მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკული ნიმუშები |
There are no translations available. სოფიო ჩიტორელიძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკა, თავისი შემადგენლობით, მრავალფეროვანია. მოიცავს როგორც ეთნოგრაფიულ და პროფესიულ კერამიკის ნიმუშებს, ისე, ქარხნულ ტირაჟირებულ ნაწარმსაც. კოლექციის მთავარ ღირებულებას კი მხატვრის მიერ შექმნილი კერამიკული მედალიონები წარმოადგენს.
|
Read more...
|
There are no translations available. ვახტანგ ბერიძე (1914-2000) აკადემიკოსი, გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი
ჩვენი დროის ქართული სახვითი ხელოვნების გამოჩენილ წარმომადგენელთა შორის მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და მონუმენტური ფიგურათაგანია. თითქმის ორმოცდახუთი წელი გრძელდებოდა მისი დაუღალავი, დაძაბული მოღვაწეობა. ამ ხნის განმავლობაში მან ღრმა კვალი გაავლო, როგორც შემოქმედმა და პედაგოგმა, რომლის ხელშიაც გამოიარა ყველაზე თვალსაჩინო ქართველ მოქანდაკეთა რამდენიმე თაობამ. მარტო მის მოწაფეთა ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ გავითვალისწინოთ ნიკოლოზ კანდელაკის როლი და მნიშვნელობა ეროვნული ხელოვნების განვითარებისათვის. ნიკოლოზ კანდელაკი ქართული საბჭოთა ქანდაკების ერთ-ერთი დამფუძნებელია.
|
Read more...
|
თანამედროვე ქართული ქანდაკება - ნიკოლოზ კანდელაკის მონუმენტური ART-ი - 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით |
There are no translations available. მაია იზორია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ქართული თანამედროვე ქანდაკების მონუმენტური სკოლის ფუძემდებელს, საქართველოს დამსახურებულ და სახალსო მხატვარს, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურას და სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელს - ნიკოლოზ კანდელაკს 2019 წლის 17 ოქტომბერს 130 წელი შეუსრულდებოდა. (ილ 1).
|
Read more...
|
მტკვრის სანაპიროების - თბილისის ურბანული ღერძის - განვითარების კონცეფცია |
There are no translations available. გიორგი (გოგა) ბერიძე არქიტექტორი
თბილისის ურბანული ღერძის განვითარების აუცილებლობის შესახებ ჩემი ორი წერილია გამოქვეყნებული ARS GEORGICA 2017 და 2018 - ელექტრონულ ჟურნალში.
|
Read more...
|
ქართული შრიფტი (მოკლე ექსკურსი) |
There are no translations available. ნინო ჯიშკარიანი ასოციაცია „ქართული შრიფტის“ პრეზიდენტი
ქართული კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სამი საანბანე სისტემის თანაარსებობამ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ენასთან ერთად, კულტურული იდენტობის ძირითად მარკერად გვევლინება.
|
Read more...
|
ერთი „დაფარული“ ფრესკის მხატვრული სახის ინტერპრეტაციისთვის (ლადო გუდიაშვილის მონუმენტური მხატვრობის ისტორიიდან) |
There are no translations available. ნინო ჩიხლაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
2016 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ ექსპოზიციაზე „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ (21.12.2016-15.02.2017) ეროვნული მუზეუმის ფონდებსა და კერძო კოლექციებში დაცული უნიკალური მასალა გამოიფინა. წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ქართულ ძეგლთა მოზაიკისა და ფრესკის, ხშირ შემთხვევაში, დედნებად ქცეული, ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული ასლები და კერძო კოლექციებში დაცული, მეტწილად, დაღუპული ორიგინალური კედლის მხატვრობის ამსახველი ესკიზები და ფოტომასალა. ექსპონატებმა, რომელთა დიდი ნაწილი პირველად წარედგინა ფართო საზოგადოებას, განსხვავებული თვალთახედვით წარმოაჩინა მხატვრის მდიდარი შემოქმედების მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული მხატვრული სახე.
|
Read more...
|
თბილისის ურბანული ფორმის ზრდა და ცვლილება ბოლო ასი წლის მანძილზე |
There are no translations available.
გიორგი ბერიძე
არქიტექტორი, თბილისი
ისტორიულად ისე ხდება, რომ რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანებაში, სხვადასხვა თაობის მიერ შენარჩუნდება და განვითარდება, ხოლო რაც უვარგისია, შეიცვლება და გაუმჯობესდება ხოლმე. ამ მიზნით სწავლობენ ქალაქს მრავალი თვალსაზრისით, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული ფორმის შესწავლა. თბილისის ურბანული ფორმა სპეციალური კვლევის საგანი ჯერ არ ყოფილა.
|
Read more...
|
ირონია და თამაში შალვა ქიქოძის შემოქმედებაში |
There are no translations available.
ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ირონია შალვა ქიქოძის მხატვრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი კატეგორიაა და მის მთელ შემოქმედებას თან გასდევს. ესაა დროის მსოფლმხედველობა, ეპოქისა და სიმბოლისტური ხედვის ერთ-ერთი ნიშანი და, ასევე, მხატვრის კონკრეტული, სუბიექტური თვითგამოხატვაც.
|
Read more...
|
სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის ზოგადი მონახაზი (1920-1970-იანი წლები) |
There are no translations available.
ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
სპექტაკლი სხვადასხვა კომპონენტთაგან შემდგარი რთული ორგანიზმია. ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა დრო, რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი, სპექტაკლის პირობითობის ხარისხი შეიძლება დაისვას მათი მაკავშირებელი, მათი ერთი მეორიდან გამომდინარეობის აღმნიშვნელი ისარი. ცხადია, ასე ცალსახად და სქემატურად არ გამოიყურება ყველაფერი.
|
Read more...
|
დრო და სივრცე პეტრე ოცხელის სცენოგრაფიაში |
There are no translations available.
მარინა მეძმარიაშვილი
1922 წლის 25 ნოემბერი ქართული თეატრის აღორძინებისა და სცენოგრაფიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა. ამ დღეს თბილისში, შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, პრემიერა შედგა: მაყურებელმა ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ იხილა, რომლის დადგმაც ორიოდე თვით ადრე სამშობლოში დაბრუნებულ ცნობილ რეჟისორს, კოტე (კონსტანტინე) მარჯანიშვილს ეკუთვნოდა.
|
Read more...
|
|
|
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>
|
Page 7 of 17 |