Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სხვადასხვა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი - უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა
სამსონ ლეჟავა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი



აგერ თითქმის ოთხმოცი წელია, რაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ამჟამად ცენტრი), ემსახურება ქართული ხუროთმოძღვრების, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფუნდამენტური შესწავლის საშვილიშვილო საქმეს. ამ დაწესებულებას უზარმაზარი როლი ეკუთვნის ქართული კულტურის იდენტობის შემეცნებასა და მისი თვისობრივობის წვდომაში.
ინსტიტუტის დამფუძნებელი, დიდი პიროვნება და მეცნიერი, ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი, იყო საერთაშორისო რანგის, უმაღლესი დონის, უცხოეთშიც და ჩვენშიც დიდი ავტორიტეტის მქონე მკვლევარი, რომელმაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებას. სწორედ მან შექმნა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის ბრწყინვალე სკოლა.
დაწვრილებით...
 
თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ და კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა
თეა ტაბატაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

“მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ
შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ: პირველი – კლუბ
რესტორან “არგონავტების ნავის” მოხატულობა,
შესრულებული მატისისა და ვან დონგენის  სტილით, …
ლამაზად და ფერადოვნად”.

კირილე ზდანევიჩი. „მე - მაგონდება“

დაწვრილებით...
 
ქართული პავილიონები პრაღის კვადრიენალეზე 2007, 2011, 2015 წლებში
ნინო გუნია-კუზნეცოვა

წინაპირობა
ქართული თეატრალური პროცესი მე-20 საუკუნეში მსოფლიო ტენდენციების ადექვატური იყო და ქართული სცენოგრაფიაც საკუთარი განვითარების  გარკვეულ ეტაპზე (20-30-იან, 60-70-იან წლებში), როგორც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ ნოვატორულ სკოლად მოიაზრებოდა, ასევე, საერთაშორისო მეინსტრიმს ესადაგებოდა. გარკვეული აცდენა  უკვე  1980-იანი წლების მიწურულიდან შეინიშნება.
დაწვრილებით...
 
„ფიქრის ჟესტები“
მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ივ. ჯავხიშვილის სახ-ის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი

„ფიქრის ჟესტები“H. Belting, The End of History of Art? The University of Chicago Press, Chicago and London 1987.
(თანამედროვე ქართველი ემიგრანტი ხელოვანები ამერიკის შეერთებულ შტატებში)

სტატია დაიწერა შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროგრამით დაფინანსებული პროექტის - „ინტეგრაცია და იდენტობა“, ფარგლებში.
დაწვრილებით...
 
ადამიანი ვერტიკალურ კომუნიკაციაში
მარინა თაბუკაშვილი

სათაურში მითითებულ საზედაო კავშირი ადამიანის არსებობის მოცემული პირობაცაა და არსებობის მიზანიც. ამ პირობასა და ამ მიზანს შორის განისაზღვრება ადამიანი. ეს განსაზღვრა (ზღვართა გახსნა), რაც, არსებითად, შეერთებაა, ადამიანის ხელთაა იმიტომ, რომ მის ნებას საჭიროებს მოცემული პირობა თავისი მიზნის მისაღწევად. სულს ადამიანმა უნდა დაანებოს სვლა და ეს უსათუოდ იქნება სვლა თავისკენ, შინისკენ, როგორც ცხენმა იცის გზა და ბინა, სულს დანებება არის დამორჩილების ის შემთხვევა, რაც ყველაზე საძნელო საკუთარ გადაწყვეტილებას საჭიროებს, საკუთარ ნებას.
დაწვრილებით...
 


Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani