგუჱთის მთავარნი დავით და კოსტანტინე“. მათ შუა 15-სტრიქონიანი ლექსია, რომელიც წარმოადგენს დიდებას „იმერთა მაცისკრის დავითის და კოსტანტინესი“, და ვედრებას მათ შუამდგომლობაზე.
შემკობის ელემენტები თუმცა, ძირითადად, ერთგვარია, მაგრამ დავით ქართველის მიერ მოხატულ № 530 საბუთისგან მაინც განსხვავდებიან. კომპოზიციის მხრივ, მაგალითად, ნაწილები გადაადგილებულია. უფრო დიდი ადგილი აქვს მიჩენილი ხარების სცენას (აქაც მარიამი კვლავ ფეხზეა ამდგარი და მის წინ წიგნია) და სხვ.
მსგავსება იკონოგრაფიული თვალსაზრისით ადასტურებს ორივე საბუთის დეკორირების რაღაც საერთო საწყისს, საერთო ნიმუშს.
საფიქრებელია, რომ მოწამეთის მონასტრისათვის მიძღვნილი სიგელების შემკობაში დაცული იყო მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს და აგრეთვე „ხარების“ სცენის გამოხატვის ტრადიცია.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ გაბაონის მიერ დაწერილ საბუთში დავითისა და კონსტანტინეს პირისახეები მკაფიოდ აღმოსავლური ხასიათისანი არიან. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ საღვთო წიგნი, გადაშლილი მარიამის წინ ხარების სცენაში, ქართულად არ არის დაწერილი. ვთხოვეთ პროფესორ მარიამ ნედოსპასოვას (საქ. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი) ამ ტექსტის ანბანის გარკვევა. მისი აზრი შემდეგია: „წიგნში, რომელიც წინა აქვს გადაშლილი ღვთისმშობელს, დახატულია არაბულისა და ეთიოპურის მსგავსი ასოები, რომელნიც არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე ტექსტს და თუნდაც ცალკეულ სიტყვებს“.
დამახასიათებელია, რომ მხატვარი პირისახეებისა და სხეულების გარეშემო კონტურულ ხაზს იყენებს, ზოგჯერ საკმაოდ პრიმიტულად და ტლანქად, რაც უცხოა დავით ქართველისათვის. მოძრაობებიც მოუხეშავია, ნაოჭები მოუქნელია. პლასტიკურობა, მოდელირება არ შეუძლია. ბევრს რამეში აკლია სისწორე, ოსტატობა, სიმარჯვე.
კოლორიტის მხრივ მხატვარს ახასიათებს ფერების სიმრავლე, რითაც განსხვავდება დავით ქართველისაგან.
დავით ქართველი უფრო ევროპულად განსწავლული მხატვარია სხეულთა პროპორციებისა და მოდელირების მხრივ, აგრეთვე მოცულობითობის გადმოცემის მხრივ.
იმერეთის სამეფო კარს მიეკუთვნება აგრეთვე საბუთი № 304

68

Sd, რომელიც ინახება საქ. მეცნ. აკად. ქართული ხელნაწერების ინსტიტუტში.
საბუთი გაცემულია მეფის სოლომონ II-ისა და მისი მეუღლის დედოფალ მარიამის მიერ ბატონიშვილის დარეჯანისათვის. საბუთით მას მზითვად ეძლევა მეფის სახასო ყმები, ნაცვლად ძველად მიცემული ყმებისა.

8

„დავითიან-ბაგრატოვანმან, ძემან არჩილისამან მეფემან მეფეთამან სოლომონ მეორემან... და თანამეცხედრემან ჩვენმან დადიანის ასულმან დედუფალთ დედუფალმან მარიამ ვინებეთ მორთმევად... სიგელი... თქვენ უგანათლებულესსა და სასურველსა დასა ჩვენსა ბატონისშვილს დარეჯანს და ძეთა თქვენთა დავითს და იოანეს... უწინარეს ამისსა მოვართვით განათლებულებასა თქვენსა ოკრიბას ნაყმევნი მჴეიძისანი კუამლი ორმოცდათექვსმეტი, გარნა ვინათგან საწყალობელ იყუნენ ძენი მჴეიძისანი, ამისთვის შესაბამად მეფის ასულობისა ინებეთ მოწყალებით ნების მოცემა ჩვენი და უბოძეთ იგი მემკვიდრეთავე თვისთა. რომლისა ნაცვლად მოვართვით განათლებულებასა თქვენსა მზითევად მტკიცედ და მოუშლელად სახასო ყმანი ჩვენნი“... აღიწერა იანვარს. კზ: ქ՜ეს აქეთ ქკო՜ნს: ჩყგ.“ (1803 წ.).
ამგვარად, ტექსტის დამწერის და მომხატველის ვინაობა აღნიშნული არ არის.
საბუთი დაწერილია პრიალა, ეტრატისებურ თეთრ-მოყვითალო-მოოქროსფრო ქაღალდზე. რესტავრირებულია ადგილ-ადგილ გამჭვირვალე ქაღალდის დაწებებით. გრაგნილს წარმოადგენს.
ტექსტი ძალიან მუქი, მოშავო-წაბლისფერია. გამოირჩევა ფერით მხოლოდ საბუთის პირველი ასო ქ.
შავი-მოწაბლისფრო მელანი ძალიან კარგად შეეხამება მოოქროსფრო ქაღალდს.
ტექსტი დაწერილია საკმაოდ დიდი ინტერვალებით სტრიქონებს შუა, გაწყობილია დიდი გემოვნებით. აგრეთვე საკმაოდ დიდი ინტერვალებია დაცული მოწამეთა ჩამოთვლის დროს. ისევე როგორც პირველ გარჩეულ საბუთში, აქაც ასო -ს ბოლო მოცემულია გაფრენილი ხაზებით, მაგრამ იშვიათად. თავისებურ სამკაულად გვევლინება გრძელმონასმებიანი -ების სიხშირე სახელში „სოლომონ“.
-სავით თავისებურად იწერება , მისი ზედა ხაზის თამამი გაქანებით, რომელიც გადასწვდება რამდენიმე შემდგომ ასოს. საგრძნობი ინტერვალები სტრიქონებს შორის ადგილს აძლევს ამ მონასმებს.
აღსანიშნავია ასო - ქვევრისებური ტანით, მხრებში განიერი, ქვემოთკენ შევიწროებული.

69

ლ ასო ხან თავის კანონიერ დონეზეა, ხან ამაღლებულია სტრიქონს ზემოთ, ხან ისევე როგორც № 530 საბუთში, შუა კბილი აქვს აწეული, მაგრამ ეს ხდება იშვიათად. საინტერესოა ახუნწლვით მოცემული ლ-ები სიტყვაში „საწყალობელი“.
აქაც, როგორც № 530 საბუთში, გამოირჩევა თავისებური ბ. ქვედა ნაწილი დაშვებულია სტრიქონს ქვემოთ, კავივით გახსნილი, და თავისში ე-ს ან სხვა ასოს, მოიცავს. ასომთავრული სულ არ იხმარება.
ტექსტი, ისევე როგორც პირველ საბუთში, ამართულია ვერტიკალურად, მწყობრად, საზეიმოდ. ამ მხრივ საბუთის ნაწერი მსგავსებას ავლენს დავით ქართველის საბუთის (№ 530) ნაწერთან. ნაწერი შესრულებულია ერთი კალიგრაფის მიერ, რომელსაც ახასიათებს თავისუფალი და თავისებური კალამი. ცოტაოდენი სხვაობანი კალიგრაფის ფანტაზიას უნდა გულისხმობდეს. დავით ქართველის გარჩეულ საბუთში მხატვრული თვალსაზრისით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბუთის პირველ ასო ქ-ს. აქ კი ასო ქ ერთადერთი სამკაულია. დიდი ზომისაა - 16,8 სმ. მთლიანად საბუთის სიგრძე კი არის 62 სმ. ტექსტის სიმაღლე - 44 სმ. ასო ქ-ს ღეროს წახნაგებულის იერი აქვს. მას მოცულობითობას ანიჭებს შუქ-ჩრდილი. მთელ ტანს დაგრაგნით, შორი-შორ უვლის წყვილ-წყვილი პარალელური ზოლი მოშავო-მოყავისფრო ტონისა, თითქოს დახვეული მასზე.
ორივე საბუთის -ს შემამკობ კომპონენტებში არის მსგავსება. ამ მეორე საბუთის თავშიც გამოხატულია ფრინველი პროფილში მარჯვნივ. თავი მიტრიალებულია მარცხნისაკენ. ნიმბი ადგას. ცალი ფეხი დაბჯენილი აქვს ჯვარზე, მეორე ფეხი ამართულია. ფრინველი უნდა წარმოადგენდეს -ს თავსართს. ჯვრის ქვედა ტოტი გრძელია, გადადის -ს ღეროში. ღეროს მიჰყრდნობია ქალი. სახე და ტანი ოდნავ მიბრუნებული აქვს მარცხნისაკენ. დგას პოსტამენტზე, რომელიც -ს ღეროს - შვერილს შეადგენს. ქალს ხელში უჭირავს გრაგნილი. ქალის ფიგურა შეესატყვისება პირველი საბუთის -ს ერთ-ერთ კომპონენტს - ანგელოზს. სწორედ ბოლო გრაგნილისა ქალის ხელში, მისი ფორმა, გვაფიქრებინებს, რომ პირველ საბუთზე (№ 530) ანგელოზის ხელში გრაგნილი იყო გამოხატული და დარჩა, დაზიანების გამო, მხოლოდ მისი ბოლო.
უეჭველი უნდა იყოს, რომ გრაგნილი ქალის ხელში მზითვის წიგნს წარმოადგენს და რომ ქალი გამზითვულია.
ეს ორიგინალური უნიკალური სამკაული სრულიად შეხამებულია საბუთის შინაარსთან.
საინტერესოა, რომ მხატვარს გამოუხატავს საერო ქალი. და არა რომელიმე წმინდანი. ქალს ქართული ტანსაცმელი აცვია, თავზე ლე-

70

ჩაქი ჰხურავს, თავსაკრავით. კაბა გულისპირიანია, გრძელი, ნაოჭიანი.
ქალის სახის შესრულება - ნაკვთები, ცხვირის რბილი მოყვანილობა, თვალები - მსგავსებას პოულობს დავით ქართველის მიერ დახატული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს - სახეებთან. გარდა ამისა, ქალს ახასიათებს უხილავი ღიმილი. ტუჩების კუთხეებში დადებულია მოვარდისფრო სუსტი ჩრდილები. წარბებს შორის მონაცრისფრო ჩრდილებია. მოდელირება ხდება შუქჩრდილით.
მხატვრის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ლაკონიურობა, თავშეკავება, ფერების მკაცრი შეზღუდვა. მთელს სამკაულში დომინირებს შინდისფერი. შენათლებები მკრთალი შინდისფერია, ჩრდილები - მუქი შინდისფერი. ამ ფერებითაა გამოხატული ფრინველი, ჯვარი, ქალის ტანსაცმელი და თავსაბურავი. ქალის ლეჩაქი, თეთრი მოწითალო აბრისით, შემკულია შინდისფერი ყვავილებისებრი სახეებით ყელთან, და მარტივი მცირე პარალელური ხაზებით - დანარჩენ ნაწილში. თეთრია ფეხსაცმლის წვერები. გრაგნილი ქალის ხელში თეთრია, მოყავისფრო-მონაცრისფრო ჩრდილებით.
მრავალი თანხვედრა წარწერასა და სურათში, მთავარსა და დეტალში, თითქმის ზუსტი დამთხვევა თარიღში (პირველი საბუთი შედგენილია 1803 წლის 14 დეკემბერს, მეორე - 1803 წლის 27 იანვარს), შესაძლოა მოწმობდეს, რომ საბუთი № 304 Sd არის აგრეთვე დავით ქართველის დაწერილი და მოხატული.
პირველ საბუთში ბატონობს სიქუფრე, ნაცრისფერი, შერეული წაბლისფერთან, მეორე საბუთში - გაციაგებული და მუქი შინდისფერი.
ორივე შემთხვევაში მხატვარი წარმოდგება როგორც მხატვრული აქცენტების დასმის ოსტატი, ორიგინალური შემოქმედი.
საინტერესო იქნებოდა მზითვის წიგნზე გამოხატული ქალის პორტრეტის შედარება (ზოგიერთი იკონოგრაფიული დეტალის) დარეჯან დედოფლის (ერეკლე II-ის მეუღლის) პორტრეტთანდარეჯან დედოფლის პორტრეტი ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ახალი ქართული ხელოვნების განყოფილებაში, ინვენტ. № ხმ/ ქსხ 72 ავტორი უცნობი ქართველი ოსტატია XIX ს., მასალა და ტექნიკა: ზეთი და ტილო. ზომა: 68 X 60; სურათი რესტავრირებულია, შეინიშნება ნაბზარები, მიღებულია სსსს № 185-ით. მუზეუმს გადმოეცა 1925 წელს საქ.ცენტრ. არქივის გამგის ს. კაკაბაძის მიერ, შეტანილია რუსეთიდან დაბრუნებული ნივთების სიაში. ორივე ქალს მაღალი თავსაბური ახურავს. თავსაბურზე ერთნაირად არის მოცემული შემკულობა. მახვილი კუთხის ქვეშ გადაჯვარედინებულია: ბაბთები გამზითვულის შემთხვევაში, დედოფლის პორტრეტზე კი ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სამკაული. მსგავსია ქართული ჩაცმულობა.
ერთნაირი დეტალები გვიჩვენებენ, რომ ორივე პორტრეტი ერთმანეთთან ახლო დროშია შესრულებული. მზითვის წიგნი დედოფლის პორტრეტის ერთგვარ დათარიღებას გვაძლევს, რაც ეთანხმება შ. ამირანაშვილის მიერ პორტრეტის დათარიდებას XVIII ს. დასასრულითШ. Амиранашвили, История грузинского искусства, Москва, 1974, стр. 359. შ. ამირანაშვილი იძლევა დედოფალ დარეჯანის სიკვდილის წელს (1807 წ.). ასევეა ვეიდენბაუმის არქივის კარტოთეკაში, რომელიც შედგენილია საქ. მეცნ. აკად. ხელნაწერების ინსტიტუტის თანამშრომლის ელფრიდა ბარნაველის მიერ.
მზითვის წიგნის მხატვარი იძლევა თავისებურ სტილიზებულ სქემატურობას ნაოჭების გამოხატვაში. გარდა ამისა, სახელოები ნაოჭდება არაბუნებრივად, სახელოს გარედან და არა შიგნიდან. არის თით-

71

ქოს რაღაც არასწორი მარჯვენა ხელის მდგომარეობაში. შესაძლოა ეს გამოწვეულია სიჩქარით, ხელგაკრულობით, ან შეგირდის თანამონაწილეობით.
სამწუხაროდ, აღარ არსებობს დავით ქართველის მიერ შესრულებული კანკელის მხატვრობა, რომელიც მოგვცემდა მთავარ დასაყრდენს. სწორედ დავით ქართველი უნდა იყოს ის მხატვარი, რომელმაც მოხატა კანკელი გელოვანთა ეკლესიაში, ლეჩხუმში. ამ ეკლესიაზე და მის წარწერაზე ცნობებს გვაწვდის ექვთიმე თაყაიშვილი: „ლაჯანურის ნაპირზე, იასონ გელოვანის სახლის ქვემოდ, აგებულია მოზრდილი ეკლესია გელოვანთა... ეკვტერი ახლავს დასავლეთით; მაგრამ ეს ეკვტერი უფრო ძველია თვით ეკლესიაზე... საკურთხეველი გარეთ მომრგვალებით გამოდის... კანკელი ხისაა, ერთობ მაღალი, გაყოფილია ხუთ სართულად. აღსავლის კარი საკურთხევლისა და დანარჩენიც ორი ჩუქურთმით შემკობილი არიან. სურათები წმინდანებისა კანკელში წამლითაა დახატული 37 განცალკვვებულ დაფაზე. შინაარსით წარმოგვიდგენენ სახარების სცენებს. ამას გარდა არის კიდევ სურათები ღვთის მშობლისა და იოანე ნათლისმცემლისა. მხატვრობა გვარიანია. ორსტრიქონიანი მხედრული წარწერა კანკელისა გვიჩვენებს, რომ ახალი. ადმოსავლეთის ნაწილი ეკლესიისა აუშენებიათ 1798 წელს:
„ქ:შენ ცათა უვრცელეს დედოფალო მარიამ მე ფ՜დ ცოდვილმან... სარდალ-მოურავმან გელოვანმან ქაიხოსრო და მეუღლემან ჩემმან დგებუაძის ასულმან როდამ აღვაშენეთ ეკლესია ესე... და დავახატვინეთ: კანკელი ესე... სრულ იქნა დეკემბერს ჱ. ქრისტეს აქეთ ჩღჟჱ“ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937 წელი, გვ. 39-40.(1798 წ.).
განსაკუთრებით საყურადღებოა წარწერის ქვემო ნაწილი:
„უფალო იესო ქრისტე ღ՜ო შეიწყალე გლახაკ და ფ՜დ ცოდვილი მონა შენი: დავით ბეჟიაშვილი: ქართველი: ამინ“ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, გვ. 40.
უნდა დავასკვნათ, რომ წარწერის ბოლოში მოხსენებულია მხატვარი. ვხედავთ მის გვარსაც: ბეჟიაშვილი.
ეს მოხატული კანკელი არ არის მოხსენებული რენე შმერლინგის გამოკვლევებში ქართული კანკელების შესახებ და არც ჩანს მის სამოგზაურო დღიურების წიგნაკებში. არ ჩანს იგი სათანადო დაწესებულებათა ფოტოთეკებშიც. არც არის მითითებული ეკლესიისა და წარწერის ფოტოების ნომრები ე. თაყაიშვილის წიგნში. როგორც გაარკვია 1979 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ექსპედიციამ, რომელსაც არქიტექტურის დოქტორი რუსუდან მეფისაშვილი ხელმძღვანელობდა, ძეგლი აღარ არსებობს, იგი 30-იან წლებში დაინგრა.

72

XVIII საუკუნის ქართული საბუთები გვაძლევენ მასალებს დავით ბეჟიაშვილის წარმოშობის შესახებ. ის მემკვიდრეობით ხელოვნების დარგის მუშაკია. მისი მამა უნდა იყოს გიორგი ბეჟიაშვილი, საქართველოს მეფის კარის ოქრომჭედელი, 1767 წელს ერეკლე II-ის მიერ მზითევში გატანებული ელისაბედ ბატონიშვილისათვის, როდესაც ელისაბედი გათხოვდა სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანზე.1767 წლის წყალობის წიგნი, მიცემული ერეკლე II-ის მიერ გიორგი ბეჟიაშვილისათვის. მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიური ისტორიისათვის (მზითვის წიგნები). ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზია იაშვილმა, თბილისი, 1974, გვ. 91.
საყურადღებოა, რომ საბუთები საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ გიორგი ბეჟიაშვილის ცხოვრებას პატარაობიდანვე.
„განჩინებიდან გიორგი და რამაზა ბეჟიაშვილების სახლისა და მამულის საქმეზე“ - 1751 წ.განჩინება გიორგი და რამაზა ბეჟიაშვილების სახლისა და მამულის საქმეზე, 1751 წ., ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბილისი, 1972, გვ. 397-398., ვიგებთ, რომ გიორგი იყო საგარეჯოელი, სოფელ გიორგიწმინდის მკვიდრი. დედამ მიაბარა თბილისში სასწავლებლად ოსტატს. გიორგიმ წარმატებით შეისწავლა ოქრომჭედლობა. მისი ნამუშევრები მოიწონა თეიმურაზ II-მ და გიორგი გახდა „მეფის კარის ოქრომჭედელი და სამკაულის მკეთებელი“. ასევე კარგი თვალით უყურებდა გიორგის ერეკლე II. 1751 წლისათვის გიორგის აქვს თბილისში მეფის მიერ ნაბოძები დუქანი და სოფელში ვენახი კოკონაური (ქალაქში კი გიორგის ვალით სახლიც უყიდია)განჩინება გიორგი და რამაზა ბეჟიაშვილების სახლისა და მამულის საქმეზე, გვ. 397-398. ორივე საბუთში - ზემოხსენებულ განჩინებაში 1751 წლისა, და 1767 წლის წყალობის წიგნში, რომელიც ერეკლე II-ს მიუცია გიორგი ბეჟიაშვილისათვის, არის ცნობები გიორგის ძმაზე, რამაზზე. რომელიც დარჩენილა გიორგიწმინდაში, როდესაც გიორგი ქალაქს დაესახლა. რამაზი არ ყოფილა ისეთი მარჯვე, როგორც გიორგი. ამიტომ, გიორგი მას „ჴელს უწყობდა, მოჯამაგირე დაიჭირის, თავის მაგიერ მისცის ძმასა, რომ მამულები ემუშავნათ, ტანთა და ფეჴთ აძლევდა, ჴარები მისცის, ცხენები მისცის, თოფი და იარაღი და სხვას მრავალს საჴმარსა და რკინეულს უგზავნიდა“.იქვე.
ასეთი მასალები შეუკრებიათ სოფლის უფროს კაცთა და მოხუცებულთა გამოკითხვით.
ირკვევა ისიც, რომ 1751 წლისათვის გიორგი მეტისმეტად შეწუხებული იყო მოვალეებისაგან, რამაც გამოიწვია ერეკლე II-ის ბრძანება, გაერკვიათ გიორგის საქმე: „ჩვენი ბრძანება არის, საგარეჯოს მოურავო იორამ: მერმე ეს გიორგი ოქრომჭედელი ასე რომ მოვალეებს შეუწუხებიათ. ამას ამდენი სად შეუძლია, რომ ჩვენც გვემსახუროს და თავისი ცოლი და შვილი შეინახოს და თავისი ძმაც არჩინოს“.თ. ჟორდანია, ქრონიკები III, თბილისი, 1967, გვ. 601. მოურავ იორამის განჩინება შესრულებულია სწორედ ერეკლე II-ის ბრძანების საპასუხოდ. ამ დროს, საბუთის ცნობით, გიორგის ძმა რამაზი დაკარგულია.1767 წლის წყალობის წიგნი, მიცემული ერეკლეს II-ს მიერ გიორგი ბეჟიაშვილისათვის, გვ. 92.
ცნობები, თუ როგორ მიმდინარეობდა გიორგის ცხოვრება 1767 წლის შემდეგ, როდესაც ის მზითევში გაატანეს, არ მოგვეპოვება. ერ-

73
თი რამ მაინც ცხადია, მას თავი უსახელებია დასავლეთ საქართველოშიც. ეს ეხება მის შვილს დავითსაც. ამას მოწმობს გიორგისთვის მიცემული წყალობის წიგნის პირველი მინაწერი (1794 წ.):
„ქ. ჩვენ სრულიად ქართლისა და კახეთისა (მეფე) ირაკლი მეორე ჩვენის ძისწულის იმერთა მეფის სოლომონისა მიერ წარმოვლენილისა ამას განაჩენსა მეორედ ვამტკიცვბთ და უბოძებთ ო ქ რ ო მ ჭ ე დ ლ ი შ ვ ი ლ ს დ ა ვ ი თ ს ა თავის მამა-პაპის ადგილ-მამულსა და ჩვენ მიერ რაც წყალობა ჰქონია მამასა ამისსა იგიცა გვიბოძებია. სიყვარულისათვის მეფის სოლომონისათა“...1767 წლის წყალობის წიგნი, მიცემული ერეკლე II-ის მიერ გიორგი ბეჟიაშვილისათვის, გვ. 92.
ამავე 1767 წლის საბუთშივე მიცემულ „წყალობის დამტკიცებას“ აძლევს დავით ოქრომჭედლიშვილს უკვე 1799 წელს, მეფე გიორგი XII, მეორე მინაწერით.1767 წ. წყალობის წიგნი, მიცემული ერეკლე II-ის მიერ გიორგი ბეჟიაშვილისათვის, გვ. 92.ამავე 1799 წელს ეკუთვნის 1751 წლის განაჩენის დამტკიცება დავით ოქრომჭედლიშვილის სახელზე:
„ქ. ჩვენ, სრულიად ქართლისა, კახეთისა და სხუათა მეფე გიორგი ვედრებითა და შუამდგომელობითა ჩვენის დისწულის იმერთა მეფის სოლომონისა და ჩვენის სიძის დადიანის გრიგოლისათა მათ მიერ წარმოვლენილსა ამას განაჩენსა ვამტკიცებ და წყალობას უზამთ თავის მამულისასა ო ქ რ ო მ ჭ ე დ ლ ი შ ვ ი ლ ს დ ა ვ ი თ სა“.1751 წ. განჩინება გიორგი და რამაზა ბეჟიაშვილების სახლისა და მამულის საქმეზე, გვ. 399.
დავითის საპატიო მდგომარეობას იმერთა მეფის კარზე ადასტურებს ისიც, რომ ის არის იმერთა დედოფლის საბუთის მოწმე, როგორც ვნახეთ ზემოთ.
მასალები დავით ქართველის შესახებ გვაძლევენ საყურადღებო ცნობებს ქართული ხელოვნების მუშაკებზე, მათი ცხოვრების პირობებზე ახალი XIX საუკუნის ზღვარზე.სარა ბარნაველი, XVIII საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიიდან. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიისა, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, № 1, თბილისი, 1976 წ., გვ. 155.
საგულისხმოა დაინტერესება, რომელსაც იჩენდნენ ხელოვნების მიმართ საქართველოს მეფეებისარა ბარნაველი, XVIII საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიიდან, მაცნე, გვ. 156. და მთავრებილ. ხუსკივაძე. ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო (ნარკვევი XVIII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან). თბილისი, 1974.
მფარველობით სარგებლობდნენ მხატვრები და, მათ შორის, უსათუოდ, საბუთების გამფორმებელნიც. ჩვენამდე მოაღწია ქართული შემკული საბუთების მთელმა ჯგუფმა, რომლის შესწავლა მთლიანად დიდად მნიშვნელოვან საქმეს შეადგენს*

* ქართულ საბუთებში კიდევ გვხვდება სახელი: დავით ქართველი, მაგრამ ამ პიროვნების გვარი არის კალანდარიშვილი. ის სწირავს თავის თავს, შვილთა და მომავალთა თვისთა 1836 წელს ნათლისმცემლის ტაძარს. უწიგნურია (იხ. საქ. ცენტრ. არქივის საბუთი, № 5805, ფონდი 1448).

74

САРА БАРНАВЕЛИ
ХУДОЖНИК ДАВИД ГРУЗИН (БЕЖИАШВИЛИ)
Резюме
1. В архивах выявляется значительный материал, касающийся оформления грузинских документов на рубеже XIX века. В них прослеживаются древние традиции, но явны и новые направления. Характер декора зависит от места выдачи, или от обстоятельств выдачи документа.
Деятельность своеобразного мастера - художника и каллиграфа - Давида Грузина -засвидетельствована в Западной Грузии. Им украшен документ 1803 г. Центрального Государственного Исторического Архива Грузинской ССР № 530 (ф. 1448).
Выполнение основных элементов композиции изображения на документах (мученики Давид и Константин, благовещение богоматери, картуш с именем имеретинской царицы Мариам, от чьего имени выдан документ Моцаметскому монастырю, а также орнаментация) свидетельствуют о влиянии Западной Европы и России. Богато украшена заглавная буква документа - ქ.
Везде доминирует серовато-каштановый цвет.
Еще на одном документе (Центральный Государственный Исторический Архив Грузинской ССР, № 5015, ф. 1448) видим, в основном, схожие элементы декора. Документ, принадлежащий перу Николоза Габаони, восточного характера, отличается стилистически. В книге, которая раскрыта перед богоматерью, изображены буквы, подобные арабским и эфиопским, которые не должны представлять какого-либо текста или хотя бы отдельных слов, как выявила проф. М. Е. Недоспасова.
2. К имеретинскому царскому двору относится документ № 304 Sd Института рукописей АН ГССР 1803 года. Он является «книгой о приданом», дан царем Соломоном Вторым и царицей Мариам царевне Дареджан. Единственное украшение документа - его начальная буква ქ. К вертикали стержня буквы прислонилась женщина со свитком в руке, повидимому, с «книгой о приданом»; она в грузинском костюме. Художник изобразил не святую, а светское лицо. Доминирует кизиловый цвет. Имя художника не указано, но множество схожих черт в письме и изображении, в главном и деталях, лаконичность в цвете, а также дата дает основание предположить, что документ № 304 Sd, возможно, также выполнен Давидом Грузином.В обоих случаях художник предстает перед нами как мас-

75
тер художественных акцентов, проявляющий оригинальность в создании рисунка.
3. Давиду Грузину, как видно из надписи, принадлежала также роспись алтарной преграды в церкви рода Геловани, в Лечхуми. В надписи была указана и его фамилия - Бежиашвили.
4. Документы XVIII века дают материалы о происхождении Давида Бежиашвили, о жизни его отца - златокузнеца Георгия Бежиашвили - с детских лет.
5. Заслуживают внимания сообщения о покровительстве, оказываемом грузинскими царями и мтаварами работникам искусства.



ნანახია: 12861-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani