Georgian (Georgia)English (United Kingdom)
პეტრე ოცხელის შემოქმედების ახალი პლასტები

მერი მაცაბერიძე
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის-საქართველოს (YTA UNION) ნაციონალური ცენტრის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი.

(ატრიბუციის საფუძველზე, I ნაწილი)
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სახვითი ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელად 37 წლის განმავლობაში მუშაობის პერიოდში მომიწია მრავალი ნამუშევრის გამოვლენა-ატრიბუცია. უშუალო შეხება მქონდა 300-ზე მეტი დასახელების ავტორის ვიზუალურ მასალასთან, რომლის სისტემატიზაციაში მოყვანის საშუალება მომეცა ფონდი „ღია საზოგადოების“ დახმარებით (2000 წ.).
ფონდმა დააფინანსა ჩემი საავტორო პროექტი „მუზეუმი XXI საუკუნე“, რომელიც ითვალისწინებდა სცენოგრაფიული ფონდის ორგტექნიკით აღჭურვას და მონაცემთა ბაზის საძიებო სპეც-პროგრამის შექმნას ციფრული გამოსახულებებით. ქრონოლოგიურად დალაგდა და კოლექციებად დაკოპლექტდა ფონდში დაცული ყველა მხატვრის ვიზუალური არქივი. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მომიწია მხატვართა შესახებ არსებული ყველა სახის მასალის გაცნობა. მრავალი მათგანი ჩემს მიერ იქნა მოძიებული, ატრიბუტირებული და გამოქვეყნებული. ვფიქრობ, არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა - მხატვარ სცენოგრაფის პეტრე ოცხელის შემოქმედებაში ახალი პლასტების გამოვლენამ. მხატვრის თითქმის ყველა ნამუშევარში ფარული საზრისია ჩადებული (იქნება ეს დასრულებული სცენოგრაფიული ესკიზი თუ დაუსრულებელი თავისუფალი ჩანახატი), რისი გამოვლენაც მხატვრის ნამუშევართა ატრიბუციის საფუძველზე მოხდა. ვეყრდნობი რა ჩემს გამოცდილებას, თავს უფლებას ვაძლევ, გაგაცნოთ ამ მუზეუმის სცენოგრაფიის (დღეს სახვითი ხელოვნების) ფონდის კოლექციაში დაცული პეტრე ოცხელის დღემდე უცნობი გრაფიკული ჩანახატის და, ასევე, გამოკვლევის ფარგლებში დავით კაკაბაძისა და კირილ ზდანევიჩის რამდენიმე ნამუშევრის ატრიბუცია.
01
0203
0405

კვლევის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცული „მამაკაცის კოსტიუმის ესკიზი“, დავით კაკაბაძის ხელმოწერით (ქაღალდი, აკვარელი, ტუში, 25X18). ესკიზის მარჯვენა ზედა თავისუფალ არეზე ოვალური ფორმის ბეჭედია წარწერით: „საქართველოს სათეატრო მუზეუმი“. მარჯვენა ქვედა ნაწილში ხელმოწერა ფანქრით „დ. კაკაბაძე“ (ფოტო N1). ნახატის უკანა მხარეს უცნობი მხატვრის მიერ გამოსახულია ფანქრით შესრულებული დაუსრულებელი გრაფიკული კომპოზიცია, წრეში ნახევარ რკალად ჩაწოლილი შიშველი მამაკაცის ფიგურა. ზედ გრაფიკულ ნახატზე, მის ქვედა ნაწილში, მუზეუმის ძველი თანამშრომლის მიერ ფანქრით გაკეთებულია წარწერა: „თეატრი რუსთაველის პიესა „მალშტრემ“ მხატვარი გამრეკელი ირ. ესკიზი ტანსაცმლის“. წარწერის გასწვრივ მარჯვენა მხარეს აღინიშნება სათეატრო მუზეუმის ოვალური ბეჭედი, საინვენტარო ნომრით დ-801. გაუგებარია, ეს წარწერა ეკუთვნის ესკიზის ავერსს თუ რევერსს. ამავე ნომრით და ასეთივე ჩანაწერითაა გატარებული მუზეუმის საექსპონატო აღწერილობის საინვენტარო წიგნშიც: „დ-801, ესკიზი ტანსაცმლის რუსთაველის თეატრი პიესა „მალშტრემ“ გამრეკელი ირ. 5 ცალი, სახატავი ქაღალდი ფერებში, 23X28; ოქმი #18276 გამოვლინებული, 1949წ, ფასი 50მ.“ გამოდის, რომ დ-801-ზე რეგისტრირებულია ირაკლი გამრეკელის ხუთი კოსტიუმის ესკიზი, სპექტაკლისთვის „მალშტრემ“. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ხუთი კოსტიუმის ესკიზიდან არც ერთი არ ჰგავს ირაკლი გამრეკელის ხელწერას. ოთხი მათგანი ეკუთვნის კირილ ზდანევიჩს და ამას ადასტურებს ესკიზის ქვედა ნაწილზე, პერსონაჟის ფეხებთან ავტორისეული წარწერა სპექტაკლის სათაურით და ხელმოწერით: „Мальштрем. К. Зданевич”- („მალშტრემი, კ.ზდანევიჩი). 1923-24 წწ-ის თეატრალურ სეზონში კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის რეჟისორობით რუსთაველის თეატრში დაიდგა გრიგოლ რობაქიძის ფანტასმაგორიული პიესა „მალშტრემი“. სპექტაკლის სცენოგრაფიაზე მუშაობდა ორი მხატვარი: კირილ ზდანევიჩი და ირაკლი გამრეკელი. რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულია ,,მალშტრემი“ს ხელნაწერი პროგრამა, (ფოტო N2) სადაც აღნიშნულია, რომ BI-III-VI-ე მოქმედებების მხატვრობა ეკუთვნის ირ. გამრეკელს, ხოლო II-IV-V მოქმედებების მხატვრობა - კირილ ზდანევიჩს (სპექტაკლის საქმე # 2616). ნაწარმოების მიხედვით „სურათი მეოთხე კეთროვანთა დედოფალი“ და „სურათი მეხუთე დადაისტების მაიდანი“ კირილ ზდანევიჩს ეკუთვნოდა. კოსტიუმის ესკიზები შეეფერება რობაქიძისეულ აღწერილობასიგრიგოლ რობაქიძე, დრამები „ლონდა, მალშტრემ, ლამარა“, ტფილისი,1926. გვ.104;106. M– „კეთროვანნი: ვიზიონერული თვალები და ექსტატიური ხელები ყველასი“. D“დადაისტები: სახეგამურულნი შარადული ხაზებით. ტანსაცმელი: მოხვეული აჭრელებული გადმობრუნებული“. სათეატრო მუზეუმის, (ფოტო N3,4,5) კოტე მარჯანიშვილის თეატრისა და კერძო კოლექციაში (ფოტო N6) დაცული აღნიშნული სპექტაკლის თხუთმეტი კოსტიუმის ესკიზის იდენტიფიკაციამ, ანუ: 1) კოსტიუმის ესკიზთა სტილისტურმა ერთიანობამ; 2) პერსონაჟთა ფერადოვანმა კუბო-ფუტურისტულმა კოსტიუმებმა, ექსპრესიული, ზოგან გროტესკული გამოსახულებებით; 3) შესრულების მხატვრულმა მანერამ; 4) მხატვრის ავტოგრაფების შედარებამ (ფოტოN6-2) ცხადყო კირილ ზდანევიჩის საავტორო კუთვნილება. ოთხივე კოსტიუმის ესკიზი ნამდვილად ემთხვევა რუსთაველის თეატრის 1924 წელს დადგმულ პიესა „მალშტრემი“-ს კოსტიუმის ესკიზებს. როგორც უკვე აღვნიშნე, კვლევის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს დავით კაკაბაძის აკვარელით შესრულებული კოსტიუმის ესკიზი, ავტოგრაფით „დ.კაკაბაძე“ და განსაკუთრებით მის უკანა მხარეს უცნობი მხატვრის მიერ გამოსახული დაუსრულებელი გრაფიკული კომპოზიცია, რომელიც პეტრე ოცხელის ხელწერას ჰგავს. ეჭვს იწვევს წარწერა: „თეატრი რუსთაველის, პიესა „მალშტრემ“ მხატვარი გამრეკელი ირ. ესკიზი ტანსაცმლის“ (ფოტო1.) მოგახსენებთ, რომ სპექტაკლი „მალშტრემი“ დაიდგა 1924 წელს. შეუძლებელია, დავით კაკაბაძეს რაიმე შეხება ჰქონოდა ამ დადგმასთან, რადგანაც 1919-1926 წ-ში იგი საფრანგეთში იმყოფებოდამერი მაცაბერიძე „დავით კაკაბაძე“, საქართველოს თეატრის,მუსიკის,კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა წიგნი I- გვ 127, თბილისი 2011.ამდენად, უნდა დადგინდეს თეატრალური კოსტიუმის ესკიზის მხატვრის საავტორო კუთვნილება, რატომ, როდის, რისთვის და სად დაიხატა იგი. მხატვრის საავტორო კუთვნილების დასადგენად, აღნიშნული ესკიზი შევადარე დავით კაკაბაძის მიერ ქაღალდზე, სველი აკვარელის ტექნიკით შესრულებულ თეატრალური კოსტიუმის შვიდ მსგავს ესკიზს, რომლებიც შექმნილია 1927წ.) ხალხური თქმულება „ამირანი“, კოტე მეღვინეთუხუცესის განუხორციელებელი საოპერო დადგმა, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი,Коте Марджанишвили, сборник материалов, воспоминания К.Мегвинет-Ухуцеси изд. ,,Литература да хеловнеба“, стр.363, Тбилиси 1966.5 ცალი, 1927წ.ვ. ჭიაურელი, ლ.რჩეულიშვილი „დავით კაკაბაძე“, ალბომი, გვ.8; 170 თბილისი 1983(ფოტო #7)და გერმანელი ექსპრესიონისტი-დრამატურგის ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, 2 ცალი, 1928 წ. (ფოტო #8,9) პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს არის დავით კაკაბაძისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტატორული თვისება, თემატური სერიების შექმნისკენ მიდრეკილება, როდესაც მხატვარი, დროის გარკვეულ მონაკვეთში, შესრულების ერთ რომელიმე მხატვრულ სტილს და შესრულების ტექნიკას ირჩევს და თითქმის ერთი ზომის ფორმატის ათეულ ნახატს ქმნის (მაგ., სველი აკვარელის ტექნიკით შესრულებული „ბრეტანის“ პეიზაჟის სერია)ნ. ურუშაძე, დავით კაკაბაძე თეატრში. გვ.82 საქ. თეატრ. საზ-ბა, თბ.,1982.ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ყველა კოსტიუმის ესკიზი სტილისტური და ტექნიკური შესრულებით ახლოს დგას ერთმანეთთან: 1)კომპოზიციური გადაწყვეტა; 2) პირობითი კონტურებით აღნიშნული სახის ნაკვთები; 3) ტუშით შემოსაზღვრული ფიგურის მკაფიო სილუეტი; 4) ტანსაცმლის ნაოჭის კონტურული გამოსახულება; 5) ფიგურის აკვარელის მუქი და ნათელი ჩრდილებით  მსუბუქად  მოდელირებული ჰაეროვანი ფორმები; 6) სილუეტის გარშემო გაჟონილი საღებავის მსუბუქი ჩრდილი, რითაც მხატვარი ქმნის ქაღალდის თეთრი სიბრტყიდან გამოსახულების ამოწევის (რელიეფურობის) ილუზიას; 7) ცხადად და ზუსტად კონსტრუირებული კოსტიუმი (გათვლილი მკერავზე) და ბოლოს 8) ესკიზების მარჯვენა ქვედა ნაწილში ფანქრით მხატვრის ხელმოწერა „დ. კაკაბაძე“. ვფიქრობ, რომ შედარების საფუძველზე უცნობი დადგმის ესკიზი დავით კაკაბაძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ საოპერო დადგმა ხალხური თქმულება „ამირანი“-სთვის შექმნილი კოსტიუმები ხასიათით ქართული ეროვნული სამოსის ელემენტებს ატარებს, (ფოტო #7) ხოლო ერნსტ ტოლერის პიესის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ ესკიზები ხასიათით ევროპულია, რაც თავისთავად ცხადია, ნაწარმოების სიუჟეტიდან გამომდინარეობს. საკვლევი კოსტიუმის ესკიზიც ევროპული სამოსის ელემენტებს ატარებს და ჰგავს მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმის კოლექციაში დაცულ დავით კაკაბაძის მიერ შექმნილი ერნსტ ტოლერის პიესის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ერნსტ ტოლერი „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ - დრამა 4 მოქმედებად მთარგმნელი – ბესო ჟღენტი, დამდგმელი რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, რეჟისორი – დოდო ანთაძე, მხატვარი – დავით კაკაბაძე, კომპოზიტორი – თამარ ვახვახიშვილი, ქორეოგრაფი – დავით მაჭავარიანი. ქუთაის-ბათომის დრამატული თეატრი. პრემიერა – 1928 წლის 3 ნოემბერი /სეზონის გახსნა/კოსტიუმის ესკიზებს. (ფოტო #8-9)
06
07
0809

ტოლერის პიესაში, ყოფილი სიკვდილმისჯილი მეამბოხე, პატიმარი კარლ ტომასი, შეწყალების შემდეგ საგიჟეთში ხვდება. საგიჟეთიდან გამოსვლის შემდეგ, მისი თანამოაზრე, ფრაუ მელერი „გრანდ ოტელის“ რესტორანში მას უმცროსი კელნერის თანამდებობაზე მოაწყობს. საკვლევი ესკიზის ცენტრში წარმოდგენილია სასტუმროს მოსამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი, წელში გამართული ახალგაზრდა მამაკაცის ფიგურა. (ფოტო#10) თავი 3/4 მარჯვნივ მიმართული. სახის ნაკვთები პირობითი კონტურებითაა გამოსახული. აცვია წითელი ორბორტიანი მუნდირი, ლურჯი შარვალი, ხელები მჭიდროდ აქვს სხეულის პარალელურად დაშვებული. ფეხის ქუსლები ერთმანეთთანაა მიდგმული. სხეულის პოზა მზაობას გამოსახავს. თავზე ახურავს ნიკაპქვეშა თასმით დამაგრებული წითელი ტაბლეტის ფორმის ქუდი, რაც უნიფორმის დასრულებულ და სრულყოფილ სახეს ქმნის. ქუდის ბორტზე იკითხება რუსული ასოები МЛК. ქუდზე გამოსახული რუსული ასოები МЛК იშიფრება როგორც „Младший Кельнер“ - უმცროსი კელნერი. (ფოტო #11) ეჭვს გარეშეა, აღნიშნული კოსტიუმის ესკიზი შესრულებულია 1928 წელს ქუთაის-ბათომის დრამატული თეატრის დადგმისთვის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, რომ ესკიზის მეორე მხარეს ფანქარში შესრულებული ჩანახატი უნდა ეკუთვნოდეს პეტრე ოცხელს, ის დამაჯერებელი ხდება, რადგანაც ამ პერიოდში პეტრე ოცხელი1927 წ-ს კოტე მარჯანიშვილი აყალიბებს II სახელმწიფო ქუთაის-ბათომის დრამატულ თეატრს და ეძებს ახალ კადრებს. კოტე მარჯანიშვილის ნოვატორული ბუნება და თანამედროვე ხედვა მოითხოვდა, ასევე, თანამედროვე ხედვის მხატვარს. მან თეატრში მიიწვია თეატრის სფეროში „ხელგაუტეხავი“, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებული დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი. გამონაკლისი იყო პეტრე ოცხელი, რომელსაც თეატრის მხატვრობაში მცირე გამოცდილება ჰქონდა. 1927 წელს კოტე მარჯანიშვილი დაესწრო ვლადიმერ შვეიცერის (პესიმისტის) მიერ 1926 წელს თბილისში დაარსებული რუსული თანამედროვე დრამის მუშათა თეატრის სპექტაკლს, ანატოლი ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლებს“. რეჟ. ვახტანგ აბაშიძე, სცენოგრაფი - სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი, 20 წლის პეტრე ოცხელია. სპექტაკლის დამთავრებისთანავე კოტე მარჯანიშვილი სთავაზობს მას ქუთაის-ბათომის დრამატული თეატრის მთავარი მხატვრის პოზიციას.უკვე ქუთაისის დრამატული თეატრის მხატვარია და დავით კაკაბაძესთან ერთად მარჯანიშვილის შემოქმედებით სახელოსნოში იმყოფება. პეტრე ოცხელის თანამედროვეთა გადმოცემით, მას ჩვევად ჰქონდა, ფიქრებში გართულს, უბის წიგნაკში ან ნებისმიერი ქაღალდის თავისუფალ არეზე სწრაფი ჩანახატების კეთება. დავით კაკაბაძის ესკიზის უკანა მხარეს ფანქარში შესრულებული გრაფიკული კომპოზიციის წრეში, ნახევარ რკალად ჩაწოლილი გაშლილი მამაკაცის შიშველი ფიგურაა გამოსახული (ქაღალდი, ფანქარი, 25,2X17,8), (ფოტო#12) რომელიც წრის მოძრაობას მიყვება. წრე კომპოზიციის შიგნით სპირალურად ტრიალდება. მოძრაობა მიჰყვება კაცის სხეულის ზურგის მოქნილ ხაზს, გადადის მამაკაცის თავს ზემოთ აწეულ რკალად გადატარებულ ხელზე, უერთდება ნიკაპ ქვეშ ამოდებულ მეორე ხელს, რომლიითაც ეყრდნობა მოხრილი ფეხის მუხლს, საიდანაც მოძრაობა მიედინება მამაკაცის შეზნექილ მუცელთან გაჩენილ თავისუფალ არესთან და იქ სიღრმეში უჩინარდება. ჩნდება ზერეალური განცდა, თითქოს სამყაროს კოსმიური მორევიდან ამოცურებული ფიგურა პლაცენტარულ გარსშია ჩასმული. გამოსახულება რთულად აღსაქმელია, რადგანაც მამაკაცის სხეულზეც და მის გარშემოც მრავალი გრაფიკული ვარიაციაა აღბეჭდილი, რაც ქაოსს ქმნის (ამას ემატება ჩანახატზე გაკეთებული სამუზეუმო წარწერაც). თუმცა, სხეულის სილუეტის მუქი კონტურის საშუალებით ვხედავთ, როგორ იბადება ქაოსიდან ადამიანი, რომლის სხეულის პლასტიკაში, სახის გამომეტყველებაში, დაძაბულ, შიშნარევ მზერაში, მთლიანად იერში უსუსურობა იგრძნობა და თითქოს ელოდება შემოქმედის ხელის შეხებას. ვფიქრობ, რომ ეს მხატვრის ალუზიაა ბიბლიურ ადამზე და ადამიანის მარადიული დაბადების პროცესს ასახავს. ამ აზრს ამყარებს ნახატის მარცხენა მხარეს გამოსახული ქალის პლასტიკური, წელში გაზნექილი შიშველი ტორსის მკრთალი გამოსახულება უტრირებული ხელით და გაშლილი თლილი თითებით (სადაც ადამია, იქ ევაც მოიაზრება). მხატვრის საავტორო კუთვნილების დასადგენად აღწერილი გრაფიკული კომპოზიცია, - პირობითად შეიძლება მას დავარქვათ „ადამის დაბადება“ - შევადარე პეტრე ოცხელის მიერ შესრულებულ სამ გრაფიკულ ეტიუდს, რომელნიც მივიჩნიე ამ ჩანახატის ლოგიკურ გაგრძელებად. სამივე ნამუშევარი დაუთარიღებელია და შექმნილია განუხორციელებელი ბარელიეფისათვის, რომელიც მხატვრის დამ, ნინო ოცხელმა 1981 წელს გადასცა მუზეუმს.თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ოქმი N 380;391, შემოსულობათა წიგნი N 20850/1-39, 1981 წ. დ-N 2996; 3046; 3115;ორ მათგანზე - გრაფიკულ ეტიუდზე ტონდოსთვის, სახელწოდებით: „ბარელიეფი ქორწინების სახლისთვის“ (ფოტო #13) ერთმანეთის მსგავსი, შიშველი შეყვარებული წყვილის დაუსრულებელი გრაფიკული კომპოზიციებია გამოსახული იმ განსხვავებით, რომ ერთი მთლიანად ფანქარითაა შესრულებული და წრეშია ჩახატული, ხოლო მეორე კომპოზიციაში შეყვარებული წყვილის ფიგურები წითელი აკვარელითაა შეფერილი (ფოტო14) (ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი, 30X40). ამ უკანასკნელზე გამოსახულია (წარმოსახვითი) წრის ძირში ჩაწოლილი წაგრძელებული პროპორციების მამაკაცის სხეული. მამაკაცის მენჯს (თეძოს) უკან კომპოზიციის ცენტრში აღმართულია ქალის მანერულად გაზნექილი, გველისებრი გრაციის მქონე პლასტიკური ტორსი. შიშველი ფიგურები ერთმანეთთან ფეხებითაა გადაჯაჭვული. ჩნდება განცდა, რომ ისინი ერთი მთლიანის ორ ნაწილს შეადგენს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქალი ყვავილთა წნულის თაღშია მოქცეული. ქალის ზეაწეული ხელი თაღს ზემოთაა გადმოცურებული, ხელის მტევანი კი ფორმით გველის თავს ჰგავს. მეორე ხელში ორი თითით, მანერულად, სამოთხის ყვავილის სიმბოლო, ვარდი უჭირავს. ქრისტიანულ ხელოვნებაში ვარდი სამოთხის ყვავილად არის მიჩნეული. წმინდა ამბროსი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა ვარდს ეკლები. „ვიდრე ვარდი ამქვეყნიური მცენარე გახდებოდა, იგი სამოთხის ბაღში ხარობდა და მას ეკლები არ ჰქონდა. მხოლოდ ადამისა და ევას დაცემის შემდეგ გაუჩნდა ვარდს ეკლები, რათა კაცობრიობისთვის შეეხსენებინა პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა და მათი სამოთხიდან განდევნა, თუმცა, ვარდის სურნელი კვლავ აღუძრავს ადამიანებს სამოთხეში განცხრომით ცხოვრების მოგონებას“.ლექსიკონი-სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში-(ვ–ზ–თ–ი) http://www.nplg.gov.ge/ განახლებული 2016რაც შეეხება ფიგურათა წითელ შეფერილობას, პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი „იუდეველთა სიძველენში“ წერს, რომ ადამი შეიქმნა თიხისაგან: „მოასწავებს ესე ებრაულთა ენისაებრ მეწამულსა, ვინაითგან მეწამულისა ქუეყანისაგან აღზელილსა იქმნა, რამეთუ ესევითარ ქალწულ ქუეყანაჲ და მეწამული“.იოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელისსიტყუაობისანი[ტექსტი გამოსცა,გამოკვლევა დაურთო ნ. მელიქიშვილმა], ტ.I, 1,1, „მეცნიერება“. თბილისი, 1987, გვ. 93ტერმინი „ადომ“ ებრაულში ნიშნავს მეწამულს (წითელს), რაც თიხაზე მითითებისკენ მიდის. ადომ-ადამ (შემოკლებაში ადმ), ზოგადად, ადამიანსაც ნიშნავს და ადამსაც“.გიორგი გველესიანი „ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანში არსებული ღვთის ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის შესახებ“რელიგიურ საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“, გვ. 177, თბილისი 2014ვფიქრობ, მართებული იქნება მივიჩნიოთ, რომ წრე ცის თაღია, ადამისა და ევას გამოსახულებით სამოთხის ბაღში. მხატვრის მიერ გამოსახული ევა და ადამი უკვე ცოდვით არიან დაცემული. ქალის მანერულად მოქნილ სხეულში, სილუეტის პლასტიკურ ხაზში გველისებრი გრაცია იკითხება. გველი ცდუნების სახით თავად ქალშია, რომელზეც მეტყველებს თაღიდან გადმოსრიალებული ევას გველის თავის ფორმის ხელი. ქალს სახეზე განცხრომისა და ნატვრის ვნება აწერია, რაც კეთილისა და ბოროტის ცნობადი ხის აკრძალული ნაყოფის გასინჯვის სურვილითაა გამოწვეული. ადამიც უკვე ეშმაკს შეუპყრია, მისი ზეაწეული ხელის მტევანი (რომელიც ევას ხელის მოძრაობას რიტმულად იმეორებს), მოგვაგონებს პირდაღებულ გველს, გაორკაპებული ენით. მათ შუა კი თეთრი ვარდი, სიწმინდის სიმბოლოა გამოსახული, რაც ბოროტისა და კეთილის მარადიულ ჭიდილზე მიუთითებს. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბნელის და ნათლის, შავის და თეთრის, ინის და იანის თემა პეტრე ოცხელის შემოქმედებას ლეიტმოტივად მიყვება, რაც მომავალი კვლევისა და განხილვის საგანია).
1011
12
13
14

მესამე, დასრულებულ ეტიუდზე ბარელიეფისთვის წარმოდგენილი შიშველი მამაკაცის სკულპტურული გამოსახულება შავ ფონზე უბრალოდ გასხეულებულ–გასახიერებული ადამია, რომელიც მყარად დგას დედამიწაზე (ქაღალდი,აკვარელი 26X14) (ფოტო 15). მიუხედავად იმისა, რომ განხილული ჩანახატი: „ადამის დაბადება“ დაუსრულებელია, შედარებისას მაინც იკვეთება მხატვრისათვის დამახასიათებელი რიგი სტილისტური ნიშნებისა: 1) წრიული კომპოზიცია; 2) სილუეტში გამოვლენილი პლასტიკურად მეტყველი ხაზი; 2) მკაფიო აგება; 3) ფორმათა უტრირება-სტილიზაცია; 4) ხელის თითების მანერულობა; 5) მამაკაცის სახის ტიპი: სხეულთან შედარებით პატარა თავი, მოგრძო სახის ოვალი, გამოკვეთილი ნიკაპით, დაქანებული დაბალი შუბლი, რკალად შეერთებული ცხვირის ხაზთან, გაწელილი თვალ-ბუდე, სქელი მგრძნობიარე ტუჩები. ვფიქრობ, რომ მსგავსება (პირველი ადამის მეორესთან), (ფოტო#16) საკმაოდ თვალსაჩინოა. შედარების საფუძველზე მიმაჩნია, რომ დავით კაკაბაძის მამაკაცის ესკიზის უკანა მხარეს გამოსახულია პეტრე ოცხელის გრაფიკული კომპოზიცია, რომელიც შესრულებულია არა უგვიანეს 1928-29 წწ. განხილულ ოთხივე ნამუშევარს მივაკუთვნებ სერიას „ალუზიები ბიბლიურ თემაზე“, რადგანაც ამ თემის გაგრძელებას ვხვდებით სხვა კოლექციებში არსებულ ნამუშევრებშიც. ჩამოვაყალიბებ მოსაზრებას, თუ რატომ მიაკუთვნა მუზეუმის თანამშრომელმა ზემოთ განხილული მხატვრების - კირილ ზდანევიჩის, დავით კაკაბაძის და პეტრე ოცხელის ნამუშევრები მხატვარ ირაკლი გამრეკელს. მუზეუმის საინვენტარო წიგნში ჩანაწერი გაკეთებულია 1949 წელს. ამ პერიოდში სათეატრო მუზეუმის დირექტორი იყო თეატრმცოდნე, დრამატურგი გუგული ბუხნიკაშვილი,გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 20 მაისი, 1897, სურამი, ახლანდელი ხაშურის რაიონი — გ. 30 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, კულტურის დარგის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950). (ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 513-514. 40 წელი ხელმძღვანელობდა თეატრის მუსიკის და კინოს მუზეუმს (1939-1979)სწავლული მდივანი - თეატრმცოდნე სერგო გერსამიასერგო გერსამია (დ.1894 გ.1969წ.) თეატრმცოდნე. თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის სწავლული მდივანი 1944-1957, მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი. მის მიერაა შედგენილი თეატრალურ მოღვაწეთა პირველი კარტოთეკა, ცნობილია, როგორც „ძია სერგოს ბარათები“, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ. კარტოთეკა საფუძვლად დაედო საიუბილეო თარიღების გამოცემას და, ასევე, ქართული თეატრალური ენციკლოპედიის გამოცემის იდეას.……ორივე საქართველოში რევოლუციამდელი (1917) და რევოლუციის შემდგომი თეატრის განვითარების მემატიანე. მათთან ერთად ამ პერიოდში მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა თეატრმცოდნე ესტატე ბერიაშვილი (1935-56), რომელმაც კოლექციონერ და რუსთაველის თეატრის გამგე (1937-1945) პაპუნა წერეთელთანრუსთაველის მუზეუმს განადგურების საშიშროება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაემუქრა, სანდრო ახმეტელისა და მისი ,,ფაშისტური ჯგუფის“ დაპატიმრების შემდეგ, თეატრში გამოცხადდა შინსახკომის წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა სანდრო ახმეტელთან და რუსთაველის თეტრის მსახიობებთან დაკავშირებული მასალის ფონდებიდან ამოღება და განადგურება. ბატონებმა - პაპუნა წერეთელმა და ესტატე ბერიაშვილმა მომავალ თაობებს სიცოცხლის რისკის ფასად შემოუნახეს არქივი, თეატრის ეზოში ძველი გაზეთებისა და უსარგებლო ქაღალდების კოცონი გააჩაღეს და მეორე დღეს „სამუზეუმო მასალის განადგურების აქტი“ მთავრობის წარმომადგენელს ჩააბარეს. ბატონმა ესტატე ბერიაშვილმა თითოეული ფურცელი მალულად შინ გადაიტანა, 20 წელი რუდუნებით მოუარა და 1956 წელს მუზეუმს დაუბრუნა. . „საბჭოთა ხელოვნება“, 1987/4, გვ. 62ერთად (1936 წ.) განადგურებისგან იხსნა რუსთაველის თეატრის მუზეუმის არქივი. ძნელი დასაჯერებელია, რომ რომელიმე მათგანს შეცდომა დაეშვა ან ზერელე ჩანაწერი გაეკეთებინა. ვფიქრობ, რომ ჩანაწერი გააზრებულადაა შენიღბული, რადგანაც 1949 წელს კირილ ზდანევიჩს ცრუ დასმენის გამო აპატიმრებენ. 1948 წელს დავით კაკაბაძეს ანთავისუფლებენ თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის პროფესორის თანამდებობიდან. მას დევნიან, როგორც „ფორმალისტ“ მხატვარს, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს საბჭოთა სისტემისათვის, იგი სამსახურიდან დაითხოვეს. შრომის წიგნაკში ჩაუწერეს, რომ არ შესწევს სტუდენტების სოციალისტური რეალიზმის პრინციპებით აღზრდის უნარი.ქეთევან კინწურაშვილი. მონოგრაფია - „დავით კაკაბაძე, მე-20 საუკუნის კლასიკოსი“, 2002 წ., სანკტ-პეტერბურგი. გვ. 1371937 წელს, როგორც ხალხის მტრები, დახვრიტეს სანდრო ახმეტელი და პეტრე ოცხელი.ვასილ კიკნაძე „წამებული რაინდები“, გვ.71 გამომცემლობა „ქართული თეატრი“ თბილისი, 1992გრიგოლ რობაქიძე 1931 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო, მისი სახელის ხსენებაც (1962-მდე გარდაცვალებამდე) კი იკრძალებოდა. ალბათ, გონივრული იყო 1943წ-ს უკვე გარდაცვლილი ირაკლი გამრეკელის სახელის გამოყენება და თუ შემოწმებაზე მთავრობის წარმომადგენელი მოვიდოდა, რომელიც მუზეუმის არქივის შემოწმებას სწორედ საინვენტარო წიგნიდან დაიწყებდა, თვალში აღარ მოხვდებოდა გრიგოლ რობაქიძის, სანდრო ახმეტელის, პეტრე ოცხელის და კირილ ზდანევიჩის სახელები. 1930-იანი წლებიდან დაწყებული, რეპრესიები 1950-იან წლებამდე გრძელდებოდა. მხოლოდ სტალინის გარდაცვალების (1953) შემდეგ ხრუშჩოვის (1953-1964) ე.წ. „დათბობის“ პერიოდში მოხდა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. მუზეუმის თანამშრომლებმა საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად შეინარჩუნეს, ჩვენამდე მოიტანეს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნეს ქართული თეატრის ისტორია. ამდენად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კუთვნილი ექსპონატების ხუთი კოსტიუმის ესკიზიდან, ოთხი კოსტიუმის ესკიზის ავტორი მხატვარი კირილ ზდანევიჩია. ესკიზები შექმნილია რუსთაველის სახელობის თეატრში  დადგმული, გრიგოლ რობაქიძის ფანტასმაგორიული პიესისთვის „მალშტრემ“, დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი. პრემიერა – 1924წლის 3 აპრილი. მეხუთე კოსტიუმის ესკიზის ავტორი დავით კაკაბაძეა. ესკიზი შექმნილია ქუთაის-ბათომის II დრამატული თეატრის სპექტაკლისთვის, რომელიც დაიდგა გერმანელი ექსპრესიონისტი-დრამატურგის, ერნსტ ტოლერის პიესის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ მიხედვით, დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. რეჟისორი – დოდო ანთაძე. პრემიერა – 1928 წლის 3 ნოემბერი /სეზონის გახსნა/. ამ ესკიზის უკანა მხარეს გამოსახული გრაფიკული კომპოზიცია, „ადამის დაბადება“ შესრულებულია მხატვარ-სცენოგრაფ პეტრე ოცხელის მიერ, 1928 წელს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მხატვრის შემოქმედების დღემდე უცნობი პლასტი, მისი რელიგიური მრწამსი (იგი, როგორც ჩანს, მორწმუნე კათოლიკე იყო), დასათაურდა ოთხი გრაფიკული ნამუშევარი 1) „ადამის დაბადება“ 2-3) „ადამი და ევა“, 4) „ადამი“. მიენიჭა ზოგადი განსაზღვრება „ალუზიები ბიბლიურ თემაზე“. ამრიგად, საინვენტარო წიგნში არსებული ბუნდოვანება გამოწვეულია იმ პერიოდის რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებით პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებების მიმართ. საფუძვლიანი გააზრება კი სინამდვილეს ასახავს.
15
16


ნანახია: 11279-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani