Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ენა და ფოტოგრაფია | Print |
There are no translations available.

გიორგი პაპაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი;
საქართველოს ეროვნული არქივი.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი

ქართული კულტურის თვითმყოფადობასა და განსაკუთრებულობაზე თავგამოდებული ლაპარაკი, ალბათ, არ უნდა იყოს სწორი პროფესიული თვალსაზრისით. ამის მიუხედავად,
Read more...
 
თერგდალეულთა ეპოქის უცნობი პეიზაჟისტი (ნაწილი II) | Print |
There are no translations available.

ნინო ჭინჭარაული
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


განხილული ალბომები, განსხვავებით „ევროპული პეიზაჟების“ ფართო, ჰორიზონტული ხედებისა, კამერულმა სივრცეებმა და მხატვრის დაკვირვებული თვალით შესრულებულმა „სამოგზაურო ჩანახატებმა“ დაიკავა. მხატვარი მასშტაბურად აღებულ მთავარ მოტივს მთლიანად უთმობს
Read more...
 
თერგდალეულთა ეპოქის უცნობი პეიზაჟისტი (ნაწილი I) | Print |
There are no translations available.

ნინო ჭინჭარაული
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


ახალი დროების ქართულმა კულტურამ, თანამედროვეობასთან შეთანხმების პროცესში, რამდენჯერმე იწვინია მხატვრული ექსპერიმენტების და ინოვაციური იდეებიის გარდამტეხი პერიოდები.
Read more...
 
დონ კიხოტი საქართველოში: სერვანტესისა და ჭავჭავაძის გოდერძი ჩოხელისეული სინთეზი | Print |
There are no translations available.

პეტერ როლბერგი
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ)

1999 წელს ცნობილმა მწერალმა და რეჟისორმა, გოდერძი ჩოხელმა გადაიღო ფილმი - „მიჯაჭვული რაინდები“, იმ დროს საქართველოში გადაღებულ მცირერიცხოვან სრულმეტრაჟიან ფილმთაგან
Read more...
 
„მცირე გაერთიანებები“ პოსტსაბჭოთა მხატვრულ სივრცეში - „დაშლის პროდუქტი“ თუ „ახალი მთლიანობა“ | Print |
There are no translations available.

ნინა გეტაშვილი
რუსეთის ფერწერის, მქანდაკებლობისა და ხუროთმოძღვრების აკადემია (რუსეთი)

უახლესი წარსულის ყველაზე დიდმა სახელმწიფომ - საბჭოთა კავშირმა ოცი წლის წინათ მსოფლიო რუკაზე არსებობა შეწყვიტა. მას სხვანაირადაც მოიხსენიებდნენ  - სსრკ, რაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს ნიშნავს. 
Read more...
 
ნაციონალური იდენტიფიკაციის პრობლემები და სამუზეუმო კოლექციის ფორმირების პრაქტიკა | Print |
There are no translations available.

სვეტლანა ხრომჩენკო
აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (რუსეთი)

(ქართული სახვითი ხელოვნება აღმოსავლეთის ხალხთა
სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში)
სახელმწიფო მუზეუმს, რომლის კოლექციაშიც კავკასიისა და შუა აზიის სხვადასხვა რეგიონის ხელოვნებაა წარმოდგენილი, იმთავითვე პრიორიტეტულად მიაჩნდა კულტურათა ეროვნული თავისებურებების გამოვლენა.
Read more...
 
შალვა ქიქოძის ავტოპორტრეტი „უდროოდ დაღუპული მეგობრის მოსაგონებლად“ | Print |
There are no translations available.

ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დავცის კვლევის ეროვნული ცენტრი


შალვა ქიქოძის შემოქმედებაში ერთგვარი საეტაპო და, ამავე დროს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და მეტაფორულ-სიმბოლური ხასიათის ნამუშევარია 1920 წელს შესრულებული – „უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად“.
Read more...
 
ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება და ქართული ხელოვნების მხატვრული ტრადიცია | Print |
There are no translations available.

ანა შანშიაშვილი
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

„ნიკო თქვენს სურათებშია ქართული ხელოვნების ძვირფასი შეგრძნება, თქვენ აღმოაჩინეთ და გზა უჩვენეთ ქართველ მხატვრებს. თქვენი სურათებით ქართული ფერწერა ისევ ჩადგა ქართული ხელოვნების ისტორიულ კალაპოტში“ - აღელვებით ეუბნება ილია ზდანევიჩი მის მიერ „აღმოჩენილ“ ნიკო ფიროსმანაშვილს
Read more...
 
„ბატონის ციხის“ ისტორიისათვის | Print |
There are no translations available.

მაკა შავგულიძე
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. ქალაქ თელავში მდებარე კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ  ძეგლს  წარმოადგენს.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, კვირიკე დიდმა (1010-1037), გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის პირველმა მეფემ, „ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა“ ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 6.
„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა. მშენებლობის პირველ ეტაპზე (1667-1675 წწ. - არჩილის მეფობა) ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე (კახთ მეფეთა სასახლე), აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანოა აგებული. მშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, გალავანი კუთხის მრგვალი ბურჯებით და დასავლეთის კარიბჭეა აგებული ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 39.
„ბატონის ციხის“ კომპლექსი გეგმაში წაგრძელებულ, არათანაბარ მართკუთხა ფორმას წარმოადგენს. იგი გვიან შუა საუკუნეებში კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი რიყის ქვით ნაგები მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც 3 ჰექტარამდე სივრცეს ფარგლავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი არა მხოლოდ მეფეთა საცხოვრებელი ანსამბლი იყო, არამედ მას დიდი სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა - აღნიშნული ისტორიული გალავანი მეფე ერეკლეს დროს ქალაქს შემოსევებისაგან იცავდა და მოსახლეობისათვის მტკიცე თავდაცვით საშუალებას წარმოადგენდა ც. ჩიკოიძე, თელავი, 1988, თბილისი, 74.
კომპლექსის ტერიტორია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილებად იყო დაყოფილი, რაც დღემდე შენარჩუნებულია. დასავლეთის ვრცელი მონაკვეთი, საფიქრებელია, რომ ციხე-გალავნის როლს ასრულებდა. მისი ფართობი 1,5 ჰექტარზე მეტია, რაც სამეფო ანსამბლის არსებობაზე მიუთითებს. ხოლო აღმოსავლეთის მონაკვეთი შიდა ციხეს წარმოადგენს, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს აღემატება.
„ბატონის ციხის“ კომპლექსის გალავანი ჩრდილოეთის მხარეს ფერდობს მიუყვება და შედარებით დაბალია. დანარჩენი სამი მხარე ვაკეზეა გაშენებული, ამიტომ, აქ გალავნის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 10-12 მეტრს აღწევს. გალავანი  რიყის ქვითა და კირის დუღაბით აგებულ მაღალ, მრგვალქონგურებიან კედელს წარმოადგენს, რომელშიც სათოფურებია დატანებული. შიდა კედლებით იგი ორ არათანაბარ მონაკვეთადაა დაყოფილი - კედლის შიდა პირზე საბრძოლო ბილიკია მოწყობილი, ამავე ხაზზეა განლაგებული სათოფეები და სალოდეები. გალავნის კუთხეებში ოთხი ცილინდრული ორ-სამ სართულიანი მრგვალი ბურჯებია განლაგებული. გალავნის კედლები სწორი კუთხეებით ფარგლავს სივრცეს. სამხრეთის კედლის შუაში კედლის საერთო ფრონტიდან წინ გამოტანილია გალავნის ნაწილი მრგვალი ბურჯებით, საზარბაზნე ბაქნითა და სასროლი ხვრელებით გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, 2000, თბილისი, 219-220 .

1

„ბატონის ციხის“ ჭიშკრის კოშკი XVII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული, ხოლო გალავნის კოშკი XVIII საუკუნეში ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 40.
„ბატონის ციხის“ გალავნის მშენებლობაში ერეკლესეულ წვლილზე საუბრობს ომან მდივანი, რომლის მიხედვითაც „თვით „მეფემ ირაკლიმ“ განაახლა გალავანი თელავისა”.
იგივე აზრია გამეორებული პაპუნა ორბელიანთან, რომელიც მშენებლობას 1753 წლით ათარიღებს – „კახთ ბატონი წაბრძანდა კახეთს, განასრულა გალავანი თელავისა“ ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 198.
„ბატონის ციხეში“ შესასვლელი კარიბჭეები გალავნის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაა განთავსებული, რომლებიც, ამასთანავე, თავდაცვით ნაგებობებსაც წარმოადგენს.
დასავლეთის კარიბჭე დასავლეთის კედლის ცენტრშია აგებული, კედლის საერთო სიბრტყიდან წინ არის გამოტანილი და ციხის კედლების მიმართ საგრძნობლად ამაღლებულია. იგი ორსართულიანი ნაგებობაა - ქვედა სართულზე ფართო გასასვლელი კარია კამაროვანი გადახურვით (ძველად აქ რკინის კარი ყოფილა შებმული), ხოლო ჩრდილოეთსა და სამხრეთ მხარეს მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებია განთავსებული. მეორე სართული მაღალი კედლებით შემოზღუდულ გადაუხურავ საბრძოლო ბაქანს წარმოადგენს, რომელიც სამი – სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან მაღალი მრავალქონგურებიანი კედლებით არის შემოსაზღვრული. აქ მრავლადაა დატანებული სათოფურები და სალოდეები.

2

დასავლეთი ჭიშკრის გარე ფასადი მდიდრულადაა დეკორირებული. ისრისებური, ტრიუმფალური თაღის ორივე მხარეს ორ იარუსად კედლის ნიშები და აგურის სწორკუთხა ჩარჩოებში ჩაწერილი სახოვანი წყობაა მოთავსებული, რაც ზღუდის ყველაზე ძლიერი მხატვრულ-დეკორაციული აქცენტია. ჭიშკარი, რომელიც ზღუდის საერთო ფრონტიდან ძლიერად არის წინ გამოწეული, ორსართულიანი ჭიშკრის ერთგვაროვან გადაწყვეტას იძლევა. ჭიშკრის აგების პერიოდად XVIII საუკუნეა ნავარაუდევი ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 40.
1982 წელს დასავლეთის კარიბჭეში გაკეთდა წყლისგან დამცავი სისტემა, რისი საშუალებითაც მასში წყალი აღარ გროვდებოდა (არქიტექტორი ზ. მეღვინეთუხუცესი).
ბატონის ციხის აღმოსავლეთის კარიბჭე ორსართულიანი ნაგებობაა და გალავნის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კოშკთან ახლოს მდებარეობს. ქვედა სართული წარმოადგენს თაღოვანი გადახურვის კარის ხვრელს, რომელიც ორ ბურჯს ეყრდნობა.

3

მეორე სართული კვადრატული ოთახია, რომელიც ოთხივე მხარეს ღიადებითაა გახსნილი. ოთახი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც გაბჯენილია ურთიერთპერპენდიკულარულად მიმავალი თაღებით. ოთახის ოთხივე მხარეს არსებული სარკმლები, სამხრეთის კედელში მოწყობილი ბუხარი და აღმოსავლეთით მოწყობილი აივანი, რომელიც დაგვირგვინებული იყო თაღოვანი მაშიკულების რიგით (მისი ნაშთი  იკითხებოდა კარნიზში), გვაფიქრებინებს, რომ იგი საცხოვრებელი სადგომი იყო.
ლ. რჩეულიშვილის მოსაზრებით, სწორედ მას უნდა უწოდებდეს „სალხინოს” ალ. ორბელიანი. 1854 წელს იგი წერს: „მეფეთ სასახლე ქვიტკირისა დაქცეულია მხოლოდ სალხინოს მეტი და წინა ოთახებისა“ ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 202.
აღმოსავლეთ კარიბჭის არქიტექტურა და გადამხურავი კონსტრუქციის სისტემა XVII საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი. იგი არჩილის მოღვაწეობის პერიოდშია აგებული ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 40.
აღმოსავლეთის კარიბჭე არაერთხელ ყოფილა აღდგენილი და შეკეთებული (მაგ., XIX საუკუნის შეკეთება კარგად ჩანს ეზოდან, სადაც ქვედა სართულის თაღი რუსული აგურით არის გამოყვანილი).
1979-83 წლებში შესწავლილ იქნა არჩილისეული კოშკი. შესწავლის საფუძველზე, 1989 წელს გაკეთდა გეგმა, რომელიც 2001-2002 წლებში განხორციელდა (არქიტექტორი ზ. მეღვინეთუხუცესი). პირვანდელი სახე დაუბრუნდა არჩილისეულ კოშკს, რომელსაც აღუდგა პირველი სართული, ჩრდილოეთით მოეწყო აივანი, შეკეთდა სახურავი, შესასვლელში გაკეთდა ახალი კარი და კიბეები. აღდგენილ იქნა სასახლემდე მისასვლელი გზა და სამეფო ეზო ც. ამირანაშვილი, მუზეუმის ისტორიისათვის, მოამბე, 2007, 4, 6.
„ბატონის ციხის“ ხუროთმოძღვრული კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია კახთ მეფეთა ერთსართულიანი სასახლე, რომელიც კომპლექსში დამოუკიდებლად მდგარ ნაგებობას წარმოადგენს. სასახლე გეგმაში კვადრატს მიახლოებულია. მასში განთავსებულია სწორკუთხა მისაღები დარბაზი და ხუთი მცირე ზომის ოთახი დერეფნებითურთ. სასახლის არქიტექტურული გაფორმება შეისრული თაღოვანი ღიადებით არის განხორციელებული ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 204-205.
სასახლის უნიკალობა, გარდა მისი ხუროთმოძღვრული იერისა, უპირველესად, მისი აგების ისტორიაშიცაა. მეფეთა სასახლის აგების ისტორიასა და დათარიღების საკითხს იკვლევდნენ სხვადასხვა მკვლევარები, კერძოდ, ლ. რჩეულიშვილი, გ. ჩუბინაშვილი. თ. ალდამიძე, ც. ჩიკოიძე, ჯ. ხარიტონაშვილი, ვ. ელანიძე და სხვა. ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მკვლევარ თ. ალდამიძის მოსაზრება, რომ სასახლე კახეთის მუსულმანი მმართველის მიერ არის აშენებული და ასეთად იგი დავით იმამყულიხანს მიიჩნევს, რომელიც კახეთის გამგებლობას 1703 წლიდან შეუდგა.

4

თ. ალდამიძის მოსაზრების გათვალისწინებით  საფიქრებელია, რომ დავით იმამყულიხანი ადგილობრივ ხუროთმოძღვრულ თავისებურებებზეც ამახვილებდა  სათანადო ყურადღებას. მკვლევარი ლ. რჩეულიშვილიც მიიჩნევს, რომ ქართული ხუროთმოძღვრული აზროვნებისათვის სრულიად უჩვეულო და არადამახასიათებელია უცხოურის კალკირება. ქრისტიანობის გავრცელების ადრინდელ ეტაპზე, თუ მე-19 საუკუნის საერო არქიტექტურაში  ქართველი ოსტატები გარდაქმნიდნენ უცხოეთიდან შემოჭრილ სტილს და „აქართულებდნენ“ მას, რაც სადგომების კვადრატულ გადაწყვეტასა და  გვირგვინისებურად ამაღლებული კამარით გადახურვაში აისახებოდა. ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 206. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აკად. გ. ჩუბინაშვილი გვიანფეოდალურ ხანაში ციხეთა ვაკეზე შენებას და მათ ოთხკუთხა ფორმას კახეთისათვის, კერძოდ კი, ალაზნისპირისათვის დამახასიათებლად მიიჩნევს Г. Н, Чубинашвили, Архитектура Кахетии, 1959, Тбилиси, 540.
სასახლესთან, გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არჩილის კარის ეკლესია მდებარეობს. არჩილის ეკლესიად წოდებული მცირე ეკლესია წმ. ნინოს სახელობისაა, რომელიც აშენებულია, როგორც სასახლესთან არსებული მცირე სამლოცველო. ეკლესიამ ჩვენამდე შეკეთებული სახით მოაღწია. იგი მცირე ზომის, ქვიტკირის ერთნავიანი აფსიდიანი შენობაა ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 41.

5

ერეკლე მეორის კარის ეკლესია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილის გამოკვლევით, ერეკლე მეორის კარის ეკლესია აშენებულია ერეკლეს მიერ 1753 წელს ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 204-205. დღესდღეობით, ეკლესია საგრძნობლად შეცვლილია. გადაკეთებულია დასავლეთის ნაწილი, სადაც მიდგმული აქვს დამატებით ახალი მასივი, რომელიც უფრო ვიწროა და დაბალი, ვიდრე პირველადი ნაგებობა. პირვანდელი ძველი ერეკლესეული ეკლესია აგურით არის ნაგები და იგი ჩვეულებრივ დარბაზულ, ერთნავიან შენობათა ტიპს მიეკუთვნება.

6

ეკლესიის მახლობლად გალავნის კუთხის ბურჯზე შემდგარი სამრეკლო XIX საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება. იგი არატრადიციული არქიტექტურული ფორმით იქცევს ყურადღებას - წარმოადგენს არა ცალკე მდგომ ნაგებობას, არამედ მის ფუძედ გამოყენებულია ჩრდილო-დასავლეთ გალავნის კუთხის მომრგვალებული ნაწილი. ეს, ერთი შეხედვით, უჩვეულოა და არქიტექტურული თვალსაზრისით არღვევს კიდეც გალავნის ჰორიზონტალურად გაშლილ სტრუქტურას. მაგრამ საგანგებოდ შერჩეული მომრგვალებული კუთხის ფორმა ამოზრდილი სამრეკლოთი მთლიანობაში არ ქმნის ეკლექტურობის განცდას, პირიქით, თავისებურებას სძენს ხუროთმოძღვრულ იერს.
აბანო „ბატონის ციხის“ ტერიტორიის ორად გამყოფ კედელზე, სამხრეთის გალავნის შეერთების კუთხეშია აშენებული. ერთსრთულიანი აბანო გვიანფეოდალური პერიოდის, ძველი ქართული სტილის აბანოების სისტემაზეა მოწყობილი, იმ განსხვავებით, რომ მისი კედლები მოხატული ყოფილა. იგი ჩვენამდე სრულად არ არის მოღწეული – შემორჩენილია მხოლოდ საბანაო ოთახი აუზით და ცხელი წყლისათვის მოწყობილი წყლის ავზი, რომლის იატაკის ქვეშ მოწყობილი იყო ღუმელი და რამდენიმე სათავსო. აბანო რამდენიმე სადგომისაგან შედგებოდა. ერთ-ერთი ასეთი სადგომი უშუალოდ საბანაო ოთახთანაა დაკავშირებული. იგი საგანგებოდ ყოფილა გაფორმებული მოხატულობით. აბანო ბუხრით თბებოდა, რომელიც აბანოს ქვეშ, მიწის ზედაპირიდან ორი მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, თბილისი, 42.

7

კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი გვირაბი „ბატონის ციხის“ ჩრდილო-დასავლეთ სექტორშია აგებული, რომელიც საიდუმლო გასასვლელის და ნაგებობებთან დამაკავშირებელი გზის ფუნქციას ასრულებდა. ქვიტკირით აგებული დერეფან-გვირაბიდან წყაროსთან ჩასასვლელი კიბე იყო მოწყობილი ჯ. ხარიტონაშვილი, თელავი, 1990, თბილისი, 10.
კომპლექსის ნაწილია, აგრეთვე, ბატონის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრის დაშორებით აღმართული დიდი მრგვალი საზარბაზნე ბურჯი (დიამეტრი 14მ.), რომელიც XVIII საუკუნის 70-იან წლებშია აგებული.
ისტორიული წყაროების მიხედვით, „ბატონის ციხის“ კომპლექსში, XVII-XVIII საუკუნეებში კახთ მეფეთა რეზიდენცია იყო განთავსებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ მეფე ერეკლე მეორის რეზიდენცია იყო მოთავსებული და თელავის მეფეთა სახლი ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი გახლდათ. ამასთანავე, მას დიდი სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა, რაზეც, ასევე, ძეგლის ხუროთმოძღვრული სახე მიგვანიშნებს.
კახთ მეფეთა სასახლე თავისი ცხოვრების პირველი ოთხი ათეული წლის მანძილზე ვეღარ ასრულებდა თავის პირვანდელ ფუნქციას. იგი, ხშირად, უპატრონოდ იყო მიტოვებული და, საფიქრებელია, რომ ზიანდებოდა კიდეც. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ისტორიულ წყაროებში 1724 წლით დათარიღებული ეპიზოდი, როდესაც მეფე კონსტანტინემ „ლტოლვილი მოიყვანა ახალგორს და მიიყვანა დედოფალიცა თვისი, რამეთუ ვერღარა-რა შთავიდოდა ლეკთა გამო“.
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის ნახევრიდან თელავის სასახლეში უკვე აღდგა ცხოვრება და მეფეთა სახლმა საუკუნის დასასრულამდე ინტენსიური ცხოვრებით იცხოვრა ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 197.
ქართლ-კახეთის მეფეთა რეზიდენციის პატივს ქალაქი თელავი XIX საუკუნეში კარგავს. საქართველოში დამოუკიდებელი სამეფოს გაუქმებისთანავე ბატონის ციხის არქიტექტურულ კომპლექსსაც შეუწყდა კახეთის მეფეთა რეზიდენციის ფუნქცია. მან ვერ შეინარჩუნა ის მეორადი მხატვრული სახეც, რომელიც ერეკლე მეორის მიერ XVIII საუკუნეში ჰქონდა მინიჭებული. მის მეფობაში თელავის მეფეთა სახლი არათუ უცხოელ ელჩთა მისაღები და ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრია, არამედ იგი მხარის ყველაზე მძლავრ ბასტიონად და შიშიანობის პერიოდის საიმედო თავშესაფრად იქცა ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 200.
მკვლევარ ლ. რჩეულიშვილის გადმოცემით, ერეკლე მეორე გაზრდილი საჭიროების დასაკმაყოფილებელად დამატებით სადგომებს აგებდა. მისი მოღვაწეობა შექმნილ ისტორიულ სიტუაციაში ზოგადი ქალაქმშენებლობითი პრობლემის გადაწყვეტას ემსახურებოდა. ბატონის ციხე ნაწილი ხდება იმ სტრატეგიული მშენებლობისა, რომლის მიზანი ხალხის დაცვა იყო.
გიულდენშტედტის მითითებით, ერეკლე მეორის წვლილი მხოლოდ სასახლის ირგვლივ კედლების შემორტყმით არ განისაზღვრა და მას თვით სასახლეშიც გარკვეული ცვლილებები შეუტანია: „სასახლე ნაწილობრივ ძველი და ნაწილობრივ ახალი ნაწილებისაგან შედგება“. ერეკლე მეფეს ამოუვსია XVII საუკუნის შენობის აივნები და ოთახებად უქცევია ისინი. ამ სადგომების გადახურვა ბრტყელია, სარკმლები – არქიტრავული, მაშინ, როდესაც ძირითადი  კომპოზიციის ნაწილებში კამარები გვაქვს და ყველა ღიობი თაღოვანია ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 206-207.
მკვლევარ ლ. რჩეულიშვილის მოსაზრებით, 1801 წელი ქართველ მეფეთა სასახლის გაუქმების თარიღად უნდა მივიჩნიოთ. იგი თავის ფუნქციას კარგავს და იწყება მისი ახალი ცხოვრება, ადაპტაცია ახალ ვითარებასთან. 1802 წელს მასში ყაბარდოს პოლკის შეფი და მეთაური გენერალ-მაიორი გულიაკოვი ბინადრობს. 1805 წელს იგი რუსეთის მთავრობის სახაზინო უწყებას გადაეცემა. 1811 წელს შედგა დაძველებული სასახლის გადაკეთების პროექტი, მასში ყაზარმებისა და სახაზინო დაწესებულებების მოსათავსებლად, ხოლო 1822 წელს რ. ლაილს მის „დაბალ ოთახებში“ მაიორი ილინსკი დახვდა დაბინავებული, სააუდიენციო დარბაზი კი თავლად ყოფილა გამოყენებული.
ისტორიული წყაროების მიხედვით, 1845 წელს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა სასახლე მოინახულა, რომელიც მას დანგრეული დახვდა. მისი ბრძანებით დაწყებული აღდგენითი სამუშაოები 1850 წელს დასრულდა. შედეგად აღდგენილ იქნა აღმოსავლეთის ნაწილის ნახევარი.
1860-იანი წლებიდან თელავის სასახლეს ახალი ფუნქცია მიენიჭა. მთლიანი შენობა წმ. ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1865 წელს წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი დაარსდა. სასწავლებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, არქიტექტორ ზალცმანის პროექტით ძველი შენობის გადაკეთება და ახალი სართულის დაშენება განხორციელდა ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 1994, თბილისი, 208-209.
1912 წელს სასახლე და წმ. ნინოს სასწავლებლის შენობები ერთმანეთთან იქნა დაკავშირებული.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან „ბატონის ციხის“ არქიტექტურულ კომპლექსში თელავის ისტორიული მუზეუმია განთავსებული. კახთ მეფეთა სასახლეში ერეკლე II-ის მემორიალური მუზეუმი განთავსდა. „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, გარდა ისტორიული ნაგებობებისა, სამუზეუმო კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა, ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეის შენობა და ადმინისტრაციული ნაგებობებია განთავსებული.
„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს დაექვემდებარა. ამის მიუხედავად, ძეგლი, მცირედი სახესხვაობით, მის პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. ძეგლის ისტორიული წყაროებით გამყარებული დეტალური არქიტექტურული ანალიზის, მათი გეგმარებითი სტრუქტურის, მხატვრულ-კომპოზიციური ღირსებების, დროისა და მოთხოვნების შესაბამისი ნიშან-თვისებების, ნაგებობათა მშენებლობის ისტორიის მიმოხილვა გვარწმუნებს, რომ იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უაღრესად მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენს.

ბიბლიოგრაფია:
აბრამიშვილი გ.,  ზაქარაია პ., ციციშვილი ი. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბილისი (2000)
Чубинашвили  Г. Н., Архитектура Кахетии, Тбилиси (1959)
რჩეულიშვილი ლ., თელავი,  თბილისი (1963)
რჩეულიშვილი ლ., ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბილისი (1994)
ამირანაშვილი ც., მუზეუმის ისტორიისათვის, მოამბე, 2007
ჩიკოიძე ც.,  თელავი,  თბილისი (1988)
ხარიტონაშვილი ჯ., თელავი, თბილისი (1990)

 
ნინო თორნიკე ქსნის ერისთავის ასულის პორტრეტი | Print |
There are no translations available.

მაია ციციშვილი

XIX  საუკუნის პირველი ნახევრის თბილისური ფერწერული სკოლა ქართული ხელოვნების ისტორიის ღირშესანიშნავ, ისტორიული მნიშვნელობით, თვითმყოფადოფითა და მაღალი მხატვრული ღირსებით გამორჩეულ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება. დღეისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ახსნილი და გარკვეული ყველა ის მხატვრულ-სტილისტური ძირი, რომელთაც განაპირობეს მისი წარმოშობა და ჩამოყალიბება.
Read more...
 
<< Start < Prev 11 12 13 14 15 16 17 Next > End >>

Page 13 of 17
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani