ნაცნობი-უცნობი გუდიაშვილი |
ირინე აბესაძე
(ეძღვნება მხატვრის დაბადებიდან 125 წლისთავს)
ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავზე არ შეიძლება არ მოვიგონოთ მხატვარი, რომელმაც შორს გაუთქვა სახელი ქართულ მხატვრობას. ნიკო ფიროსმანის შემდეგ, ქართველი მხატვრებიდან ყველაზე მეტი დაიწერა ლადო გუდიაშვილზე, განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ამ მხრივ, უცხოელი ხელოვნებათმცოდნენი. მიუხედავად თავისი ცხოვრების რთული დროითი მონაკვეთის გავლისა, როდესაც მხატვარი ფორმალიზმში დაადანაშაულეს, თავისი სახელისა და შემოქმედების „რეაბილიტაციას“ თავად მოესწრო. ბატონ ლადოსთან ურთიერთობას, მე მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში, ანუ მისი დიდების ზენიტში მოვუსწარი.
|
დაწვრილებით...
|
თამაზ გერსამია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ედვინ რაისი, ეროვნებით ინგლისელი, იყო საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე არქიტექტორი. მან გარკვეული კვალი დატოვა თბილისის და საქართველოს XIX საუკუნის არქიტექტურის ისტორიაში. სამწუხაროდ, მის შესახებ ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცოდით. ფაქტობრივად, ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ იგი არის ზუგდიდში, დადიანების სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი. მაგრამ, როგორც გვიჩვენა ჩატარებულმა კვლევამ, მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ მანამდე ვთვლიდით. ედვინ რაისი (Edwin Race) დაიბადა 1819 წელს ინგლისში. 1840-იან წლების დასაწყისში, ჩვენი ვარაუდით, მუშაობდა ყირიმში, ალუპკაში, თავად მიხეილ ვორონცოვის (1782-1856), იმ დროს ნოვოროსიის და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის, საყოველთაოდ ცნობილი სასახლის მშენებლობაზე. აღნიშნული სასახლის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ უცხოეთიდან, ძირითადად, ინგლისიდან მოწვეული ოსტატები. მათ შორის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, იყო - უნდა აღინიშნოს, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი, ავეჯის ოსტატი, ედვინ რაისი.
|
დაწვრილებით...
|
თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები |
დავით ციციშვილი (1901-1986)
თბილისის სამხატვრო აკადემიის
კერამიკის ფაკულტეტის კათედრის დოცენტი
თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები
|
დაწვრილებით...
|
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ჩემი პირველი „შეხვედრა“ გივი ჯაფარიძესთან 1980-იანი წლებში „შედგა“. საკვალიფიკაციო საკვლევ თემად საქართველოს სახალხო მხატვრის, ლადო გრიგოლიას შემოქმედება მქონდა შერჩეული, თუმცა, ბატონი ვახტანგ ბერიძის რჩევით თემა შევცვალე და საქართველოში ექსლიბრისის ხელოვნების განვითარების ისტორიის შესწავლას მოვკიდე ხელი.
|
დაწვრილებით...
|
ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები (ლევან დავითაშვილი) |
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მხატვარი ლევან ვიქტორის ძე დავითაშვილი დაიბადა 1946 წლის 29 ოქტომბერს, ყაზბეგის რაიონში, სოფელი სიონი. 1962-67 წლებში ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1968-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1975 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1980-97 წლებში პედაგოგად მუშაობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიის, იაპონიის, შვეიცარიის, რუსეთის კერძო კოლექციებში.
|
დაწვრილებით...
|
ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები (გურამ წიბახაშვილი) |
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ფოტოხელოვანი გურამ გიორგის ძე წიბახაშვილი დაიბადა 1960 წლის 1 თებერვალს. 1977-82 წლებში სწავლობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე; აქვე დაეუფლა ფოტოგრაფიის თეორიას(1990–1994).
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სახალხო მხატვარის ჯემალ ლოლუას წერილი, პოლკოვნიკ ფლიაგინისადმი დაიწერა 1989 წლის ივნისის თვეში.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მხატვარი შალვა მაყაშვილი |
ირინე აბესაძე
ასაკის მატებასთან ერთად იმ გარდასული დღეების ნოსტალგია გიპყრობს, როდესაც შენს გვერდით არსებობდნენ, ფიქრობდნენ და იღწოდნენ საბჭოური კონტექსტიდან ამოვარდნილი ბრწყინვალე წარმომავლობის სულიერი არისტოკრატიის „უკანასკნელი მოჰიკანები“. ერთ-ერთ მათგანს, - შალვა მაყაშვილს, წელს დაბადებიდან 115 წელი შეუსრულდებოდა.
|
დაწვრილებით...
|
არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი |
თამაზ გერსამია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ალექსანდრე გრიგოლის ძე ოზეროვი - XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისელი არქიტექტორია. იგი დაიბადა საქართველოში, დაბა მანგლისში, 1849 წლის 3 აგვისტოს (ძვ. სტილით). მამა - გრიგოლ ივანეს ძე ოზეროვი იყო სამხედრო ექიმი, რომელიც იმ წლებში მანგლისში განლაგებულ კარაბინერთა პოლკში უფროს ექიმად მსახურობდა. 1853 წელს გრიგოლ ოზეროვი გადაიყვანეს ქ. ანაპაში სამხედრო ჰოსპიტალის "შტაბ-ექიმად" სადაც მისი ოჯახიც გადავიდა.
|
დაწვრილებით...
|
პეტრე ოცხელის ბიოგრაფიისათვის |
მერი მაცაბერიძე ხელოვნებათმცოდნე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის-საქართველოს (YTA UNION) ნაციონალური ცენტრის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მე-20 საუკუნის დასაწყისის 1920-1930-იანი წლების ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთ ძლიერ და თვალსაჩინო წარმომადგენელს, მოდერნიზმის ეპოქის მხატვარ-სცენოგრაფ პეტრე ოცხელს (1907-1937). ამჯერად შევეცადე თავი მომეყარა მხატვრის ბიოგრაფიის გაფანტული, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი დეტალებისთვის, რაც ზეპირ მოგონებებზე, ეპისტოლურ და საარქივო მასალებზეა დამყარებული.
|
დაწვრილებით...
|
|
|