ორნამენტი ქართულ საერო არქიტექტურაში |
სამსონ ლეჟავა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ხალხური ხელოვნების ნიმუშებში ნათელყოფილია სამყაროს ხედვის მთლიანობითი,
|
დაწვრილებით...
|
,,ორნამენტირებული“ ორპირი ცული ნაზარლების სამლოცველოდან |
პაატა ბუხრაშვილი პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მოყოლებული 2017 წლიდან, მთა ,,ნაზარლებზე“ (შირაქის ზეგანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის, ქრისტემდე XII – X ს.ს-ის ნაქალაქარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია შეისწავლის. {იხ. ბუხრაშვილი, პ. და სხვ, 2018; Bukhrashvili, P u.a 2018;Bukhrashvili, P u.a 2019;} (ილ. 1)
|
დაწვრილებით...
|
ხაზით... ორნამენტით მოყოლილი ამბები სვანეთი |
ნინო წერედიანი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ეთნოლოგი
სვანურ ხალხურ დღეობათა აღწერის, კალენდარულ სისტემაში მოყვანის, მათი ფუნქციის, შინაარსის, რიტუალებში ქალის და მამაკაცის როლის განსაზღვრის, საკრალური პურების, საკრალური რიცხვების, საკრალური სივრცის და დროის… გააზრებით და გათავისებით, ვიფიქრეთ, ნაამბობის და გაგონილის სახვითობის ხაზში, ორნამენტულ დეკორში გააზრების აუცილებლობაც.
|
დაწვრილებით...
|
მეტა-მითი და ორნამენტში ასახული სიმბოლო |
ნინო ღამბაშიძე ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ვინაიდან ორნამენტი, მისეული ფორმით, დაშიფრულ ტექსტს შეიცავს, ბუნებრივია, იბადება სურვილი - ამოიცნო ის სათქმელი, რომელიც მის მიღმა იმალება, თუ არის დაცული, როგორც საკრალური ცოდნა, რომლის ყოველდღიურობით გაცვეთა არ ეგების და რომლის საკრალურობა გაუთქმელობით უნდა იყოს შენახული.
|
დაწვრილებით...
|
ჩუქურთმის არსებობის პირობები - პროცესის ესკიზური რეკონსტრუქცია |
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
არქიტექტურული ნიმუშის კვლევისას ჩვენ ვაფასებთ მის მახასიათებლებს - გეგმას, სივრცით სტრუქტურას, ინტერიერის და ფასადის სახესა და თვისებებს, შემკულობის თუ შეუმკობლობის სტილისტიკას და სხვა... როგორც წესი, დახასიათება ხდება უკვე შემდგარი არქიტექტურული ნაწარმოების, დასრულებული მთელისა. თუ დროში წარმოვიდგენთ ამ პროცესს, მას შეიძლება ვუწოდოთ „ახლიდან ძველისკენ...“. ჩვენ ვიკვლევთ და ვახასიათებთ უკვე აშენებულ, „შეჯამებულ“ ნიმუშს „ჩვენი“ დროიდან, „აქედან - იქით“.
|
დაწვრილებით...
|
ქართული სახიანი ნაბდის ორნამენტი |
ნანული აზიკური ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ნაბადი ზოგადი ტერმინია მატყლის თელვით მიღებული ყველანაირი ნაწარმისა. აქედან გამომდინარე ნაბადი სხვადასხვანაირია და მათ სახეობებს ფორმა, დანიშნულება, თელვის ხანგრძლივობა და ორნამენტაცია ქმნის. შინა მრეწველობის ამ უძველეს დარგს მენაბდეობა ჰქვია, თელვის ოსტატს კი – მენაბდე.
|
დაწვრილებით...
|
ქართული წიგნის ხელოვნებაში გამოყენებული ორნამენტი (ლადო გრიგოლიას შემოქმედების მაგალითზე) |
მარიამ გაჩეჩილაძე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
საქართველოში გრაფიკის ხელოვნება, როგორც სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი დარგი, ძირითადად, XX საუკუნეში ჩამოყალიბდა, მაგრამ ქართული გამოყენებითი გრაფიკის ისტორია ქართული ბეჭდური წიგნის წარმოშობის დღიდან იწყებს ათვლას (იგულისხმება 1629 წელი) და აქტიურ განვითარებას XIX საუკუნის მანძილზე აღწევს. ძირითადად, იგი მოიცავს წიგნისა და საჟურნალო-საგაზეთო მხატვრობას, სარეკლამო დანიშნულების პროდუქციას (ესაა: ეტიკეტი, სავიზიტო და ღია ბარათები, თეატრის წარმოდგენების სარეკლამოდ გამიზნული ტექსტებით შედგენილი აფიშები, ჟურნალ-გაზეთების თავფურცლები და სხვ.). 1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი, „პროპაგანდა ფიდეს“ სტამბაში შესრულდა, მხედრული შრიფტით („ქართულ-იტალიური ლექსიკონი“ და „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“). მცირე დეკორაციული ელემენტები, რომლითაც ეს წიგნებია შემკული, იმ პერიოდში გამოცემული ევროპული წიგნის დეკორის ანალოგიურია.
|
დაწვრილებით...
|
ორნამენტის აღქმის საზრისები: ფიგურა თუ ცელესტიური კონფიგურაცია? |
მარიამ გაბაშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
ორნამენტი, როგორც სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე, უძველესი დროიდან იქმნება ადამიანის მიერ. პალეოლითის ხანის Homo sapiens sapiens-ის ცნობიერებაში, ორნამენტი ის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რითაც უძველესი კრომანიონელი, როგორც ბუნებისა და გარე სამყაროს განუყოფელი ნაწილი, გამოხატავს და აფიქსირებს მის ირგვლივ არსებულ ხილულ თუ უხილავ მოვლენებს.
|
დაწვრილებით...
|
შუა საუკუნეების ქართული ჭედური ორნამენტის სიმბოლიკა |
ლეილა ხუსკივაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
უძველესი დროისა და, აგრეთვე, შუა საუკუნეების ორნამენტი, პირველ რიგში, სიმბოლო-ნიშანს წარმოადგენს. მისი შინაარსი ერთ-ერთი ფორმაა „საზოგადოების შეხედულების გამოხატვისა, რომელშიც თავისებური წესით არის ჩადებული და დაცული მრავალპლანიანი ინფორმაცია.
|
დაწვრილებით...
|
წარმოსახვითი რიცხვები და „ღვთაებრივი კომედიის“ გეომეტრია |
სანდრო კლიმიაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
ძნელად თუ მოიძებნება უფრო მეტად კომენტირებული ტექსტი, ვიდრე „ღვთაებრივი კომედია“. პოემის გამოჩენის დღიდან, მკითხველიც და კომენტატორიც გრძნობდა „ღვთაებრივ კომედიაში“ ეზოთერული საზრისების არსებობას და ცდილობდა, გაეშიფრა ეს შენიღბული შინაარსი. მართლაც, დანტეს ქმნილებაში თითქმის ყველაფერს აქვს ეზოთერული მხარე, დაწყებული მისი თანამედროვე ფლორენციის პოლიტიკით და დამთავრებული „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორის რელიგიური მსოფლმხედველობით.
|
დაწვრილებით...
|
|
|