Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ფუტურისტული წიგნი საქართველოში Array ბეჭდვა Array
მარინა მეძმარიაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


ფუტურიზმი – XX საუკუნის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და არაერთგვაროვანი მხატვრული მოვლენაა. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ძველი ტრადიციებისა და ფორმების რღვევისაკენ მისწრაფება და ახლის შექმნა გამიზნული იყო არა მხოლოდ ესთეტიკის გარდასაქმნელად, არამედ, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ახალი სამყაროს და ახალი თავისუფალი ადამიანის შექმნას.
დაწვრილებით...
 
მამია ახობაძე - 80 Array ბეჭდვა Array
ეკატერინე გაჩეჩილაძე
დამოუკიდებელი მკვლევარი

23 მაისს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა XX საუკუნის  60-იანი წლების თაობის ქართველ ფერმწერთა ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე ფრიად ნაყოფიერ ხელოვანს, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, სამხატვრო საქმის უანგარო, თავდადებულ ორგანიზატორს, ხელოვნებათმცოდნეთა და მხატვართა თაობების აღმზრდელ პედაგოგს, მ. ახობაძეს (1933-2010).
დაწვრილებით...
 
საჯარო სივრცეში პროეცირებული ქართული იდენტობის რამდენიმე პარამეტრი (თბილისური მონუმენტური ქანდაკების მაგალითზე) Array ბეჭდვა Array
თამთა-თამარ შავგულიძე
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

(სტატია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე კვლევის „ქართული ქანდაკების ისტორია და მისი სოციო-კულტურული ფუნქცია“ ნაწილს წარმოადგენს)
ი. ჰაბერმასისეულ კლასიფიკაციაში, საქართველო, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცესა და კაპიტალისტურ სამყაროს შორის მოქცეული ტრანზიტული „კულტურტერიტორია“, დღემდე, ალბათ, იმ ეტაპზე მოიაზრება, როცა სოციუმი ვერ განასხვავებს სახელმწიფოებრივსა და საკუთარს, პირადსა და საჯაროს; შესაბამისად, მწყობრად ფორმირებული ღირებულებრივი სისტემის ფორმატში ვერ ახერხებს როგორც კრიტიკულ თვითრეფლექსიას, ისე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
დაწვრილებით...
 
ნიკოლოზ კანდელაკის პორტრეტები Array ბეჭდვა Array
ლელა შანიძე

მოქანდაკე ნიკოლოზ კანდვლაკი ერთ-ერთი უხუცესი ქართველი მხატვარია, სახელმოხვეჭილი ოსტატი, დამსახურებული ავტორიტეტის მქონე. ნიკოლოზ კანდელაკს თავისი გარკვეული მხატვრული კონცეფცია აქვს, რომელსაც მისი ქანდაკებები გამოხატავენ. მისი მარალმხატვრული, დასრულებული ოსტატობის მქონე ნამუშევრების დამახასიათებელია განსაკუთრებული მტკიცე აგება, მაღალი პლასტიკურობის გრძნობა.
დაწვრილებით...
 
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობის არქიტექტურა Array ბეჭდვა Array
ნოდარ ჯანბერიძე

ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შენობა, რომელშიც ამჟამად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტია მოთავსებული, აშენებულია 1930 წ.
შენობის პროექტი მიღებულია კონკურსის შედეგად, რომელშიაც მონაწილეობას ღებულობდნენ არქიტექტორები ნიკოლოზ სევეროვი, მიხეილ კალაშნიკოვი და სტანისლავ ლენტოვსკი.
დაწვრილებით...
 
ГОДЫ ТВОРЧЕСТВА ХУДОЖНИКА С. ВАЛИШЕВСКОГО В ГРУЗИИ Array ბეჭდვა Array
РЕНЭ ШМЕРЛИНГ

Художник Зигмунт (или, как он именовался в начале своего жизненного пути, Сигизмунд) Валишевский родился в 1897 г. в Петербурге. Когда его родители переехали в Грузию, в г. Батуми, ему было 6 лет. Последующие годы его детства, школьные годы и те годы юности, когда обозначаются с особенной ясностью некоторые основные черты творческого лица художника, связаны, с Грузией, с г. Тбилиси.
დაწვრილებით...
 
მხატვარ ვახტანგ ჯაფარიძის პეიზაჟები Array ბეჭდვა Array
ნათელა ალადაშვილი

მხატვარ ვახტანგ ჯაფარიძის შემოქმედებაში ძირითად და, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკა, რომლითაც მისი ნაწარმობებია შესრულებული, უმთავრესად აკვარელური მხატვრობაა. მხატვარი სხვა ტექნიკითაც მუშაობს, მრავალი პეიზაჟი მას ზეთის ფერებითა აქვს შესრულებული. პეიზაჟებს გარდა, სხვა სახის ნამუშევრებიც შეიძლება დავასახელოთ. პორტრეტები (მაგ. დედის პორტრეტი - აკვარელი, ანდა პორტრეტული ჩანახატები ფანქრით), აგრეთვე ნატურმორტი და სხვ.,
დაწვრილებით...
 
დავით გაბაშვილის შემოქმედება Array ბეჭდვა Array
მერი კარბელაშვილი

დავით გაბაშვილის შემოქმედებითი ინტერესები მრავალმხრივია. მხატვარს იზიდავს გრაფიკის სხვადასხვა დარგები, ფერწერა, სკულპტურა. იგი ქართველ მხატვართა იმ რიცხვს ეკუთვნის, რომელთა შემოქმედება მთლიანად საბჭოურ ხანაში ვითარდება (დ. გაბაშვილი 1914 წ. დაიბადა). მისი, როგორც მხატვრის, სახე მკვეთრად გამოვლინდა უკანასკნელი ათეული წლის განმავლობაში. სწორედ ბოლო დროს შესრულებულ ნამუშევრების უმეტესობა ნათლად ავლენს მხატვრის მისწრაფებას - იყოს ლაკონური გამოსახვის საშუალებათა შერჩევისას და მკაფიოდ დასახოს მხატვრული ამოცანები. მის მიერ სხვადასხვა დარგში შესრულებული ნამუშევრები ინდივიდუალურ, თავისებურ მხატვრულ მიდგომას მიგვითითებს.
დაწვრილებით...
 
ციხისუბანი – ძველი თბილისის დაკარგული ფასეულობა Array ბეჭდვა Array
მაია მანია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს თბილისის ციხისუბნის ერთ ნაწილში 2011 წელს მიმდინარე სამშენებლო პროცესების განხილვას, რომელმაც გააქრო ქუჩათა შუასაუკუნეებრივი ქსელი, დაკარგა უძველესი ტიპოლოგიის საცხოვრებელი შენობები, დაარღვია ტრადიციული მიმართებები ძველ შენობებსა და რელიეფს შორის, უგულებელჰყო ძველი სამშენებლო მასალა, არ გაითვალისწინა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მასშტაბი და ტრადიციები.

დაწვრილებით...
 
ქართული ქანდაკება (1920-ანი წლები) Array ბეჭდვა Array
მერი კარბელაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
/მეცნიერის არქივიდან/

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ქანდაკების დარგი ახლად იყო ფეხადგმული. პირველ პროფესიონალ მოქანდაკეს, იაკობ ნიკოლაძეს, ბედმა ისტორიული როლი არგუნა. იგი არა მხოლოდ რეალისტური ქანდაკების, არამედ ქართული ქანდაკების ფუძემდებელია.
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani