Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2013

არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი
თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა 
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

მიხეილ ნეპრინცევი არქიტექტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი დაიბადა 1877 წლის 22 აგვისტოს (ძვ. სტილით) თბილისში. მისი მამა – ნიკოლოზ ნეპრინცევი (1847 - 1931), დაბადებული  ქ. ელისაბედპოლში (ამჟამად ქ. კიროვოგრადი, უკრაინა), სამხედრო ტოპოგრაფი იყო. ჩვენი ვარაუდით, იგი ჩამოვიდა თბილისში 1870-იანი წლების დასაწყისში. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. ამასთან ერთად, ასწავლიდა თბილისის მიწადმომწყობ სასწავლებელში. დედა – ანა სმირნოვა, თბილისის მკვიდრი, დიასახლისი იყო.

არქაული ტექნოლოგია „ტერა სიგილატა“ და მისი გამოყენება თანამედროვე ქართულ კერამიკაში არქაული ტექნოლოგია „ტერა სიგილატა“ და მისი გამოყენება თანამედროვე ქართულ კერამიკაში
(თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის მხატვრული კერამიკის მიმართულებაზე
ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები)
გიორგი იაშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ტერმინი. თავდაპირველად ტერმინი „ტერა სიგილატა“ (Terra Sigillata) გამოიყენებოდა ძველი რომის იმპერიაში გავრცელებული, სპეციფიკური ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკული ჭურჭლის აღსანიშნავად. მოცემული ტიპის ჭურჭელი გამოირჩევა სხვადასხვა ტონალობის წითელი ან ქარვისფერი, მბზინავი, მტკიცე ზედაპირით. მოცემულ ტერმინს სამეცნიერო ლიტერატურაში აქვს სინონიმებიც: Glossed Roman pottery (მბზინავი რომაული კერამიკული ჭურჭელი), Samain Ware (სემეინური ჭურჭელი), Arretine Ware (არეტანული ჭურჭელი), რაც ხშირად დაკავშირებულია კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონების სახელწოდებებთან, სადაც იწარმოებოდა აღნიშნული სახეობის კერამიკა.
...

დაწვრილებით...

საუბარი თემაზე: „დარბაზი“ საუბარი თემაზე: „დარბაზი“
ნინო ჭინჭარაული
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა 
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
.

ინტერვიუ ჩაწერილია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ სამსონ ლეჟავასთან

ბ-ნო სამსონ, ხალხური ხუროთმოძღვრება თქვენი სამეცნიერო პროფილია, რომლის სრულყოფას რამდენიმე ათეული წელი შეალიეთ. ბუნებრივია, ეს ინტერესი შემთხვევით არ გაჩენილა თქვენთან. და მაინც, როგორ მიხვედით, როგორც მკვლევარი, დარბაზის არქაულ სამოსახლომდე?
...
დაწვრილებით...

 სანჩო პანსა - გუბერნატორი სანჩო პანსა - გუბერნატორი
დალი ლებანიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


შემოქმედებითი პროცესი რთულ ფენომენს წარმოადგენს. მისი შეცნობა მრავალმა თაობამ სცადა, მაგრამ ამომწურავი პასუხი ჯერ არ არის ნაპოვნი. რა იწვევს ამა თუ იმ მხატვრული სახის გაჩენას და რა საფუძველი არსებობს მისი ზემოქმედებისა?
...
დაწვრილებით...

მოქანდაკე  გულდა  კალაძე   (1932.29.08 - 1974.15.08) მოქანდაკე გულდა კალაძე (1932.29.08 - 1974.15.08)
მერი მაცაბერიძე
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და
ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი


გულდა კალაძის შემოქმედება სავსეა ძიებებით, სხვადასხვაგვარი, ხშირად ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული მიგნებებით, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აქ ჩანს ერთი მხატვრული ხედვა, გამოვლინებული თავის მრავალგვარობაში. ის გამოდის რეალობიდან, მაგრამ ყოველთვის აზოგადებს მას. მის მიერ შექმნილი კომპოზიცია მკაფიოდ აგებული, ტექტონურია - იქნება ეს გამოქანდაკებული ტორსი თუ წიგნის დეკორი. განზოგადებულად მოცემული  ფორმები   პლასტიკური  ხასიათისაა კონტურული ნახატით გადმოცემის და მკვრივი მასალით ძერწვის დროსაც. მშვიდი განწყობით შესრულებული ნაწარმოების გვერდით ვხედავთ ემოციურს, რეალისტურ-პლასტიკური ფორმის გვერდით კი - მკაფიოდ სტილიზებულ და დეკორატიულ ფორმებს. 
...
დაწვრილებით...

მარიკა ასათიანი - „გაჩერება“ ფოტოსერიიდან „ადგილი, როგორც პაუზა“ მარიკა ასათიანი - „გაჩერება“ ფოტოსერიიდან „ადგილი, როგორც პაუზა“
გურამ კაპანაძე
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ჩვენ ყველაფერს აღვიქვამთ, აღქმასთან ერთად ვარაუდებს გამოვთქვამთ, ამ ვარაუდს ანალიზის სხვადასხვა ხერხით „ვამყარებთ“, ეს „გამყარებული ვარაუდი“ კი დასკვნის სახეს იღებს. აქვე, ამ აზრის დასაზუსტებლად ინგლისელი ხელოვნებათმცოდნის, იენ ჯეფრის მოსაზრებას მოვიშველიებ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ფოტოების თაობაზე: „ნებისმიერი დასკვნის გაკეთება ნიშნავს
...
დაწვრილებით...

ფუტურისტული წიგნი საქართველოში ფუტურისტული წიგნი საქართველოში
მარინა მეძმარიაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


ფუტურიზმი – XX საუკუნის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და არაერთგვაროვანი მხატვრული მოვლენაა. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ძველი ტრადიციებისა და ფორმების რღვევისაკენ მისწრაფება და ახლის შექმნა გამიზნული იყო არა მხოლოდ ესთეტიკის გარდასაქმნელად, არამედ, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ახალი სამყაროს და ახალი თავისუფალი ადამიანის შექმნას.
...
დაწვრილებით...

მამია ახობაძე  -  80 მამია ახობაძე - 80
ეკატერინე გაჩეჩილაძე
დამოუკიდებელი მკვლევარი

23 მაისს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა XX საუკუნის  60-იანი წლების თაობის ქართველ ფერმწერთა ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე ფრიად ნაყოფიერ ხელოვანს, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, სამხატვრო საქმის უანგარო, თავდადებულ ორგანიზატორს, ხელოვნებათმცოდნეთა და მხატვართა თაობების აღმზრდელ პედაგოგს, მ. ახობაძეს (1933-2010).
...
დაწვრილებით...

საჯარო სივრცეში პროეცირებული ქართული იდენტობის რამდენიმე პარამეტრი (თბილისური მონუმენტური ქანდაკების მაგალითზე) საჯარო სივრცეში პროეცირებული ქართული იდენტობის რამდენიმე პარამეტრი (თბილისური მონუმენტური ქანდაკების მაგალითზე)
თამთა-თამარ შავგულიძე
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

(სტატია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე კვლევის „ქართული ქანდაკების ისტორია და მისი სოციო-კულტურული ფუნქცია“ ნაწილს წარმოადგენს)
ი. ჰაბერმასისეულ კლასიფიკაციაში, საქართველო, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცესა და კაპიტალისტურ სამყაროს შორის მოქცეული ტრანზიტული „კულტურტერიტორია“, დღემდე, ალბათ, იმ ეტაპზე მოიაზრება, როცა სოციუმი ვერ განასხვავებს სახელმწიფოებრივსა და საკუთარს, პირადსა და საჯაროს; შესაბამისად, მწყობრად ფორმირებული ღირებულებრივი სისტემის ფორმატში ვერ ახერხებს როგორც კრიტიკულ თვითრეფლექსიას, ისე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
...
დაწვრილებით...

ქართული ქანდაკება (1920-ანი წლები) ქართული ქანდაკება (1920-ანი წლები)
მერი კარბელაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
/მეცნიერის არქივიდან/

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ქანდაკების დარგი ახლად იყო ფეხადგმული. პირველ პროფესიონალ მოქანდაკეს, იაკობ ნიკოლაძეს, ბედმა ისტორიული როლი არგუნა. იგი არა მხოლოდ რეალისტური ქანდაკების, არამედ ქართული ქანდაკების ფუძემდებელია.
...

დაწვრილებით...

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani