Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული ქალაქთმშენებლობითი პრობლემები 1960-1970 წლებში

(თბილისის მაგალითზე)

ნინო ასათიანი
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

ქართულ ქალაქთმშენებლობაში 1960-70 წლები მისი განვითარების საყურადღებო ეტაპია. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქალაქების ინტენსიური ზრდა და მათ განვითარებაში მრავალი სიახლე გაჩნდა. ამ პროცესების გააზრება და კრიტიკული შესწავლა დღეს უკვე გადაუდებელ ამოცანად ისახება.
დაწვრილებით...
 
ქართული მხატვრობის „დიონისური ღამე“ (1914-1922)
ირინე აბესაძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალერიან გაფრინდაშვილმა 1924 წელს, ჟურნალში „კავკასიონი“ 1914-1922 წლების ქართულ პოეზიას „დიონისური ღამე“ უწოდა.გაფრინდაშვილი ვალერიან, შენიშვნები ლირიკაზე, ჟ. „კავკასიონი“, #3 – 4, 1924იგივე შეიძლება ითქვას იმავე პერიოდის ქართულ მხატვრობაზეც. საერთო კრიზისულმა სიტუაციამ (ომი, რევოლუციები) გაამძაფრა ხელოვანის ირონია და სკეპტიციზმი. ყოველივე აღნიშნულმა კი განსაკუთრებული სიმახვილე შესძინა შემოქმედის ინტუიციას, რომელიც მტკივნეულად ირეკლავდა ეპოქის ტრაგედიას და სატკივარს. ნატურის, გარემომცელი სამყაროს პასიური ასახვა, ბუნებრივია, ვეღარ პასუხობდა იმ ქარცეცხლიანი დღეების მოთხოვნებს.
დაწვრილებით...
 
ხილული სინამდვილის გადმოცემისათვის ქართულ ხელოვნებაში

(დ. გაბაშვილის „ნატჲურმორტი ხოჭოთი“)

დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევთი ეროვნული ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


2014 წლის ნოემბრის ბოლოს, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში ჩვენი ცნობილი ფერმწერის, მოქანდაკის, დაზგური და წიგნის გრაფიკის, ასევე პლაკატის ოსტატის დავით გაბაშვილის (1924-1995) ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი. თუმცა ხელოვანის დაბადებიდან 100 წლის შესრულების გამო გამართული ეს ჩვენება არ მოიცავდა - და ვერც დაიტევდა! - მის მთელ დანატოვარს, მან, ვგონებ, ყველა მნახველს შეაგრძნობინა მხატვრის შემოქმედებითი მრავალფეროვნებაც, ოსტატობის დონეცა და შექმნილის მნიშვნელოვნებაც.
დაწვრილებით...
 
შალვა ქიქოძე – „სამი მხატვარი“
ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი

შალვა ქიქოძის  ფერწერული ტილოს - „სამი მხატვარი“-ს ხილვისას ბევრ კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს და პასუხებიც, რა თქმა უნდა, ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ მაინც ინტერპრეტაციის მხოლოდ მცდელობიდანაც კი შეიძლება გამოჩნდეს, თუ რამდენად მრავალმხრივი და ღრმა შრეებია ამ ნამუშევარში დაშიფრული.(ილ. 1)
დაწვრილებით...
 
პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე
მერი მაცაბერიძე
UTA Union - ექსპერტი მერი მაცაბერიძე

1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან თითქმის 100 წელი გავიდა. დღეს უფრო შემზარავად გამოიყურება „კომუნისტური ქვეყნის“ მშენებლობის სიბოროტე. ახალი სოციალისტური ქვეყნის შექმნას უამრავი უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „რეპრესირების პირველი ტალღა 1921–24 წწ. შეეხო იმ წრეებს, რომელისთვისაც მიუღებელი იყო ახალი წყობა. ესენი იყვნენ სასულიერო პირები, ინტელიგენცია და სამხედრო ელიტა. შემდეგ კი ჯერი სამეცნიერო ელიტაზე და ხელოვნების სფეროში მოღვაწეებზე დგება. 1937 წ-ს ადამიანთა დაპატიმრებამ, დახვრეტამ, გადასახლებამ კულმინაციას მიაღწია. რეპრესიებს შეეწირა მხატვარი, სცენოგრაფი პეტრე ოცხელიც,(ილ. 1) რომელიც, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად, ქართული თეატრის აღორძინების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი დააპატიმრეს მოსკოვში, ხოლო დაკითხეს, გაასამართლეს და დახვრიტეს თბილისში. საბედნიეროდ კონფისკაციას გადაურჩა მისი რამდენიმე წერილი, რომლებიც რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის ოჯახში ინახებოდა და ჯერ არ გამოქვეყნებულა.
დაწვრილებით...
 
1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის აფიშები და მათი როლი ქართული სარეკლამო ხელოვნების შემდგომ განვითარებაში

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ქართული გრაფიკის განვითარების ისტორიაში საინფორმაციო-სარეკლამო  ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დამკვიდრებული. მისი საწყისები მე-19-ე საუკუნის ბოლოდან იკვეთება - ჩნდება სავაჭრო დანიშნულების ეტიკეტები, ფირნიშები, ღია ბარათები, სხვადასხვა ტიპის სამაუწყებლო პოსტერები.

დაწვრილებით...
 
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული კოლექციის ზოგადი დახასიათებისათვის (XX ს-ის 20-40-იანი წლების ესკიზები)

ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ნიმუშების, კერძოდ, ესკიზების მდიდარი კოლექცია მოიცავს, როგორც ქართველ მხატვართა, ასევე, რამდენიმე რუსი მხატვრის ნამუშევრებს. კოლექციის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ XX ს-ის 20-40-იანი წლების ქართული სცენოგრაფიის განვითარების გზას და ამ განვითარების პროცესში გამოვლენილ ძირითად მიმართულებასა თუ ტენდენციას.

დაწვრილებით...
 
ზაქარია მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობა
ლეილა ხუსკივაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ზაქარია მაისურაძე ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა პირველი თაობის წარმომადგენელია, იმ თაობისა, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილმა შემოიკრიბა თავის გარშემო და რომელმაც მტკიცე საფუძველი დაუმკვიდრა ჩვენში ხელოვნების მეცნიერული შესწავლის საქმეს. ეს იყო თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი, რომელთა თითოეულ წევრს, მათი განსხვავებული ტემპერამენტისა თუ უნარის მიუხედავად, აერთიანებდა საქმისადმი უდიდესი სიყვარული და ერთგულება, ის ფანატიზმი საქმეში, რაც ჩვენთვის, მათი შემდგომი თაობისათვის დიდი მაგალითის მომცემი იყო. სწორედ ეს იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც ბევრი სიძნელე და დაბრკოლება გადაალახვინა მათ. ზაქრო მაისურაძეც თავისი საქმის ფანატიკოსი იყო. ალბათ, ამიტომაც, პირველ რიგში, ის გიორგი ჩუბინაშვილის დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა.
დაწვრილებით...
 
ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშები შიდა ქართლის ტაძრებიდან
თამარ ხუნდაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

შუა საუკუნეების საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში სხვადასხვა ჯიშის ქვასთან ერთად ხშირად იყენებდნენ კერამიკასაცდ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, 2012, გვ. 210-223. მას მოიხმარდნენ სამშენებლო მასალად, აგურის სახით, ასევე, ტაძართა მხატვრული გაფორმებისთვის ორნამენტული თუ ფიგურულგამოსახულებიანი ფილებით.  წარმოდგენილი სტატია ეხება VIII-IX სს-ის ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშებს, კერძოდ, რელიეფურგამოსახულებებიან  შორენკეცებს, რომლებიც შიდა ქართლის,  ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლების - წირქოლის, ყანჩაეთის და ქურთას ეკლესიებშია აღმოჩენილი.
დაწვრილებით...
 
ზაქარია მაისურაძე - მხტვარი, კერამიკოსი და მკვლევარი
კიტი მაჩაბელი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის
კვლევის ეროვნული ცენტრი


ვიდრე ზაქარია მაისურაძის შემოქმედების შესახებ მოგახსენებდეთ, მინდა გავიხსენო აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ 1941 წელს შედგენილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (მაშინ „სექტორის“) პირველი წლის სამეცნიერო მუშაობის გეგმა, რომელშიც ხუროთმოძღვრების, მონუმენტური მხატვრობის და ჭედური ხელოვნების კვლევასთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლას (ჭურჭელი, იარაღი, ქსოვილები, გლიპტიკა)
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani