Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გეგმარებითი ტრადიციები XIX ს. თბილისის ქალაქთმშენებლობაში (ნაწილი I) Array ბეჭდვა Array

გიორგი ბერიძე

თბილისის ქალაქთმშენებლობა ხასიათდება ნათლად გამოვლენილი თავისებურებებთ, რომლებიც დამყარებულია თბილისში მშენებლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, რაც ქალაქის განაშენიანების გამორჩეულ სახეს, განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებს. თბილისის ინდივიდუალური ქალაქური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის ადგილობრივ  ქალაქთმშენებლურ ტრადიციებს,
რომელთა ჩასახვაც, თვით ქალაქის დაარსებისთანავე იწყება, ხოლო ჩამოყალიბება-განვითარება შუა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს. შუასაუკუნეებრივი ქალაქური განაშენიანების ფორმათწარმომქმნელ სხვადასხვაგვარ ფაქტორებს შორის უმთავრესთაგანია ქალაქის მდებარეობა, რელიეფი და ისტორიული სავაჭრო გზები, რომლებიც გადიოდა აქ. ისტორიული საქარავნო გზების სისტემა საუკუნეების განმავლობაშია ჩამოყალიბებული და, რადგან ცხენისა და აქლემის მიერაა გაკვალული, რელიეფის ფორმათა უმცირესი ცვალებადობის, ყოველი წინაღობის გათვალისწინებითაა აყოლილი რელიეფს, მორგებულია მისი ფორმის კონკრეტულ თავისებურებას.
შუასაუკუნოვანი ქალაქთმშენებლობის ძირითადი მიზანი, არსებითად, ადამიანის, ბუნების და ხელოვნურ ნაგებობათა ორგანული თანაარსებობის, ფუნქციური ერთიანობის ნიშნით ქალაქური დასახლების მოწყობა-ორგანიზაცია იყო, ქალაქთმშენებლური პროცესი კი ქალაქური დასახლების მაქსიმალურად უსაფრთხო, შეძლებისდაგვარად მოხერხებული, შედარებით ადვილადმისაღწევი, რეალური პირობების შესაბამისი და ამიტომ, მრავალმხრივ გააზრებული გეგმარებით-არქიტექტურული ფორმათა მუდმივი ძიებით ხასიათდებოდა.
თბილისის ჩასახვისას, როცა ციხე-ქალაქის აგების შესაძლებლობა, სხვა მიზეზებთან ერთად, უშუალოდ იყო დამოკიდებული აქ საქარავნო გზის არსებობაზე, ქალაქის განაშენიანებაც, ბუნებრივია, იმეორებდა გზის ძირითად ფორმას, ასახავდა მის ხაზს.

89

ისტორიულ გზათა სისტემა განსაზღვრავდა შუასაუკუნეებრივი თბილისის ზრდის მიმართულებას, ქალაქის საზღვრებს, საფორთიფიკაციო ნაგებობების ადგილის შერჩევას, ქალაქური განაშენიანების კვარტალთა, საბაღბოსტნე ნაკვეთთა განლაგებას, გზა-ქუჩათა ქსელის ფორმებს.
საუკუნეების განმავლობაში თბილისის განაშენიანებამ შეიძინა ადგილობრივ ვითარებასთან მჭიდროდ დაკავშირებული გეგმარებითი სტრუქტურა, გამოიმუშავა ქალაქური ცხოვრებისათვის მოხერხებული გეგმარება, ის ფორმები, რომელთაც თანდათან, დროთა განმავლობაში, შეიძინეს თბილისისათვის ისტორიულად დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი თავისებურება-გეგმარებითი ფორმების სიგრძივობა. ფორმათა სიგრძივობისადმი მიდრეკილება ადგილობრივი გეგმარებითი ტრადიციების თვალსაზრისითაც ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა. XVIII ს. თბილისის ცალკეული გეგმარებითი ნაწილების ფორმათა სიგრძივობის ტენდენცია ნათლად ჩანს ქალაქის უმთავრეს ელემენტთა დაგეგმარებაში.
შეიძლება ითქვას, ქალაქის გეგმარებით ელემენტთა ფორმების სიგრძივობისადმი სწრაფვა მათ სტრუქტურაში ტრადიციულადაა ჩადებული.
ტრადიციული ქალაქთმშენებლური მეთოდის გამოყენებით მიმდინარე რეალური მშენებლობა XIX ს. პირველ ათწლეულებამდე გაგრძელდა თბილისში. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისის ქალაქთმშენებლობაში იწყება ახალი ეტაპი. მთელი XIX ს. განმავლობაში თბილისის ქალაქთმშენებლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. შეიძლება ითქვას, ქალაქი ხელახლა შენდებოდა. ვ. ბერიძე, „თბილისის ხუროთმოძღვრება“. თბ., 1960. ტ. I. გვ. 7.
XIX ს. თბილისის გეგმებს შორის ქრონოლოგიურად უადრესია 1800 წლის გეგმა, რომელიც ზუსტად ასახავს რეალურ ვითარებას, რადგან იგი თბილისისათვის პირველი ინსტრუმენტულად შედგენილი გეგმაა. ამ გეგმაზე სხვადასხვა ფერითაა აღნიშნული არსებული უბნების განაშენიანება, ქუჩათა ქსელი, ცალკეული შენობები და აღა-მაჰმუდ-ხანის უკანასკნელი, 1795 წლის, შემოსევის შემდეგ დარბეული ქალაქის ნაწილები - ნასახლარები. ამიტომ, არსებითად, 1800 წ. გეგმაზე არის 1795 წ. ვითარებაც, რის გამოც, ამ გეგმით მსჯელობენ თბილისის დაგეგმარებაზე XVIII ს. მიწურულშიც.
ქრონოლოგიურად მომდევნო გეგმა, 1802 წლისა, ბუნებრივია, იმეორებს 1800 წ. გეგმის ძირითად ფორმებს. მაგრამ, 1802 წ. გეგმა, თბილისის ქალაქთმშენებლობის ისტორიის შესწავლისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ მასზე დატანილია თბილისის ახალი განაშენიანების სქემა. თუ ამ სქემას ჩავთვლით ქალაქის ზრდის

90

სამომავლო მშენებლობის წინასწარ განსაზღვრულ გეგმად, მაშინ, იგი, გარკვეული დაშვებით, შეიძლება მივიჩნიოთ თბილისის ზრდისა და განვითარების პროექტადაც Т.Р. Квирквелия, „Архитектура. Тбилиси“, 1982. გვ. 43. . არის კიდევ ერთი გეგმა ამავე ხანისა, ე. წ. „განოვის გეგმა“, 1809 წლისა. თუმცა იგი უცვლელად იმეორებს 1802 წ. გეგმაზე დატანილ ახალი განაშენიანების სქემას, „განოვის გეგმა“ საინტერესოა, რადგან მასზე აღნიშნულია გარეთუბნის ახალი გალავანი, რომელიც გარს უვლის ახალ კვარტალთა ვრცელ არეს.
1802-1809 წწ. გეგმებზე დატანილი ამ სქემით ქალაქის ზრდა იგეგმებოდა მხოლოდ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, არსებული ისტორიული განაშენიანების ჩრდილო- დასავლეთით, დიღომის გზის ორივე მხარეს, მთაწმინდის კალთაზე, მტკვრის მაღალ სანაპირო პლატოებზე. ამ არეებზე დატანილია სწორკუთხა კვარტალების რეგულარული ქსელი, მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტების დიფერენციაციის გარეშე, სადაც თითქმის ყველა ქუჩა და ყველა კვარტალი, ზომითაც და ფორმითაც ერთგვაროვანია.
ეს ხისტი ქსელი არაორგანულად, მექანიკურად მიემატა არსებულ ქალაქს, თბილისის რელიეფის ბუნებრივად აყოლილ ქუჩათა შუასაუკუნეებრივ სტრუქტურას და მართალია, შემდგომში მრავალმხრივ და მრავალჯერ შეიცვალა, მაგრამ სწორკუთხა კვარტალებით რეგულარული გეგმარების იდეა ძირითადად დარჩა და თანდათან, ათწლეულების განმავლობაში განხორციელდა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავიდანვე, 1802 წ. გეგმაზე დატანილი ახალი დაგეგმარება არ ეხება არც არსებულ განაშენიანებას, არც არსებულ ქუჩათა ქსელს. ჯერ მხოლოდ მათ უშუალო სიახლოვეს განლაგებული ნასახლარების ირგვლივ, განაშენიანებისაგან და ბაღებისაგან თავისუფალ გარეუბნებში, იგეგმება ახალი მშენებლობა, ახალი გეგმარებითი სისტემის მიხედვით მაგალითად, გარეთუბანი, 1802 წ. გეგმაზე აღნიშნული ნასახლარის გადაგეგმარება მხოლოდ XIX ს. შუა ხნისათვის განხორციელდა, თუმცა სხვა ფორმით, მაგრამ იგივეა, სწორკუთხაკვარტალებიანი პრინციპით .
მთაწმინდის კალთას, სადაც იგეგმება ახალი სისტემა, გორაკებით და მცირე ხევებით დანაწევრებული ზედაპირი აქვს. ზოგან საკმაოდ დაქანებული მონაკვეთები მტკვართან ქმნის სხვადასხვაგვარ, ხან მაღალ, კლდოვან, ხან დაბალ, ფლატე, ნაპირებს. ამ ტერიტორიის ზოგიერთი ადგილი, სწორკუთხა კვარტალებით განაშენიანებისათვის უვარგისია. ამიტომ, სქემით დაგეგმილ ქუჩათა უმრავლესობა და არსებითად ყველა მოედანი, განუხორციელებელია, მათთვის ნაგულისხმევი არეების რელიეფის უკიდურესი სირთულის გამო. სწორი ქუჩების, სწორკუთხა მოედნების და სწორკუთხა კვარტალების ხრამებზე, გორაკებზე და ფერდობებზე მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

91

სწორკუთხა კვარტალების ახალი სისტემა „მექანიკურად დაეფინა“ რთული რელიეფის და ისტორიული გზების კონკრეტულ ფორმებს, რადგან, აქ რეალურად არსებული ფაქტორების გაუთვალისწინებლადაა შექმნილი. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ავტორები არსებულ ვითარებას საკმარისად არ იცნობდნენ მაგალითად, დიღმის გზის გასწვრივ მიმავალი ახალი ქუჩა სწორია, თუმცა აქ რთული რელიეფია, თვით გზა, სულ მცირე, სამ ხევს კვეთს და ორ ადგილას შესამჩნევად უხვევს . ამ მოუქნელი სისტემის მთაწმინდის ფერდობზე „მოხმარებისას“ ირღვევა ქალაქის ახალი ნაწილის ორგანული კავშირი ადგილობრივ პირობებთან, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გეგმარებით სტრუქტურასთან და განაშენიანებასთან.
შეიძლება ითქვას, სწორკუთხა კვარტალებით  დაგეგმარებული ქუჩათა ქსელის ხისტ ჩარჩოებში ჩასმული გეგმარებითი სისტემა თბილისის რთული რელიეფისათვის არაორგანული და არაბუნებრივია, გამოუსადეგარია.
სწორკვარტლებიანი, რეგულარული ბადისებრი დაგეგმარება, გარკვეული თვალსაზრისით მოსახერხებელი და შესაძლოა ბუნებრივიც, ორგანულიც იყოს სწორი, „აუღელვებელი“ რელიეფის მქონე ქალაქებისათვის. ასეთი გეგმარება, ჩვეულებრივ, სწორ, გაშლილ ველზე აგებულ ზოგ ქალაქს აქვს ამ მხრივ აღსანიშნავია რუსეთის პროვინციის ის ისტორიული ქალაქები, რომელთაც  XVIII-XIX სს. „წილად ხვდათ“ გადაგეგმარება-რეკონსტრუქცია. მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ მართკუთხა სისტემები (მაგ., როსტოვი დონზე და ნახიჩევანი მის გვერდით), არამედ სხვა ფორმის ქალაქებიც (მაგ., რადიალურ-წრიული და მარაოსებური გეგმის მქონე - ტულა, ბოგოროდიცკი, არზამასი, პუტივლი და სხვ.).
აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერიაში XVII-XVIII სს-ში და XIX ს-შიც ახალ ქალაქთა დაგეგმვის და ისტორიულ ქალაქთა რეკონსტრუქციისას, სხვა ფორმებთან ერთად, გავრცელებული იყო გეგმების შედგენა სწორკუთხა კვარტალების რეგულარული გეგმარებითი მეთოდის გამოყენებით, რომელიც რუსული კლასიციზმის გეგმარებით იდეებზე იყო დამყარებული.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 1802 წლის თბილისის გეგმაზე, რუს მოხელეთა მიერ დატანილი ქალაქის ზრდის სქემის სწორკუთხაკვარტალებიანი ფორმები და ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისადმი, ისტორიული ქალაქთმშენებლობითი პრინციპებისადმი, ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურისადმი, გულგრილი დამოკიდებულება წარმოშობილია იმ დროის რუსეთში გავრცელებული ქალაქმშენებლობლური იდეის გავლენით. შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს არსებული ვითარების უგულებელყოფასთან.
თბილისის ზრდის ეს თავდაპირველი სქემა, მომდევნო ათწლეულებში, განიცდის გარკვეულ დახვეწა-დაზუსტებას (როგორც ჩანს, ადგილობრივი ვითარების უკეთ გაცნობის შედეგად) ამის შესახებ იხ. ვ. ბერიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 28-31. . ამას მოწმობს 1828 წლის თბილისის გეგმა, რომლის სახელწოდებაც - Новый план г. Тбилиса - თითქოს გულისხმობს ახალ დაგეგმარებას.

92

1828 წ. გეგმაზე, არსებულ განაშენიანებასთან ერთად, რომელიც საგრძნობადაა მომატებული ახალ არეებზე, დატანილია ახალი დაგეგმარება, ახალი „პროექტი“ ქალქის ზრდისა ეს არეებია: სოლოლაკი, მთაწმინდა, გარეთუბანი, სეიდაბადი, ხარფუხი, ავლაბარი, ჩუღურეთი, კუკია, გერმანიელთა კოლონიის - ალექსანდორფის - მთავარი ქუჩის დასაწყისის ჩანასახი . იგი ორი ძირითადი თავისებურებით განსხვავდება 1802 წ. პირველი „პროექტისაგან“: შეცვლილია ქალაქის ზრდისათვის გამოყოფილი ახალი ტერიტორიები და შეცვლილია სქემა იმ არეებზე, რომელიც დაგეგმილი იყო 1802 წ. გეგმით.
ახალი ტერიტორიები შემცირებულია, ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით, მთაწმინდის ფერდობებზე, უშუალოდ დიღმის გზის მომიჯნავე კვარტალები აღარ არის. თითქოს სანაცვლოდ, განაშენიანებისათვის ახალი ფერდობია გამოყოფილი სოლოლაკის ბაღების არეზე მთლიანად, სოლოლაკის კლდის ფერდობისა და სოლოლაკისწყალს შორის; აგრეთვე ავლაბარში, გარეთ ავლაბრის უბანსა და შიგნით ავლაბარს შორის, ცარიელ არეზე, „ცენტრით“ კახეთის გზის დასაწყისში, დაახლოებით იქ, სადაც დღეს ავლაბრის მოედანია.
თუ 1802 წ. სქემა, როგორც ზევით ითქვა, მეტისმეტად ხისტი და ტლანქია ადგილობრივი პირობებისათვის, 1828 წ. გეგმაზე დატანილი სქემით, თუმცა კი პროექტირების პრინციპი იგივეა, ადგილობრივი პირობები უფრო მეტადაა გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას, რელიეფმა, ცხოვრებისეულმა რეალობამ, პროექტში კორექტივები შეიტანა. ეს ნიშანდობრივია, რადგან შემდგომში, თანდათან, „ადგილობრივი ფაქტორი“, „ადგილობრივი გემოვნება“, როგორც ფუნქციური, ცხოვრებისეული თვალსაზრისით, ასევე მხატვრულ-კომპოზიციური, სივრცესთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, სულ უფრო იჩენს თავს.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებად შეიძლება მოვიტანოთ თბილისის ახალი ნაწილის მთავარი ქუჩის, დღეს რუსთაველის პროსპექტისათვისაც დამახასიათებელი სიმრუდის გაჩენა (რომელიც, უნდა ვიფიქროთ, ისტორიული დიღმის გზის ხაზის სიმრუდის თავისებური ასახვაა, ერთგვარი ანარეკლი), და კვარტალთა ფორმებისა და ზომების დიფერენციაცია, განსხვავებულობა. იქ, სადაც ქანობი დიდია, მაგალითად მთაწმინდის ფერდობზე, კვარტალთა ზომები შემცირებულია (1802 წ. გეგმასთან შედარებით), ხოლო მათი რაოდენობა და ქუჩათა რაოდენობა გაზრდილია (თუმცა საერთო ფართობი 1802 წ. გეგმასთან შედარებით ნაკლებია). იქ, სადაც რელიეფი ოდნავ „წყნარია“, მაგალითად, მტკვრისპირა პლატოების ჰორიზონტალურ მონაკვეთებზე, კვარტალთა ზომები მეტია, ქუჩათა რაოდენობაც, შესაბამისად, მცირეა.
აღსანიშნავია აგრეთვე რამდენიმე კონკრეტული მომენტი გეგმის კორექტირებისა. მაგალითად, საინტერესოა გარეუბნის „ახალი

93

გალავნის“ გაქრობა. 1809 წ. გეგმაზე  დატანილი ცენტრალური მოედნის (თუ მოედანთა) იდეა 1828 წ. გეგმაზე ასეთი პირდაპირი სახით აღარ ჩანს.  თითქოს მეტი საინჟინრო ყურადღება ეთმობა სოლოლაკის ხევს, იქ, სადაც დღეს თავისუფლების მოედანია, ნათლად ჩანს სწორკუთხა ყაბახი და მომავალი „ალექსანდრეს“ ბაღი, მოედანი მეფისნაცვლის სასახლის წინ - ნიკოლოზის სახელობისა და მოედანი სასახლის გვერდით - შემდეგ ღუნიბის მოედანი. მაგრამ ეს უკანასკნელი, არა ისეთი შეკრული, იზოლირებული ფორმისაა, როგორც პირველ სქემაზე იყო. მას მთავარი ქუჩის პარალელურად მიმართული წაგრძელებული ღია არის სახე აქვს, ადრე კი კვადრატული ფორმა ჰქონდა.
გარდა პროექტის კორექტირებისა, პირველი სქემის შედგენიდან  განვლილ მეოთხედ საუკუნეში ჩანს მრავალი ახლადაგებული შენობაც. ახალი შენობების განლაგება, თუ არ ჩავთვლით სახაზინო და სამხედრო შენობების მოწესრიგებულ კომპოზიციებს, ქაოსური და არალეგალური ხასიათისაა. ახალი შენობების მთელი კვარტალები, „პროექტის“ გაუთვალისწინებლადაა განხორციელებული. მიუხედავად რეგულარული გეგმარებითი სქემის არსებობისა, მათ განლაგებას არ ატყვია წინასწარდაგეგმილი იდეით, „წითელი ხაზებით“, რეგულარული მშენებლობის ხასიათი.
როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიქმნა ადგილობრივი პირობების - ცხოვრების წესის, რელიეფის და ქალაქის მშენებლობის ტრადიციების გავლენით. ნასახლარებზე და თავისუფალ არეებზე წარმოქმნილი ახალი განაშენიანების დაკვირვებიდან ჩანს, რომ თბილისში, XIX ს. პირველ მეოთხედში, რეალური მშენებლობის ხასიათი ტრადიციულის მსგავსია. ადგილობრივი მოსახლეობისა და მშენებლების მიერ გარკვეული თვალსაზრისით, სპონტანური, ქაოსური, შუასაუკუნეებრივი მეთოდით წარმოებული რეალური მშენებლობა, გეგმარებითი ტრადიციებისადმი მემკვიდრეობით, პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენს, გასხვავებით საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული თბილისის განაშენიანების საპროექტო სქემებისაგან, რომლებშიც ნათლადაა გამოვლენილი ადგილობრივი გეგმარებითი ვითარების უგულებელყოფა, პროექტანტთა ნეგატიური დამოკიდებულება ადგილობრივი ქალაქმშენებლობითი ტრადიციებისადმი.

94

როგორც ცნობილია, XIX ს. პირველ ათწლეულებში, ხელისუფლებამ ჯერ ვერ მოახერხა თბილისში ახალი გეგმარებითი შეხედულების სრულად დანერგვა, მოსახლოებისათვის თავს მოხვევა. ამის ერთერთი მიზეზი, გარდა ბუნებრივი პირობების და ტრადიციების ძლიერი ფაქტორებისა, ისიც იყო, რომ თბილისის განვითარების ახალი გეგმა ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ იყო და სახელმწიფო საბუთის, კანონის, ძალა არ გააჩნდა ამის შესახებ იხ. ვ. ბერიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 28-31.
გარდა ქაოსურად განლაგებული ახალი სახლებისა, 1828 წლისათვის თბილისში აიგო რამდენიმა ოფიციალური შენობა, გვიანი რუსული კლასიციზმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ფორმებით და გარკვეული „დოზით“ განხორციელდა ზოგი ახალი გეგმარებითი იდეა, დაგეგმილი ჯერ კიდევ 1802 წლის სქემით. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნის დასაწყისშივე, თანდათან, მართალია გარკვეული წინააღმდეგობებით, მაგრამ დაბეჯითებით და გეგმაზომიერად, თბილისში ინერგებოდა და რეალურად იკიდებდა ფეხს ახალ გეგმარებით-არქიტექტურულ პრინციპებზე დამყარებული მშენებლობა.
ამგვარ მაგალითებს უნდა მივაკუთვნოთ მთავარმართებლის სახლი, სამხედრო შტაბი და სხვა ცალკეული შენობა; გეგმარებითი სამუშაოებიდან - ახალი მთავარი ქუჩის და ახალი მთავარი მოედნის (შეიძლება ითქვას, მოედანთა ჯგუფის) დაგეგმვა და განხორციელების დაწყება.
1802-1828 წლების გეგმების მიხედვით, თბილისის ზრდა იგეგმება და ნაწილობრივ ხორციელდება თავისუფალი ტერიტორიების მატებით და ნასახლარების ხელახალი განაშენიანებით. თბილისის ისტორიულ ბირთვში, „ძველ უბნებში“, ქალაქგეგმარებითი ცვლილებები - ქუჩათა ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოები - არც იგეგმება და არც ტარდება, მიუხედავად იმისა, რომ „ძველი უბნების“ დაგეგმარების (გაჯანსაღების) სურვილი თავიდანვე ყოფილა რუს მოხელეთა წრეებში. ამ მხრივ საგულისხმოა ა. ს. გრიბოედოვის შეხედულება (1827 წ. წერილი)  А. С. Грибоедов, Записка о лучших способах вновь построить город Тифлис. Сочинения, Москва, 1953. გვ. 613-614. , რომელიც კალას სასურველი რეკონსტრუქციის შეუძლებლობას, სარეკუნსტრუქციო სამუშაოთა წარმოების უმთავრეს სირთულეს, უამრავ მესაკუთრეთა კანონიერ უფლებათა გარდაუვალი დარღვევით და მათი სამართლიანი წინააღმდეგობით ხსნის. ეს ვითარება, როგორც ჩანს, ართულებდა და შეუძლებლად აქცევდა ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა სისტემის ხელახალ დაგეგმარებას.
ვ. ბერიძე წერს: „იმავე დროს, ცნობილია, რომ აღა-მაჰმუდ-ხანის მიერ დანგრეული კალა ხელმეორედ აშენდა სწორედ XIX ს-ის პირველ ათეულ წლებში. რატომ არ მოხერხდა აქ ახალი, გეგმიანი,

95

საწყისების შეტანა? ეჭვს გარეშეა, მიზეზი ის იყო, რომ კალაში უცვლელი და ურყევი რჩებოდა ძველი კერძო მიწის ნაკვეთების ფარგლები... ამ კერძო საკუთრების ხელის ხლება ხელისუფლებას, უმეტესწილად, არ შეეძლო... აქ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ ვიწრო და მეტისმეტად მიღრეცილ-მოღრეცილ ქუჩა-შესახვევებს, შეძლებისდაგვარად, ასწორებდნენ ცალკეული კუთხეების ჩამოჭრით“. ვ. ბერიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 31.
ეს ვითარება, აღსანიშნავი და ხაზგასასმელია. სწორედ ნაკვეთთა საზღვრების მდგრადობიდან და შენობათა გეომეტრიული ფორმების უცვლელობიდან გამომდინარეობს ქუჩების ფორმების უცვლელობა, შედეგად - გეგმარებითი სტრუქტურის მდგრადობა, რაც არის საფუძველი ისტორიულად ჩამოყალიბებული, ტრადიციული, გეგმარებითი ფორმებისადმი, ქალაქმშენებლობითი პრინციპებისადმი იმდროინდელი, მემკვიდრეობითი, დამოკიდებულებისა.
ამ ხანებში, 1830-იან წლებამდე, ქალაქის ისტორიული ბირთვის ტერიტორიაზე, მხოლოდ ცალკეულ შენობათა აგება წარმოებს, როგორც ქალაქის დარბევისას დანგრეულთა ნაცვლად და ძველი შენობების განახლებით (განაშენიანების სიმჭიდროვის გაზრდით), ასევე ცარიელ ადგილებზე. ეს ცვლილებანი თბილისის ზოგიერთი ნაგებობის ისტორიიდან ჩანს. ამ მხრივ საგულისხმოა ქართველ მეფეთა სასახლის, ქარვასლების, აბანოების, სხვა ნაგებობათა და ცალკეულ საცხოვრებელ სახლთა მშენებლობის ისტორია.
ამგვარად, 1828 წ. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ბირთვშიგეგმარებითი ცვლილებები არ არის. აქ მხოლოდ შენობათა ფონდი ახლდება თანდათან, ისტორიულ ქუჩათა ქსელის შენარჩუნებით. ამასთან ერთად, აღინიშნება თბილისის ახალი ნაწილების წარმოქმნა, მტკვრის ორივე მხარეს, რომელთაც ძირითადად ახასიათებთ ტრადიციული, ქაოსური გეგმარება, მაგრამ შეიძლება გამონახვა შედარებით რეგულარული ფორმის ცალკეული კვარტლებისაც, მაგალითად, ავლაბარში, გარეთუბანში.
მომდევნო ათწლეულში, ახალდაგეგმარებული უბნები ნაწილობრივ განხორციელდა. ამას მოწმობს, მაგალითად, თბილისის 1844 წ. გეგმა. მასზე ასახულია, ამ დროისათვის უკვე არსებული, რეგულარული სქემით განაშენიანება, რომელიც მარჯვენა ნაპირზე სოლოლაკის ბაღების ტერიტორიაზე გავიდა, მოსკოვის საგუშაგოს მიუახლოვდა დღეს რუსთაველის მოედანია , ხოლო დინებით ქვევით, ორთაჭალის კუნძულს, და ახლად დაგეწგმილი რეგულარული კვარტალებისა და ქუჩების ქსელი მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ავლაბრის უბნის, ჩუღურეთისა და კუკიის ირგვლივ ქაოსური გეგმარების მქონე ახალი განაშენიანებაა, ხოლო დიდუბის მიმართულებით, ისტორიული ავჭალის გზის ხაზით, დაწყებული კუკიის მომიჯნავე გერმანელთა კოლონიიდან, მტკვრის პარალელურად, შევაკე-

96

ბულ ტერიტორიაზე, სწორი, ფართო, ქუჩაა დაგეგმილი დღეს დავით აღმაშენებლის პროსპექტია. ამ ქუჩის ორსავე მხარეს სწორკუთხა ნაკვეთების რიგია ბაღებიანი სახლებით.
XIX ს. შუახნისათვის, როცა ქალაქის ახალი ნაწილები უკვე მტკვრის ორივე მხარეს არის, მაინც თვალსაჩინოა მარჯვენა ნაპირის ისტორიული უპირატესობის შენარჩუნებაც. მშენებლობის მასშტაბი, ისტორიული დიღმის გზის, ახლა უკვე რუსეთის გზის, გასწვრივ მეტია, ვიდრე მტკვრის მარცხენა ნაპირის გზათა სისტემის ირგვლივ, მარცხენა ნაპირზე ძირითადად ბაღებია, მარჯვენა ნაპირზე კი შენობების სიმჭიდროვე მეტია. ქალაქი ისევ ისტორიულად „არჩეული“, თავისი განვითარების ძირითადი, ჩრდილო-დასავლეთის, მიმართულებით ვითარდება.
ბუნებრივია, ნახევარი საუკუნის განმავლობაში გარკვეული განახლება განიცადა მანმადე არსებულმა, შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა, ფუნქციურ ზონათა სისტემამ, როგორც „ძველი ქალაქის“ ძირითად ნაწილში – კალაში – ასევე ციხის უბანში, აბანოებთან, ავლაბარში. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციური სიახლენი შუასაუკუნეებრივი გეგმარებითი და ქალაქთმშენებლობითი პრინციპების უცვლელობით ხასიათდება.
კალას ქალაქთმშენებლური სტრუქტურის უცვლელობის დამასაბუთებელია თბილისის სავაჭრო-სახელოსნო ქუჩათა ქსელის განვითარება. სავაჭრო-სახელოსნოების შუასაუკუნეებრივმა ამქრულმა ორგანიზაციამ, ამ სისტემის ადგილობრივმა სახემ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ XIX ს. შუახნისათვის მიაღწია თავისი განვითარების „ქალაქთმშენებლური გამოსახვის“ მაქსიმუმს. ეს განვითარება არსებულ გეგმარებით ფორმათა ჩარჩოებში მიმდინარეობს, როგორც გეომეტრიული (ფორმისა და ფართობის) თვალსაზრისით, ასევე ფუნქციათა მრავალფეროვნების (მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობათა სიმრავლის) თვალსაზრისით. არსებითად, ეს განვითარება ხდება შუა ბაზრის – ყოფილი დიღმის გზის (სხვა სავაჭრო-სახელოსნო ქუჩებთან შედარებით), ისტორიულად წამყვანი მნიშვნელობის შენარჩუნების გამო, აგრეთვე, ამ ისტორიულ ხაზზე, ფუნქციისა და ფორმის ისტორიულად ჩამოყალიბებული თანხვედრის გამო. ამ ქუჩას, თითქმის მთელ სიგრძეზე, მეიდნიდან დიღმის კარამდე და მის განშტოებაზე კოჯრის კარამდე, ერთმანეთზე მიჯრით  განლაგებული მცირე ზომის სავაჭრო-სახელოსნოები, დარაბები ჰქონდა.
ჩვენთვის, აქ განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ სახელოსნო-სავაჭრო ზონის ფუნქციის ამგვარი ზრდა-განვითარება, ისტორიულად ჩამოყალიბებული გრძივი გეგმარებითი ფორმების ჩარჩოებში ხდება. ხაზგასასმელია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ჩამოყალიბე-

7. ქართული ხელოვნება, 9                              
97

ბული, ტრადიციული, გეგმარებითი სტრუქტურის დახვეწის გზით და არა ტრადიციული ფორმების უარყოფის, საფუძვლიანი გარდაქმნის, გზით. ისტორიული კალას გეგმარებითი სისტემის საერთო უცვლელობა, მისი ქუჩათა ქსელის მდგრადობა, ფორმათა შენარჩუნება, ჩვენი აზრით, შუა ბაზრის, დიღმის გზის, ისევე როგორც ადრე, ახლაც წამყვანი ფუნქციური მნიშვნელობით უნდა აიხსნას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ქალაქის ამ ნაწილის განაშენიანების ხასიათზე, მისი ტრადიციული გეგმარებითი ფორმების შენარჩუნებაზე.
შუა ბაზარმა თითქმის საუკუნის ბოლომდე შეინარჩუნა მთელი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო-სახელოსნო ქუჩის მნიშვნელობა, ვიდრე 1854 წ. არ ააგეს სანაპირო გზა ბარათაშვილის ხიდსა და მეტეხის ხიდს შორის, იგი თბილისის უმთავრესი სატრანსპორტო არხი, სატრანზიტო არტერია იყო, შეიძლება ითქვას, კავკასიის მასშტაბისაც, რაკი ისტორიული საქარავნო გზის, განჯა-დიღომის გზის თანამედროვე ასახვას წარმოადგენდა.
შენობათა განხილვამ, რაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს ცოცხალ ქალაქში, ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებები შეიტანა ძველი უბნების ქუჩათა წითელი ხაზების ფორმირებაში. ამ თვალსაზრისით, ძველი უბნების მრავალმა ქუჩამ იცვალა სახე. მაგრამ, ქუჩათა ქსელის ძირითადი სტრუქტურა შენარჩუნდა. შეიცვალა ზოგიერთი ფუნქციური ზონის საზღვრები, მათი დანიშნულება და მნიშვნელობა საერთო სისტემაში. ადრე არსებულ ფუნქციურ ზონათა დახვეწა-დაზუსტების პროცესის ჩვენება თითქმის ყველა უბნის მიმართ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთ, შედარებით თვალსაჩინო მაგალითზე შევჩერდებით.
XIX ს. დსამდეგისათვის, საქართველოს სამეფოს ცენტრმა, სამთავრობო-სამეფო ზონამ, ძველი მნიშვნელობა სამუდამოდ დაკარგა. ბუნებრივია, დანიშნულების შეცვლას, შიდა გეგმარებითი სტრუქტურის ცვლაც მოჰყვა. საქართველოს მეფეთა დანგრეული სასახლის ადგილას, თანდათან, ახალი, სხვა დანიშნულების შენობები აიგო. ადგილი იცვალა სასახლის წინ მდებარე ბატონის მოედანმაც, და თუმცა იგი არსებობდა როგორც ღია სივრცე, შენობებისაგან თავისუფალი არე, რადგან ხალხის შესაკრები ადგილის ფუნქცია გამოეცალა, ქალაქთმშენებლური მნიშვნელობაც შეუმცირდა. შეიძლება ითქვას, ამ არემ, ქალაქური მოედნის მნიშვნელობა სრულიად დაკარგა. ეს ადგილი შორს იყო სავაჭრო-სახელოსნი სისტემის ცენტრალური ნაწილისაგან, მეიდნის, შუა ბაზრის და ვერცხლის ქუჩისაგან. ამიტომ სავაჭრო-სახელოსნო ფუნქციები XIX ს-ში აქ ვერ განვითარდა. მოედანზე შემავალმა ქუჩებმა სატრანსპორტო არხის მნიშვნელობა ვერ შეიძინა, რადგან დიდი გზის მნიშვნელობა მათ თავიდანვე არ გააჩნდათ. ისტო-

98

რიულად, სიონ-ანჩისხატის ხაზი მხოლოდ საგარეუბნო მნიშვნელობის გზა იყო, ხოლო XIX ს-დან, გარეთუბნის განაშენიანების განვითარებასთან ერთად, მხოლოდ შიდასაქალაქო მნიშვნელობის ქუჩად იქცა. ყოველივე ამის გამო, სამეფო ზონამ ის ქალაქთმშენებლური მნიშვნელობა, რომელიც მას გვიან შუასაუკუნეებში ჰქონდა, სამუდამოდ დაკარგა.
საქართველოს ახალ ხელისუფლებას რეზიდენციისათვის შესაფერისი ადგილი ესაჭიროებოდა. თუმცა, ოფიციალური უწყების პირველი შენობა თბილისში ქართველ მეფეთა ნასახლარზე აიგო მაინც. ქალაქის ისტორიულ ბირთვში თავისი მთავარი შენობის განლაგება რუსულ მმართველობას არც იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებით აწყობდა, არც ეროვნული, არც სამხედრო-სტრატეგიული და არც არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით. ამიტომ, ახალი სამთავრობო-ადმინისტრაციული ცენტრი ჩაისახა ახალ ადგილას, გარეთუბანში, ისტორიული დიღმის გზის პირას, შუასაუკუნეებრივი განაშენიანებისაგან თავისუფალ ტერიტორიაზე.
ახალი სამთავრობო ცენტრი, მეფისნაცვლის სასახლე, განლაგდა გზათა პირობითი „სამკუთხედის“ ერთ წვერზე, რომელიც ნათლად ჩანს 1802 წ. გეგმაზე 1802 გეგმის ექსპლიკაციის მიხედვით, ამ არეს, „პრავიტელსტვენიე მესტა“ ეწოდებოდა. „სამკუთხედის“ დანარჩენ ორ წვერს წარმოადგენენ კალას გალავნის კარიბჭეები: დიღმისა და კოჯრისა. დიღმის კარიდან, კოჯრის კარიდან და სოლოლაკიდან წამოსულ მგზავრს, ვიდრე რუსეთის გზას, ე. ი. დიღმის გზას დაადგებოდა, მეფისნაცვლის სასახლის წინ უნდა გაევლო. იგივე ითქმის დიღმის გზით ანუ რუსეთის გზით მოსულზე, მას ჯერ ახალი მმართველობის მთავარი შენობის წინ უნდა ჩაევლო, შემდეგ კი ქალაქში შესულიყო.
მხედველობაშია მისაღები ამ ადგილის გეოგრაფია, იმდროინდელი რელიეფი. ახალი სამთავრობო შენობის აგება დაიწყო შემაღლებულ პლატოზე, მცირე ხევის პირას. მეფისნაცვლის სასახლის დიდრონ-სვეტებიანი შენობა (იმ ხანად უცხო არქიტექტურა თბილისისათვის), მთელი ქალაქის მასშტაბითაც საკმაოდ პომპეზური, თვალშისაცემი დომინანტი იქნებოდა, შემაღლებული ადგილის წყალობით კი, განსაკუთრებით პრესტიჟული, და წარმოსადეგი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, როცა სასახლის წინ, საკმაოდ დაქანებული, ვრცელი, ღია არე იყო, შენობების და მცენარეების გარეშე. ეს არის 1802 წ. სქემაზეც არის, როგორც სასახლისწინა მოედანი, ჩერნეცოვისეულ პანორამაზეც ნათლად ჩანს.
მეფისნაცვილის სასახლესთან იწყებოდა ახალი ქალაქის ახალი მთავარი ქუჩა, ფართო მაგისტრალი, სატრანსპორტო არტერია და ახალი, ოფიციალური შენობების განთავსების ადგილი. ეს ქუჩა, რო-

99

გორც ითქვა, ისტორიული დიღმის გზის ხაზს მიჰყვება და ახალ ცენტრსაც, რომელიც აქ, XIX ს. მეორე ნახევარში ყალიბდება, ისევ გრძივი, შეიძლება ითქვას, თბილისისათვის ტრადიციული ფორმა ეძლევა, როგორც ისტორიული ბირთვის ცენტრალურ ზონებს, სავაჭრო-სახელოსნო შუაბაზრის და სამეფო-სამთავრობო სიონ-ანჩისხატის ხაზს, რომელთაც ისტორიულად გრძივი გეგმარებითი ფორმები ახასიათებდათ.
ჩვენი აზრით, აქ აღსანიშნავია, რომ ახალი ქალაქის ახალ ცენტრალურ ზონას თანდათან ეძლევა გრძივი გეგმარებითი ფორმა, ცენტრალური ქუჩის სახე და არა ცენტრალური მოედნის ან მოედანთა ჯგუფის სახე (ფორმა). ეს საკითხი მნიშვნელოვანია გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნება-განვითარების თვალსაზრისით, რადგან თბილისისათვის, რეგულარული განაშენიანების ახალი კონცეფციის დანერგვის პირველივე დასაბუთებული ცდიდან (1802 წ. თბილისის გეგმა გვაქვს მხედველობაში), ერთბაშად იგეგმებოდა რამდენიმე ახალი, უზარმაზარი ფართობის და სწორკუთხა ფორმის მოედანი (იხ. 1802-1809 წლების გეგმაზე დატანილი ახალი დაგეგმარების სქემა), რომლებიც თბილისისათვის არატრადიციული და არადამახასიათებელია.
ამიტომ, ჩვენი აზრით, ხაზგასასმელია, რომ 1828 წ. გეგმაზე ამგვარი მოედნების რაოდენობა შემცირდა, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, ეს მოგონილი მოედანი სულ გაქრა, მაგრამ თვით იდეა, თბილისისათვის უჩვეულო, ვრცელი, ღია არეების დაგეგმარებისა, ჩვენი აზრით, აღსანიშნავია. ხოლო მათი განუხორციელებლობა უნდა მიეწეროს თბილისის ტრადიციულ გეგმარებით სტრუქტურაში ამ მოედანთა მოუხერხებელ განლაგებას. ჩვენი აზრით, ეს სამაგალითო ფაქტია, როგორც ადგილობრივი, რეალური ვითარების რეაქცია უცხო, ხელოვნურად გადმონერგილ, გამოგონილ გეგმარებით ფორმებზე.
საინტერესოა ეს საკითხი ქალაქთმშენებლობაში ტრადიციების პრობლემის თვალსაზრისითაც, ამიტომ ჩვენი აზრით, აქ, უადგილო არ იქნება ერთ-ერთი გამქრალი მოედნის – ნიკოლოზის სახელობის მოედნის – ჩასახვის განვითარებისა და გაქრობის ისტორიის გახსენება.
ნიკოლოზის მოედანი, მეფის ნაცვლის სასახლის წინ, ჩაფიქრებული იყო, როგორც ფუნქციური არე – ჯარის ნაწილების სავარჯიშო პლაც-პატადი. თანაც, კლასიციზმის პრინციოებით ნაგებ ადმინისტრაციულ შენობას, მეფისნაცვლის სასახლეს, ოფიციალური გარემო, პრესტიჟულად გაშლილი სივრცე ესაჭიროებოდა.
XIX ს. პირველ ათწლეულებში, როცა გარეთუბნის ტერიტო-

100

რიაზე მრავალი თავისუფალი, გაუშენებელი არე იყო, ეს მოედანი, ცარიელ, მოუწყობელ ფერდობს წარმოადგენდა, ბუნებრივია, მაშინ, პლაცის არსებობა დასაშვები იყო.
1840-იანი წლებიდან, როცა გარეთუბანმა იწყო აქტიური ზრდაგანაშენიანება, ჯერ მოედნის პერიმეტრზე აიგო სახლები, შემდეგ (1860-იან წლებში) – მოედნის არეზეც. მოედნის ფართობი თანდათნ შემცირდა, იქცა სამმხრივ შენობებით შემოსაზღვრულ ბაღად. მის ცენტრში შენობის აგების შემდეგ კი, მხოლოდ ქუჩის პარალელური, ვიწრო, კურდონერი დარჩა. ისიც ხხ ს. დასაწყისში შენობამ შეავსო, რითაც ოდესღაც არსებული პლაცი მთლად დაიკავა განაშენიანებამ, ქალაქის მოედნისათვის გათვალისწინებული ღია არე სამუდამოდ გაქრა. დღეს, აქ, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კორპუსებია.
ამ ცვლილებათა მიზეზები, ჩვენი აზრით, შემდეგია: როგორც ჩანს, ჯარის სავარჯიშო მოედანი ქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში ორგანულად ჩაწერილი არ იყო. მოედნის დაგეგმვა და ადგილი, ჩვენი აზრით, პირველ რიგში ნაკარნახევი იყო სამთავრობო შენობის აქ განლაგებით და არა ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურის განვითარების აუცილებლობით. დაგეგმილი მოედნის სწორკუთხა ფორმაც ხელოვნური, არაორგანული იყო ამ კონკრეტული ადგილისათვის, რომელსაც საგრძნობი ქანობი ჰქონდა ერთ მხარეს, რაც ნებისმიერი ქალაქის მოედნისათვის საკმაოდ არასახარბიელო მახასიათებელია, რომ არაფერი ითქვას ჯარის სავარჯიშოდ გამოუსადეგარობის შესახებ.
რადგან თბილისის გეგმარებით სტრუქტურაში ამ ღია არეს, ქალაქის მოედნისათვის საჭირო კონკრეტული ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნდა, არც თავიდან ჰქონია, არც შემდეგ შეუძენია, ამიტომ ეს ღია არე, სრულფასოვან ქალაქთმშენებლურ ელემენტად ვერ იქცა. ვერც მოედნის გეგმარებითი მნიშვნელობა მიიღო და არც არქიტექტურულ-სივრცითი ფორმა ჩამოყალიბდა. ამის გამო, მისი ღია სივრცე დროთა განმავლობაში განაშენიანდა, ნიკოლოზის სახელობის მოედანი გაქრა, შეიძლება ითქვას, იგი ქალაქმა „ჩაყლაპა“.
ნიკოლოზის მოედნის ისტორია ნათელი მაგალითია გეგმარებითი შეცდომისა, უფრო სწორად, უმართებულო დაგეგმარებისა. მაგალითია იმისა, რომ ხელოვნურად დაგეგმილი უცხო, არაორგანული, ფორმა ვერ ვითარდება ახალ ადგილას, თუ შესაბამისი ნიადაგი ან საკმარისი შემოქმედებითი გადამუშავება-გააზრება არ გააჩნია.
ჩვენი აზრით, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ერთხელ კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივმა ვითარებამ, გეგმარებით-სტრუქტურულმა ტრადიციებმა, ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურის საფუძვლის, გზა-ქუჩათა მოწყობის ისტორიული მეთოდს ტრადიციებმა, გამოავლინეს ძალა, რომელმაც ვერ „იგუა“

101


სტატიის ბეჭდური ვერსია: ჟურნალი „ქართული ხელოვნება“, სერია – B, N 9, 1991

ნანახია: 8273-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani