Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ჩვენს შესახებ

2022 წლიდან, ახალი ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - https://new.georgianart.ge/

 


 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ელექტრონული ჟურნალი Ars Georgica ახალი და თანამედროვე ხელოვნების საკითხებს ეთმობა. იგი, უმთავრესად, ამ დროის ქართული ხელოვნების ისტორიას, მის მხატვრულ-ესთეტიკურ პრობლემებთან და ახალი და თანამედროვე ქართული კულტურის საკითხებთან დაკავშირებულ გამოკვლევებს მოიცავს.

 


Ars Georgica გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებულს წარმოადგენდა. 1942-2001 წლებში გამოიცა მისი თერთმეტი ტომი. მე-6 ტომიდან ჟურნალი ორ - A და B სერიად გაიყო. A სერია ძველი ხელოვნებისადმი მიძღვნილ კვლევებს ეთმობოდა, B სერია კი - ახალ და თანამედროვე ქართულ ხელოვნებას. Ars Georgica-ს ელექტრონული გამოცემით ჟურნალის B სერია განახლდა.

დროთა განმავლობაში ელექტრონული ჟურნალის არქივში განთავსდება წინა წლებში გამოცემული „ARS GEORGICA“ -ს A და B ტომებში დაბეჭდილი ის სტატიები, რომლებშიც განხილულია ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების საკითხები.

 


 

მთავარი რედაქტორი: ელენე თუმანიშვილი

მთავარი რედაქტორი (2010-2018): დიმიტრი თუმანიშვილი

პასუხისმგებელი მდივანი: მარიამ გაჩეჩილაძე

სარედაქციო საბჭო:

თამარ ბელაშვილი (საქართველო)
მაია მანია (საქართველო)
პოლ მენინგი (კანადა)
მარინა მეძმარიაშვილი (საქართველო)
პამელა რენერი (აშშ)
ლიტერატურული რედაქტორები:
თეა ტაბატაძე
მხატვრული რედაქტორები:
სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი პაპაშვილი (2011-2014)


ნანახია: 131876-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani