Georgian (Georgia)English (United Kingdom)
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობის არქიტექტურა Array ბეჭდვა Array

ნოდარ ჯანბერიძე

ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შენობა, რომელშიც ამჟამად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტია მოთავსებული, აშენებულია 1930 წ.
შენობის პროექტი მიღებულია კონკურსის შედეგად, რომელშიაც მონაწილეობას ღებულობდნენ არქიტექტორები ნიკოლოზ სევეროვი, მიხეილ კალაშნიკოვი და სტანისლავ ლენტოვსკი.
კონკურსის შემდეგ ჟიურის წინადადებით ეს ავტორები უნდა გაერთიანებულიყვნენ და წარმოედგინათ საერთო პროექტი, მაგრამ იგი საბოლოოდ მხოლოდ ნიკოლოზ სევეროვმა შეადგინა. შემდგომში ამ პროექტის, განსაკუთრებით კი ინტერიერთა, დამუშავებაში, თავისი წვლილი შეიტანა არქიტექტორმა მიხეილ კალაშნიკოვმა, რომელიც იმავე დროს ხელმძღვანელობდა მშენებლობასაც, როგორც მისი სამუშაოთა მწარმოებელი.

***
საქართველოს კომპარტიის ცკ-ის შენობა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილზე, რუსთაველის პროსპექტის ზევით, ჩიტაძისა და ძერჟინსკის ქუჩების გადაკვეთაზე.

21

ეს მონაკვეთი, გაშენებული მაღალი დანიშნულების საადმინისტრაციო ნაგებობებით, ხალხმრავალია.

97

საქართველოს კპ ცკ-ის შენობა, რომელსაც ქუჩების გადაკვეთაზე კუთხე უჭირავს, ჩიტაძის ქუჩაზე ფასადის ერთ სიბრტყეშია მოქცეული და მომრგვალებით უხვევს ზედა ქუჩისკენ. შენობის უკანა, სამხრეთ-დასავლეთის ფასადი მიქცეულია დიდი ბაღისკენ, რომლის ხშირი გამწვანება ქუჩიდან თითქმის სრულიად ფარავს ფასადს.

122

შენობის ფრონტი ჩიტაძის ქუჩაზე 75 მეტრია. აქ მისი ერთიანი კედლის სიბრტყე მასების სიმაღლეთა სხვადასხვაობას ქმნის. შენობა ხუთსართულიანია: ქვედა - ცოკოლის სართულს შეადგენს და მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვის სწორად ნათალი კვადრებით; ზედა სართულები კი მონაცრისფროდ შელესილ ერთ მთლიან სიბრტყეს წარმოადგენს.
შენობის ზედა სართული ორ საფეხურიანია. ასევე ორ საფეხურს ქმნის ცოკოლის ხაზიც, რომელიც შეტეხილია ჩიტაძის ქუჩას ციცაბო დაქანებასთან შეფარდებით.

98

34

99

ამრიგად, ფასადი მთელ თავის სიგრძზე უწყვეტ სიბრტყედაა წარმოდგენილი და გაცოცხლებული საფეხურებით და მოცულო-

100

ბითი აქცენტებით. ჩიტაძის ქუჩის ფასადზე ძირითად მახვილს ცენტრალური შვსასვლელი ნიშა ქმნის. ძერჟინსკის ქუჩისაკენ გარდამავალი, მომრგვალებული ნაწილი, კოშკიანი ვერტიკალით მთავრდება.

56

მიუხედავად იმისა, რომ შენობა არც თუ ისე დიდია, მინი კონფიგურაცია გეგმაში საკმაოდ რთულია. ეს ნაკარნახევია ერთი მხრივ თვით გეგმის გადაწყვეტით, ხოლო მეორე მხრივ მიწის იმ მონაკვეთით, სადაც შენობა უნდა აეშენებიათ. ეს ადგილი პარკს ეჭირა და არქიტექტორი შენობის დაგეგმარებისას ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები მწვანე ნარგავი ემსხვერპლა მშენებლობისათვის. თანაც ისე ჩაედგა შენობა, რომ მას მეტი კონტაქტი ჰქონოდა ამ პარკთან. ეს მით უმეტეს აუცილებელი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პარკისკენ სამხრეთის ფასადია მიმართული.
ყოველივე ამის შემდეგ ბუნებრივი ხდება, რომ მოავარი ფასადი ერთ უწყვეტ ფრონტს შეადგენს, ხოლო პარკისაკენ მიმართული - მცირე კურდონერებითაა დანაწევრებული.
პარკში, მრავალწლიან ხეებში მოწყობილია აუზი. მწვანით დაბურული პარკი დასვენების შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს.
არქიტექტორმა უმთავრეს ამოცანად დაისახა შენობის ფუნქციურ-უტილიტარული გადაწყვეტა მისი შინაარსის საფუძველზე. ე. ი. უნდა შექმნილიყო სამუშაო ოთახთა თუ კაბინეტთა ისეთი კომპლექსი, რომელიც რაც შეიძლება მეტად შეუწყობდა ხელს ამ შენობაში ჩასატარებელი სპეციფიკური მუშაობის პროცესს.

23

შენობის გეგმა გადაწყვეტილია სრულიად მარტივად იგი შემსვლელისათვის თავიდანვე ადვილად წასაკითხია. სამუშაო ოთახები მოხერხებულად უკავშირდება როგორც ერთმანეთს, ისე დამხმარე სადგომებსაც.
გეგმის საფუძვლად შერჩეულია დერეფნული სისტემა, ოთახების ცალმხრივი განლაგებით.
შენობის გეგმის ორგანიზაციას საფუძვლად უდევს მკაფიოდ გამოყოფილი ცალკეული ჯგუფები - „ბლოკები“, შერჩეული შინაარსობლივი დანიშნულებისდა მიხედვით. თავდაპირველად. როდე-

101

საც შენობაში ამიერკავკასიის სახკომსაბჭო იყო მოთავსებული, იგი ეჭირა სახკომსაბჭოსა და ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს.
ამისდა მიხედვით, უკვე შექმნილი იყო ცალკეული ჯგუფები, რომლებიც შემდეგ, როდესაც კომპარტიის ცკ-მა დაიკავა, უცვლელი დარჩა. ეს ძირითადი ფუნქციური ჯგუფებია: სამუშაო ოთახები, ხელმძღვანელ მუშაკთა კაბინეტთა ჯგუფები და სხდომათა დარბაზები. მთელ გეგმაში რაციონალურ განლაგებისათვის და მუშაობის გაადვილებისათვის, განსაკუთრებით კი მოძრაობის გრაფიკის უკეთესად შედგენისათვის, ამ ცალკეულ „ბლოკებს“ ცალ-ცალკე შესასვლელები აქვს გამოყოფილი. ჩიტაძის ქუჩიდან მოწყობილია ორი შესასვლელი: ერთი პარადული - სხდომათა დარბაზსა და კაბინეტებში შესასვლელად, ხოლო მეორე, ქვედა - სამუშაო ოთახია ჯგუფისათვის. მესამე შესასვლელი - ძერჟინსკის ქუჩიდანაა, მას სამსახურებრივი დანიშნულება აქვს.
ამრიგად, თვით კიბეების განლაგებაც ქმნის შენობის შიდა ორგანიზაციის მტკიცე საფუძველს. აღნიშნული სამი შესასვლელი, რომელთაც კიბის უჯრედები მიჰყვება: მკაფიოდ ანაწილებს შენობის გეგმის უმთავრეს ჯგუფებს.

7

მთავარ შესასვლელთან ვრცელი ვესტიბიულია, საიდანაც სადარბაზო კიბეებს სხდომათა დარბაზებისა და კაბინეტებისაკენ მივყავართ. ეს კიბეები, ძირითადად, მომსახურეობას მხოლოდ ამ სადგომებს უწევს.
გეგმაში ოთახები მარჯვედ უკავშირდება ერთმანეთს; მოხერხებულადაა გადაწყვეტილი მთავარი კაბინეტისა და სხდომათა დარბაზის დაკავშირება. დამხმარე სადგომებისა და განსაკუთრებით ლოჯიებისა და ტერასების განლაგება.

89

შესასვლელიდანვე, რომელიც ვესტიბიულის თითქმის მთელ სიგანეზე გაშლილი მინის პორტალს წარმოადგენს - ზედა სართულების ოთახებამდე მომსვლელს თან სდევს თავისუფალი სივრცის გრძნობა. ფართო სარკმლებიდან შემოსული მზის უხვი შუქი განსაკუთრებულ სიცხოველეს ანიჭებს ვესტიბიულისა და კიბის უჯრედის ერთიან სივრცეს. აქ ავტორს კიბის პარაპეტებიც

102

მსუბუქი, ჰაეროვანი გაუკეთებია (ცოკოლის სართულზე ჩასასვლელი მარშისაგან განსხვავებით, სადაც ყრუ მოაჯირია).
ვესტიბიულის, ასე ვთქვათ, სივრცითს თავისუფლებას ხელს უწყობს მისი ფერადოვანი გადაწყვეტაც, რომელიც ღია ნათელ ტონებზეა დამყარებული. თეთრი მარმარილოს კიბეები და თეთრ და შავ კვადრებისაგან შედგენილი იატაკი ქმნიან ღია, ნათელ კოლორიტს. კიბის უჯრედის კედელთა მოთეთრო ტონი და ხის კარების მოკრიალებული ზედაპირი კი მას საზეიმო ჟღერადობას მატებენ.
ზედა სართულზე კედლის სიბრტყე გაცოცხლებულია თეთრი ტონის თაბაშირის ბარელიეფით, რომელიც კარგად უერთდება ამ სივრცის საერთო ფერადოვან გამას.
ბარელიეფი შესრულებულია მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის მიერ. სოფლის მეურნეობის თემაზე შედგენილი სადა კომპოზიცია ჰორიზონტულად დაწოლილ სწორკუთხედშია მოქცეული. ერთმანეთისაგან დაშორებულ გლეხთა ფიგურების ოთხი ვერტიკალი კომპოზიციის თავისუფალ ნახატს ქმნის. ტრაქტორის გამოსახულება უკანა პლანზე სოფლის პეიზაჟის სიმბოლურ თხრობას იძლევა.

14

რილიეფზე გამოსახული ოთხი მთავარი ფიგურა მოძრაობაშია გამოხატული, რაც გარკვეულ მიმართულებას ქმნის და დინამიკურობა შეაქვს საერთოდ მშვიდ კომპოზიციაში. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ კომპოზიცია არ არის ჩაკეტილი, იგი თითქოს სცილდება რელიეფის ფარგლებს. მოქანდაკემ თითქოს რაიმე ფრიზის ფრაგმენტი მოგვცა - ისე შექმნა კედელზე დეკორატიული აქცენტი. გამოსახულების დამუშავების სიღრმე, ფიგურების შეფარდება რელიეფის გაბარიტთან, და თვით რელიეფის მასშტაბი კარგად ეფარდება ინტერიერის საერთო არქიტექტურას.
მოქანდაკის მიერ კედლის სიბრტყეზე მოცემული პლასტიკური მახვილი ინტერიერის სადად, მაგრამ საზეიმო სახით გადაწყვეტის ერთიან აზრს ემორჩილება.
სამუშაო ოთახები ანფილადური სისტემით ლაგდება. მათი პროპორციები შეთანხმებულია ცალკეულ ოთახთა დანიშნულებას-

103

თან და ფართობიც დამოკიდებულია ამაზე, თუ რა სამუშაოსათვისაა განსაზღვრული, რამდენი კაცი უნდა მოთავსდეს შიგ და ა. შ. ოთახების გაბარიტთა ურთიერთშეფარდება კარგ პირობებს ქმნის ფართობის ათვისებისათვის (ავეჯის განლაგება). ოთახთა პროპორციებს მოხდენილად საზღვრავს აგრეთვე სარკმელთა გვერდების თანაფარდობა, მათი განიერი მხარე.
დერეფნებსა თუ ოთახებში, ისევე, როგორც სხვაგან, საერთო განწყობილების ტონუსს ქმნის სინათლის შუქი. რომელიც უხვად შემოდის განიერ სარკმლებიდან.
ინტერიერები მთელ შენობაში სადაა, მხოლოდ მცირე აქცენტები აქა-იქ აცოცხლებენ მის საქმიან სახეს. ასეთია უკვე აღნიშნული რელიეფი კიბის უჯრედში, აგრეთვე სხდომათა დარბაზში მხატვრების ლანსერესა და ზდანევიჩის მიერ მოხატული ცალკეული ადგილები.

1213

შენობაში ორი სხდომათა დარბაზია, ერთმანეთის თავზე მოთავსებული, ისინი განსაზღვრულია დამსწრეთა მცირე რიცხვისათვის. მეორე სართულის დარბაზის არქიტექტურა ასევე სადადაა გადაწყვეტილი. მთავარი ყურადღება კედლის დამუშავებას ექცევა.
დარბაზში მახვილს სვამენ ერთი მხრივ - გამანათებელი არმატურა, ხოლო მეორე მხრივ -კარების თავზე მოთავსებული კედლის მხატვრობა, რომელთა თემატიკა შერჩეულია ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის დარგიდან.
მთავარი მახვილი მაინც ცენტრალური კედლის ნიშაა, რომლის კერამიკული ფილების წითელ ფონზე ლენინის სკულპტურული პორტრეტია. ფილები მოჩარჩოებულია კედლის მოხატულობით, ამრიგად, შექმნილია მთლიანი პანო. შედგენილი კერამიკულ, სკულპტურულ და ფერწერულ ელემენტებისაგან.ეს პანო არ შემორჩენილა, და მის მხატვრულ ღირსებაზე ლაპარაკი დღეს ძნელია. ფოტოს მიხედვით კი იგი ზედმეტი სქემატიზმისა და მოდერნიზაციის სახეს ატარებს.
არქიტექტორი ინტერიერის დამუშავებაში დიდ ყურადღებას უთმობს ყოველ დეტალს, რომელიც ყოველთვის ემორჩილება სა-

104

ერთო არქიტექტურულ პრინციპს. ამის მაგალითად ელექტრო - გამანათებელი არმატურაც გამოგვადგება. ელექტრო-ბრა დარბაზის კედლის არეებზე სადა ვერტიკალურ ლენტებს ქმნის, რითაც მეტ სიმაღლეს, ტანადობას მატებს მათ. ჭერის ელექტროპლაფონების მოკრიალებულ ფიცარნაგზე მიკრული კოლოფისებრი არმატურა თავისი სიმაღლით მცირე ადგილს იკავებს და ხელს უწყობს ერთიანი სივრცის შექმნას, თანაც, იგი ერთვის არქიტექტურულ ელემენტთა ანსამბლს. მეორე მაგალითად შეგვიძლია ცენტრალური კიბის უჯრედის მოაჯირი მოვიყვანოთ, რომელიც ლითონის ღერთა დალაგების თავისებური კომბინაციით საინტერესო ნახატს იძლევა.
ეს, ერთი შეხედვით, მცირე დეტალია, მაგრამ მისი გადაწყვეტაც ერთიან აზრს ემორჩილება.
ამრიგად, არქიტექტორმა ინტერიერის სისადავე შენობის დანიშნულებას შეუფარდა, მარტივი ხერხებით შეექმნა მისი გამომსახველობა. ინტერიერის საერთო დამუშავებაში იგრძნობა არქიტექტურულ ფორმათა სიბრტყობრიობა და ფორმათა მკვეთრი, მოხაზული კონტური. ზემოთ მოყვანილ მაგალითებიდან ჩანს, რომ ასეა გადაწყვეტილი როგორც მთლიანად კედლის სიბრტყე, ისე ცალკეული დეტალებიც.
სწორედ ამან განსაზღვრა ის, რომ ავტორმა შეძლო ინტერიერის არქიტექტურა ერთიანი მხატვრული ენით აემეტყველებინა. რომელ ოთახშიც არ უნდა შეხვიდეთ, ვესტიბიულიდანვე გრძნობთ ერთიან არქიტექტურულ-მხატვრულ მიდგომას. მომსვლელს შენობაში ყოფნისას ყოველთვის თან სდევს განწყობა, მიღებული სადა და მკაცრ არქიტექტურისაგან, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი სამკაულის გარეშეა.
როგორიღაა ფასადთა არქიტექტურა?

24

თავშივე უნდა ითქვას, რომ შენობა, ფასადთა მარტივი გადაწყვეტით ქუჩის განაშენიანებაში არავითარ ზედმეტ მნიშვნელობას არ იჩემებს.
ფასადთაგან ყველას თანაბარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ყურადღება ექცევა ორს: უმთავრესი - ჩიტაძის ქუჩაზე გამომავალს,

105

ხოლო შემდეგ- ძერჟინსკის ქუჩის ფასადს.

225

ცალკეულ ფასადთა კომპოზიცია სხვადასხვაგვარად წყდება, რადგანაც აქ არც ერთი გამეორებული ფასადი არ არის. სხვადასხვაგვარად აგებულ ფასადთა კომპოზიციას მასათა და კარ-სარკმელთა განლაგება და ურთიერთფარდობა საზღვრავს.
ჩიტაძის ქუჩის ფასადი ძირითადად ერთ სიბრტყეშია მოქცეული.
ქუჩის ციცაბო ქანობი გარკვეულად მოქმედებდა ფასადის კომპოზიციაზე. ამითაა გამოწვეული მასში ცოკოლის ხაზისა და ზედა სართულების „საფეხურები“ ფასადის გრძელ ფრონტს პასუხობს სარკმელთა ჰორიზონტული რიგები. მთავარი შესასვლელი ფასადზე მკაფიოდაა ხაზგასმული, მაგრამ ისე, რომ ერთიანი სიბრტყე არ დაირღვეს. შესასვლელი შეღრმავებულია, იგივე მეორდება მის თავზე, ზედა სართულებში. მეორე და მესამე საროულებზე განიერი და ღრმა ლოჯიებია ქუჩისაკენ წამოწეული, ყრუ პარაპეტიანი აივნებით, ხოლო მეოთხე და მეხუთე სართულებზე ამ ადგილას სარკმლის ერთიანი შემინული ზედაპირია.
ფასადის შემადგენელი ორი ნაწილი, რომლებიც სიმაღლის მიხედვითაა დაყოფილი, არქიტექტორმა სხვა საშუალებითაც გამოყო (ფასადის განაპირას მოთავსებული აივნები ქვევი სამ, ხოლო ზევით ორ სართულზე, სართულშუა სარტყელები ფასადის ქვედა ნაწილზე და სხვ.). ამით თავიდანაა აცილებული მონოტონურობა, რომელიც ასეთი დიდი ფრონტის ფასადისათვის, განსაკუთრებით კი მისი ასე სადად გადაწყვეტისას, მოსალოდნელი იყო.
ფასადი თანდათანობით, თითქოს შეუმჩნევლად, უხვევს ზედა ქუჩისაკენ: ქვედა სართულისთვის არქიტექტორმა ცილინდრული ფორმა აირჩია, ზევით კი ღია ლოჯია-აივანი მოათავსა, ასე რომ, ჩიტაძის ქუჩიდან ძერჟინსკის ქუჩისაკენ ფასადების ხაზის მშვიდი დინებით გადადის.
ძერჟინსკის ქუჩის ფასადი ორ პლანადაა გადაწყვეტილი. ამ ორ პლანს წინ გამოწეული ცილინდრული ნაწილი და მის

108

უკან კოშკის ვერტიკალი ქმნის, მათ ღია მომრგვალებული ტერასა აერთიანებთ.
კოშკის ვერტიკალი ხაზგასმულია კიბის უჯრედის ზოლით თითქმის მთელ სიმაღლეზე, მაგრამ ვერტიკალური სწრაფვის გაწონასწორებისათვის კოშკის გარშემო შექმნილია აივანი და მის თავზე ბრტყელი გამოწეული კარნიზი.
ამგვარად, თუ ჩიტაძის ქუჩის ფასადზე ავტორი წყნარ, ერთიან სიბრტყეს იძლევა, აქ იგი ფასადს გარკვეულ საფეხურებად ყოფს (შესასვლელის თავისებური პორტიკი გადმოზნექილი გადახურვით, ღია ტერასა ცილინდრული ნაწილის თავზე და შემდეგ კოშკის დანაწევრება).

11

ეზოს მხარეს შენობის შემადგენელი ნაწილები (სხდომათა დარბაზები და მდივანთა კაბინეტები) ქმნის ცალკეულ ფრთას, რომელიც მარტივ პარალელოპიპედს წარმოადგენს. აქ ძირითად მოტივს ლოჯია-აივანთა ვერტიკალური რიტმი ქმნის, რომელსაც ამთავრებს მხოლოდ აივნის თავზე მოთავსებული. კედლის სიბრტყიდან გამოწეული, გადახურვა.
სადადაა გადაწყვეტილი ქვედა, აღმოსავლეთის ფასადიც, რომელიც რუსთაველის პროსპექტისაკენ იხედება. შუა ნაწილის მთელი სიმაღლე ერკერის ვერტიკალურ მომრგვალებულ ზოლს უკავია.შენობას ამ ფასადზე შემდგომში პარტიის თბილისის კომიტეტის ახალი შენობა მიედგა.
ამრიგად, მონაცრისფროდ შეღებილი ფასადები სხვადასხვა მოცულობებისაგან შედგენილ მოლიან არქიტექტურულ ორგანიზმს ქმნის (როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ ცოკოლია ქვის პერანგით შემოსილი, მაგრამ ისიც სუფთად, ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული ფილებით).
შენობის გარეგნულ სახეში მთავარია მოცულობით ელემენტთა და მასთან ჰარმონიული შერწყმა ფასადთა სიბრტყობრივ ხასიათთან. ეს გეომეტრიულ მოცულობათა კონტრასტებით კი არაა მიღწეული, არამედ ფასადთა ხაზის ჰარმონიულ, ლოგიკურ გადასვლებით.
ამის საილუსტრაციოდ ორი მთავარი ფასადი გამოგვადგება. ჩიტაძის ქუჩის ფასადის ერთიანი სიბრტყე ჯერ შუაში ქმნის სივრ-

109

ცობლივ აქცენტს: ქუჩის ზედა ნაწილში კუთხის ლოჯიები ქმნიან „გარდამავალ საფეხურს“, ხოლო შემდეგ, ქვდა სართულებში, ფასადის სიბრტყე თითქოს შეუმჩნევლად გადადის ნახევარწრისებრ გეგმის მქონე მოცულობად, რომელიც ზევით ღია ტერასით მთავრდება. კოშკურ ნაწილზე გადასვლა აივნის საშუალებით ასევე შეუმჩნევლად ხდება. ის, რომ ჩიტაძის ქუჩის ფასადის მშვიდი სიბრტყე აქ მოცულობითაა შეცვლილი, ნაკარნახევია შენობის კონკრეტული ადგილმდებარეობითაც.

26

როცა ცხაკაიას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩით ვეშვებით, ჩვენ წინაშე ერთბაშად იშლება შენობის ხედი კუთხიდან. ეს ვიწრო გზაჯვარედინია, რაც განსაზღვრულ პირობებს ქმნის შენობის აღქმისათვის. პირველად ჩვენ აქ დაბალ (ნახევარცილინდრულ) მოცულობას ვხვდებით და მხოლოდ შემდეგ, თანდათან, გადავდივართ შენობის ერთიან მასშტაბზე, ე. ი. თვალი უცბად კი არ აღიქვამს მაღალ შენობას. რაც კიდევ უფრო მეტ ოპტიკურ სივიწროვეს შესძენდა თვით ქუჩასაც, არამედ თანდათანობით ითვისებს შენობის მთლიან მოცულობას.

110

ჩიტაძის ქუჩის ფასადზე მთავარ მომენტად შეიძლება ჰორიზონტული სვლა ჩაითვალოს; ამ შთაბეჭდილებას ქმნიან სარკმელთა რიგები (კერძოდ, მათი „დაწოლილი“ სწორკუთხედების ჰორიზონტულობაც), ცოკოლის ხაზი, ქვედა სიბრტყეზე ჰორიზონტული სარტყელები, აივანთა რიგები და სხვ. ქვედა და ზედა ლოჯიათა ვერტიკალური ზოლი და ცენტრალური შესასვლელის ღრმა ნიშა სამი სართულის სიმაღლეზე მათ გარკვეულად აწონასწორებენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც ჰორიზონტულ და ვერტიკალურ ელემენტთა რიტმის გრაფიკული ანალიზი გვიჩვენებს, წამყვანი ჰორიზონტული დანაწევრებაა (იხ. ნახ. 6).
ძერჟინსკის ქუჩის ფასადზე კი ვერტიკალი და ჰორიზონტალი წონასწორობაშია მაგრამ, რაკი ფასადის ფრონტი ერთ სიბრტყეზე არაა მოცემული, სინამდვილეში, უპირველესად ყოვლისა, ოვალს ხვდება ქუჩისაკენ წინგამოწეული ნაწილი, სადაც კოშკი სარკმლის ზოლზე იმდენად მძლავრია, რომ ვერტიკალს უპირატესობას ანიჭებს.
ფასადები ყოველგვარ მორთულობათა გარეშეა. მხოლოდ კარნიზთა და სარტყელთა ზოლები. გამჭოლ თუ ყრუ პარაპეტიან აივანთა რიგები ქმნიან ცალკეულ მახვილებს.
არქიტექტორი დიდ ყურადღებას აქცევს მასათა ჰარმონულ ურთიერთობასა და მთლიანობას, შენობის ფასადთა პროპორციულ გადაწყვეტას. ნახაზზე ნაჩვენებია მთავარი ფასადის პროპორციული აგების სქემ. ფასადის ნაწილთა ურთიერთ დაკავშირება პირდაპირ ფარდობითაა მიღწეული. ფასადის მასათა ვერტიკალური დანაწევრება „ოქროს კვეთის“ ჰარმონულ მწკრივს ეფარდება. თუ მთელ სიმაღლეს ავიღებთ მთავარ მოდულად, მაშინ შემადგენელი ნაწილები ქმნიან მის მწკრივს და ისე ეფარდებიან ერთმანეთს, როგორც 1 : 0,618...
მიუხედავად ყოველივე ამისა, შენობის ფასადთა არქიტექტურა ზოგჯერ ზედმეტად სქემატურია (კოშკის მინის ვერტიკალური ზოლები, სარტყელზე შეკიდებული სარკმლები ცილინდრულ ნაწილზე, გვერდის ფასადის ერკერები და სხვ.), რაც მას აახლოებს

111

ე. წ. „კონსტრუქტივისტულ“
არქიტექტურასთან. ზოგს იგი კონსტრუქტივისტულ შენობადაც მიაჩნიაXX საუკ. დასაწყისიდან ევროპაში გაბატონებული სწრაფვა ახალ არქიტექტურისაკენ ჩვეეში 20-იან წლებში საკმაოდ იკიდებს ფეხს და იგი ღებულობს მეტად განზოგადებულ, არაზუსტ სახელწოდებას - „კონსტრუქტივიზმი“. ამაზე სამართლიანადაა მითითებული: Р. Кацнельсон, М. Федоров. „От рационализма к „органической архитектуре“, „Архитектура СССР“, № 11, 1958“, ჩვენ ამ ტერმინს პირობით ვხმარობთ.
როდესაც შენობის სქემატურობაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის დრო, როდესაც შენობა აიგო. ოციანი

27

წლების დასასრულსა და თცდაათიანის მიჯნაზე, ე. წ. „ქართული სტილით“ შესრულებულ თითქმის ყველა პროექტს იწუნებდნენ. არქიტექტურაში თავი იჩინა ეროვნულ მემკვიდრეობისადმი ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ, და ეს შემითხვევითი არ იყო. რადგან ძიების არასწორი გზები და ისეთი ნაწარმოებები, როგორიც იყო, მაგალითად, კინოსტუდიის შენობა (არქ. ბუზ-ოდლი, 1930), ან საცხოვრებელი სახლი მელიქიშვილისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთაზე (არქ. იაკუბოვიჩი, 1928.), რომელთაც მაშინ ქართული არქიტექტურის ნიმუშებად თვლიდნენ, ყალბ წარმოდგენას იძლეოდა, ეროვნულ არქიტექტურაზე. დამახასიათებელია, თუ რას წერდა ფი-

112

ლიპე მახარამე 1930 წელს: „...დიდი ნაკლი მშენებლობის დარგში იყო ახლად აგებული შენობების უმსგავსო სტილი. ჩვენ მოგვახვიეს თავზე ქართული სტილის სახელწოდებით ძველი ეკლესიების და ციხე-კოშკების სტილი, რომელიც ყოვლად დაუშვებელი და მიუღვბელი იყო საბჭოთა მშენებლობაში. ამ სტილმა დაამახინჯა მუშების საცხოვრებელი ბინები და ნახევრად შეზდუდა მათი გამოყენება. დღეს თითქოს დაძლეულია მშენებლობაში ეს სტილი. თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენი მშენებლობა სავსებით განთავისუფლდა ამ უვარგისი სტილიდან, რომლის წინააღმდეგ კიდევ საჭიროა ბრძოლა..“გაზ. „კომუნისტი“, 197, 30, № 168.
ასეთ პირობებში ძნელი იყო ეროვნული ფორმის ძიების გზით სვლა. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ყველა იმდროინდელი ნაგებობა რაიმე „მოდურ“ არქიტექტურულ მიმდინარეობის გავლენის სფეროს მივაკუთვნოთ.
აქ დგება პრინციპული ხასიათის ერთი საკითხი. განა არქიტექტურული ნაწარმოები, თუ კი ის მოკლებულია დეკორსა და სამკაულს, აუცილებლად „კონსტრუქტივიზმს“ უნდა მივაკუთვნოთ?
რა თქმა უნდა, არა.
ჩვენ აქ არ შევჩერდებით საკითხზე, თუ რა არის „კონსტრუქტივიზმი“. როგორია მისი ბუნება. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ თეორეტიკოსების გამოთქმით, იგი უარყოფს მხატვრულ სახეთა ვმოციურ მოქმედებას, მის იდეურ-ესთეტიკურ დანიშნულებას, უარყოფს კლასიკურ მემკვიდრეობას და არქიტექტურას ტექნიკისა და მანქანების დანამატად თვლის. მაგრამ „კონსტრუქტივიზმი“ თუმცა უარყოფდა არქიტექტურული ხელოვნების მთელ რიგ პრინციპებს, იმავე დროს დიდ ყურადღებას აქცევდა დაგეგმარების საკითხებს. გეგმა ყოველთვის მაქსიმალურად ნათელია, ინტერიერი საინტერესო - და ჩვენი კრიტიკოსები სწორედ ამ მხრივ უშვებდნენ შეცდომას, როცა ამ მიმართულების განხილვის დროს ყველაფერს ერთად უარყოფდნენ - დადებითსაც და უარყოფითსაც, ეს დადებითი კი „კონსტრუქტივიზმს“ ნამდვილად გააჩნდა.

113

მას შემდეგ, რაც კონსტრუქტივიზმი გადაიქცა „მოდურ“ მიმდინარეობად. ერთნი მართლაც მის მხოლოდ ფორმალურ მხარეებს ეკიდებოდნენ. გაჩნდა შენობები, შემინული ლენტებით ფასადის მთელ ფრონტზე, მიუხედავად იმისა, ეს საჭირო იყო თუ არა, მიუხედავად იმისა, თუ, როგორ მოქმედებდნენ ეს მინის ვერტიკალები და ჰორიზონტალები ფასადის ფუნქციურ თუ მხატვრულ გადაწყვეტაზე. ნიკოლოზ სევეროვმა კი თანამედროვე არქიტექტურიდან აიღო რაციონალური საწყისები და ისინი მტკიცედ დაუმორჩილა თავის წინაშე მდგომ კონკრეტულ ამოცანებს. სწორედ ამიტომ, ეს შენობა არ შეიძლება გავუთანასწოროთ მის თანადროულ ისეთ ნაგებობებს, როგორიცაა „ზარია ვოსტოკას“ რედაქცია, „კავშირგაბმულობის სახლი“ თბილისში და სხვ. ის კი უნდა ითქვას, რომ რაკი შენობა შექმნილია კონსტრუქტივიზმის გავრცელების დროს, გარკვეული თვალსაზრისით ავტორი, ბუნებრივია, სარგებლობს მისი ზოგიერთი მომენტით.
საკითხის გარკვევაში, თუ რა კავშირი აქვს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის შენობას კონსტრუქტივიზმთან, დაგვეხმარება მისი შედარება თბილისში აშენებულ მის თანამედროვე ნაგებობებთან.
თუ შევადარებთ მას ისეთ ნაგებობას, რომელიც მართლაც ატარებს კონსტრუქტივიზმის კვალს, მაგ. „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობას, დავინახავთ, რომ მათ შორის განსხვავება პრინციპული ხასიათისაა, მსგავსება კი მხოლოდ ზერელე. „ზარია ვოსტოკა“ - ში კონსტრუქციული შესაძლებლობანი გამოყენებულია თვითმიზნურად. ფასადებზე გადაჭიმულ კარსარკმელთა შემინული ფართობი, რომელსაც სადგომის თითქმის მთელი საფასადო კედლის სიბრტყე უკავია, ოთახში არა მარტო ავეჯის განლაგებისას იწვევს უხერხულებას, არამედ ზაფხულის ცხელ დღეებში დილის საათებიდანვე ახურებს ოთახებს და ძალზე აფერხებს იქ მუშაობას. გარდა ამისა, იატაკიდანვე დაწყებული მინის დიდი ზედაპირი ფსიქოლოგიურად მეტად უსიამოვნოდ მოქმედებს ადამიანზე.
აშკარა განსხვავებას გვიჩვენებს კონსტრუქტივისტული არქიტექტურის მეორე ნიმუშთან შედარება - ეს არის პურის ქარხანა თბილისში (1928-30 წწ., არქ. ნესტეროვი), სადაც რკინა-ბეტონის შესაძლებლობათა არა რაციონალური გამოყენება უარყოფითად

114

მოქმედებს შენობის საერთო არქიტექტურაზე, არღვევს სამშენებლო ლოგიკას (კიბის უჯრედი და სხვ.).
საქართველოს კომპარტიის ცკ-ის შენობაში კი ყოველი არქიტექტურული ფორმა და ელემენტი ემორჩილება მის ფუნქციურ შინაარსს. სხვა საკითხია, რომ ავტორმა მართლაც ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ერთგვარი მონოტონურობა, რომელიც ეზოსა და მთავარ ფასადს თან სდევს. მაგრამ აქ სამშენებლო ელემენტები, მაგალითად მინის სარკმელები, ამ მასალის ფეტიშიზაციას კი არ წარმოადგენს, როგორც „ზარია ვოსტოკას“ შენობაში. არამედ შიდა გეგმარების პრინციპებს ემყარება.
ამ შენობის ასეთი შედარება ჩვენ წინაშე ნათელყოფს კიდევ ერთ საკითხს, რომ არქიტექტორისათვის ნაგებობის გადაწყვეტისას ასეთი ხუროთმოძღვრული მიდგომა რაიმე გავლენის შედეგი კი არ იყო, არამედ მისი შემოქმედებითი მეთოდის ერთ-ეროი განმსაზღვრელი მხარე.
არქიტექტორი ნიკოლოზ სევეროვი მთელი თავისი შემოქმედებით მუშაობაში სისადავის, ფუნქციური გადაწყვეტის რაციონალურობისა და ფორმათა ლაკონური ხმარებით მიღწეულ ზემოქმედების მომხრე იყო.
ამის აშკარა დადასტურებაა არქიტექტორის იმავე პერიოდის სხვა ნამუშევრები, მაგ.,1929 და 1930 წ. აგებული საცხოვრებელი სახლები, სადაც ავტორი არავითარ ზედმეტ არქიტექტურულ ელემენტს არ ხმარობს - ყველაფერს თავისი კონკრეტული დანიშნულება გააჩნია. შენობაში მთავარია მოხერხებული საცხოვრებელი ბინები, ფასადები კი სადა და უპრეტენზიოა.
რომ არქიტექტორი შინაარსობლივ ამოცანას ემყარებოდა, ამას მოწმობს მუზეუმის ფასადის რეკონსტრუქციაც. თუმცა ერთი შეხედვით საქართველოს კომპარტიის ცკ-ისა და მუზეუმის შენობათა შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მხატვრული მიდგომის თვალსაზრისით, ორივეს ერთი და იგივე საფუძველი აქვს.
ამ ორ ნაწარმოებს აკავშირებს, უპირველეს ყოვლისა, შენობის შინაარსისა და დანიშნულების შესაბამისი ხუროთმოძღვრული სახის შექმნის ცდა და ავტორის თავშეკავებული, მხატვრული ტაქტი.

115

საქართველოს მუზეუმში „მნახველი თავიდანვე აღიქვამს შენობის მხატვრულ-იდეურ მხარეს: უპირვევლეს ყოვლისა, ეს მუზეუმია - ერის დიდ კულტურულ განძთა საცავი: ეს სახე იმთავითვე ნათელი და დამარწმუნებელია. ამ ძირითად სახელმძღვანელო აზრს, ამ ხუროთმოძღვრული სახის შექმნას, ემსახურება და ექვემდებარება ფასადის ფორმალური ელემენტები - საერთო კომპოზიციაც, ცალკეული ნაწილებიც. სწორედ ამიტომ, ყველა ეს ნაწილი - იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ ფუნქციურ-კონსტრუქციული დანიშნულება არა აქვით - გარკვევით მიზანშეწონილია. სწორედ ამიტომვე, აქ სავსებით გამართლებულია ქართული ხუროთმოძღვრული მოტივები, რომლებიც ყალბი ბუტაფორიის შთაბეჭდილებას კი არ ქმნიან, არამედ სავსებით გარკვეულ, ეროვნულ სპეციფიკურობას ანიჭებენ შენობას.ვ. ბერიძე, ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია, „ქართული ხელოვნება“. ტ. 4, 1955, თბ., გვ. 98.
საქართველოს მუზეუმის ფასადის გაფორმებისას ავტორი იმავე პოზიციებზე იდგა, რომელზედაც საქართველოს კომპარტიის ცკის შენობის გადაწყვეტისას. ის, რომ ერთ შემთხვევაში ნახმარია არქიტექტურული სამკაულები, ხოლო მეორეში - არა, იმაზე მეტყველებს, რომ არქიტექტორი დეკორის წინააღმდეგი კი არ იყო, როგორც ამას კონსტრუქტივიზმის თეორეტიკოსები თხოულობდნენმაგ., ადოლფ ლოოსის ცნობილი ლოზუნგი - „ძირს ორნამენტი“, ან გ ა უ დ ი ს გალაშქრება ორნამენტებისა და საერთო მორთულობის წინააღმდეგ... „ხელოვნებაში ყოველგვარი მორთულობა - მეორეხარისხოვანია: იგი შინაგანი დეფიციტის გარეგნული ექვივალენტია, ორგანო კი არა, დანამატია, სამშენებლო ხელოვნებაში მორთულობა აუცილებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არ შესწევთ უნარი გაფორმებაში ესთეტიკურ შედეგს მიაღწიონ საკუთარი საშუალებებით.
საერთო არქიტექტურულ ორგანიზმთან შეადარდებით მორთულობა ყოველთვის გამოსახავს არა გარეგნულ ჰარმონიას, არა შინაგან ენერგიას, არამედ მხოლოდ კავშირს. ეს კავშირი შეიძლება იყოს ზერელე - როგორც რენესანსის დროს იყო, ან უფრო ღრმა, როგორც გოთიკაში, მაგრამ იგი ვერასოდეს ვერ წარმოგვიდგება კონტრასტად და დაძაბულობად“ (იხ. „Архитектура современного Запада“, М., გვ. 79).
არამედ ორნამენტს იყენებდა მაშინ, როდესაც ამას არქიტექტურული ლოგიკა, კონკრეტული ამოცანა თხოულობდა. მუზეუმის შენობაში, არა მარტო შინაარსობლივი მხარე, არამედ ქალაქის ცენტრა-

116

ლურ პროსპექტზე გამომავალი კედლის სიბრტყე მოითხოვდა დეკორს, აქ უნდა შექმნილიყო პროსპექტისათვის შესაფერი ნაგებობის მასშტაბი, რასაც მხოლოდ შენობის აბსოლუტური ზომები ვერაფრით ვერ განსაზღვრავდა. არქიტექტორმა თაღედ-არქიევოლტის თემით, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება რიზალიტთა თაღისებრ ნიშებს -შექმნა რუსთაველის პროსპექტის განმსაზღვრელი არქიტექტურული მასშტაბი.
ამგვარად ნიკოლოზ სევეროვისათვის საქართველოს კომპარტიის ცკ-ის შენობის ასე დაპროექტება სრულიადაც არ იყო შემთხვევითი. ეს იყო შენობის შინაარსიდან გამომდინარე ფუნქციური გადაწყვეტის შედეგი. ამ შენობაში ხუროთმოძღვარს სჭირდებოდა განიერი, ფართო სარკმლები - მან გააკეთა კიდეც ასეთი სარკმლები. ამისათვის იგი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს იყენებს, მაგრამ არც კონსტრუქციების შესაძლებლობას და არც მასალას (ამ შემთხვევაში, მინის დიდ ზედაპირს) თვითმიზნად არ აქცევს (როგორც, მაგ., „ზარია ვოსტოკას“ შენობაშია).
ამრიგად, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის შენობის გეგმარებას საფუძვლად დადებული რაციონალური საწყისები არ შეიძლება რაიმე ფორმალისტურ, თავსმოხვეული არქიტექტურული მიმართულების გავლენით აიხსნას.
ნიკოლოზ სევეროვს ამ შენობაში არც ჰქონია მაინცა და მაინც დიდი შესაძლებლობა და არც გამოუყენებია კონსტრუქცია მხოლოდ ფორმალური ეფექტისათვის, რადგან, როგორც ზევით მოყვანილი მაგალითები მოწმობს, იგი პრინციპულად სხვა პოზიციებზე იდგა.
ეს არ ნიშნავს, თითქოს ჩვენ მხარს ვუჭერდეთ მშრალ რაციონალიზმს, ან არ ვაფასებდეთ ახალ კონსტრუქციათა მნიშვნელობას. პირიქით, ახალსამშენებლო კონსტრუქციათა და მასალების თამამი გამოყენება არქიტექტორთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უპირველესი ამოცანაა. მაგრამ მათი გამოყენება ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს არქიტექტურის, როგორც სამშენებლო ხელოვნების, ბუნებასა და სპეციფიკას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თანამედროვე უცხოურ არქიტექტურის თეორეტკოსებიც კი, სულ უფრო და უფრო მეტად ხედავენ იმ წინააღმდეგობას, რომელთანაც კონსტრუქციების მშრალმა გამოყენებამ მიიყვანა თანამედროვე არქიტექტურა. აღსანშნავია. რომ ფ. გატჰეიმი თავის წერილში „ახალი კორბუზიე“ იხილავს კორბუზიეს შემოქმედებას და ბოლოს დასძენს, რომ ამ ცნობილმა არქიტექტორმა იცვალა თავისი სახე. მისი არქიტექტურა, გახდა ინდივიდუალური. სკულპტურული და ფერადი, რომ მის შემოქმედებაში უკვე „ხელოვნება“ სჭარბობს კონსტრუქციას: Architectural Record, 1955, ნოემბერი.
ახალი კონსტრუქციების დანერგვისა და წარსულის ათვისების შესახებ მეტად საინტერესო აზრს გამოთქვამს ცნობილი იტალიელი ინჟინერი და არქიტექტორი ნერვი, რომელიც აღნიშნავს, რომ არქიტექტურისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ტრადიციათა და წესთა კომპლექსისგან გათავისუფლებას, რომელიც, როგორც არ უნდა უპასუხებდეს წარსულის კონსტრუქციულ მიზანდასახულებას ამჟამად წმინდა ფორმალობად ხდება. შემდეგ ნერვი ამბობს, რომ ამავე დროს არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს კონსტრუქციულ ფორმალიზმისაკენ დაქანების გზაცო, რის სიმპტომებიც თანამედროვე არქიტექტურაში არსებობს: „The Architect and Building News“, 1955 ოქტომბერი.


117

ამგვარად საქართველოს კპ ცკ-ს შენობა თავისი დროის მეტად საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა და ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარების პირველი ვტაპის (1921-1932-33 წწ.) მნიშვნელოვან ნაწარმოებად გვესახება.

Н. Ш. ДЖАНБЕРИДЗЕ

АРХИТЕКТУРА ЗДАНИЯ ЦК КП ГРУЗИИ

Резюме
(табл. 83-96)
Здание ЦК КП Грузии (б. здание Заксовнаркома) построено в 1930 г. по проекту академика архитектуры Н. П. Северова.
При решении архитектуры здания определяющим является его функционально-утилитарное назначение. План решен четко, выделены основные функциональные группы (рабочие комнаты, кабинеты руководящих работников и залы заседаний). Три входа сначала же распределяют посетителей по этим группам, создавая удобный график движения.
Строгая простота интерьера соответствует назначению здания. В художественном решении интерьера характерным является плоскостность и четкая очерченность архитектурных форм.

118

Архитектура фасадов определяется распределением и взаимосвязью масс и проемов. Объемы и массы органично сочетаются с общим плоскостным характером фасадов. Большое внимание уделено гармоническому соотношению масс, пропорциям фасадов здания. Архитектура здания решается строго и просто, без лишних украшений, что вообще характерно для творчества Н. П. Северова.
Здание ЦК КП Грузии - значительное произведение первого этапа развития грузинской советской архитектуры.

N. DJANBERIDZE

BATIMENT DU COMITE CENTRAL DE LA PARTIE COMMUNISTE DE GEORGIE

(pl. 83-96)

Le bâtiment duComité central de la Partie Communistede Géorgie a été construit en 1930 d'après le projet de l'architecte Sévérov.
L'architecture de l'édifice est déterminée par sa destination et son utilisation. Le plan a été élaboré soigneusement en vue de dégager les groupes de fonctionement essentiels (cabinets de travail, salles de réunion etc.) Dés l'entrée trois portes dirigent les visiteurs vers ces groupes et facilitent la circulation interne. La sévère simplicité de l'intérieur est strictement liée à la destination de l'edifice.
L'architecture de la façade est déterminèe par une harmonieuse répartition des surfaces plates avec les entrées et les fênetres. Les volumes et les masses se combinent organiquement avec le caractère des surfaces planes de la façade. Une attention particulière a été attachée au rapport harmonieux des masses et des proportions de la façade de l'édifice.
L'architecture de l'édifice est sévère et simple, sans ornements superflus, ce qui est caractéristique de l'oeuvre de N. Sévérov.
Le bâtiment du Comité Central de le Partie Communiste de Géorgie est une oeuvre significative de la première étape du développement de l'architecture géorgienne sovietique.

119



ნანახია: 6787-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani