Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დავით კაკაბაძის ცხოვრება და შემოქმედება ზოგად ისტორიულ ფონზე
გიორგი ხოშტარია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვგონებ, არც თუ ისე ბევრი გვეგულება პატარა ქვეყანა, ისეთი, როგორც საქართველო, რომელიც ასეთი მდიდარი და, რაც მთავარია, ასეთი მაღალი ხარისხის მქონე ვიზუალური ხელოვნებით იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ხელოვნების უსაზღვრო სამყაროში.
დაწვრილებით...
 
დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების შესახებ
ხათუნა ხაბულიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების ისტორია ყველასათვის ცნობილი, 1926 წელს ბრუკლინის მუზეუმში გამართული მოდერნული ხელოვნების დიდი საერთაშორისო გამოფენიდან იწყება. გამოფენა,რომელიც  ქეთრინ  დრაიერის, მარსელ დიუშანისა და მენ რეის ხელმძღვანელობით „ანონიმურმა საზოგადოებამ“ მოაწყო,  საზოგადოების საპატიო ვიცე-პრეზიდენტის - ვასილი კანდინსკის სამოცი წლისთავს მიეძღვნა. მასზე კაკაბაძის ცხრამეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, სკულპტურა „Z, განგმირული თევზი“  (1925). სკულპტურა დავით კაკაბაძის თექვსმეტ აკვარელთან ერთად, ამჟამად, იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეაში ინახება.
დაწვრილებით...
 
დავით კაკაბაძე- ზოგიერთი თეორია სივრცის შესახებ
ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის
ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


„შეგრძნება ხელოვნების ნაწარმოებისა სივრცის განცდაშია“ (დავით კაკაბაძე, ხელოვნება და სივრცე,თბილისი, 1983, გვ. 125); „ სივრცის განცდა -  ინსტიქტია ადამიანის“; „თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არ არის ხელოვნების ნაწარმოები. (პ. მარგველაშვილი, დ. კაკაბაძის არქივიდან, თბილისი, 1988წ., გვ. 110).
დაწვრილებით...
 
ეპოქის პლასტიკური ორნამენტი: დავით კაკაბაძის სკულპტურა Z
ქეთევან კინწურაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ეძღვნება პროფესორ რობერტ ჰერბერტს

„თუ საჭიროა ძებნა ჩვენი ეპოქის პლასტიკური ორნამენტის შინაარსისა, ის წარმოდგენილია დინამიკური სივრცის გადმოცემის საშუალებებში - ზედაპირის გაბრწყინვალების თვისებაში, შუშების და სარკეების დალაგების ხასიათში, მათგანგამომდინარე შუქის და სინათლის ძალაში და იმ ფერადებში, რომელთაც სიღრმის გადმოცემა ახასიათებს.“ დავით კაკაბაძე, 1924 (დავით კაკაბაძე, ხელოვნება და სივრცე, პარიზი 1924-25 წლები, პარიზი, 1926. გვ.13)
დაწვრილებით...
 
„განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში“
ქეთევან (ქეთი) შავგულიძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

1919 წელს, გალაქტიონ ტაბიძის ჩანაწერებში, ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი დაჰყვება „გზადაგზა საქართველოს ყოველ მოსახვევებში, გაფითრებულს, ნერვებ-დაჭიმულს, გაწამებულ ადამიანს, ადამიანს, რომელიც იტანჯება თანამედროვე ცხოვრების კონვულსიებში“ და „სურს დაიჭიროს იგი უეცრად მის კანკალში, ფიქრებში (და) საშინელებაში, მის უღონობასა და აგზნებაში, მის თავგანწირულებაში და სასოწარკვეთილებაში“.
დაწვრილებით...
 
დავით კაკაბაძე და კოლხური ოდა-სახლი
სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


აქ წარმოდგენილი მომცრო ნარკვევი შეეხება ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - იმას, თუ რაგვარ ზემოქმედებას ახდენს (როგორც ჩანს, მთელი ცხოვრების მანძილზე თანამდევს) ადამიანზე ის პირველადი გარემოცვა, რომელიც დიდწილად აფუძნებს მის გადამწყვეტ „მხვედრობას“ სამყაროსთან. ამგვარი „მხვედრობა“ საფუძველდებულია ბავშვობის ასაკში - იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი არის მაქსიმალურად ალალი და კრეატიული. იგი არაიდეოლოგიზებული, გახსნილი ხედვით გამოირჩევა და ინტენსიური მიმღეობის უნარის მეშვეობით მის არსებაში სამყაროს მთლიანი, ერთობილი ხატი იბადება. ოღონდაც, ასეთი სახის ხატი მაშინ აღმოცენდება სრულფასოვნად, როდესაც ბავშვი ეკოლოგიურად სუფთა, შეურყვნელ გარემოში ცხოვრობს. ამდაგვარი „კაცთსამყოფელის“ კვალი არსებითია მაშინაც, როცა პიროვნება თანდათან განეშორება და, ბოლოს, მოსწყდება კიდეც ამნაირ - შემოქმედებითობით, სიხალასე-უბრალოებითა და განსულიერებულობით აღსავსე, „ავთენტურ“ სივრცეს, იწყებს რა პირველდასაბამიერი ალაგის არედან გასვლას და ადგება ძნელ, შორ, „ინიციაციურ“ გზას ხანგრძლივი პიროვნული თვითდგინებისა თუ თვითშემეცნების პროცესში. ოღონდაც, გულის მეხსიერება იმავ პირველდასაბამიერთან კონტაქტისა, მისთვის მარადაქტუალობას ინარჩუნებს, როგორც რამ არდასავიწყებელი, სულ მუდამ თანამყოფი, აღმოუფხვრელი...
დაწვრილებით...
 
საგანი სივრცეში თუ სიბრტყეზე – საუკუნის ახალი ხედვა
ნათია რამიშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დავით კაკაბაძის შემოქმედების განხილვისას, იქნება ეს მისი იმერული პეიზაჟები, პორტრეტები, აბსტრაქცია, კოლაჟი, თეატრის მხატვრობა თუ სტერეოკინო, ვერც ერთი მკვლევარი ვერ აუვლის გვერდს სივრცის პრობლემას. უფრო მეტიც, მის თეორიულ ნააზრევშიც უდიდესი ნაწილი სივრცის შესახებ მსჯელობას ეთმობა. აქ არ შევუდგებით დავით კაკაბაძის მხატვრული შემოქმედების განხილვას, არამედ, ვეცდებით კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ იგი, როგორც დიდი მოაზროვნე და ნოვატორი, იმ ბობოქარი, სიახლეებით სავსე ეპოქის ნამდვილი წარმომადგენელი.
დაწვრილებით...
 
დავით კაკაბაძე ქართული “მხატვრული ენის” ძიებაში
მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მოდერნიზმის პარადიგმა მოდერნისტული ხელოვნების კოსმოპოლიტურ ხასიათს განაპირობებს. ერთიან მხატვრულ სივრცეში ინტეგრირების სურვილი არა მხოლოდ საერთო, მსგავს მხატვრულ ტენდენციებს ქმნის, არამედ მის შიგნით არსებულ სპეციფიკურ ეროვნულ მახასიათებლებს შორის ზღვარსაც შლის. აღნიშნულის საპირისპიროდ, დამოუკიდებელი საქართველოს წიაღში განვითარებულ მოდერნისტულ ხელოვნებასა და ზოგადად, კულტურას ხაზგასმულად ეროვნულობის კვალი ამჩნევია.
დაწვრილებით...
 
დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი
ლიანა ანთელავა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

დავით კაკაბაძის,  როგორც კულტურის ფენომენის განხილვა ვარაუდობს მის სააზროვნო კონცეპტად წარმოდგენას. ანუ,  მის, როგორც ხელოვნების (მხატვრული) მოვლენის არა მხოლოდ  სახელოვნებათმცოდნეო კვლევის ჩარჩოებში განხილვას, არამედ  ჰუმანიტარული მეცნიერების სპეციფიკური კვლევების გამოყენებით მასზე მსჯელობას. კვლევის ჰერმენევტიკული, ანუ, აზრის წვდომის, გაგებისა და ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენება, გულისხმობს კულტურის ფენომენის, ამ შემთხვევაში - მხატვრობის - არა მხოლოდ სახვითი ფორმის მეტყველებად გააზრებას, არამედ მის განხილვას აზრის მატარებელ ფენომენად. ჰერმენევტიკული ინტერპრეტაციები შეიძლება განიმარტოს, როგორც ვიზუალურ (ან სხვა) ნიშან-ფორმათა საზრისების გაგება-ახსნის ხელოვნება,  რაც იმას გულისხმობს,   რომ კულტურა ფენომენოლოგიურად განიხილება -  როგორც ადამიანის   აზრობრივ - ღირებულებითი ცენტრი. დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი  - ნიშნავს ამ კულტურული მოვლენის ფენომენოლოგიურ ინტერპრეტაციას.
დაწვრილებით...
 
ტრადიციის საკითხი დავით კაკაბაძის კონსტრუქციულ-დეკორაციულ სერიაში
ირმა მათიაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ტრადიციების მნიშვნელობა დავით კაკაბაძის შემოქმედების  არსებითი ასპექტია. XX ს-ის დასაწყისის ხელოვნებამ განსაკუთრებული სიძლიერით გააფართოვა კულტურული საფუძვლების  როგორც ქრონოლოგიური, ასევე,  გეოგრაფიული არეალი (А. Мальро, Зеркало лимба. М., 1989, с. 151.). ამ თვალსაზრისით გასული საუკუნის დასაწყისის ქართული ხელოვნება ინტერესთა თანხვდენას ამჟღავნებს ევროპაში მიმდინარე პროცესებთან. თუმცა, ქართველ შემოქმედთათვის ეს საკითხი უფრო კონკრეტული მიზნით დაისახა. მათთვის, როგორც მოდერნისტებისთვის, ასევე, ტრადიციონალისტებისთვის, საპროგრამო მნიშვნელობა შეიძინა ეროვნული ტრადიციების აღორძინებამ. ეს კონცეფცია XIX ს-ის II ნახევარში თერგდალეულთა მიერ დასახული მიმართულების გაგრძელება იყო.
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani