Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და გერმანული ურბანისტიკა
თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

არქიტექტორი ალექსანდრე მინას ძე ნიკოლაიშვილი - საქართველოში ქალაქმშენებლობითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი  ქ. ფოთში 1898  სხვა მონაცემებით კი 1897 წელს დაიბადა. 1916 წელს მან დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია, რის შემდეგაც ამავე სასწავლებელში ასწავლიდა ხატვას და სუფთა წერას. 1918 წელს იგი  ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (თბილისი) და ერთდროულად სწავლობდა ხატვას და ქანდაკებას თბილისის ხატვისა და ქანდაკების სკოლაში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).
დაწვრილებით...
 
1918-1921 წლების წიგნისა და პერიოდული გამოცემების მხატვრული გაფორმება
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაასრებიდან ასი წელი გავიდა და, მიუხედავად ამისა, როდესაც წარსულის, ერთი საუკუნის წინანდელი პრესის ფურცლებს ვეცნობით, გვგონია, დღეს არისო დაწერილი, რადგან პრობლემები და სატკივარი თითქმის იგივეა.  მაშინაც გვინდოდა და დღესაც გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა, გავაგებინოთ, რომ - ჩვენ აქა ვართ! - მართალია, პატარა ერი ვართ, მაგრამ ვიმსახურებთ ყურადღებას, გვჭირდება ცივილიზებული ქვეყნების დახმარება და მხარში დგომა, რადგან მცირერიცხოვნების გამო ვერ ვუმკლავდებით ყოველი მხრიდან, თითქმის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსგან  წამოსულ აგრესიას.
დაწვრილებით...
 
მუხრანის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოხატულობა
თამარ ხოსროშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მუხრანის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია ნიკოლოზ ედიშერის ძე მუხრანბატონის (1807-1864) ქტიტორობით აგებულა, მასვე მოუწვევია მხატვარი ეკლესიის მოსახატად. როგორც ნიკოლოზის შვილიშვილის, ნიკო ბურის მოგონებიდან ირკვევა, სწორედ ამ მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის დღეისათვის ძალზე ცნობილი მუხრანბატონების საგვარეულო პორტრეტი.
დაწვრილებით...
 
ეროვნული საკითხი და საეკლესიო ხელოვნება საქართველოში (1900-1921)
ანა მგალობლიშვილი
აპ. ქუთათელაძის  სახ. თბილისის სამხატვრო აკადემია

1900-1921  წლები - აღნიშნავს ბატონი ვახტანგ ბერიძე - დიდად ნაყოფიერი იყო სწორედ სულიერი, შემოქმედებითი თვალსაზრისით. კულტურის ყველა დარგში - დროის ამ სულ მცირე მონაკვეთში, მძიმე ეკონომოკური პირობების მიუხედავად, ყოველი მხრით მტრული ძალებით გარშემორტყმულმა საქართველომ ბევრი რამ ახალი და მნიშვნელოვანი შექმნა.
დაწვრილებით...
 
მხატვარ-კერამიკოსი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი
სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი

XX საუკუნის პროფესიულ კერამიკულ ხელოვნებას  გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მან განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა და რამდენიმე თაობის, ნიჭითა და ინდივიდუალური ხედვით გამორჩეულ ხელოვანთა შემოქმედება გააერთიანა.
დაწვრილებით...
 
სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის შესახებ
(ზოგადი სურათი-მონახაზი:1920-1970-იანი წლები)

ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


დრო, რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი, სპექტაკლის მხატვრული ენა, მისი პირობითობის ხარისხი... ამ ცნებებს შორის შეიძლება დაისვას მაკავშირებელი ისარი, ისარი, რომელიც მათ თანმიმდევრულობას, ერთი მეორიდან გამომდინარეობას აღნიშნავს.
დაწვრილებით...
 
კულტურული ინტეგრაცია და ქართული ხელოვნება
მზია ჩიხრაძე (პროექტის „ინტეგრცია და იდენტობა“  სამეცნიერო ხელმძღვანელი)
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მარიამ შერგელაშვილი (პროექტის „ინტეგრცია და იდენტობა“ სამეცნიერო ჯგუფის წევრი)
ხელოვნებათმცოდნე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო კურატორი

სტატია დაწერილია სამეცნიერო კვლევის - „ინტეგრაცია და იდენტობა“ საფუძველზე, რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში, რისთვისაც კვლევითი ჯგუფი დიდ მადლობას უხდის მას.
დაწვრილებით...
 
მიხეილ გობრონ საბინინის (1845-1900) დამსახურება ქართველ წმინდანთა სახე-ხატების დამკვიდრებაში
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მიხეილ-გობრონ საბინინის საქმიანობისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ მისსავე სიცოცხლეში,  გარდაცვალების  შემდგომაც და დღევანდელ დღემდეც სხვადასხვაგვარი, წინააღმდეგობრივი შეფასებები გამოითქმებნოდა, რაც უდაოდ მომავალ კვლევა-დაზუსტებას ითხოვს. საჭიროა, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს მის მიერ ქართული კულტურის, კონკრეტულად კი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შეტანილი წვლილი. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად შევეხებით საბინინის ბიოგრაფიას და ვეცდებით მის მიერ შედგენილი და დასურათებული წიგნიდან  - „საქართველოს სამოთხე“ - გამომდინარე თვალი მივადევნოთ გავლენათა კვალს, რომელიც შემდგომში გამოვლინდა საქართველოს საეკლესიო მონუმენტურ მხატვრობასა და  ხატწერაში. (ილ. 1).

 

დაწვრილებით...
 
გამოვიყენოთ თბილისის ბუნებრივი განაშენიანების ისტორიული ფორმები თბილისის ურბანული განვითარებისათვის
გიორგი ბერიძე
არქიტექტორი

თბილისის  ურბანულ  განვითარებაში  ამჟამად დაგროვილი  პრობლემები    გადაწყვეტას ითხოვენ.  მათ  წარმოქმნაში და გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის  ურბანულ ფორმებს. დრო მუდმივად ცვლის ყველაფერს ქალაქების ცხოვრებაშიც და  ქალაქის ფორმაზეც აისახება,  ტოვებს კვალს  ურბანულ ქსოვილში,  სადაც დაფიქსირებულია თითქმის ყველაფერი, რაც ქალაქში  ხდება. ურბანულ ფორმებშია დაფიქსირებული ქალაქის გენეზისში არსებული მემკვიდრეობითობა, ტრადიციების უწყვეტობა  და  შენარჩუნება,  ურბანულ ფორმებშია დაფიქსირებული ქალაქის წარმოქმნის საწყისი პრობლემები.

 

დაწვრილებით...
 
მართლმადიდებლური ხატი თანამედროვე საკრალურ სივრცეში
(სტატია წარმოადგენს ამავე სახელწოდების სამაგისტრო კვლევის ნაწილს)
ეკა ვეკუა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია. კულტურის კვლევების მაგისტრი

თანამედროვე სამყარო ვიზუალური კულტურის ეპოქაში ცხოვრობს. ვიზუალური კულტურა კი არის ყველაფერი, რაც ხედვას უკავშირდება. კაცობრიობა არასდროს ყოფილა იმდენად ვიზუალიზებული, როგორიც დღესაა.
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani