Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ავტორებისთვის

ავტორმა სარედაქციო საბჭოს უნდა წარუდგინოს სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე - 5000 სიტყვამდე (დაახლოებით - 15 ნაბეჭდი გვერდი) და მისი რეზიუმე ინგლისურ ენაზე - 300-500 სიტყვა (დაახლოებით 1-1,5 გვერდი).  

ილუსტრაციების მოცულობა - საშუალოდ, 1-3 ილუსტრაცია 1 ნაბეჭდ გვერდზე.

სტატია რედაქციას მიეწოდება ელექტრონული სახით.  

ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: editor@georgianart.ge და research@gch-centre.ge


ტექსტის ფორმატი: 

სტატიის ელექტრონული ვერსია მოგვაწოდეთ DOC (MS-Word) ფორმატით; 

შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის - Times New Roman; შრიფტის ზომა -12.


სტატიის გაფორმების წესი: 

სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია: 

ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი;  

განათლება, სპეციალობა;

კვლევის ძირითადი სფერო;

ძირითადი შრომები (3-5); 

სამეცნიერო ხარისხი/წოდება;

სამეცნიერო/სასწავლო დაწესებულების სრული სახელწოდება; 

საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი; 

სტატიის სახელწოდება - არაუმეტეს 12 სიტყვისა;

 საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა.  

  

 

 საილუსტრაციო მასალა:

 ილუსტრაცია სასურველია იყოს საშუალო ან დიდი ზომის ფაილი, მაღალი ხარისხისა და მკაფიო გამოსახულების მქონე;

დანომრილ ილუსტრაციებს თან უნდა დაერთოს სახელწოდებების/ანოტაციების ნუსხა ტექსტურ (DOC) ფაილად, სურათების რიგითი ნომრის შესაბამისად;

 ილუსტრაციების ჩასმის ადგილი ტექსტში ავტორის მიერ უნდა იყოს მითითებული (შესაბამისი ნუმერაციით; ფერადად).


ავტორი ვალდებულია დაიცვას ციტირების განსაზღვრული წესი:

ტექსტში სქოლიოს დასმისთვის არ ისარგებლოთ Microsoft WORD-ში ჩამონტაჟებული Insert Footnote-ით. ამისათვის ძირითად ტექსტში სქოლიო/შენიშვნა შესაბამის ადგილას ჩასვით შემდეგი მაგალითის მიხედვით:  

 

ბიბლიოგრაფიის დამოწმების წესები: 

წიგნის დამოწმების შემთხვევაში: 

ავტორის გვარი, სახელის ინიციალი; წიგნის სათაური (დახრილი შრიფტით); გამოცემის ადგილი და წელი; გვერდი. პუნქტები ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით.

 ჟურნალ-გაზეთების დამოწმების შემთხვევაში: 

ავტორის გვარი, სახელის ინიციალი; სტატიის სათაური (ჩვეულებრივი შრიფტით); გამოცემის დასახელება (დახრილი შრიფტით); გამოცემის წელი/თვე/რიცხვი, ნომერი; გვერდი. პუნქტები ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით.

 ინტერნეტ ვერსიის დამოწმების შემთხვევაში: 

ავტორის გვარი, სახელის ინიციალი; სტატიის სათაური (ჩვეულებრივი შრიფტით); საიტის მისამართი; მასალის ინტერნეტში ნახვის თარიღი. პუნქტები ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით.

 უცხოური ლიტერატურის დამოწმების შემთხვევაში: 

ყველაფერი იგივე; წიგნის/სტატიის სათაური ორიგინალურ და ქართულ ენაზე (ფრჩხილებში). 

ამონარიდი ტექსტიდან უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე. 


Ø
სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, თუ საჭიროდ ჩათვლის, უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე;
Ø
ავტორი ვალდებულია, გადაამუშაოს სტატია სარედაქციო საბჭოს მოთხოვნების შესაბამისად;
Ø
ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე, ასევე, საავტორო უფლებებისა და სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული სხვა ნორმების დაცვაზე;
Ø
სტატიის ავტორის პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო საბჭოს პოზიციას;
Ø
ჟურნალის რედაქცია არ აგებს პასუხს ავტორების და/ან მესამე პირებისა და ორგანიზაციების წინაშე, თუ ისინი ამ პუბლიკაციით რაიმე ფორმით დაზარალდებიან;
Ø
სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, ჟურნალიდან ამოიღოს უკვე გამოქვეყნებული სტატია, თუ გამომჟღავნდება, რომ ამ მასალის გამოქვეყნებით დაირღვა საავტორო უფლებები და სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული სხვა ნორმები. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის რედაქციას.  


ნანახია: 6212-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani