თბილისის არქიტექტურა 1970-1980-იანი წლები |
There are no translations available. ნინო ასათიანი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე
XX ს-ის სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლები საყურადღებო მოვლენებით აღბეჭდილი პერიოდია ქართულ არქიტექტურაში. დროის აღნიშნული მონაკვეთში თვალსაჩინო ცვლილებები მოხდა არქიტექტორთა შემოქმედებით ცხოვრებაში, არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობით აზროვნებაში. ეს სიახლეები მეტ-ნაკლები ხარისხით აშკარად გამოიკვეთა როგორც მასობრივ, ასევე, ინდივიდუალურ მშენებლობაში, თანდათან ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული მახასიათებელი შეცვლილი საზოგადოებრივი მოთხოვნილების და გემოვნებისა. იმავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ჯერ კიდევ შესამჩნევია წინა ათწლეულის კვალი, რადგან მრავალი იმ დროს დაპროექტებული ნაგებობა, გახანგრძლივებული სამშენებლო პროცესის გამო, სწორედ განსახილველ პერიოდში დასრულდა. მრავალი გრძელვადიანი ქალაქთმშენებლობითი პროექტის რეალიზება სწორედ სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში მიმდინარეობდა.
|
Read more...
|
There are no translations available.
ნანა ყიფიანი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი.
(ნაწყვეტი სტატიიდან „სივრცის ნაკეცები - თბილისური მოდერნიზმი და ავანგარდი“)
1919 წელს ტფილისში გამოდის წიგნი, მიძღვნილი სოფია მელნიკოვასადმი, მსახიობი ქალისადმი, რომელიც, თურმე, არაჩვეულებრივად კითხულობდა ზაუმის პოეზიას. წიგნი გამოსცა ცნობილმა ტფილისურმა ავანგარდულმა ჯგუფმა „41°„ და ფანტასტიკურმა სამიკიტნომ ილია ზდანევიჩის ინიციატივით.
სწორედ ამ წიგნმა გამოააშკარავა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, დამახასიათებელი მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ/ტფილისური ავანგარდისათვის. ესაა მისი მრავალ-დისკურსიულობა.
|
Read more...
|
პეტრე ოცხელის შემოქმედების ახალი პლასტები |
There are no translations available. მერი მაცაბერიძე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის-საქართველოს (YTA UNION) ნაციონალური ცენტრის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი.
(ატრიბუციის საფუძველზე, I ნაწილი)
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სახვითი ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელად 37 წლის განმავლობაში მუშაობის პერიოდში მომიწია მრავალი ნამუშევრის გამოვლენა-ატრიბუცია. უშუალო შეხება მქონდა 300-ზე მეტი დასახელების ავტორის ვიზუალურ მასალასთან, რომლის სისტემატიზაციაში მოყვანის საშუალება მომეცა ფონდი „ღია საზოგადოების“ დახმარებით (2000 წ.).
|
Read more...
|
ქართული სცენოგრაფიის ისტორიისათვის |
There are no translations available. მარიანა ო'კლეი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ქართული ხელოვნების უდიდესმა ისტორიულმა ტრადიციამ, ქართულმა სულმა, ქართველი ხალხის თეატრალურმა ბუნებამ განაპირობა ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების თავისებური, თვითმყოფადი სახე. ქართული სცენოგრაფია, მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით, ყოველთვის იდგა ჩვენი ხელოვნების ავანგარდში. მისი განუმეორებელი ხასიათი თვით საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განსაზღვრა: ერთი მხრივ, ემოციური, დეკორატიული აღმოსავლური გარემო, მეორე მხრივ კი, რაცოინალური, მუდამ პროგრესირებადი, ცვალებადი, ახალი მხატვრული ფორმის ძიებისაკენ მიმართული, ლაკონიური დასავლური სამყარო.
|
Read more...
|
სამუზეუმო კვარტალი თბილისში |
There are no translations available. (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის შენობების ისტორიულ არქიტექტურული კვლევა).
თამაზ გერსამია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევთი ეროვნული ცენტრი
„სამუზეუმო კვარტალი“ თბილისში მდებარეობს რუსთაველის პროსპექტსა, ა. ფურცელაძის, ლ. გუდიაშვილის ქუჩების და ლ. გუდიაშვილის შესახვევს შორის (რუსთაველის პროსპექტი, № 3). ამჟამად აქ განლაგებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კორპუსები.
ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საგანს წარმოადგენს აღნიშნული კვარტალის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის კორპუსების შენობა-ნაგებობების ისტორია და არქიტექტურის განვითარება დაწყებული XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან.
|
Read more...
|
ქართული ქალაქთმშენებლობითი პრობლემები 1960-1970 წლებში |
There are no translations available.
(თბილისის მაგალითზე)
ნინო ასათიანი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე
ქართულ ქალაქთმშენებლობაში 1960-70 წლები მისი განვითარების საყურადღებო ეტაპია. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქალაქების ინტენსიური ზრდა და მათ განვითარებაში მრავალი სიახლე გაჩნდა. ამ პროცესების გააზრება და კრიტიკული შესწავლა დღეს უკვე გადაუდებელ ამოცანად ისახება.
|
Read more...
|
ქართული მხატვრობის „დიონისური ღამე“ (1914-1922) |
There are no translations available. ირინე აბესაძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ვალერიან გაფრინდაშვილმა 1924 წელს, ჟურნალში „კავკასიონი“ 1914-1922 წლების ქართულ პოეზიას „დიონისური ღამე“ უწოდა.იგივე შეიძლება ითქვას იმავე პერიოდის ქართულ მხატვრობაზეც. საერთო კრიზისულმა სიტუაციამ (ომი, რევოლუციები) გაამძაფრა ხელოვანის ირონია და სკეპტიციზმი. ყოველივე აღნიშნულმა კი განსაკუთრებული სიმახვილე შესძინა შემოქმედის ინტუიციას, რომელიც მტკივნეულად ირეკლავდა ეპოქის ტრაგედიას და სატკივარს. ნატურის, გარემომცელი სამყაროს პასიური ასახვა, ბუნებრივია, ვეღარ პასუხობდა იმ ქარცეცხლიანი დღეების მოთხოვნებს.
|
Read more...
|
ხილული სინამდვილის გადმოცემისათვის ქართულ ხელოვნებაში |
There are no translations available.
(დ. გაბაშვილის „ნატჲურმორტი ხოჭოთი“)
დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევთი ეროვნული ცენტრი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
2014 წლის ნოემბრის ბოლოს, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში ჩვენი ცნობილი ფერმწერის, მოქანდაკის, დაზგური და წიგნის გრაფიკის, ასევე პლაკატის ოსტატის დავით გაბაშვილის (1924-1995) ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი. თუმცა ხელოვანის დაბადებიდან 100 წლის შესრულების გამო გამართული ეს ჩვენება არ მოიცავდა - და ვერც დაიტევდა! - მის მთელ დანატოვარს, მან, ვგონებ, ყველა მნახველს შეაგრძნობინა მხატვრის შემოქმედებითი მრავალფეროვნებაც, ოსტატობის დონეცა და შექმნილის მნიშვნელოვნებაც.
|
Read more...
|
შალვა ქიქოძე – „სამი მხატვარი“ |
There are no translations available. ცისია კილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი
შალვა ქიქოძის ფერწერული ტილოს - „სამი მხატვარი“-ს ხილვისას ბევრ კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს და პასუხებიც, რა თქმა უნდა, ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ მაინც ინტერპრეტაციის მხოლოდ მცდელობიდანაც კი შეიძლება გამოჩნდეს, თუ რამდენად მრავალმხრივი და ღრმა შრეებია ამ ნამუშევარში დაშიფრული.(ილ. 1)
|
Read more...
|
პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე |
There are no translations available. მერი მაცაბერიძე UTA Union - ექსპერტი მერი მაცაბერიძე
1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან თითქმის 100 წელი გავიდა. დღეს უფრო შემზარავად გამოიყურება „კომუნისტური ქვეყნის“ მშენებლობის სიბოროტე. ახალი სოციალისტური ქვეყნის შექმნას უამრავი უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „რეპრესირების პირველი ტალღა 1921–24 წწ. შეეხო იმ წრეებს, რომელისთვისაც მიუღებელი იყო ახალი წყობა. ესენი იყვნენ სასულიერო პირები, ინტელიგენცია და სამხედრო ელიტა. შემდეგ კი ჯერი სამეცნიერო ელიტაზე და ხელოვნების სფეროში მოღვაწეებზე დგება. 1937 წ-ს ადამიანთა დაპატიმრებამ, დახვრეტამ, გადასახლებამ კულმინაციას მიაღწია. რეპრესიებს შეეწირა მხატვარი, სცენოგრაფი პეტრე ოცხელიც,(ილ. 1) რომელიც, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად, ქართული თეატრის აღორძინების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი დააპატიმრეს მოსკოვში, ხოლო დაკითხეს, გაასამართლეს და დახვრიტეს თბილისში. საბედნიეროდ კონფისკაციას გადაურჩა მისი რამდენიმე წერილი, რომლებიც რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის ოჯახში ინახებოდა და ჯერ არ გამოქვეყნებულა.
|
Read more...
|
|
|