„ხელოვნება და სივრცე - დავით კაკაბაძე: მეცნიერი, მოაზროვნე, მხატვარი“ |
სამსონ ლეჟავა სამეცნიერო კონფერენცია
2021 წლის 24 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევით ცენტრის ინიციატივითა და მასპინძლობით გაიმართა გამოჩენილი ქართველი შემოქმედის, საერთაშორისო რანგის გამორჩეული ოსტატის, „რენესანსული“ გაქანების მქონე უნივერსალის, საკუთარ სამშობლოში კი, სამწუხაროდ, ღირსებაშელახული, დისკრიმინირებული და დევნილი დიდი მხატვრისა და მეცნიერის, დავით კაკაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის წარმართვაშიც თანამონაწილეობდა დავით კაკაბაძის ფონდი. ჩვენ ვალში ვართ ამ არაორდინარული პიროვნების წინაშე - ისიც კი ვერ მოგვიხერხებია, რომ გენიალურ მოღვაწეს სათანადო პატივი მივაგოთ და მთაწმინდის პანთეონში გადავასვენოთ - იგი ხომ თავისებური სიმბოლოცაა ჩვენი იდენტობისა!
|
დაწვრილებით...
|
გიორგი ჩუბინაშვილის მეცნიერული კრედო |
გიორგი ხოშტარია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
გიორგი ნიკოლოზის ძე ჩუბინაშვილი გვევლინება ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერად, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაამკვიდრა დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა - ქართული ხელოვნების ისტორია, რომლის ბაზაზეც 1941 წელს გაიხსნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა ხელოვნების კათედრას, ახლად ჩამოყალიბებულ უნივერსიტეტში. რაც მთავარია, მან თავის კლასიკურ ნაშრომებში „Пути развития архитектуры в Кахетии“, „Памятники типа Джвари“, „Архитектура Кахетии“ და ა.შ. მოგვცა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი სფეროს, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების მეცნიერული მოაზრება, ევოლუციური სურათი, ის მხატვრული ლოგიკა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ა) ქართული ხუროთმოძღვრების კანონზომიერი ევოლუცია და ბ) მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს ინსტიტუტის ბირთვი. ესენი იყვნენ: რენე შმერლინგი, ვახტანგ ბერიძე, თინათინ ვირსალაძე, ლეო რჩეულიშვილი და სხვები. ვ. ბერიძე, ჩუბინაშვილის მერე, წარმატებით უძღვებოდა მეცნიერულ-კვლევით მუშაობას ინსტიტუტში. ლ. რჩეულიშვილმა ჩამოაყალიბა სამხატვრო აკადემიაში, პირველად საქრთველოში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი, რომელმაც არაერთი მეცნიერი, მკვლევარი გამოზარდა. თ. ვირსალაძემ საფუძველი ჩაუყარა შუა საუკუნეების მონუმენტური კედლის მხატვრობის კვლევას.
|
დაწვრილებით...
|
სამოქალაქო რელიგიის საკითხი და ვიზუალური რეპრეზენტაცია |
ანა მგალობლიშვილი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ჩვენი სტატიის მიზანია ვისაუბროდ საომოქალაქო რელიგიის საკითხზე და იმ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც მას უკავშირდება.
სამოქალაქო რელიგია, მეცნიერთა ერთი ნაწილის თვალსაზრისით, რელიგიის დამოუკიდებელი ფორმაა, რომელიც თავისთავში უნივერსალურ ანუ ყველა ნაციონალური სახელმწიფოსათვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს ან მომავალში შეძლება შეიცავდეს.
ტერმინი სამოქალაქო რელიგია უკავშირდება ფრანგი განმანათებლის ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომს “საზოგადოებრივი შეთანხების შესახებ”. წიგნის მე-8 თავს ჰქვია “სამოქალაქო რელიგიის შესახებ”. ამ თავში რუსო გამოყოფს სამი სახის რელიგიას, რომელთაგან ერთ-ერთი მოქალაქის რელიგიაა.
|
დაწვრილებით...
|
ქართული წიგნის ხელოვნება XX-XXI |
ნინო ჯიშკარიანი მხატვარ-გრაფიკოსი თსს აკადემიის პროფესორი ასოციაცია „ქართული შრიფტი“-ს პრეზიდენტი წიგნისგან მიღებული სიხარულის განცდა მხოლოდ მის შინაარსს არ უკავშირდება. მკითხველს ეს შეგრძნება ჯერ კიდევ გადაუშლელი წიგნის ხილვისას ეუფლება; და ამ მხარეს მისი შინაარსისაგან დამოუკიდებელი ღირებულება აქვს. ეს წიგნის შექმნის პროცესია და ცალკე ხელოვნებაა, რომელსაც მისი პირველი გულშემატკივარი, მხატვარი ქმნის. ყველა მხატვარს კი თავისი საკრალური დამოკიდებულება აქვს წიგნისადმი - განსაკუთრებული, პროფესიული გამოცდილებიდან მოსული ინდივიდუალური ხედვა. ყველა გაფორმებული წიგნი საავტოროა, თითოეული მათგანი ერთადერთია და განუმეორებელი, საკუთარი გამომსახველობითი ენით გამოხატული უსასრულო შესაძლებლობებით.
|
დაწვრილებით...
|
სერგო ქობულაძის ესკიზების რესტავრაციის შესახებ |
თამარ დვალიშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
სერგო ქობულაძის ფასდაუდებელი შემოქმედება უდიდესი სიმდიდრეა არა მხოლოდ ქართველი, არამედ, მსოფლიო ხელოვნების საგანძურისთვის. სამწუხაროდ, ხელოვანის და მეცნიერის ცხოვრებაშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, საზოგადოებამ ბოლომდე ვერ გაიაზრა, შეაფასა და დააფასა ამ უნიკალური ნიჭისა და უდიდესი ცოდნის მქონე ადამიანის ღვაწლი. ხელოვნების მოღვაწეთა, მკვლევართა და მოყვარულთა საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვისაა ბოლომდე გასაგები სერგო ქობულაძის შემოქმედება და სამეცნიერო ნაშრომების განსაკუთრებულობა.
|
დაწვრილებით...
|
თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის სერგო ქობულაძის მოხსენების მოკლე მიმოხილვა |
მარინა მეძმარიშვილიგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის სერგო ქობულაძის მოხსენების მოკლე მიმოხილვა
სერგო ქობულაძე უდავოდ შეიძლება, მივიჩნიოთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. ის საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ვეფხისტყაოსნისა“ და „თქმულება იგორის ლაშქრობაზე“ - ბრწყინვალე ილუსტრაციების ავტორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფარდის შემქმნელი, უამრავი დაზგური ნაწარმოების ავტორი, საქართველოს ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციისა და გრაფიკის სახელოსნოს და ხატვის კათედრის შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი. წლების მანძილზე სერგო ქობულაძე პედაგოდიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1952-1959 წლებში სერგო ქობულაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. (ილ. 1)
|
დაწვრილებით...
|
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი - უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა |
სამსონ ლეჟავა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
აგერ თითქმის ოთხმოცი წელია, რაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ამჟამად ცენტრი), ემსახურება ქართული ხუროთმოძღვრების, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფუნდამენტური შესწავლის საშვილიშვილო საქმეს. ამ დაწესებულებას უზარმაზარი როლი ეკუთვნის ქართული კულტურის იდენტობის შემეცნებასა და მისი თვისობრივობის წვდომაში.
ინსტიტუტის დამფუძნებელი, დიდი პიროვნება და მეცნიერი, ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი, იყო საერთაშორისო რანგის, უმაღლესი დონის, უცხოეთშიც და ჩვენშიც დიდი ავტორიტეტის მქონე მკვლევარი, რომელმაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებას. სწორედ მან შექმნა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის ბრწყინვალე სკოლა.
|
დაწვრილებით...
|
თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ და კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა |
თეა ტაბატაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
“მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ
შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ: პირველი – კლუბ
რესტორან “არგონავტების ნავის” მოხატულობა,
შესრულებული მატისისა და ვან დონგენის სტილით, …
ლამაზად და ფერადოვნად”.
კირილე ზდანევიჩი. „მე - მაგონდება“
|
დაწვრილებით...
|
ქართული პავილიონები პრაღის კვადრიენალეზე 2007, 2011, 2015 წლებში |
ნინო გუნია-კუზნეცოვა
წინაპირობა
ქართული თეატრალური პროცესი მე-20 საუკუნეში მსოფლიო ტენდენციების ადექვატური იყო და ქართული სცენოგრაფიაც საკუთარი განვითარების გარკვეულ ეტაპზე (20-30-იან, 60-70-იან წლებში), როგორც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ ნოვატორულ სკოლად მოიაზრებოდა, ასევე, საერთაშორისო მეინსტრიმს ესადაგებოდა. გარკვეული აცდენა უკვე 1980-იანი წლების მიწურულიდან შეინიშნება.
|
დაწვრილებით...
|
მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ივ. ჯავხიშვილის სახ-ის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
„ფიქრის ჟესტები“
(თანამედროვე ქართველი ემიგრანტი ხელოვანები ამერიკის შეერთებულ შტატებში)
სტატია დაიწერა შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროგრამით დაფინანსებული პროექტის - „ინტეგრაცია და იდენტობა“, ფარგლებში.
|
დაწვრილებით...
|
|
|