Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მიხეილ თუმანიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2011 წლის 20 ივნისს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ექსპერიმენტული სცენის დარბაზში შედგა რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მიხეილ თუმანიშვილი - თეატრის თეორეტიკოსი“.
კონფერენციას კურატორობას უწევდა თეატრმცოდნე ქ-ნი ნათელა არველაძე.

12

რეჟისორთან გატარებული საუკეთესო წლები გაიხსენეს მისმა მოწაფეებმა, ბატონებმა: რობერტ სტურუამ და გოგი ქავთარაძემ.
მოხსენებებით წარდგნენ: ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, თეატრთმცოდნე ნათელა არველაძე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოგოლაშვილი; თეატრთმცოდნე, კინორეჟისორი ლელა წიკლაური; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იოსებ ჭუმბურიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია.

34

კონფერენციაზე ბოლო მოხსენებით - „ჩანაფიქრიდან რეალიზაციამდე“, გამოვიდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი ელენე თუმანიშვილი, რომელმაც ისაუბრა სპექტაკლთა მხატვრული გადაწყვეტის პრინციპებზე და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მ. თუმანიშვილის ჩანაწერებიდან ამონარიდი რეჟისორის მოსაზრებები.






ნანახია: 3493-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani