Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Home
2015
ჟანი მეძმარიაშვილი ჟანი მეძმარიაშვილი
დალი ლებანიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება რთულ ისტორიულ პირობებში ჩამოყალიბდა და დღევანდელ დღემდე საინტერესო გზა განვლო.
ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილი, შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იან წლებში გამოვიდა. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ორმოცდაათიანელებს“ უწოდებენ და საბჭოთა ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია მოღვაწეობა. „ორმოცდაათიანელებმა“ ხმა აიმაღლეს თავისუფალი  ინდივიდუალობის გამოსახატავად და მეამბოხე თაობის სახელი დაიმკვიდრეს. ამგვარი „არასაბჭოური“ პოზიციის გამო ჟ. მაძმარიაშვილი სამხატვრო აკადემიიდან ერთი წლით გაირიცხა.

ოთარ ჯაფარიძე ოთარ ჯაფარიძე
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი


ჩვენი სტუმრობა ბატონ ოთარ ჯაფარიძესთან  ერთი წლის წინ, 2014  წლის 11 აპრილს შედგა. ბუნებრივია წინასწარ დავურეკე და შევთანხმდით, მეორე დღეს ვესტუმრებოდი ჩემს კოლეგასთან, თამარ ბელაშვილთან ერთად.

თამაზ ჯინჭარაძე თამაზ ჯინჭარაძე
ქეთევან მაჭავარიანი
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი.


ფერმწერ თამაზ ჯინჭარაძის შემოქმედება  ბევრისთვის  დღემდე უცნობია. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მას არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა საქართველოში, არც საზღვარგარეთ. სხვადასხვა გამოფენებზე, ძირითადად, საბჭოთა პერიოდში, მონაწილეობა მიუღია, მაგრამ როგორც ბატონმა თამაზმა გვითხრა, მისთვის საკუთარი შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნამუშევრების სხვებისთვის წარდგენა და შემდეგ მათი გაყიდვა. დღეს მოხუცი მხატვარი მარტო ცხოვრობს თბილისიდან მოშორებით, სოფელ ლისში.  სამსართულიანი სახლი და ეზო თავისი ხელით აქვს მოწყობილი, ამიტომ, შვილების დიდი თხოვნის მიუხედავად, მაინც აქ ცხოვრება ურჩევნია დედაქალაქში დაბრუნებას. მისი ნამუშევრები ამ სახლის გარდა, შვილების ოჯახებში ინახება და მხატვრის სურვილის შესაბამისად, მათ არ ყიდიან.

ინტერვიუ მხატვარ–კერამიკოს ნანა კიკნაძესთან ინტერვიუ მხატვარ–კერამიკოს ნანა კიკნაძესთან
სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.


1960-იანი წლები ქართული კერამიკული ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ამ დროს ნიჭით გამორჩეული არაერთი  ხელოვანი გამოდის შემოქმედებით ასპარეზზე, რომელთა ერთობლივმა მოღვაწეობამაც განსხვავებულ, მაღალ მხატვრულ და პროფესიონალურ დონეზე აიყვანა კერამიკული ხელოვნება, საყოველთაო აღიარება მოუტანა მას და საპატიო ადგილი დაუმკვიდრა თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ისტორიაში. ამ სახლგანთქმული სკოლის სათავეებთან დგას მხატვარ-კერამიკოსი ნანა კიკნაძეც რომელიც მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს როგორც ხელოვანი, გამოყენებითი ხელოვნების ისტორიკოსი და პედაგოგი. მან თავისი  პროფესიონალიზმით, საქმის  სიყვარულით და დაუღალავი შრომით ხელი შეუწყო დეკორატიული ხელოვნების აღნიშნული დარგის განვითარებას.

ქართული ქალაქთმშენებლობითი პრობლემები 1960-1970 წლებში ქართული ქალაქთმშენებლობითი პრობლემები 1960-1970 წლებში

(თბილისის მაგალითზე)

ნინო ასათიანი
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

ქართულ ქალაქთმშენებლობაში 1960-70 წლები მისი განვითარების საყურადღებო ეტაპია. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქალაქების ინტენსიური ზრდა და მათ განვითარებაში მრავალი სიახლე გაჩნდა. ამ პროცესების გააზრება და კრიტიკული შესწავლა დღეს უკვე გადაუდებელ ამოცანად ისახება.

ქართული  მხატვრობის „დიონისური ღამე“ (1914-1922) ქართული მხატვრობის „დიონისური ღამე“ (1914-1922)
ირინე აბესაძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალერიან გაფრინდაშვილმა 1924 წელს, ჟურნალში „კავკასიონი“ 1914-1922 წლების ქართულ პოეზიას „დიონისური ღამე“ უწოდა.გაფრინდაშვილი ვალერიან, შენიშვნები ლირიკაზე, ჟ. „კავკასიონი“, #3 – 4, 1924იგივე შეიძლება ითქვას იმავე პერიოდის ქართულ მხატვრობაზეც. საერთო კრიზისულმა სიტუაციამ (ომი, რევოლუციები) გაამძაფრა ხელოვანის ირონია და სკეპტიციზმი. ყოველივე აღნიშნულმა კი განსაკუთრებული სიმახვილე შესძინა შემოქმედის ინტუიციას, რომელიც მტკივნეულად ირეკლავდა ეპოქის ტრაგედიას და სატკივარს. ნატურის, გარემომცელი სამყაროს პასიური ასახვა, ბუნებრივია, ვეღარ პასუხობდა იმ ქარცეცხლიანი დღეების მოთხოვნებს.
...
დაწვრილებით...

ხილული სინამდვილის გადმოცემისათვის ქართულ ხელოვნებაში ხილული სინამდვილის გადმოცემისათვის ქართულ ხელოვნებაში

(დ. გაბაშვილის „ნატჲურმორტი ხოჭოთი“)

დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევთი ეროვნული ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


2014 წლის ნოემბრის ბოლოს, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში ჩვენი ცნობილი ფერმწერის, მოქანდაკის, დაზგური და წიგნის გრაფიკის, ასევე პლაკატის ოსტატის დავით გაბაშვილის (1924-1995) ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი. თუმცა ხელოვანის დაბადებიდან 100 წლის შესრულების გამო გამართული ეს ჩვენება არ მოიცავდა - და ვერც დაიტევდა! - მის მთელ დანატოვარს, მან, ვგონებ, ყველა მნახველს შეაგრძნობინა მხატვრის შემოქმედებითი მრავალფეროვნებაც, ოსტატობის დონეცა და შექმნილის მნიშვნელოვნებაც.
...

დაწვრილებით...

შალვა ქიქოძე – „სამი მხატვარი“ შალვა ქიქოძე – „სამი მხატვარი“
ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი

შალვა ქიქოძის  ფერწერული ტილოს - „სამი მხატვარი“-ს ხილვისას ბევრ კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს და პასუხებიც, რა თქმა უნდა, ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ მაინც ინტერპრეტაციის მხოლოდ მცდელობიდანაც კი შეიძლება გამოჩნდეს, თუ რამდენად მრავალმხრივი და ღრმა შრეებია ამ ნამუშევარში დაშიფრული.(ილ. 1)

ქართული სცენოგრაფიის ისტორიისათვის ქართული სცენოგრაფიის ისტორიისათვის
მარიანა ო'კლეი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ქართული ხელოვნების უდიდესმა ისტორიულმა ტრადიციამ, ქართულმა სულმა, ქართველი ხალხის  თეატრალურმა ბუნებამ  განაპირობა ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების თავისებური, თვითმყოფადი სახე.  ქართული სცენოგრაფია, მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით, ყოველთვის იდგა ჩვენი ხელოვნების ავანგარდში. მისი განუმეორებელი ხასიათი თვით საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განსაზღვრა: ერთი მხრივ, ემოციური, დეკორატიული აღმოსავლური გარემო, მეორე მხრივ კი, რაცოინალური, მუდამ პროგრესირებადი, ცვალებადი, ახალი მხატვრული ფორმის ძიებისაკენ მიმართული, ლაკონიური დასავლური სამყარო.

პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე
მერი მაცაბერიძე
UTA Union - ექსპერტი მერი მაცაბერიძე

1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან თითქმის 100 წელი გავიდა. დღეს უფრო შემზარავად გამოიყურება „კომუნისტური ქვეყნის“ მშენებლობის სიბოროტე. ახალი სოციალისტური ქვეყნის შექმნას უამრავი უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „რეპრესირების პირველი ტალღა 1921–24 წწ. შეეხო იმ წრეებს, რომელისთვისაც მიუღებელი იყო ახალი წყობა. ესენი იყვნენ სასულიერო პირები, ინტელიგენცია და სამხედრო ელიტა. შემდეგ კი ჯერი სამეცნიერო ელიტაზე და ხელოვნების სფეროში მოღვაწეებზე დგება. 1937 წ-ს ადამიანთა დაპატიმრებამ, დახვრეტამ, გადასახლებამ კულმინაციას მიაღწია. რეპრესიებს შეეწირა მხატვარი, სცენოგრაფი პეტრე ოცხელიც,(ილ. 1) რომელიც, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად, ქართული თეატრის აღორძინების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი დააპატიმრეს მოსკოვში, ხოლო დაკითხეს, გაასამართლეს და დახვრიტეს თბილისში. საბედნიეროდ კონფისკაციას გადაურჩა მისი რამდენიმე წერილი, რომლებიც რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის ოჯახში ინახებოდა და ჯერ არ გამოქვეყნებულა.

1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის აფიშები და მათი როლი ქართული სარეკლამო ხელოვნების შემდგომ განვითარებაში 1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის აფიშები და მათი როლი ქართული სარეკლამო ხელოვნების შემდგომ განვითარებაში

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ქართული გრაფიკის განვითარების ისტორიაში საინფორმაციო-სარეკლამო  ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დამკვიდრებული. მისი საწყისები მე-19-ე საუკუნის ბოლოდან იკვეთება - ჩნდება სავაჭრო დანიშნულების ეტიკეტები, ფირნიშები, ღია ბარათები, სხვადასხვა ტიპის სამაუწყებლო პოსტერები.


სამუზეუმო კვარტალი თბილისში სამუზეუმო კვარტალი თბილისში
(საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის შენობების ისტორიულ არქიტექტურული კვლევა).

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევთი ეროვნული ცენტრი


„სამუზეუმო კვარტალი“ თბილისში მდებარეობს რუსთაველის პროსპექტსა, ა. ფურცელაძის, ლ. გუდიაშვილის ქუჩების და ლ. გუდიაშვილის შესახვევს შორის (რუსთაველის პროსპექტი, № 3). ამჟამად აქ განლაგებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კორპუსები.
ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საგანს წარმოადგენს აღნიშნული კვარტალის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის კორპუსების შენობა-ნაგებობების ისტორია და არქიტექტურის განვითარება დაწყებული XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული კოლექციის ზოგადი დახასიათებისათვის  (XX ს-ის 20-40-იანი წლების ესკიზები) შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული კოლექციის ზოგადი დახასიათებისათვის (XX ს-ის 20-40-იანი წლების ესკიზები)

ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ნიმუშების, კერძოდ, ესკიზების მდიდარი კოლექცია მოიცავს, როგორც ქართველ მხატვართა, ასევე, რამდენიმე რუსი მხატვრის ნამუშევრებს. კოლექციის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ XX ს-ის 20-40-იანი წლების ქართული სცენოგრაფიის განვითარების გზას და ამ განვითარების პროცესში გამოვლენილ ძირითად მიმართულებასა თუ ტენდენციას.


Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani