ფიროსმანის „დიდი ნატურმორტი “ - სივრცის პრობლემისთვის |
ნოდარ არონიშიძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი
ფიროსმანაშვილის, მისი ფენომენის კვლევამ სხვადასხვა დონე მოსინჯა და მოსაზღვრა, თანაც ისე, რომ მან ქართულ მეცნიერებაში ცალკე მიმართულება შექმნა, მნიშვნელობით თითქმის ისეთივე, როგორიც, ვთქვათ, რუსთველოლოგიაა. ქართველ მხატვრებთან და პოეტებთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ფიროსმანის შემოქმედების კვლევაში, მისი ფენომენის გააზრებასა და „პოპულალიზაციაში“ არანაკლები დამსახურება აქვთ უცხოელ მკვლევარებს (ი. ტუგენხოლდი, ე. კუზნეცოვი, ა. პეტრაკოვსკი) და, ასევე, რუს მხატვრებს (მ. ლარიანოვი, ნ. გონჩაროვა, მ. ლე-დანტიუ).
|
დაწვრილებით...
|
არქაული ტექნოლოგია „ტერა სიგილატა“ და მისი გამოყენება თანამედროვე ქართულ კერამიკაში |
(თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის მხატვრული კერამიკის მიმართულებაზე
ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები)
გიორგი იაშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ტერმინი. თავდაპირველად ტერმინი „ტერა სიგილატა“ (Terra Sigillata) გამოიყენებოდა ძველი რომის იმპერიაში გავრცელებული, სპეციფიკური ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკული ჭურჭლის აღსანიშნავად. მოცემული ტიპის ჭურჭელი გამოირჩევა სხვადასხვა ტონალობის წითელი ან ქარვისფერი, მბზინავი, მტკიცე ზედაპირით. მოცემულ ტერმინს სამეცნიერო ლიტერატურაში აქვს სინონიმებიც: Glossed Roman pottery (მბზინავი რომაული კერამიკული ჭურჭელი), Samain Ware (სემეინური ჭურჭელი), Arretine Ware (არეტანული ჭურჭელი), რაც ხშირად დაკავშირებულია კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონების სახელწოდებებთან, სადაც იწარმოებოდა აღნიშნული სახეობის კერამიკა.
|
დაწვრილებით...
|
სანჩო პანსა - გუბერნატორი |
Array ბეჭდვა Array |
დალი ლებანიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
შემოქმედებითი პროცესი რთულ ფენომენს წარმოადგენს. მისი შეცნობა მრავალმა თაობამ სცადა, მაგრამ ამომწურავი პასუხი ჯერ არ არის ნაპოვნი. რა იწვევს ამა თუ იმ მხატვრული სახის გაჩენას და რა საფუძველი არსებობს მისი ზემოქმედებისა?
|
დაწვრილებით...
|
მოქანდაკე გულდა კალაძე (1932.29.08 - 1974.15.08) |
Array ბეჭდვა Array |
მერი მაცაბერიძე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
გულდა კალაძის შემოქმედება სავსეა ძიებებით, სხვადასხვაგვარი, ხშირად ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული მიგნებებით, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აქ ჩანს ერთი მხატვრული ხედვა, გამოვლინებული თავის მრავალგვარობაში. ის გამოდის რეალობიდან, მაგრამ ყოველთვის აზოგადებს მას. მის მიერ შექმნილი კომპოზიცია მკაფიოდ აგებული, ტექტონურია - იქნება ეს გამოქანდაკებული ტორსი თუ წიგნის დეკორი. განზოგადებულად მოცემული ფორმები პლასტიკური ხასიათისაა კონტურული ნახატით გადმოცემის და მკვრივი მასალით ძერწვის დროსაც. მშვიდი განწყობით შესრულებული ნაწარმოების გვერდით ვხედავთ ემოციურს, რეალისტურ-პლასტიკური ფორმის გვერდით კი - მკაფიოდ სტილიზებულ და დეკორატიულ ფორმებს.
|
დაწვრილებით...
|
მარიკა ასათიანი - „გაჩერება“ ფოტოსერიიდან „ადგილი, როგორც პაუზა“ |
გურამ კაპანაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ჩვენ ყველაფერს აღვიქვამთ, აღქმასთან ერთად ვარაუდებს გამოვთქვამთ, ამ ვარაუდს ანალიზის სხვადასხვა ხერხით „ვამყარებთ“, ეს „გამყარებული ვარაუდი“ კი დასკვნის სახეს იღებს. აქვე, ამ აზრის დასაზუსტებლად ინგლისელი ხელოვნებათმცოდნის, იენ ჯეფრის მოსაზრებას მოვიშველიებ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ფოტოების თაობაზე: „ნებისმიერი დასკვნის გაკეთება ნიშნავს
|
დაწვრილებით...
|
ფუტურისტული წიგნი საქართველოში |
Array ბეჭდვა Array |
მარინა მეძმარიაშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
ფუტურიზმი – XX საუკუნის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და არაერთგვაროვანი მხატვრული მოვლენაა. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ძველი ტრადიციებისა და ფორმების რღვევისაკენ მისწრაფება და ახლის შექმნა გამიზნული იყო არა მხოლოდ ესთეტიკის გარდასაქმნელად, არამედ, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ახალი სამყაროს და ახალი თავისუფალი ადამიანის შექმნას.
|
დაწვრილებით...
|
მამია ახობაძე - 80 |
Array ბეჭდვა Array |
ეკატერინე გაჩეჩილაძე დამოუკიდებელი მკვლევარი
23 მაისს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა XX საუკუნის 60-იანი წლების თაობის ქართველ ფერმწერთა ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე ფრიად ნაყოფიერ ხელოვანს, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, სამხატვრო საქმის უანგარო, თავდადებულ ორგანიზატორს, ხელოვნებათმცოდნეთა და მხატვართა თაობების აღმზრდელ პედაგოგს, მ. ახობაძეს (1933-2010).
|
დაწვრილებით...
|
საჯარო სივრცეში პროეცირებული ქართული იდენტობის რამდენიმე პარამეტრი (თბილისური მონუმენტური ქანდაკების მაგალითზე) |
Array ბეჭდვა Array |
თამთა-თამარ შავგულიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
(სტატია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე კვლევის „ქართული ქანდაკების ისტორია და მისი სოციო-კულტურული ფუნქცია“ ნაწილს წარმოადგენს)
ი. ჰაბერმასისეულ კლასიფიკაციაში, საქართველო, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცესა და კაპიტალისტურ სამყაროს შორის მოქცეული ტრანზიტული „კულტურტერიტორია“, დღემდე, ალბათ, იმ ეტაპზე მოიაზრება, როცა სოციუმი ვერ განასხვავებს სახელმწიფოებრივსა და საკუთარს, პირადსა და საჯაროს; შესაბამისად, მწყობრად ფორმირებული ღირებულებრივი სისტემის ფორმატში ვერ ახერხებს როგორც კრიტიკულ თვითრეფლექსიას, ისე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
|
დაწვრილებით...
|
ნიკოლოზ კანდელაკის პორტრეტები |
Array ბეჭდვა Array |
ლელა შანიძე
მოქანდაკე ნიკოლოზ კანდვლაკი ერთ-ერთი უხუცესი ქართველი მხატვარია, სახელმოხვეჭილი ოსტატი, დამსახურებული ავტორიტეტის მქონე. ნიკოლოზ კანდელაკს თავისი გარკვეული მხატვრული კონცეფცია აქვს, რომელსაც მისი ქანდაკებები გამოხატავენ. მისი მარალმხატვრული, დასრულებული ოსტატობის მქონე ნამუშევრების დამახასიათებელია განსაკუთრებული მტკიცე აგება, მაღალი პლასტიკურობის გრძნობა.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობის არქიტექტურა |
Array ბეჭდვა Array |
ნოდარ ჯანბერიძე
ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შენობა, რომელშიც ამჟამად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტია მოთავსებული, აშენებულია 1930 წ. შენობის პროექტი მიღებულია კონკურსის შედეგად, რომელშიაც მონაწილეობას ღებულობდნენ არქიტექტორები ნიკოლოზ სევეროვი, მიხეილ კალაშნიკოვი და სტანისლავ ლენტოვსკი.
|
დაწვრილებით...
|
|
|