Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ადრექრისტიანულ ქართულ ქვაჯვარათა ორნამენტის სტრუქტურა და სიმბოლური საზრისი

There are no translations available.

კიტი მაჩაბელი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი  

„ორნამენტის ხელოვნება ფარული სახით წარმოადგენს
ჩვენთვის ნაცნობი უმაღლესი მათემატიკის უძველეს ნაწილს“.
ჰენრიხ ვეილი

         ორნამენტი რთული მხატვრული სამყაროა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურის რთულ ურთიერთობათა შედეგად იქმნებოდა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო არის ქვის პლასტიკაში. ფიგურული გამოსახულებების გვერდით ყალიბდებოდა და ვითარდებოდა რელიეფური ორნამენტის მდიდარი რეპერტუარი.
ქვაჯვარათა რელიეფური დეკორისადმი მიძღვნილ ნაშრომებში მე არაერთხელ შევხებივარ სხვადასხვა სახის ორნამენტულ მოტივებს (მცენარეულს, ზოომორფულს). ამჯერად, ჩემი ყურადღება მიიპყრო გეომეტრიულმა ორნამენტმა, რომელსაც ქვაჯვარათა დეკორში მნიშვნელოვანი მხატვრულ-იდეური დატვირთვა აქვს. ჩემი მიზანია, განვიხილო ამ საკულტო ძეგლების რელიეფურ პროგრამებში ჩართული გეომეტრიული ორნამენტის მხატვრული და აზრობრივი  ასპექტები.
მონუმენტური არქიტექტურის ანალოგიურად, მცირე არქიტექტურულ  ფორმებში - ქვაჯვარებში ორნამენტი დამატებითი ელემენტი კი არ არის, არამედ, მისი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მჭიდრო კავშირში არის ამ საკულტო ძეგლების სტრუქტურასთან და მასთან ერთ მთლიანობას ქმნის. გეომეტრიული ორნამენტი ქვაჯვარების არსებითი ელემენტია, რომელიც აწესრიგებს მათ არქიტექტურულ წყობას და, იმავდროულად,  საკრალურ სივრცეში ადამიანის ჩართვას უწყობს ხელს.
ორნამენტი მოქმედებს განზოგადებული ფორმებით, იგი ხან რეალური მოტივების სტილიზაციას ახდენს, ხან  განსაკუთრებული  სქემატიზაციით სრულიად ცვლის მათ. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ორნამენტის ხასიათი, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მათემატიკურ საფუძველზე დამყარებული მისი კომპოზიციური წყობა, რიტმულობის პრინციპი, მათემატიკური ლოგიკით აგებული სტრუქტურა.
ორნამენტის ვიზუალური მეტყველება საყოველთაოა, იგი არ საჭიროებს თარგმნას. ორნამენტი კომუნიკაციის ერთგვარი საშუალებაც არის. ორნამენტული კომპოზიციები ხელოვნების იდენტიფიკაციისათვის გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. ორნამენტში აისახება მისი შემოქმედი ხალხის კულტურა და  ეპოქა, რომელშიც იგი შეიქმნა.  
ქვაჯვარებში, ისევე, როგორც მონუმენტურ არქიტექტურულ ნაგებობებში, ორნამენტის განაწილება ზუსტად არის განსაზღვრული. გეომეტრიული ორნამენტი ითვალისწინებს ქვაჯვარას სტრუქტურას და რელიეფური დეკორის მთავარი მხატვრულ-იდეური ნაწილების გამოკვეთას ემსახურება. იმავდროულად, იგი ხელს უწყობს რელიეფური კომპოზიციის იდეური არსის წარმოჩენას და რელიეფური დეკორის ტექტონიკურ გამომსახველობას აძლიერებს.
ფართოა ქვაჯვარების ოსტატთა ხელთ არსებული ორნამენტული რეპერტუარი, რომელიც მჭიდრო კავშირშია თანადროულ საეკლესიო არქიტექტურის რელიეფურ დეკორთან. ადრექრისტიანული ქვაჯვარების რელიეფები ფიგურული გამოსახულებებისა და ორნამენტების ერთიანი სისტემაა, რომელიც რთულ მხატვრულ და აზრობრივ კავშირებს ეფუძნება. ადრექრისტიანული ხელოვნება საკუთარი აზრებისა და იდეების გადმოსაცემად ბუნებრივი ფორმების, სამყაროს რეალური სურათის პირდაპირი ჩვენების ნაცვლად, ნატურალურ ფორმებს გარდაქმნიდა დაშიფრულ "ნიშნებად", რომლებიც გასაგები უნდა ყოფილიყო მორწმუნეთათვის.
ქრისტიანული ხელოვნება, თავისი ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე  საკუთარი იკონოგრაფიული ლექსიკონის გასამდიდრებლად ხშირად იყენებდა  ელინისტურ-რომაული და აღმოსავლური-ირანული ორნამენტის ელემენტებს, რაც მის რელიეფურ კომპოზიციებს მეტ გამომსახველობას ანიჭებდა. ქართული ორნამენტის ხელოვნება  ბიზანტიის, სირიისა და ირანის დეკორატიული ხელოვნების პარალელურად ვითარდებოდა. რელიგიურმა მსოფლმხედველობითმა სისტემამ მემკვიდრეობით მიღებულ, თუ სხვა ქვეყნებიდან ათვისებულ ორნამენტიკას ქრისტიანული საზრისი შესძინა. ქართველი ოსტატები, ახალი რელიგიის მიერ შემოთავაზებული მხატვრული ამოცანების გადასაწყვეტად საკუთარ ტრადიციებს ემყარებოდნენ და, ამასთანავე, მიმართავდნენ თანადროულ მოწინავე ცივილიზაციათა მონაპოვრებს, რომელთა შორის ირჩევდნენ იმას, რაც  პასუხობდა მათ მხატვრულ-იდეურ ამოცანებს.
ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ქვაჯვარათა ზედაპირზე ხალიჩისებურად გაშლილი რელიეფური დეკორი, რომელიც  ადამიანთა ფიგურების, ზოომორფული სახეების, მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტისაგან შედგება, რთულ მხატვრულ-იდეურ მთლიანობას ქმნის.
ქვაჯვარათა რელიეფურ დეკორში ორნამენტს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული თემა (ვაზის, პალმეტების, აკანთის ფოთლის, სუროს მოტივები), ასევე, როგორც რელიეფური კომპოზიციების მოჩარჩოება და ფიგურული კომპოზიციების დამატებითი მხატვრულ-იდეური ელემენტი.
გეომეტრიული ორნამენტი ქვაჯვარებზე იშვიათად წარმოადგენდა დამოუკიდებელ დეკორატიულ თემას, მას, უპირატესად, დამხმარე ფუნქცია ენიჭებოდა. საერთო რელიეფური პროგრამის შედგენის დროს ოსტატი, ორნამენტის  მხატვრულ-ესთეტიკურ მხარესთან ერთად, მის სიმბოლურ დატვირთვასაც ითვალისწინებდა. მაგალითად მოვიყვან ხანდისის ქვასვეტის დეკორის ერთ ნაწილს. ქვასვეტის ზურგის მხარეს მარტივი ორნამენტული კომპოზიცია არის გაშლილი. ზედა ნაწილის გლუვი კვადრატული არე, ცენტრის აღმნიშვნელი რელიეფური წრით, ორმაგი დიაგონალური ლილვით ორ ტოლ სამკუთხედად არის დაყოფილი. ეს გეომეტრიული ფიგურები: კვადრატი, ხაზგასმული ცენტრით და ორი ტოლფერდა სამკუთხედი უძველეს რიტუალურ კოსმოგონიურ წარმოდგენებს უკავშირდება, რომლებმაც ქრისტიანულ ხელოვნებაში ფართო გამოყენება ჰპოვა (კვადრატი - დადამიწის, სივრცის უნივერსალური სიმბოლო, რომელიც წრესთან, ზეცის სიმბოლოსთან ერთად, სამყაროს, კოსმოსს განასახიერებს; ამასთანავე, კვადრატი სრულყოფილებაში განმტკიცების, ღვთაებრივი იერუსალიმის, სამყაროს სტაბილურობის სიმბოლოს წარმოადგენს). G. de Champeaux, Dom S. Sterkx, Monde de symboles, Zodiac, MCMLXXX, Milano, pp. 28-30, 101-
 102 fig. 54.
ადრექრისტიანულ ძეგლებში ხშირად იყენებდნენ ციფრების მაგიურ მნიშვნელობას. ხანდისის სვეტზე კვადრატი ორი სამკუთხედისგან შედგება. სამკუთხედი - სამების უძველესი სიმბოლოა. ორი მაგიური რიცხვის - კოსმოსური "ოთხიანისა" და წმინდა რიცხვის "სამის" - კომბინაცია იძლევა საკრალურ რიცხვს "თორმეტს" (წმიდა იერუსალიმის თორმეტი ბჭე, თორმეტი ანგელოზი, ქალაქის ზღუდის თორმეტი საფუძველი, თორმეტი მოციქული...), რომელიც წლის ლიტურგიკულ ციკლს და მის კოსმიურ ნიშნებს, ზოდიაქოებს უკავშირდება.
ადრექრისტიანულ ხელოვნებაში სამებას ურთიერთგადაჯაჭვული სამი რგოლიც განასახიერებდა.იქვე, p. 243.ამ სიმბოლოს მოგვაგონებს ხანდისის ქვასვეტის კაპიტელის ზურგის მხარეს თავისუფლად გაშლილი მსხვილი, ურთიერთგადამკვეთი რელიეფური წრეები, რომელთაც ზემოდან სამკუთხედების ვიწრო ზოლი საზღვრავს. ეს უმარტივესი გეომეტრიული ორნამენტი კაპიტელის საპირისპირო მხარეს აღსაყდრებული ქრისტეს რელიეფური ხატის სიღრმივ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ურთიერთგადაჯაჭვული წრეების ანალოგიური ორნამენტი ფარავს სათხის ეკლესიის ეკვტერის აბსიდის კედლის წყობაში ჩაშენებული ქვასვეტის ერთ-ერთ წახნაგს (VIს.). რელიეფის ზედაპირი დაზიანებულია, მაგრამ მაინც შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ დეკორატიულ ეფექტს ქმნიდა ქვაჯვარას სვეტის საერთო დეკორში ოთხმაგი რელიეფური ლილვებით შექმნილი წრეების დახვეწილი ორნამენტი.კ. მაჩაბელი, ქვაჯვარა-Spolia ქვემო ქართლის ხუროთმოძღვრებაში, თბილისი,2014, გვ. 111, სურ. 1.საინტერესოა, რომ ზუსტად ამგვარად გადაბმული წრეხაზებისგან შედგენილი ორნამენტი არის გამოყენებული ოძუნის ქვაჯვარაზე.Z. Hakobyan, Same Motives of the Decoration of the Monuments of the Medievam Armenian Archictecture: The   Question of Relation whit Early Christian Icoography; 3rd Interntional Conference  on Architecture: Heritage, Traditions and Innovations (AHTI 2021), p.79, fig.1.ერთნაირია არა მხოლოდ ორნამენტული მოტივი, არამედ, შესრულების ტექნიკა. აღსანიშნავია, რომ ოძუნის ტაძარი და ქვაჯვარა მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში (გოგარენე - ბერძნ., გუგარეთი - ქართ., გუგარქი - სომხ.), რომელიც მე 6-7 საუკუნეებში სომხეთის მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა და სომეხი ისტორიკოსების ცნობით, უპირატესად, იბერიელებით იყო დასახლებული.ამ ძირძველი ქართული მიწის ისტორიის შესახებ იხ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის   ისტორია,  1, თბილისი , 1923, გვ. 423; ს. ჯამაშია, შრომები, 1, თბილისი, 1952, გვ. 90; ნ. ჯანაშია, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები, თბილისი, 1086, გვ. 87-91.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ხასიათის ორნამენტი არის გამოყენებული იორდანიის ქალაქ მადაბაში ღმრთისმშობლის ტაძრის მე-8 საუკუნის იატაკის რთულ მოზაიკურ კომპოზიციაში.A. Nassar, M. Arinat, A. Obeidat, J. Al-Daire, Geometric mosaic patterns design at Madaba. A Comparative Study: International Journal of Conservation Science, vol. 12, issue 2021, fig. 2, 13.ამასთან დაკავშირებით, კვლავ დგება ადრეულ შუა საუკუნეებში აღმოსავლეთის საქრისტიანოსთან საქართველოს ურთიერთობის საკითხი.
რამდენიმე ქვაჯვარას სვეტს წვრილი ლილვებით შექმნილი რომბული ბადე ამკობს (ქვაჯვარას ფრაგმენტი ნათლისმცემლის ეკლესიიდან, ქვეშის ეკლესიის ინტერიერში და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაშენებული მონუმენტური ქვასვეტის ნაწილები, კიანეთი ეკლესიის კარის ღიობში ჩადგმული ქვის ბლოკი - VI-VIIსს.).კ. მაჩაბელი, ქვაჯვარა-Spolia, გვ. 18, სურ.6; გვ. 32, სურ. 22.რომბული ბადე  სასანურ ირანში ფართოდ გავრცელებული ორნამენტული მოტივია, რომელიც ირანის ხელოვნების თითქმის ყველა დარგში გვხვდება. იგი გამოიყენებოდა არქიტექტურულ დეკორში, ჭედურობაში, ქსოვილებში. ამ ორნამენტის ბრწყინვალე მაგალითებია კალა-ი-კუჰნას, ტაკ-ი ბუსტანის, ისპაჰანისა და სხვა ირანული ნაგებობების კაპიტელები (VIს.).E. Herzfeld, Am Tor von Asien, Berlin, 1920, Taf. LX, IX.რომბული ორნამენტი ამკობს მცხეთის ჯვრის საქტიტორო რელიეფზე დემეტრე ვიპატოსის მოსასხამს.Г.Н. Чубинашвили, Памятники типа Джвари, Тбилиси, 1948, таб. 6.ამ ტიპის დეკორი, ე.წ. "კალათისებრი წნული" გვხვდება ქართულ არქიტექტურულ დეკორში (იხ. ატენის სიონის ჩრდ. შესასვლელის კაპიტელის ფრაგმენტი რომბული ორნამენტით).იქვე, ტაბ. 63.ეს ორნამენტი შესრულების ტექნიკით ახლოა ნათლისმცემლის ქვაჯვარას ანალოგიურ ორნამენტთან.კ. მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები, თბილისი, 2008, ტაბ. 14.  
ქვაჯვარებზე გეომეტრიულ ორნამენტს კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს - იგი სვეტის არქიტექტონიკის ხაზგასმას ემსახურება და ხშირად სტრუქტურის მაფორმირებელ ელემენტადაც გვევლინება. ასეთებია ქვაჯვარათა სვეტების წიბოებზე გამოყენებული სამკუთხედების ორნამენტი და კონცენტრული სეგმენტების გრაფიკული ორნამენტი. ყველა შემთხვევაში ორნამენტის ხასიათს ქვაჯვარას სტრუქტურის ლოგიკა კარნახობს და იგი არქიტექტურული ფორმების მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს.
კონცენტრული სეგმენტები და სამკუთხედების წყება ტრადიციული ადგილობრივი რელიეფური ორნამენტია, რომელიც ხშირად გვხვდება ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრულ დეკორში. კონცენტრული სეგმენტების მოტივი გამოყენებულია ბოლნისის სიონის რელიეფურ დეკორში და მის მიდამოებში აღმოჩენილ ქვაჯვარათა ფრაგმენტებზე,Г. Н. Чубинашвили, Болнисский Сион  Известия ИЯИМК, 9, Тбилиси, 1940, рис. 62, 70. ატენის სიონის, ოლთისისა და თეთრი წყაროს ეკლესიების კაპიტელებზე (VIს. ბოლო-VIIს დასაწყ.),Н. Чубинашвили-Р. Шмерлинг, Храмы в древних селениях Триалетии – Олтиси и Тетри-
    Цкаро: Ars Georgica, 2, Тбилиси, 1948, рис. 26, 28.
ამ ორნამენტის ადგილობრივ ძირებს ადასტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკული ჭურჭლის ანალოგიური ორნამენტი. საინტერესოა, რომ ამ ტიპის ორნამენტი აღწერა ნ. კონდაკოვმა ელ-კაზრის ციტადელში (VI-VIIIსს.). მკვლევრის აზრით, ორნამენტი, რომელსაც მან "კონცენტრული ნახევარწრეები" უწოდა, თავისი ძირებით, ხალხური ხეზე კვეთის ოსტატობიდან არის ათვისებული.Н. П. Кондаков, Археологическое путешествие по Сирии и Палестине, С-ПБ, 1904, стр. 126-127, рис. 24.ამას  ქართული ხეზე კვეთის ნიმუშებიც ადასტურებს, რაც მოწმობს ამ საკულტო ძეგლების შემქმნელთა მჭიდრო კავშირს ხალხურ ტრადიციულ შემოქმედებასთან, რომლის წიაღში ხდებოდა ხელოვნების ამ დარგის ჩამოყალიბება და განვითარება. ორნამენტში ისტორიული მეხსიერება არის გაცხადებული.
სპეციფიკური კვეთით შესრულებული რელიეფური სამკუთხედების მოტივი ყველაზე გავრცელებულია ადრეული შუა საუკუნეების ქვაჯვარათა დეკორში. საკმარისია გავიხსენოთ ამ ორნამენტის დიდი პოპულარობა ე. წ. "ბოლნური ჯვრების" მედალიონებში. ქვემო ქართლის რელიეფებზე ამ დეკორატიული მოტივის პოპულარობას ბოლნისის სიონში მისმა გამოყენებამ დაუდო სათავე.Г. Н. Чубинашвили, დასახ. ნაშრ., рис. 48, 75, 76.სამკუთხედების მოტივის საწყისებიც ხალხურ ხეზე კვეთის ხელოვნებაში უნდა ვეძიოთ.Н. Г. Чубинашвили, Грузинская средневековая художественная резьба по дереву,Тбилиси, 1958, таб. 7, 15-17.აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ორნამენტი გავრცელებული ჩანს კაპადოკიის ადრეულ მღვიმურ ეკლესიათა მხატვრობასა და სკულპტურულ დეკორში.Arts de Cappadoce, Genève, 1971, fig. 72, 42, 50, 74; C. Jolivet-Lévy, La Cappadoce. Mémoire de Byzance, Paris, 1997, p. 41.  
ორნამენტების განსაკუთრებული ჯგუფია ქვაჯვარათა ფიგურული კომპოზიციების დეკორატიული ჩარჩოები. სხვადასხვა ორნამენტული მოტივების გამოყენებით სვეტის ზედაპირზე იქმნება თავისებური რელიეფური ორნამენტული ბადე, რომელშიც გარკვეული სისტემით ფიგურული კომპოზიციები არის განთავსებული ქვასვეტების უმეტეს ნაწილზე, ჩარჩოებში ერთგვაროვანი ორნამენტი არის გამოყენებული. ყველაზე ხშირია წიწვისებური გრაფიკული მოტივი, რომელიც წინაქრისტიანულ ხანაში გავრცელებული დაფნის რტოების თავისებური სქემატური ვერსია უნდა იყოს. რეალური ფორმების სტილიზაცია იმდენად ძლიერია,  რომ  სქემატიზაციის შედეგად სრულიად იცვლება „ორიგინალი“. ამგვარი ჩარჩოები არის გამოყენებული დავათის, ბერიჯვრის, კატაულას ქვაჯვარებზე.კ. მაჩაბელი, დასახ. ნაშრ., ტაბ. 28, 31; მისივე, ბერიჯვრის ქვაჯვარას სვეტი: საქართველოს
   სიძველენი, 19, თბილისი, 2016, გვ. 21, სურ. 2.
ამ ორნამენტში ცოცხლობს ანტიკური ეპოქიდან მომდინარე დაფნის რტოების, როგორც დიდების, გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოების მნიშვნელობა. ქრისტიანობამ მას სულიერი განწმენდის სიმბოლოს აზრი შემატა. მარადმწვანე დაფნამ მარადიული ცხოვრების მნიშვნელობაც შეითავსა. (ნოესთან მტრედის მოფრენა დაფნის რტოთი - კეთილი ამბის სიმბოლო). ეს მარტივი გრაფიკული ორნამენტი საკუთრივ რელიეფზე ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს და, იმავდროულად, დეკორში კონკრეტული იდეური დატვირთვის მატარებელია.
ჩარჩოებად გამოყენებული ერთ-ერთი ორნამენტია "სამაჯურებით" გადაჭერილი რელიეფური ლილვი. პოპულარული არქიტექტურული ორნამენტით - "ასტრაგალით" შთაგონებული ეს მოტივი გამოყენებულია ნათლისმცემლის, საცხენისისა და ნაზღაურას, ქვასვეტებზე.კ. მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები, თბილისი, 2008, ტაბ. 33,35.საცხენისის ქვასვეტზე ჩარჩოს ორნამენტი გართულებულია, გამოყენებულია ორმაგი რელიეფური ლილვები "ჭადრაკულად" განაწილებული "სამაჯურებით", რაც ზრდის ჩარჩოს დეკორატიულ ეფექტს. ამ ქვაჯვარაზე კომპოზიციების ჩარჩოებად გამოყენებულია, აგრეთვე, ვარდულების მოტივი და წიწვისებური გრაფიკული ზოლები. რელიეფების ჩარჩოების თავისებურ გადაწყვეტაში კონკრეტული სახელოსნოების ან მხატვრული სკოლების შემოქმედებითი „ხელწერა“ უნდა ვიგულვოთ.
ორნამენტული მოტივების მრავალფეროვნების იშვიათი ნიმუშია ბოლნისის მუზეუმში დაცული მონუმენტური ქვაჯვარას კაპიტელი, რომელიც ორნამენტული მოტივების ორიგინალურ ნაკრებს წარმოადგენს.კ. მაჩაბელი, ბოლნისის ქვაჯვარას კაპიტელის ორნამენტული დეკორის სისტემა: ქრონოსი. 2, 2021, ტაბ.1-4.კაპიტელის შემკობაში ათამდე ორნამენტული მოტივი არის გამოყენებული, რომელთა შორის მნიშვნელოვანია გეომეტრიული მოტივები (ურთიერთგადამკვეთი წრეხაზების ხალიჩისებური ორნამენტი, თავშექცეული რკალების მოტივი, სამკუთხედების მწკრივი). კაპიტელის რელიეფური ორნამენტები, რომელთაგან თითოეულს საკუთარი მხატვრულ-აზრობრივი  მნიშვნელობა აქვს, მწყობრ, ჰარმონიულ კომპოზიციად არის შეკრული. სიმბოლურ, მეტაფორულ სახვითობას ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში  თავისებური ხასიათი ჰქონდა. თეოლოგთა და მხატვართა ერთობლივი ღვაწლით, ზოგადი ქრისტიანული სიმბოლოები  ორიგინალურ მხატვრულ სახეებად გარდაიქმნებოდა.
გეომეტრიული ორნამენტი მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს,
ხელოვნების სხვადასხვა დარგის ქმნილებებში ორნამენტის ამ ტიპს ღრმად და მრავალმხრივ იკვლევენ. ჩნდება გეომეტრიული ორნამენტის საზრისის ახალი ვერსიები. ასე მაგალითად, ადრექრისტიანული იატაკის მოზაიკებისა და ტექსტილის ორნამენტაციაში, გეომეტრიული ორნამენტის კვლევისა და წერილობითი წყაროების ცნობების საფუძველზე გამოთქმულია საინტერესო მოსაზრება გეომეტრიული ორნამენტის მაგიური და აპოტროპული მნიშვნელობის შესახებ.H. Maguire, Magic and Geometry in Early Christian Floor Mosaics and Textiles: JOB 44 (1994), p. 265-274.არქიტექტურული ორნამენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაჩნდა ორნამენტის სოციალური ასპექტის ვარაუდი. A. Picon, L`ornement  architectural: Entre subjectivité et politique,  Paris, 2013.გეომეტრიული ორნამენტი მათემატიკოსთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა და მათ ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მისცა.H. Weyl, Symmetry, Princeton University Press, 1952.  
მე მოკლედ შევეხე ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარების მხოლოდ რამდენიმე ორნამენტულ მოტივს, რომელთაც რელიეფური პროგრამის საერთო კონტექსტში გარკვეული მხატვრულ-იდეური დატვირთვა აქვთ. ქართულ ქვაჯვარათა რელიეფური ორნამენტები ადრექრისტიანული ხელოვნების ისტორიისათვის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

                                                        

კიტი მაჩაბელი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი 

 

ადრექრისტიანულ ქართულ ქვაჯვარათა ორნამენტის სტრუქტურა

და სიმბოლური საზრისი

 

 

„ორნამენტის ხელოვნება ფარული სახით წარმოადგენს

ჩვენთვის ნაცნობი უმაღლესი მათემატიკის უძველეს ნაწილს“.

ჰენრიხ ვეილი

       

ორნამენტი რთული მხატვრული სამყაროა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურის რთულ ურთიერთობათა შედეგად იქმნებოდა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო არის ქვის პლასტიკაში. ფიგურული გამოსახულებების გვერდით ყალიბდებოდა და ვითარდებოდა რელიეფური ორნამენტის მდიდარი რეპერტუარი.

ქვაჯვარათა რელიეფური დეკორისადმი მიძღვნილ ნაშრომებში მე არაერთხელ შევხებივარ სხვადასხვა სახის ორნამენტულ მოტივებს (მცენარეულს, ზოომორფულს). ამჯერად, ჩემი ყურადღება მიიპყრო გეომეტრიულმა ორნამენტმა, რომელსაც ქვაჯვარათა დეკორში მნიშვნელოვანი მხატვრულ-იდეური დატვირთვა აქვს. ჩემი მიზანია, განვიხილო ამ საკულტო ძეგლების რელიეფურ პროგრამებში ჩართული გეომეტრიული ორნამენტის მხატვრული და აზრობრივი  ასპექტები.

მონუმენტური არქიტექტურის ანალოგიურად, მცირე არქიტექტურულ  ფორმებში - ქვაჯვარებში ორნამენტი დამატებითი ელემენტი კი არ არის, არამედ, მისი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მჭიდრო კავშირში არის ამ საკულტო ძეგლების სტრუქტურასთან და მასთან ერთ მთლიანობას ქმნის. გეომეტრიული ორნამენტი ქვაჯვარების არსებითი ელემენტია, რომელიც აწესრიგებს მათ არქიტექტურულ წყობას და, იმავდროულად,  საკრალურ სივრცეში ადამიანის ჩართვას უწყობს ხელს.

ორნამენტი მოქმედებს განზოგადებული ფორმებით, იგი ხან რეალური მოტივების სტილიზაციას ახდენს, ხან  განსაკუთრებული  სქემატიზაციით სრულიად ცვლის მათ. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ორნამენტის ხასიათი, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მათემატიკურ საფუძველზე დამყარებული მისი კომპოზიციური წყობა, რიტმულობის პრინციპი, მათემატიკური ლოგიკით აგებული სტრუქტურა.

ორნამენტის ვიზუალური მეტყველება საყოველთაოა, იგი არ საჭიროებს თარგმნას. ორნამენტი კომუნიკაციის ერთგვარი საშუალებაც არის. ორნამენტული კომპოზიციები ხელოვნების იდენტიფიკაციისათვის გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. ორნამენტში აისახება მისი შემოქმედი ხალხის კულტურა და  ეპოქა, რომელშიც იგი შეიქმნა. 

ქვაჯვარებში, ისევე, როგორც მონუმენტურ არქიტექტურულ ნაგებობებში, ორნამენტის განაწილება ზუსტად არის განსაზღვრული. გეომეტრიული ორნამენტი ითვალისწინებს ქვაჯვარას სტრუქტურას და რელიეფური დეკორის მთავარი მხატვრულ-იდეური ნაწილების გამოკვეთას ემსახურება. იმავდროულად, იგი ხელს უწყობს რელიეფური კომპოზიციის იდეური არსის წარმოჩენას და რელიეფური დეკორის ტექტონიკურ გამომსახველობას აძლიერებს.

ფართოა ქვაჯვარების ოსტატთა ხელთ არსებული ორნამენტული რეპერტუარი, რომელიც მჭიდრო კავშირშია თანადროულ საეკლესიო არქიტექტურის რელიეფურ დეკორთან. ადრექრისტიანული ქვაჯვარების რელიეფები ფიგურული გამოსახულებებისა და ორნამენტების ერთიანი სისტემაა, რომელიც რთულ მხატვრულ და აზრობრივ კავშირებს ეფუძნება. ადრექრისტიანული ხელოვნება საკუთარი აზრებისა და იდეების გადმოსაცემად ბუნებრივი ფორმების, სამყაროს რეალური სურათის პირდაპირი ჩვენების ნაცვლად, ნატურალურ ფორმებს გარდაქმნიდა დაშიფრულ "ნიშნებად", რომლებიც გასაგები უნდა ყოფილიყო მორწმუნეთათვის.

ქრისტიანული ხელოვნება, თავისი ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე  საკუთარი იკონოგრაფიული ლექსიკონის გასამდიდრებლად ხშირად იყენებდა  ელინისტურ-რომაული და აღმოსავლური-ირანული ორნამენტის ელემენტებს, რაც მის რელიეფურ კომპოზიციებს მეტ გამომსახველობას ანიჭებდა. ქართული ორნამენტის ხელოვნება  ბიზანტიის, სირიისა და ირანის დეკორატიული ხელოვნების პარალელურად ვითარდებოდა. რელიგიურმა მსოფლმხედველობითმა სისტემამ მემკვიდრეობით მიღებულ, თუ სხვა ქვეყნებიდან ათვისებულ ორნამენტიკას ქრისტიანული საზრისი შესძინა. ქართველი ოსტატები, ახალი რელიგიის მიერ შემოთავაზებული მხატვრული ამოცანების გადასაწყვეტად საკუთარ ტრადიციებს ემყარებოდნენ და, ამასთანავე, მიმართავდნენ თანადროულ მოწინავე ცივილიზაციათა მონაპოვრებს, რომელთა შორის ირჩევდნენ იმას, რაც  პასუხობდა მათ მხატვრულ-იდეურ ამოცანებს.

ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ქვაჯვარათა ზედაპირზე ხალიჩისებურად გაშლილი რელიეფური დეკორი, რომელიც  ადამიანთა ფიგურების, ზოომორფული სახეების, მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტისაგან შედგება, რთულ მხატვრულ-იდეურ მთლიანობას ქმნის.

ქვაჯვარათა რელიეფურ დეკორში ორნამენტს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული თემა (ვაზის, პალმეტების, აკანთის ფოთლის, სუროს მოტივები), ასევე, როგორც რელიეფური კომპოზიციების მოჩარჩოება და ფიგურული კომპოზიციების დამატებითი მხატვრულ-იდეური ელემენტი.

გეომეტრიული ორნამენტი ქვაჯვარებზე იშვიათად წარმოადგენდა დამოუკიდებელ დეკორატიულ თემას, მას, უპირატესად, დამხმარე ფუნქცია ენიჭებოდა. საერთო რელიეფური პროგრამის შედგენის დროს ოსტატი, ორნამენტის  მხატვრულ-ესთეტიკურ მხარესთან ერთად, მის სიმბოლურ დატვირთვასაც ითვალისწინებდა. მაგალითად მოვიყვან ხანდისის ქვასვეტის დეკორის ერთ ნაწილს. ქვასვეტის ზურგის მხარეს მარტივი ორნამენტული კომპოზიცია არის გაშლილი. ზედა ნაწილის გლუვი კვადრატული არე, ცენტრის აღმნიშვნელი რელიეფური წრით, ორმაგი დიაგონალური ლილვით ორ ტოლ სამკუთხედად არის დაყოფილი. ეს გეომეტრიული ფიგურები: კვადრატი, ხაზგასმული ცენტრით და ორი ტოლფერდა სამკუთხედი უძველეს რიტუალურ კოსმოგონიურ წარმოდგენებს უკავშირდება, რომლებმაც ქრისტიანულ ხელოვნებაში ფართო გამოყენება ჰპოვა (კვადრატი - დადამიწის, სივრცის უნივერსალური სიმბოლო, რომელიც წრესთან, ზეცის სიმბოლოსთან ერთად, სამყაროს, კოსმოსს განასახიერებს; ამასთანავე, კვადრატი სრულყოფილებაში განმტკიცების, ღვთაებრივი იერუსალიმის, სამყაროს სტაბილურობის სიმბოლოს წარმოადგენს). G. de Champeaux, Dom S. Sterkx, Monde de symboles, Zodiac, MCMLXXX, Milano, pp. 28-30, 101-

 102 fig. 54.ადრექრისტიანულ ძეგლებში ხშირად იყენებდნენ ციფრების მაგიურ მნიშვნელობას. ხანდისის სვეტზე კვადრატი ორი სამკუთხედისგან შედგება. სამკუთხედი - სამების უძველესი სიმბოლოა. ორი მაგიური რიცხვის - კოსმოსური "ოთხიანისა" და წმინდა რიცხვის "სამის" - კომბინაცია იძლევა საკრალურ რიცხვს "თორმეტს" (წმიდა იერუსალიმის თორმეტი ბჭე, თორმეტი ანგელოზი, ქალაქის ზღუდის თორმეტი საფუძველი, თორმეტი მოციქული...), რომელიც წლის ლიტურგიკულ ციკლს და მის კოსმიურ ნიშნებს, ზოდიაქოებს უკავშირდება.

ადრექრისტიანულ ხელოვნებაში სამებას ურთიერთგადაჯაჭვული სამი რგოლიც განასახიერებდა.იქვე, p. 243.ამ სიმბოლოს მოგვაგონებს ხანდისის ქვასვეტის კაპიტელის ზურგის მხარეს თავისუფლად გაშლილი მსხვილი, ურთიერთგადამკვეთი რელიეფური წრეები, რომელთაც ზემოდან სამკუთხედების ვიწრო ზოლი საზღვრავს. ეს უმარტივესი გეომეტრიული ორნამენტი კაპიტელის საპირისპირო მხარეს აღსაყდრებული ქრისტეს რელიეფური ხატის სიღრმივ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ურთიერთგადაჯაჭვული წრეების ანალოგიური ორნამენტი ფარავს სათხის ეკლესიის ეკვტერის აბსიდის კედლის წყობაში ჩაშენებული ქვასვეტის ერთ-ერთ წახნაგს (VIს.). რელიეფის ზედაპირი დაზიანებულია, მაგრამ მაინც შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ დეკორატიულ ეფექტს ქმნიდა ქვაჯვარას სვეტის საერთო დეკორში ოთხმაგი რელიეფური ლილვებით შექმნილი წრეების დახვეწილი ორნამენტი.კ. მაჩაბელი, ქვაჯვარა-Spolia ქვემო ქართლის ხუროთმოძღვრებაში, თბილისი,2014, გვ. 111, სურ. 1.საინტერესოა, რომ ზუსტად ამგვარად გადაბმული წრეხაზებისგან შედგენილი ორნამენტი არის გამოყენებული ოძუნის ქვაჯვარაზე.Z. Hakobyan, Same Motives of the Decoration of the Monuments of the Medievam Armenian Archictecture: The   Question of Relation whit Early Christian Icoography; 3rd Interntional Conference  on Architecture: Heritage, Traditions and Innovations (AHTI 2021), p.79, fig.1.ერთნაირია არა მხოლოდ ორნამენტული მოტივი, არამედ, შესრულების ტექნიკა. აღსანიშნავია, რომ ოძუნის ტაძარი და ქვაჯვარა მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში (გოგარენე - ბერძნ., გუგარეთი - ქართ., გუგარქი - სომხ.), რომელიც მე 6-7 საუკუნეებში სომხეთის მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა და სომეხი ისტორიკოსების ცნობით, უპირატესად, იბერიელებით იყო დასახლებული.ამ ძირძველი ქართული მიწის ისტორიის შესახებ იხ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის   ისტორია,  1, თბილისი , 1923, გვ. 423; ს. ჯამაშია, შრომები, 1, თბილისი, 1952, გვ. 90; ნ. ჯანაშია, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები, თბილისი, 1086, გვ. 87-91.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ხასიათის ორნამენტი არის გამოყენებული იორდანიის ქალაქ მადაბაში ღმრთისმშობლის ტაძრის მე-8 საუკუნის იატაკის რთულ მოზაიკურ კომპოზიციაში.A. Nassar, M. Arinat, A. Obeidat, J. Al-Daire, Geometric mosaic patterns design at Madaba. A Comparative Study: International Journal of Conservation Science, vol. 12, issue 2021, fig. 2, 13.ამასთან დაკავშირებით, კვლავ დგება ადრეულ შუა საუკუნეებში აღმოსავლეთის საქრისტიანოსთან საქართველოს ურთიერთობის საკითხი.

რამდენიმე ქვაჯვარას სვეტს წვრილი ლილვებით შექმნილი რომბული ბადე ამკობს (ქვაჯვარას ფრაგმენტი ნათლისმცემლის ეკლესიიდან, ქვეშის ეკლესიის ინტერიერში და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაშენებული მონუმენტური ქვასვეტის ნაწილები, კიანეთი ეკლესიის კარის ღიობში ჩადგმული ქვის ბლოკი - VI-VIIსს.).კ. მაჩაბელი, ქვაჯვარა-Spolia, გვ. 18, სურ.6; გვ. 32, სურ. 22.რომბული ბადე  სასანურ ირანში ფართოდ გავრცელებული ორნამენტული მოტივია, რომელიც ირანის ხელოვნების თითქმის ყველა დარგში გვხვდება. იგი გამოიყენებოდა არქიტექტურულ დეკორში, ჭედურობაში, ქსოვილებში. ამ ორნამენტის ბრწყინვალე მაგალითებია კალა-ი-კუჰნას, ტაკ-ი ბუსტანის, ისპაჰანისა და სხვა ირანული ნაგებობების კაპიტელები (VIს.).E. Herzfeld, Am Tor von Asien, Berlin, 1920, Taf. LX, IX.რომბული ორნამენტი ამკობს მცხეთის ჯვრის საქტიტორო რელიეფზე დემეტრე ვიპატოსის მოსასხამს.Г.Н. Чубинашвили, Памятники типа Джвари, Тбилиси, 1948, таб. 6.ამ ტიპის დეკორი, ე.წ. "კალათისებრი წნული" გვხვდება ქართულ არქიტექტურულ დეკორში (იხ. ატენის სიონის ჩრდ. შესასვლელის კაპიტელის ფრაგმენტი რომბული ორნამენტით).იქვე, ტაბ. 63.ეს ორნამენტი შესრულების ტექნიკით ახლოა ნათლისმცემლის ქვაჯვარას ანალოგიურ ორნამენტთან.კ. მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები, თბილისი, 2008, ტაბ. 14. 

ქვაჯვარებზე გეომეტრიულ ორნამენტს კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს - იგი სვეტის არქიტექტონიკის ხაზგასმას ემსახურება და ხშირად სტრუქტურის მაფორმირებელ ელემენტადაც გვევლინება. ასეთებია ქვაჯვარათა სვეტების წიბოებზე გამოყენებული სამკუთხედების ორნამენტი და კონცენტრული სეგმენტების გრაფიკული ორნამენტი. ყველა შემთხვევაში ორნამენტის ხასიათს ქვაჯვარას სტრუქტურის ლოგიკა კარნახობს და იგი არქიტექტურული ფორმების მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს.

კონცენტრული სეგმენტები და სამკუთხედების წყება ტრადიციული ადგილობრივი რელიეფური ორნამენტია, რომელიც ხშირად გვხვდება ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრულ დეკორში. კონცენტრული სეგმენტების მოტივი გამოყენებულია ბოლნისის სიონის რელიეფურ დეკორში და მის მიდამოებში აღმოჩენილ ქვაჯვარათა ფრაგმენტებზე,Г. Н. Чубинашвили, Болнисский Сион  Известия ИЯИМК, 9, Тбилиси, 1940, рис. 62, 70. ატენის სიონის, ოლთისისა და თეთრი წყაროს ეკლესიების კაპიტელებზე (VIს. ბოლო-VIIს დასაწყ.),Н. Чубинашвили-Р. Шмерлинг, Храмы в древних селениях Триалетии – Олтиси и Тетри-
    Цкаро:
Ars Georgica, 2, Тбилиси, 1948, рис. 26, 28.ამ ორნამენტის ადგილობრივ ძირებს ადასტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკული ჭურჭლის ანალოგიური ორნამენტი. საინტერესოა, რომ ამ ტიპის ორნამენტი აღწერა ნ. კონდაკოვმა ელ-კაზრის ციტადელში (VI-VIIIსს.). მკვლევრის აზრით, ორნამენტი, რომელსაც მან "კონცენტრული ნახევარწრეები" უწოდა, თავისი ძირებით, ხალხური ხეზე კვეთის ოსტატობიდან არის ათვისებული.Н. П. Кондаков, Археологическое путешествие по Сирии и Палестине, С-ПБ, 1904, стр. 126-127, рис. 24.
ამას  ქართული ხეზე კვეთის ნიმუშებიც ადასტურებს, რაც მოწმობს ამ საკულტო ძეგლების შემქმნელთა მჭიდრო კავშირს ხალხურ ტრადიციულ შემოქმედებასთან, რომლის წიაღში ხდებოდა ხელოვნების ამ დარგის ჩამოყალიბება და განვითარება. ორნამენტში ისტორიული მეხსიერება არის გაცხადებული.

სპეციფიკური კვეთით შესრულებული რელიეფური სამკუთხედების მოტივი ყველაზე გავრცელებულია ადრეული შუა საუკუნეების ქვაჯვარათა დეკორში. საკმარისია გავიხსენოთ ამ ორნამენტის დიდი პოპულარობა ე. წ. "ბოლნური ჯვრების" მედალიონებში. ქვემო ქართლის რელიეფებზე ამ დეკორატიული მოტივის პოპულარობას ბოლნისის სიონში მისმა გამოყენებამ დაუდო სათავე.Г. Н. Чубинашвили, დასახ. ნაშრ., рис. 48, 75, 76.სამკუთხედების მოტივის საწყისებიც ხალხურ ხეზე კვეთის ხელოვნებაში უნდა ვეძიოთ.Н. Г. Чубинашвили, Грузинская средневековая художественная резьба по дереву,Тбилиси, 1958, таб. 7, 15-17.აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ორნამენტი გავრცელებული ჩანს კაპადოკიის ადრეულ მღვიმურ ეკლესიათა მხატვრობასა და სკულპტურულ დეკორში.Arts de Cappadoce, Genève, 1971, fig. 72, 42, 50, 74; C. Jolivet-Lévy, La Cappadoce. Mémoire de Byzance, Paris, 1997, p. 41. 

ორნამენტების განსაკუთრებული ჯგუფია ქვაჯვარათა ფიგურული კომპოზიციების დეკორატიული ჩარჩოები. სხვადასხვა ორნამენტული მოტივების გამოყენებით სვეტის ზედაპირზე იქმნება თავისებური რელიეფური ორნამენტული ბადე, რომელშიც გარკვეული სისტემით ფიგურული კომპოზიციები არის განთავსებული ქვასვეტების უმეტეს ნაწილზე, ჩარჩოებში ერთგვაროვანი ორნამენტი არის გამოყენებული. ყველაზე ხშირია წიწვისებური გრაფიკული მოტივი, რომელიც წინაქრისტიანულ ხანაში გავრცელებული დაფნის რტოების თავისებური სქემატური ვერსია უნდა იყოს. რეალური ფორმების სტილიზაცია იმდენად ძლიერია,  რომ  სქემატიზაციის შედეგად სრულიად იცვლება „ორიგინალი“. ამგვარი ჩარჩოები არის გამოყენებული დავათის, ბერიჯვრის, კატაულას ქვაჯვარებზე.კ. მაჩაბელი, დასახ. ნაშრ., ტაბ. 28, 31; მისივე, ბერიჯვრის ქვაჯვარას სვეტი: საქართველოს

   სიძველენი, 19, თბილისი, 2016, გვ. 21, სურ. 2.ამ ორნამენტში ცოცხლობს ანტიკური ეპოქიდან მომდინარე დაფნის რტოების, როგორც დიდების, გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოების მნიშვნელობა. ქრისტიანობამ მას სულიერი განწმენდის სიმბოლოს აზრი შემატა. მარადმწვანე დაფნამ მარადიული ცხოვრების მნიშვნელობაც შეითავსა. (ნოესთან მტრედის მოფრენა დაფნის რტოთი - კეთილი ამბის სიმბოლო). ეს მარტივი გრაფიკული ორნამენტი საკუთრივ რელიეფზე ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს და, იმავდროულად, დეკორში კონკრეტული იდეური დატვირთვის მატარებელია.

ჩარჩოებად გამოყენებული ერთ-ერთი ორნამენტია "სამაჯურებით" გადაჭერილი რელიეფური ლილვი. პოპულარული არქიტექტურული ორნამენტით - "ასტრაგალით" შთაგონებული ეს მოტივი გამოყენებულია ნათლისმცემლის, საცხენისისა და ნაზღაურას, ქვასვეტებზე.კ. მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები, თბილისი, 2008, ტაბ. 33,35.საცხენისის ქვასვეტზე ჩარჩოს ორნამენტი გართულებულია, გამოყენებულია ორმაგი რელიეფური ლილვები "ჭადრაკულად" განაწილებული "სამაჯურებით", რაც ზრდის ჩარჩოს დეკორატიულ ეფექტს. ამ ქვაჯვარაზე კომპოზიციების ჩარჩოებად გამოყენებულია, აგრეთვე, ვარდულების მოტივი და წიწვისებური გრაფიკული ზოლები. რელიეფების ჩარჩოების თავისებურ გადაწყვეტაში კონკრეტული სახელოსნოების ან მხატვრული სკოლების შემოქმედებითი „ხელწერა“ უნდა ვიგულვოთ.

ორნამენტული მოტივების მრავალფეროვნების იშვიათი ნიმუშია ბოლნისის მუზეუმში დაცული მონუმენტური ქვაჯვარას კაპიტელი, რომელიც ორნამენტული მოტივების ორიგინალურ ნაკრებს წარმოადგენს.კ. მაჩაბელი, ბოლნისის ქვაჯვარას კაპიტელის ორნამენტული დეკორის სისტემა: ქრონოსი. 2, 2021, ტაბ.1-4.კაპიტელის შემკობაში ათამდე ორნამენტული მოტივი არის გამოყენებული, რომელთა შორის მნიშვნელოვანია გეომეტრიული მოტივები (ურთიერთგადამკვეთი წრეხაზების ხალიჩისებური ორნამენტი, თავშექცეული რკალების მოტივი, სამკუთხედების მწკრივი). კაპიტელის რელიეფური ორნამენტები, რომელთაგან თითოეულს საკუთარი მხატვრულ-აზრობრივი  მნიშვნელობა აქვს, მწყობრ, ჰარმონიულ კომპოზიციად არის შეკრული. სიმბოლურ, მეტაფორულ სახვითობას ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში  თავისებური ხასიათი ჰქონდა. თეოლოგთა და მხატვართა ერთობლივი ღვაწლით, ზოგადი ქრისტიანული სიმბოლოები  ორიგინალურ მხატვრულ სახეებად გარდაიქმნებოდა.

გეომეტრიული ორნამენტი მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს,

ხელოვნების სხვადასხვა დარგის ქმნილებებში ორნამენტის ამ ტიპს ღრმად და მრავალმხრივ იკვლევენ. ჩნდება გეომეტრიული ორნამენტის საზრისის ახალი ვერსიები. ასე მაგალითად, ადრექრისტიანული იატაკის მოზაიკებისა და ტექსტილის ორნამენტაციაში, გეომეტრიული ორნამენტის კვლევისა და წერილობითი წყაროების ცნობების საფუძველზე გამოთქმულია საინტერესო მოსაზრება გეომეტრიული ორნამენტის მაგიური და აპოტროპული მნიშვნელობის შესახებ.H. Maguire, Magic and Geometry in Early Christian Floor Mosaics and Textiles: JOB 44 (1994), p. 265-274.არქიტექტურული ორნამენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაჩნდა ორნამენტის სოციალური ასპექტის ვარაუდი. A. Picon, L`ornement  architectural: Entre subjectivité et politique,  Paris, 2013.გეომეტრიული ორნამენტი მათემატიკოსთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა და მათ ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მისცა.H. Weyl, Symmetry, Princeton University Press, 1952. 

მე მოკლედ შევეხე ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარების მხოლოდ რამდენიმე ორნამენტულ მოტივს, რომელთაც რელიეფური პროგრამის საერთო კონტექსტში გარკვეული მხატვრულ-იდეური დატვირთვა აქვთ. ქართულ ქვაჯვარათა რელიეფური ორნამენტები ადრექრისტიანული ხელოვნების ისტორიისათვის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

                                              

 

 

 


ნანახია: 1379-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani