Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გეგმარებითი ტრადიციები XIX ს. თბილისის ქალაქთმშენებლობაში (ნაწილი II) Array ბეჭდვა Array

გიორგი ბერიძე

თბილისის უცხო, „კლასიცისტური ყაიდის“ გეგმარებითი ჩანაფიქრი, მოედნის ფორმის დამ ის ირგვლივ განლაგებული შენობების არაორგანული კომპოზიცია „სძლია“ მათ მოგონილ ფუნქციას, „შეუცვალა“ დანიშნულება, „გააუქმა და გააქრო“ მისი ღია არე. ამ ქალაქმშენებლურ კომპოზიციაში მონაწილე ფორმები – შენობები და მოედნის სივრცე არც ტიპოლოგიურად, არც ფუნქციურად
არ იყო თბილისისათვის ნაცნობი. დაგეგმილი და ნაწილობრივ განხორციელებული იყო ფუნქციურადაც და ფორმალურადაც უცნობი ელემენტები. მაგრამ, გარდა დაგეგმვის არასწორ მაგალითად აღიარებისა, ნიკოლოზის მოედანის „თავგადასავალს“ თბილისის ქალაქთმშენებლობის ისტორიაში შეიძლება სხვა მნიშვნელობაც მიეცეს.
მეფისნაცვლის სასახლის წინ მდებარე მოედანზე, ჯერ სკვერის, შემდეგ მის პერიმეტრზე „პალე-როიალის“ სამნაწილიანი შენობის დაგეგმვის ისტორია, შეიძლება განხილულ იქნას, ცხადია გარკვეული დაშვებით, როგორც თავისებური პროექტი ქალაქთმშენებლური ანსამბლის არქიტექტურულ-სივრცითი კომპოზიციის შექმნისა. ამგვარი იდეის არსებობა, თუნდაც, როგორც განუხორციელებელი ფაქტი, იმ შემთხვევაში თუ მას მივიჩნევთ არქიტექტურული ანსამბლის შექმნის დასაბუთებულ იდეად, ჩვენი აზრით, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც XIX ს. შუა წლების განუხორციელებელი ცდა თბილისში წინასწარდაგეგმილი არქიტექტურული ანსამბლის შექმნისა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის ტერიტორიაზე, ამგვარი მასშტაბის პროექტი – დიდი ზომის ორი შენობა – მეფის სასახლე და „პალე-როიალი“, მათ შორის დაგეგმილი სკვერით და მოედნით, წინასწარდაგეგმილი, პროფესიულად დაპროექტებული და ხელისუფლების მიერ ასაშენებლად დამტკიცებული, მანმადე არ გვაქვს, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი მომენტია თბილისის ქალაქთმშენებლობის ისტორიაში.
ჩვენი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ XIX ს. შუა წლები არის თბილისის ქალაქთმშენებლობის ის ისტორიული ეტაპი, როცა რთული წინააღმდეგობის გზით, მაგრამ რეალურად იკიდებს ფეხს წინასწარგააზრებული ქალაქპროექტირება, რომელსაც, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვუწოდოთ – გეგმიანი ქალაქთმშენებლობის რეალური დასაწყისი.
ეს ტენდენცია ჩანს არა მხოლოდ ცალკეულ ქალაქურ „ანსამბლთა“ თუ „კომპლეკთა“ დაგეგმვა-აგებაში, არამედ, რაც არსებითია, ქალაქური სტრუქტურის საერთო განვითარებაში, მისი ახაკი ნაწილების, ახალი მეთოდით და ახლი სახით განაშენიანებაში. მაგალითად: თეატრის შენობის აგებამ მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურულ-გეგმარებითი მოწესრიგება-ჩამოყალიბება დაასრულა.

102

1844 წლის თბილისის გეგმის ექსპლიკაციის მიხედვით, ქალაქი დაყოფილია სამ ნაწილად: გარეუბანი, ძველი ქალაქი, და ავლაბარი. თ. კვირკველია, დასახ. ნაშრ. გვ. 48. საინტერესოა, რომ გარეუბანი პირველია ამ სიაში. ადრინდელ გეგმებზე კი „ძველი ქალაქი“ იყო მთავარი ქალაქის ნქწილთა შორის. გარეუბანს ახალი წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის სტრუქტურაშიც, ხოლო ტერმინი „ძველი ქალაქი“ ამ გეგმის შესაბამისად, მოიცავს კალას, ციხის უბანს, აბანოებს, სეიდაბადს და ხარფუხსაც. ყველა ისტორიული უბანი, რომელიც მტკვრის მარჯვენა მხარესაა განლაგებული (მანმადე კი ცალკე უბნებად იყო მიჩნეული), ერთიან ნაწილად, „ძველ ქალაქადაა“ წოდებული, თითქოს, ახალ ნაწილებთან დაპირისპირებით.
გარდა ექსპლიკაციაში მითითებული ტერიტორიებისა, ქალაქი მტკვრის მარცხენა ნაპირზეც ვითარდება, ახალი დასახლების – გერმანელთა კოლონიის – ალექსანდერდორფის სახით, რომლის განაშენიანების დასაწყისი 1848-იან წლებზა მოდის, თუმცა მისი მთავარი ქუჩის „ჩანასახი“ 1828 წ. გეგმაზეც ჩანს.
1850-იან წლებში, განსაკუთრებით მტკვარზე ახალი ხიდის აგების შემდეგ ვორონცოვის ხიდი ააგეს 1852 წ. დღეს კ. მარქსისი სახ. ხიდია. , შესაძლებელი გახდა ქალაქური განაშენიანებისათვის ახალი ტერიტორიების დამატება კუკიის და ჩუღურეთის ირგვლივ და მათგან დასავლეთით, დიდუბის მიმართულებით, რაც ასახულია 1859 წლის გეგმაზე.
სოფლები – კუკია და ჩუღურეთი XIX ს. პირველ ნახევარში ხელახლა განაშენიანდა, ტრადიციული მეთოდით, რელიეფის და გზებს „აყოლილი“, ქაოსურად ნაგები სახლებით. კუკიის დასავლეთ საზღვართან, სადაც საწყისს იღებდა გზა დიდუბისაკენ და ავჭალისაკენ, გზის ორივე მხარეს, სიმეტრიულადაა განლაგებული გერმანელთა კოლონიის რამდენიმე ახლადაშენებული შჶნობა, სწორედ ამ ადგილიდან იწყება ახალი დასახლება, მომავალი ახალი უბანო დაახლოებით იქ, სადაც აღმაშენებლის პროსპექტს ჭოროხის ქუჩა უკავშირდება დღეს, აქ მთავარი ფოსტმატის განლაგებული. სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნაკვეთების – ბაღების და მათში განცალკევებით მდგომი სახლების _ რეგულარულ გეგმარებას წაგრძელებული ფორმა აქვს. დასახლების კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გრძივი ღერძი - მტკვრის პარალელურად მიმართული ფართო ქუჩა - რომელიც დიდუბის და ავჭალისკენ მიმავალი ისტორიული გზის ხაზს ემთხვევა (დღეს აღმაშენებლის პროსპექტია).
თბილისის ამ ახალი ნაწილების დაგეგმარებაშიც, ისევე როგორც სხვაგან, თვალსაჩინოა კონტრასტი თითქმის თანადროულად, მაგრამ განსხვავებული მეთოდებით განაშენიანებულ ნაწილებს შორის. კონტრასტი ჩანს ერთი მხრივ 1830-1840-იან წლებში ხელახლა განაშენიანებული სოფლების – კუკიისა და ჩუღურეთის ტრადიციული მეთოდით (არალეგულარული, მრუდხაზოვანი, თავისუფალი ფორმებით)

103

- განაშენიანებას და მეორე მხრივ, ახალი დასახლების, გერმანელთა კოლონიის რეგულარული მეთოდით (სწორკუთხა, ბაღებიანი ნაკვეთებით და სწორი ქუჩებით შედგენილი, ერთფეროვანი, მოწესრიგებული) კვერტლების განაშენიანებას შორის.
ახალი და ძველი გეგმარებითი პრინციპებით ნეგები ქალაქის ნქწილების ფორმათა განსხვავება, ბუნებრივია, შემდგომი წლების თბილისის გეგმებზეც აღინიშნება. მაგალითად, თუ თბილისის 1859 წ. გეგმით ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ მტკვრის მარცხენა ნაწილის აქტიური განაშენიანების დროც დადგა. აქ იგეგმება და შენდება ახალი ბაღები და, ცხადია, შენობებიც. 1844 წ. გეგმასთან შედარებით მარცხენა ნაწილის ქუჩათა ქსელი, მოცული ფართობით, უკვე ჭარბობს მარჯვენა ნაწილის ახალ ქუჩათა ქსელს. მარცხენა ნაპირზე, ბაღებიანი ნაკვეთებით შევსებულ კვარტალთა ზომებიც მეტია და რაოდენობაც. ახალ ქუჩათა ერთფეროვან ქსელში არ არის გამოყოფილი მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტები. ეს სისტემა ხაზგასმული რაციონალობით და „სიმშრალით“ ხასიათდება. მაგრამ, ბუნებრივია, აქ, შენობათა სიმჭიდროვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მარჯვენა ნაპირის იმ განაშენიანებული კვარტლებისა, რომლებიც ძველი ქალაქის აღმოსავლეთის საზღვრებიდან არსებითად, აბანოებიდან. მოსკოვის საგუშაგოებამდეა, სადაც ქუჩათა ქსელი ამ ხნისათვის თითქმის მთლად ჩამოყალიბებულია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სავსებით შეესაბამება დღევანდელ  ვითარებას.
1859 წ. თბილისის გეგმის განხილვისას ჩანს, რომ მანმადე „სტიქიურად“ განაშენიანებული სოფლები, რომლებზეც ზევით გვქონდა საუბარი, ამიერიდან ქალაქის საზღვრებში შედის, და დაგეგმარებულია. მაგალითად: ავლაბრის, კუკიისა და ჩუღურეთის  1860 წ. ქალაქს ამ სოფლების ტერიტორია, დაემატა. იხ. თ. კვირკველია, დასახ. ნაშრ. გვ. 63.  მრუდხაზოვანი ფორმების მქონე ქუჩათა ქსელის ნაცვლად, უკვე მეტნაკლებად სწორხაზოვანი ქუჩების შედარებით მოწესრიგებული ქსელია დაგეგმილი, რომელიც მართალია, გეგმაზე ჯერ მთლიანად განუხორციელებელი ჩანს, რადგან ძირითადად ემთხვევა დღეს არსებულ ქუჩათა ქსელს, შეიძლება ჩაითვალოს იმდროინდელ გეგმარებად. თუმცა ამ არეებზე პროექტირება ადრეც წარმოებდა, ადრინდელი სქემები მნიშვნელოვნად განსხვავდება არსებულისაგან.
თბილისის ახალი საცხოვრებელი უბნის - სოლოლაკის - ტერიტორიაც, 1859 წ. გეგმით, თუმცა ჯერ მთლად განაშენიანებული არაა, მაგრამ ქუჩათა დაგეგმარება ჩამოყალიბებულია, თითქმის ემთხვევა თანამედროვე ქსელს. დღევანდელ ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩების მიდამოებში ჯერ კიდევ ბაღებია, აქა-იქ ჩადგმული შენობებით.

104

1860-იანი წლებისთვის, ჩამოყალიბებული სახე მიიღო თბილისის ახალმა მოედანმა - ერევნის მოედანმა, რომელიც 1840-იანი წლებიდან დღემდე, ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს მოედნად ითვლებს.
ეს მოედანი წარმოიქმნა სოლოლაკისწყლის ყოფილი ხევის ერთი მონაკვეთის ადგილას. სოლოლაკის წყლის კოლექტორში მოქცევის და ხევის ამოვსების შემდეგ მიღებულ იქნა ბაქანი (გაუნაშენიანებელი, ვრცელი არე), რომელსაც ერევნის მოედანი უწოდეს  ეს სახელი მოედანს ეწოდა 1827 წ.  რუსეთის ჯარის მიერ ქალაქ ერევნის აღევის აღსანიშნავად. 1847-1851 წლებში აქ ააგეს თეატრის შენობა, რითაც ვრცელი, ცარიელი არე შეივსო, დანაწევრდა, შეიძლება ითქვას, ადგილობრივი მასშტაბი სეიძინა.
თექტრის სწორკუთხა კორპუსმა თავის ირგვლივ ორი მცირე მოედანი და ქუჩის ორი მონაკვეთი შექმნა. ოთხივე სივრცით ფორმას, საერთო სახელი - ერევნის მოედანი - ეწოდებოდა. დრევანდელი ქალაქის საბჭოს წინ ერთი მცირე მოედანი იყო, ხოლო დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის მხარეს, სადაც ახლა პუშკინის სახ. სკვერია - მეორე მოედანი. ამ ორ მცირე მოედანს, ქუჩის ორი მონაკვეთი აერთებდა არსებითად, თეატრის შენობის ორივე მხარე შეიძლება ჩაითვალოს მოედნებად, რადგან ქუჩის მონაკვეთებიც კი, ნიკოლოზის მოედნის უკვე შემცირებული სიგანისა მაინც იყო.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი მოედანი არ გამოირჩეოდა სიდიდით, კალას ისტორიულ მოედანთან შედარებითაც. შეიძლება ითქვას, შეესაბამება მათ. ორივე მოედანი, არსებითად, ქუჩათა გაფართოებულ მონაკვეთებს წარმოადგენდა. მათ წაგრძელებული სწორკუთხედების ფოემა ჰქონდათ, რომელთა დიდი ზომა, პირობითად სიგრძე, ქუჩის ღერძს ემთხვევა შეიძლება ითქვას, ოთხივე სივრცითი ფორმა ერთმანეთზე იყო გადაბმული თავისი გრძივი ღერძების ურთიერთგაგრძელებით. თითქოს ეს იყო ქუჩა, რომელიც გარს უვლიდა კუნძულივით ცალკე მდგომ სწორკუთხა შენობას, მის ოთხივე მხარესთან იცვლიდა გაბარიტებს (სიგრძივი ღერძის უპირატესობის შენარჩუნებით), ქმნიდა ოთხ განსხვავებულ სივრცით-გეგმარებით ფორმას, ეს ფორმები, ერთი ადგილიდან, ერთდროულად, არც აღიქმებოდა. მოედანი ეწერებოდა სივრცეს, რომელიც დანაწევრებული, დაყოფილი, იყო ცალკეულ სივრცით ფორმებად და მისი მთლად აღქწმა, მხოლოდ მოძრაობისას იყო შესაძლებელი, როგორც ქუჩის აღქმისას, როცა მოძრაობის მომენტი გადამწყვეტია.
ჩვენი აზრით, ეს მომენტი არსებითია თბილისის ისტორიული უბნების ართმანეთზე „გადაბმული“ ტრადიციული მოედნებისთვისაც.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ თეატრის შენობიტ განსაზღვრული მოედნის გეგმარებით - სივრცითი ფორმების სიგანე დიდად არ აღემატება ახალი პროსპექტის სიგრძეს (ზოგან ნაკლებიც იყო), შეიძლება ითქვას, რომ ერევნის მოედანი, იმ სახით, რომელიც

105

მან XIX ს. შუა წლებში მიიღო, სივრცომრივად წარმოადგენს გეგმარებით - სივრცითი ფორმების - ქუჩათა მონაკვეთებს, ქუჩათა განშტოების, ქუჩათა გადაკვეთების, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ, სივრცით „ჯამს“, სადაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, მაფორმირებელი, ანუ გადამწყვეტი, მნიშვნელობა ჰქონდა ისტორიულ დიღმის გზას, რომელიც იმ ხანად, არსებითად, გარს უვლიდა თეატრის შენობას აქ. იხ. XIX ს. შუა წლების ცნობილი პანორამა, სადაც ერევნის მოედანია გამოსახული. ამ მიმართულებას უპირატესობას ვანიჭებთ, რადგან მოედნის სივრცითი ფორმების განლაგება, კალას გალავნის კარიბჭეებიდან გამომავალი გზების და კოჯრის გზის დიღმის გზასთან გადაკვეთის და შერწყმა-განშტოების, ამ მიდამოებში ადრე ჩამოყალიბებული ისტორიული სქემის „დაოთხკუთხედებული“, მოწესრიგებული ფორმაა.
შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ახალ გეგმარებაში ჩართული ახალი დიდი მოედნების - ნიკოლოზის და ერევნის მოედნების - ისტორიული სახეცვლის თავისებურებანია: შედარებით მცირე ზომებისაკენ „სწრაფვა“, წაგრძელებული ფორმები, რომელთა მთავარი ღერძიც ისტორიული გზა-ქუჩის ძირითად მიმართულებას ემთხვევა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოედანთა გეგმარებითი ფორმების ჩამოყალიბებისას, რომლებიც, თავის მხრივ, როგორც უწინ, ამ ღერძზეა „მძივისებურად“ ასხმული.
თბილისის ახალ მოედანთა დაგეგმარებაში  რეალურად ვლინდება ადგილობრივი ქალაქთმსენებლობითი სტრუქტურის ძირითადი თავისებურებანი, რომლებიც, ჩვენი აზრით, შეიძლება მივიჩნიოთ, ახალ გეგმარებაში ქალაქთმშენებლურ-სტრუქტურული მემკვიდრეობითობის გამოვლენის თავისებურ ფორმად, გეგმარებითი ტრადიციების ერთ-ერთ  თავისებურ, ადგილობრივ, გამოვლინებად.
ამრიგად, XIX ს. დასაწყისიდან 1860-იან წლებამდე გამოვლენილ ხანაში, თუმცა ჩანს თბილისის გეგმარებითი პრინციპების რეალური ცვლა, მაინც, ამ ცვლის პროცესში გვაქვს ახალი დაგეგმარების და ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილობრივი სტრუქტურის, თავისებური შერწყმა. მართალია, ახალ გეგმარებას კვარტალთა სწორხაზოვანი, რეგულარული ხასიათი აქვს, მოედნებსაც სწორკუთხა ფორმა ახასიათებს, მაგრამ, როგორც ამ ფორმათა ერთმანეთზე მიყოლებით, გრძივად განლაგების პრინციპი, ასევე, ყოველ მათგანში სიგრძივობის ტენდენცია, წინანდებურად უცვლელია. ახალი ქალაქი, როგორც უწინ, ძირითად ისტორიულ გზებს და მტკვრის კალაპოტს მიუყვება.
ეს ვითარება, არსებითად, ადგილობრივი სტრუქ-

106

ტურის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურების - „სიგრძივობის“ - შენარჩუნებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ქალაქთმშენებლობაში, ახალი გეგმარებითი ფორმების და ქალაქის ზრდის ისტორიული მიმართულების თავისებური შერწყმის პოცესმა 1860-იან წლებში რეალურად გამოვლენილი სახე მიიღო.
მიუხედავად იმისა, ქალაქთმშენებლური პროცესების ცვლა-განვითარებაში მნიშვნელოვანი შედეგების მიღებისათვის, ახალი პრინციპების, რეალურად და საყოველთაოდ დანერგვისათვის, ნახევარი საუკუნე არც თუ ისე დიდი დროა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ XIX ს. პირველი ნახევრის თბილისის ქალაქთმშენებლობის შედარებით დაბალ ტემპებს, მაინც შეიძლება ზოგიერთი დასკვნის გამოტანა ახალი გეგმარებითი ფორმების ჩამოყალიბების შესახებ.
შუა საუკუნეების ხანის უგეგმო ქალაქთმშენებლობის პრინციპის ნაცვლად, ინერგება დიდი დროით წინასწარდაგეგმილი მშენებლობის პრინციპი. ამ ვითარებაში აღსანიშნავია ორი მომენტი: გეგმარებითი სტრუქტურის უცვლელობა ისტორიულად ჩამოყალიბებულ, „ძველ ნაწილებში“ და ახალი, მოწესრიგებული, სისტემის წარმოშობა მხოლოდ განაშენიანებისგან თავისუფალ არეებზე,
აღსანიშნავია, რომ ამ დროის ქალაქთმშენებლური ფორმებისა და ახალი გეგმარებითი ელემენტების წარმოშობის პროცესში ნათლად ჩანს ისტორიულად ჩამოყალიბებული, საუკუნეების განმავლობაში შექმნილი, გეგმარებითი სტრუქტურის გავლენა ახალ მშენებლობაზე, ახალ გეგმარებაზე და ახალი ნაწილების სტრუქტურაზეც კი, რაც არსებითად, თბილისის ისტორიული ქალაქთმშენებლობის ძლიერი ტრადიციების ახალი დროის ადექვატური ფორმით გამოვლენაა.
ჩვენი აზრით, ამ მოვლენის მთავარი მიზეზი ისაა, ქალაქის ახალი ნაწილებიც, მათი ცენტრალური არეები კი განსაკუთრებით, ისევე როგორც უწინ, მტკვრის ნაპირზე გამავალი ისტორიული გზების, დიღმის და ავჭალის გზების, ხაზების გასწვრივ, „ლაგდებიან“, გრძელი, ვიწრო, ზოლის ფორმის გეგმარებით ზონებად, რის გამოც, ისევე წაგრძელებული სახის გეგმარებით სტრუქტურას იძენენ, როგორიც ისტორიულ ნაწილებში იყო. ეს პროცესი, თითქოს ძალაუნებურად, თავისთავად, ბუნებრივად, მიმდინარეობს. არსებითად კი, როგორც ჩანს, ადგილობრივი პირობების გათვალისწინების გამო , რაც „ძველი თბილისის“ ისტორიულად ჩამოყალიბებულ დაგეგმარებას ისტორიულად, თავიდანვე ახასიათებდა. ამიტომაც, თბილისის ახალ ნაწილებშიც ისეთივე გეგმარებით-სტრუქტურული თავისებურებანი ყალიბდება, ისეთივე სისტემები იქმნება მოედნებისა და სხვა ფორმების სახით, რაც ისტორიულ ქალაქში იყო, მაგრამ გან-

107

სხვავებული ფორმით, რადგან მშენებლები ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად, მოწესრიგებული, წსორხაზოვანი, რეგულარული, ფორმრბისათვის მიეღწიათ.
ახალი უბნები ახალი მეთოდებით იგეგმება, მაგრამ განხორციელებისას, თანდათან, იკვეთება გეგმარებითი ფორმების ხაზობრივად დალაგების და სწორხაზოვნად განვითარების ტრადიციული ტენდენცია, ის თავისებურებანი, რომლებიც ახალი უბნების განაშენიანების დახვეწა-ჩამოყალიბებასთან ერთად, სულ უფრო მკაფიოდ ჩანს. თითქოს ეს თვისებები გენეტიკურად აქვს მინიჭებული თბილისის გეგმარებით ფორმებს. გეგმარებითი ფორმათა ჩამოყალიბების ადრეულ საფეხურზე ისინი არ ჩანს, განაშენიანების ურბანულ განვითარებასთან ერთად კი, ქალაქის ორგანიზმის ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ვლინდება.
გეგმარებითი ფორმების ხაზობრივობის ტენდენცია აღინიშნება როგორც ფორმალური, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით. მაგალითად, ცალკეულ გეგმარებით ფორმათა - მოედნების, ქუჩათა გადაკვეთებისა, განშტოებების და სხვა გეგმარებითი ელემენტების, ერთმანეთის მიყოლებით, მიმდევრობით, განლაგებაში ჩანს ფორმათა სიგრძივობის ტენდენცია, ხოლო ცალკეულ ნაგებობათა, თუნდაც მხოლოდ დანიშნულებით მნიშვნელოვან შენობათა, ასევე ერთმანეთის მიმდევრობით, „მძივისებურ“, განლაგებაში ჩანს წამყვან ფუნქციატა სიგრძობლივად განლაგების ტენდენცია,
აბანოები, თათრის მოედანი, შუა ბაზარი, ერევნის მოედანი, სასახლის ქუჩა, ნიკოლოზის მოედანი, ღუნიბის მოედანი, გოლოვინის პროსპექტი და სხვა, ცენტრალური მნიშვნელობის მქონე ძველი და ახალი გეგმარებითი ფორმების განლაგების თანმიმდევრობის შედარება „ახალი ქალაქისათვის“ მნიშვნელოვანი, ახალი, ცალკეული შენობების განლაგების ასეთივე თანმიმდევრობასთან - სასულიერი სემინარია, თეატრი, ქალაქის სათათბირო, შტაბი, მეფისნაცვლის სასახლე, გიმნაზია და ა.შ., გვიჩვენებს, რომ ქალაქის მთავარი გეგმარებითი ნაწილები და მთავარი შენობები - ერთ ხაზზეა განლაგებული - ფუნქციურად ავსებენ ცენტრს.
ეს ხაზი, თბილისის ძველი და ახალი ნაწილების ცენტრაკური ზონების გრზიგი ფორმებია და XIX ს. შუა ხანისათვის, როგორც ვხედავთ, ისინი ქმნიან მოედნევის, ქუჩების, ცენტრალური ფუნქციის მქონე ცალკეული შნობების, სახელოსნო-სავაჭრო დარაბების და საცხოვრებელი სახლების უწყვეტ რიგს, ერთიან ორგანიზმს საკმაოდ ვრცელ მანძილზე - ისტორიული აბანოებიდან - მოსკოვის საგუშაგომდე, რაც, არსებითად, მთელი ქალაქის ახალი, დიდი და მრავალფე-

108

როვანი ცენტრია, რომელიც ისტორიული განჯა-დიღმის გზის ხაზს მისდევს.
ახალი თბილისისათვის აუცილებელი, ახალი ფუნქციების მქონე ცენტრალური მნიშვნელობის ახალი გეგმარებითი ფორმები, ემატება  ისტორიულად ჩამოყალიბებული გრძივი ცენტრის ისტორიულად დაწყებულ ხაზს. ძველ გრძივ ცენტრს ემატება ახალი გრძივი ცენტრი. ქალაქის ზრდასთან ერთად, ქალაქის ცენტრიც იზრდება. იზრდება ძირითადად, სიგრზეში, და ნაკლებად - სიგანეში. რაც არსებითია! ცენტრალური ფუნქცია თითქოს მიცოცავს, როგორც სინდიყი თერმომეტრშიიზრდება ერთხელ „არჩეული“ მიმართულებით, მკაცრად მიუყვება ისტორიული გზის ხაზსს, იკავებს ისტორიული გზის ახალ-ახალ არეებს. ქალაქური სტრუქტურა და განაშენიანება ჯერ გზას აქცევს ქუჩად, შემდეგ ქუჩას აქცევს პროსპექტად, ავსებს მას მნიშვნელოვანი შენობებით, რითაც პროსპექტის ახალ-ახალი არეები იქცევა ქალაქის ახალ ცენტრად. რუსთაველის პროსპექტი.
დროთა განმავლობაში, თბილისის ახალი ნაწილებშიც, როგორც წესი, ტრადიციულად, ყალიბდება რამდენიმე ცენტრალური ქუჩა - მიმართული ისტორიული გზის ხაზით - გრძივი გეგმარებითი ფორმა, და არა ცენტრალურ ფუნქციათა მქონე რაიმე სხვა გეგმარებითი ფორმა - მაგალითად მოედანი ან მოედანთა სისტემა. რომელიც დაგეგმილი იყო 1802 და 1809 წლების სქემით.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ჩვენი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის გეგმარებითი სტრუქტურის ცენტრალურ არეს, ისევე, როგორც უწინ, ფორმას აძლევს ისტორიული გზა. განჯა-დიღომის საქარავნო ისტორიული მონაკვეთი. იგივე გზა, სხვა პარალელურ გზებთან და მდინარესთან, რელიეფის თავისებურებებთან ერთად ანიჭებს ვიწრო, წაგრძელებულ ფორმას თვით ქალაქს, მის გეგმარებით სტრუქრურას, ქუჩათა ქსელს, რომელშიც ისტორიული გზების ხაზებია წამყვანი. მაგალითად, ავჭალისა და დიდუბის გზები.
1870-იან წლებში მტკვრის მარცხენა ნაპირზე იწყება დიდუბის განაშენიანება და მისი ტერიტორია ქალაქის ოფიციალურ საზღვრებში შედის. თ. კვირკველია, დასახ. ნაშრ. გვ. 54. მაგრამ ეს მშენებლობა უმნიშვნელოა. ამიტომ, 1870-იან წლებში თბილისის ტერიტორიის ზრდა, არსებითად, აღარ ხდება, თუმცა მოსახლეობა მატულობს მოსახლეობის ზრდა ასეთია: 1865 წ. - 71 ათ. კაცი. 1876 წ. – 91 ათ., 1897 წ. – 160 ათ. კაცი. იხ. თ. კვირკველია, დასახ. ნაშრ. გვ. 53
1870-1880-იან წლებში იგება მრავალი ახალი შენობა - საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული და სხვა დანიშნულებისა. ეს მშენებლობა, რომელიც, ძირითადად, არსქბული ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით ინტენსიურია ცენტრალურ უბნებში, როგორც ახალ, ასევე ქალაქის ისტორიულ ნაწილებში, სადაც, ამ დროს მრავალი ახალი, დიდი მოცულობის მქონე შენობა აიგო. მატულობს განაშენიანების სიმჭიდროვე. შეიძლება ითქვას,

109

მიმდინარეობს ქალაქის ცენტრის განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებითი განვითარება, დახვეწა-რეკონსტრუქცია, დღევანდელი ტერმინით რომ ვისარგებლოთ - ურბანული ინტენსიფიკაცია.
XIX ს. შუა ხნიდან, თბილისი, მთელი ამიერკავკასიის ცენტრი იყო, ხოლო, რადგან 1860-70-იან წლებში მიმდინარეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული, რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მატება და მათი სამეურნეო-ეკონომიკური განვითარება, ამიტომ იზრდებოდა თბილისზე გამავალი სატრანზიტო ტვირთბრუნვა და სატრანსპორტო მოძრაობაც, ძირითადად ერთადერთი გზის, ისტორიული განჯა-დიღომის გზის, ხაზით. შედეგად, თბილისის ისტორიულ ნაწილზე გამავალი ამ გზის მონაკვეთი - ერევნის მოედნიდან აბანოებამდე, რომელიც, ისევე როგორც უწინ, გეგმარებითად უცვლელ შუასაუკუნეებრივ უბნებზე გადიოდა, გადაიტვირთა.
გარდა ამისა, 1864 წელს, ბატონყმობის გაუქმებასთან, წარმოების კაპიტალისტური პრინციპების და ადგილობრივი ბურჟუაზიის ჩასახვა-ჩამოყალიბებასთან ერთად, წარმოიქმნა წინააღმდეგობა შუასაუკუნეებრივი პრინციპების მქონე ამქრულ სახელოსნო-სავაჭრო სისტემასა და კაპიტალისტურ სისტემას შორის. ამ წინააღმდეგობებმა, თავის მხრივ, ქალაქის გეგმარებაშიც იჩინა თავი. დაიწყო შუასაუკუნეებრივი გეგმარებითი სტრუქტურის კრიზისის ხანა, რომელმაც, პირველ რიგში, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც „ძველი ცენტრის“ სისტემა მანამდე წარმატებით მოქმედებდა. ახლა კი, გარდა იმისა, რომ „ძველი ცენტრი“ ფიზიკურად გადაიტვირთა, ქუჩათა სივიწროვის და შენობათა სიძველის გამო , ფუნქციურადაც ნაკლებად მოსახერხებელი იყო ახალი პრივციპებით წარმოება-ვაჭრობისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აქ ცხოვრების რთულ სანიტარულ პირობებზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, ძველი ქალაქის ცენტრაკურ ნეწილში, ფუნქციური და ფორმალული ხასიათის ქალაქთმშენებლური კრიზისი შეიქმნა, რომელიც ახალი დროის შესაფერის გადაწყვეტას თხოულობდა.
წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებათა ძიების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია 1870-1880-იანი წლების განუხორციელებელი ქალაქთმშენებლობითი იდეა, ნიკო ნიკოლაძის „საპროექტო წინადადება”, რომელიც შუა ბაზრის გვერდის ავლით, ერევნის მოედნიდან აბანოებამდე, ახალი, სწორი, ქუჩის - ფართო „ბულვარის“ - მშენებლობაში მდგომარეობდა. დაწვრილებით ამ იდეის შესახებ იხ. გ. ბერიძე, „ნიკო ნიკოლაძე და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია“. კრ. „ძეგლის მეგობარი“, 1986. № 3, გვ. 40-48.

110

ამ წინადადებაში ჩვენთვის განსაკუთრებით  საგულისხმოა ნიკო ნიკოლაძის დაკვირვებანი თბილისის გრძივი გეგმარებითი სტრუქტურის მნიშვნელობაზე ძველი ქალაქის რეკონსტრუქციისა და კონკრეტულად, ძველი ქუჩათა ქსელის მთავარი სატრანსპორტო არხის - შუა ბაზრის - სატრანსპორტო - გეგმარებით მნიშვნელობაზე, როგორც შიდასაქალაქო კავშირისათვის, ასევე, ამიერკავკასიის მასშრაბის სატრანზიტო მოძრაობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ნიკო ნიკოლაძის ამ იდეის საფუძველს წარმოადგენს ქალაქთმშენებლური სტრუქტურის დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნები.
ნიკო ნიკოლაძე განსაზღვრავს თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურის თავისებურებებს, რომლებიც აღინიშნებიან მკვეთრად გამოხატული გრძივი ფორმით, ხაზობრიობით, დიდი გზის, სატრანსპორტო არხის, თვისებებით. ამიტომაც ავტორის უმთავრეს ამოცანად იქცა ტრანსპორტის მოძრაობის პირობების გაუმჯობესება.
ნიკო ნიკოლაძემ მიმართა ქალაქის რეკონსტრუქციის იმ დროს გავრცელებულ და გამოცდილ მეთოდს - არსებულ, ძველ, განაშენიანებაში ახალი ქუჩის გაკვეთას. მაგრამ ახალი ქუჩის განლაგებას და ფორმას იგი საზღვრავს არა უკომპრომისოდ, არსებული განაშენიანების გეგმარებით - არქიტექტურულ-ფუნქციური სისტემებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის მრავალფეროვანი მოთხოვნილებებისა და არსებული ქალაქური განაშენიანების რიგი გარემოებების გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ნიკოლაძე ძველი ქალაქის გეგმარებითი რეკონსტრუქციის უმთავრეს მიზნად ტრანსპორტის მოძრაობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა, მან შეიმუშავა გაცილებით მეტი გეგმარებითი პრობლემის გადაწყვეტის გზები, დაკავშირებული რეალურად არსდებულ გეგმარებით-არქიტექტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან, ვიდრე ამას საჭიროებდა მხოლოდ სატრანსპორტო საკითხის მოგვარება. მაგალითად ფიქრობდა ახალი „ბულვარის“ არქიტექტურულ-სივრცით სახეზე და მის ირგვლივ არსებული ნაგებობების შენარჩუნებაზეც. ახალ „ბულვარს“ „ბულვარის“ სიგანე იგეგმებოდა - 10 საჟენი, სიგრძე 400 საჟენი ანუ 21,3 მეტრი, და 852 მეტრი, შესაბამისად, ცნობისათვის: რუსთაველის პრ. სიგანე ოპერის თეატრის წინ არის 25 მეტრი. სწორი ხაზით უნდა გაევლო ერევნის მოედნიდან ვორონცოვისა და აბანოს ქუჩების გადაკვეთამდე. დღეს დაახლოებით გორგასლის ქუჩის დასაწყისია. იგი არ ეხებოდა, ავტორის სიტყვით, არც ერთ ეკლესიას, არც ერთ კაპიტალურ, ნამდვილად ღირებულ ნაგებობას. კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ ნორაშენს, ბერძნულ ეკლესიას და ქართულ ჯვარის მამას „ბულვარზე“ ფასადები ექნებოდათ. „ბულვარი“ ხელუხლებლად ტოვებდა მეზობლად მდებარე

111

ქარვასლებს და სხვადასხვა სავაჭროებს - ბაზაზხანას, ბნელ რიგებს, არსებითად მთელს შუა ბაზარს. ამიტომ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული მთელი სავაჭრო სახელოსნოების არქიტექტორულ-გეგმარებითი სისტემაც უცვლელი რჩებოდა.
ჩვენი აზრით, ეს არის ნიკო ნიკოლაძის ქალაქთმსენებლური წინადადების ერთ-ერთი იმ თავისებურებათაგანი, რომელიც ამ „პროექტს“ გამოარჩევს ქალაქის რეკონსტრუქციის, დაგეგმვა-მოწესრიგების, იმდროინდელ, სხვა, „რიგით“ სამუშაოთაგან.
ნიკო ნიკოლაძის ტექსტიდან ჩანს, რომ იგი ხედავდა ძველი ქალაქის ორ უმთავრეს თვისებას - „დასამახსოვრებელ სახეს“ და „საუკუნოვან სიძველეს“, რაც გარკვეული თვალსაზრისით, ასახავს ავტორის დამოკიდებულებას ისყორიული განაშენიანებისადმი. მაგრამ ისტორიული უბნების ზოგიერთი დრომოჭმული და ამიტომ ქალაქის განვითარებისათვის უკვე ობიექტურ წინააღმდეგობად ქცეული თავისებურებანი, მისი აზრით, დაძლეული უნდა ყოფილიყო, იგი რეალურად აფასებდა ისტორიულ უბნებში იმ დროს შექმნილ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს, მოითხოვდა მათ გაუიმჯობესებას, ძველი ქალაქის აქტიური რეკონსტრუქცია - გაჯანსაღება - მიაჩნდა ავტორს აუცილებელ პირობად თბილისის შემდგომი განვითარება-კეთილმოწყობისათვის, რისთვისაც ქალაქის სათათბიროს თავაზობდა კოდეც, პრაქტიკულ საშუალებას - ახალი ქუჩის გაჭრას.
შეიძლება ითქვას, რომ ნიკო ნიკოლაძის ეს სარეკონსტრუქციო იდეა, მიუხედავად იმისა, რომ არ განხორციელდა, მრავალმხრივ გააზრებულ ქალაქთმშენებლობის წინადადებას წარმოადგენს და საინტერესო მაგალითია XIX ს. ბოლო მეოთხედის თბილისის რეკონსტრუქციისა და ქალაქთმშენებლობის ისტორიისათვის,
1880-იან წლებში, ვერის ხიდის და რკინიგზის ახალი, თბილისი - ბაქოს ხაზის საქართველოში პირველ რკინიგზის ხაზს თბილისი - ფოთი (გაიხსნა 1872 წ.) 1883 წ. დაემატა ახალი ხაზი  თბილისი - ბაქო. ამოქმედების შემდეგ თბილისის ქალაქთმშენებლობა იღებს ახალ ბიძგს, იწყება თბილისის ზრდის ახალი ეტაპი. ეს ზრდა მიმდინარეობს როგორც ახალი ტერიტორიების მატებით, ასევე, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, არსებული ქალაქის საზღვრებში როგორც ახალი უბნების, ასევე „ძველი ქალაქის“ ტერიტორიაზე, ურბანისტული ინტენსიფიკაციის გზით. ახალ შენობათა ზომების და რაოდენობის მატება ქალაქური განაშენიანების სიმჭიდროვეს და მასშტაბს გამუდმებით ზრდის.
აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის ჩამოყალიბებული ქალაქთმშენებლური სტრუქტურა, არსებითად, უცვლელია თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ სიახლეს ქუჩათა ქსელის ცალკეული კვანძის გეგმარებითი მოწესრიგებისას. ისტორიული ნაწილების ქუჩათა ქსელში შე-

112

სამჩნევი ცვლილებები არაა. თუმცა, ძველ ნაწილებში, საუკუნის ბოლოსათვის უამრავი ახალი შენობა აიგო, ზოგი საკმაოდ დიდი მოცულობისაც.
ახალი გეგმარებითი ფორმები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ძველი ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურისათვის, არ არის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისისათვის ახალი და მნიშვნელოვანია მხოლოდ ტრანსპორტის ახალი ფორმები - რკინიგზა და კონკა, რომელიც შემდეგ ტრამვაიმ შეცვალა.
ფოთი-ბაქოს რკინიგზა, მტკვრის პარალელური მაგისტრალია. თუ აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ვიმსჯელებთ, იგი მტკვრის ორივე ნაპირზე გადის. ხოლო, თუ მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ თბილისის რაიონის ტერიტორიას, თუნდაც ავჭალიდან სოღანლუღამდე, შიძლება ითქვას, რომ რკინიგზის ხაზი, თუმცა მტკვრის სხვა ნაპირზე გადის, მაინც ისტორიული საქარავნო გზის პარალელურია. მისი თანამედროვე ასახვაა.
კონკა, შემდეგ ტრამვაი, შიდასაქალაქო ტრანსპორტია, ორ ისტორიულ გზას - დიღმის გზას და ავჭალის გზას მისდევს და თანაც, გზა და გზა, ხიდის საშუალებით, აერთიანებს მტკვრის ორი ნაპირის ორ მთავარ არტერიას, ორ მთავარ ხაზს.
სამივე სახის ტრანსპორტი, თბილისისათვის ახალია, ე.წ. დახურული ტიპის ტრანსპორტია, რადგან სამოძრაოდ საგანგებოდ ნაგები სავალი ნაწილი ესაჭიროებათ და სვლა-გეზის სქემაც წინასწარგანსაზღვრული აქვთ. თუ რკინიგზის ხაზი გამსხვილებულ მასშტაბში მისდევს ისტორიულ საქარავნო გზას, კონკისა და შემდეგ ტრამვაის სამოძრაო ლიანდაგები უშუალოდ ისტორიული გსების კვალს მიჰყვება, რადგან ძირითადად ქალაქის იმ პროსპექტზეა განლაგებული, რომლებიც საქარავნო გზებიდან წარმოიქმნა.
სამივე სახის ტრანსპორტის სამოძრაო სქემამ ერთმანეთის პარალელური სიგრძივი ფორმები შეიძინა. მათ შორის განივი კავშირები მცირე რაოდენობითა და მოკლე მონაკვეთებით ხორციელდება. ქალაქისათვის ახალი კომუნიკაციების ამგვარი ფორმები. ისტორიული გეგმარებითი სტრუქტურის შესაბამისია და ერთხელ კიდევ ასაბუთებს მტკვრის დინების პარალელური მიმართულების ისტორიულ უპირატესობას განივ მიმართულებებთან შედარებით. ეს ვითარებაც, ჩვენი აზრით, ადგილობრივი გეგმარებითი სტრუქტურის ტრადიციის თავუსებური „ქალაქური გენეტიკის“  ახალი ფორმით გამოვლენაა. 1890-იან წლებში ქალაქი 10 ნაწილისაგან შედგება, საიდანაც ისტორიული უბნები მხოლოდ სამია ექსპლიკაციის მიხედვით ეს ნაწილები შემდეგია. V ნაწილი – ბაზრისა, ანუ კალა; VI ნაწილი – ვორონცოვისა, ანუ აბანოები; VII – ავლაბრისა, ანუ ავლაბარი; იხ. თ. კვირკველია, დასახ. ნაშრ. გვ. 55. , ქალაქის ზრდა ადმინისტრაციული დაყოფითაც და ფართობითაც – თვალსაჩინოა,

8. ქართული ხელოვნება, 9                                
113

რომ XIX ს. მიწურულს ისტორიული უბნების ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.
XX ს. დადგომას თბილისის ქალაქთმშენებლობისათვის, მით უფრო, ძველი უბნებისათვის ახალი რამ არ მოუტანია. XX ს. პირველ ათწლეულებში ქალაქი იმავე ტემპით ვითარდება და იზრდება, როგორც  XIX ს. ბოლოს. ისტორიული ნაწილები, ისევე როგორც უწინ, გეგმარებითი ცვლილებები არ ჩანს, თუმცა რეკონსტრუქცია არის, მაგრამ „ადგილობრივი“ მნიშვნელობისა.
განხილული მასალის საფუძველზე ჩანს, რომ XIX ს. თბილისის ქალაქთმშენებლობაში გეგმარებითი ტრადიციებისადმი დამოკიდებულება, მხოლოდ ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემებისადმი პოზიტიურ თუ ნეგატიურ დამოკიდებულებაში არ მდგომარეობს. ჩანს, რომ ახალ გეგმარებით ფორმებშიც არის პრინციპულად ადგილობრივი, ტრადიციული, გადაწყვეტები, რაც, პირველ რიგში, თბილისის სიგრძობლივ ზრდა-განვითარებაში აისახა, მათზე დამყარებული სხვა, კონკრეტული, გეგმარებითი თავისებურებებით.
ერთი შეხედვით, თითქოს, თბილისის გეგმარებითი თავისებურებანი ქალაქის სტრუქტურის ადგილად დასანახი, თვალშისაცემი და ყველასთან ნათელია, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ეს მთლად ასე არაა.
თბილისის ქალაქთმშენებლობის ისტორიაში იყო მომენტები, როცა გეგმარებითი სტრუქტურის სიგრძივობით გამოწვეული ადგილობრივი თავისებურებანი შეუმჩნეველი და უგულებელყოფილიც კი რჩებოდა.
საინტერესო და ხაზგასასმელია რომ ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ადგილობრივ პირობებთან „შედუღაბებული“ ქალაქთმშენებლური ტრადიციები ხჳხ ს. განმავლობაშიც ახდენდა გავლენას ახალი დაგეგმარების განხორციელებაზე და შჶიძლება ითქვას, „ავტომატურად იცავდა“ თბილისის ისტორიული ნაწილების საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტრუქტურას მგეგმარებელთა წინასწარდასახული მოქმედების შედეგად გამოწვეული ცვლილებებისაგან.
შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად თბილისისათვის უცხო, ახალი გეგმარებითი მეთოდების აქტიური დანერგვისა, XIX ს. ქალაქთმშენებლობაში, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობის საფუძვლის – ისტორიულად ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნების და გტამვითარების პროცესი, რომელსაც, რეალობაში, არსებული ქალაქური განაშენიანება უზრუნველყოფს.

114

ცალკეულ შენობათა აგებისას, ნებით თუ უნებლიეთ, გათვალისწინებული იყო არსებული გეგმარებითი ვითარება, ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურები, ჩამოყალიბებული განაშენიანება, ცალკეული ნაგებობა. ქს შეინიშნება როგორც შედარებით ახალი უბნების ქალაქთმშენებლური განვითარებისას, ასევე, რაც განსაკუთრებითაა აღსანიშნავი, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნების ტერიტორიაზე.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ XIX ს. განმავლობაში, თბილისის ქალაქთმშენებლობაში, მიუხედავად სხვადასხვაგვარი ქალაქთმშენებლობითი პროექტების არსებობისა, მაინც გვაქვს ერთგვაროვანი, შეიძლება ითქვას, ტრადიციული ხასიათის ქალაქის ქალაქთმშენებლობითი პროცესი, რომელშიც აღინიშნება ადგილობრივი გეგმარებითი ტრადიციებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.




ГЕОРГИЙ БЕРИДЗЕ

ПЛАНИРОВОЧНЫЕ ТРАДИЦИИ В ГРАДОСТРОИТЕЛЬСТВЕ ТБИЛИСИ  XIX ВЕКА

Резюме

Градостроительная структура Тбилиси, исторически сложившаяся в течение многих веков, имеет традиционные формы развития, обусловленные факторами природно-географического харакхера, укладом жизни и формами застройки. Основные из этих форм проявляются в застройке города не только в средние века, но и в последующее время.
После присоеденения Грузии к Российской империи в градостраительстве  Тбилиси наступает новый этап. Средновековый принцип спонтанного, в некотором смысле, стихийного строительства, которое утверждалось новой администрациейю
На основе изучения и анализа планов г. Тбилиси, составленных в разные годы  XIX века, и их сравнения с сохронившейся исторической застройкой, с системой традиционных формпланировки г.  Тбилиси, можно заключить, что линейность плана, вытянутость города вдоль реки и другие особенности структуры  Тбилиси, не всегда учитывались в проектных схемах развития Тбилиси XIX в. Были моменты, когда к местному градостроительному своеобразию относились с некоторым пренебрежением.
Градостроилельная структура осуществленных новых ча-

115

стей города, хотя и развивает новый принцип регулярностя застройки, все-таки, в основных формах, подчиняется своеобразиям местной градостроительной традиции, что выражено, в первую очередь, в росте города вдоль исторических дорог, по берегам Куры, как и в средние века.


სტატიის ბეჭდური ვერსია: ჟურნალი „ქართული ხელოვნება“, სერია – B, N 9, 1991




ნანახია: 8950-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani