ნანა ყიფიანი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი
2017 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა იანის კუნელისი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სიცოცხლეშივე, ფაქტობრივად, ლეგენდად ქცეული, ბერძნული წარმომავლობის იტალიელი ხელოვანი.
|
დაწვრილებით...
|
დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში |
ინტერვიუ მხატვარ გურამ გელოვანის ოჯახთან
ნინო ჭინჭარაულიგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში
მხატვარ გურამ გელოვანის (1928-1986) თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის და 1960-იანი წლების ეროვნული იდენტობის მაძიებელ კულტურულ ცვლილებებს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან წინამძღვართა დასაძირკვლებით პასუხობს, დღესდღეობით, რამდენიმე მხატვრის სახელითღა შემორჩა საზოგადოებრივ ცნობიერებას. ხელოვანთა ეს თაობა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში, რომლის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოცრეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი.
|
დაწვრილებით...
|
ქართული კერამიკის მოამაგე |
სოფიო ჩიტორელიძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
(მხატვარ ნანა კიკნაძის გახსენება)
მხატვარი ნანა კიკნაძე XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ კერამიკოსთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პროფესიულ და შემოქმედებით მოღვაწეობას გამორჩეული, ინდივიდუალური ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ დეკორატიულ–გამოყენებით ხელოვნებაში. ნანა კიკნაძე ქალაქ თბილისში 1928 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა (1945 წ.). პროფესიული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო (1953-1959 წ.წ.), სადაც კერამიკის ფაკულტეტზე სწავლა საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის სიყვარულმა გადააწყვიტინა (პედაგოგები დ. ციციშვილი, ნ. გომელაური). 1963 წელს მხატვარმა იმავე ფაკულტეტის ასპირანტურა დაამთავრა, აქვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობაც (1961 წლიდან) და სიცოცხლის ბოლომდე თავის ცოდნას ახალგაზრდა თაობებს გადასცემდა.
|
დაწვრილებით...
|
ხელოვნება არის საშუალება, ადამიანმა აისრულოს ცხოვრების გაგრძელების სანუკვარი ოცნება (ინტერვიუ მხატვართან) |
მზია ჩიხრაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
როდესაც ედმონდ კალანდაძის ფერწერას ვუყურებ, ერთი ამბავი მახსენდება: უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ლექტორებმა ჩვენი კათედრის სტუდენტები მხატვარ ედმონდ კალანდაძის სახელოსნოში წაგვიყვანეს. მანამდეც, რა თქმა უნდა, ვიცნობდი მის შემოქმედებას, მაგრამ ის შთაბეჭდილება, რაც მხატვრის სახელოსნოში მივიღე, წარუშლელი აღმოჩნდა. ჩემს თვალწინ გადაიშალა ახალი, უცნაური, ფერებითა და ემოციებით სავსე სამყარო. საოცარი იყო არა მხოლოდ შემოქმედის მხატვრული ენა, არამედ მისი თემატიკაც – მიტოვებული სახლი, გზაზე მიმავალი მოხუცი, მარტო მდგომი ხე... ყველაფერი თითქოს ჟამთა წარმავალობაზე, ცხოვრების წამიერებაზე, სევდასა და სიყვარულზე საუბრობდა. მხატვრის სახელოსნოში ნანახი ხელოვნების გარდა, გასაოცარი იყო თავად ბატონი ედმონდის პიროვნებაც, მძაფრი, ემოციური, მგზნებარე... მეტად დამაჯერებელი და ექსპრესიული საუბრით ხელოვნებაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, ფერწერაზე.
|
დაწვრილებით...
|
დალი ლებანიძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება რთულ ისტორიულ პირობებში ჩამოყალიბდა და დღევანდელ დღემდე საინტერესო გზა განვლო.
ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილი, შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იან წლებში გამოვიდა. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ორმოცდაათიანელებს“ უწოდებენ და საბჭოთა ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია მოღვაწეობა. „ორმოცდაათიანელებმა“ ხმა აიმაღლეს თავისუფალი ინდივიდუალობის გამოსახატავად და მეამბოხე თაობის სახელი დაიმკვიდრეს. ამგვარი „არასაბჭოური“ პოზიციის გამო ჟ. მაძმარიაშვილი სამხატვრო აკადემიიდან ერთი წლით გაირიცხა.
|
დაწვრილებით...
|
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
2014 წლის 18 ნოემბერს მხატვარ დავით (დუდა) გაბაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. წინამდებარე მოგონება მხატვართან შეხვედრის თანადროული ჩანაწერის მიხედვითაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, ხელოვნების ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნის მხატვრულ ცხოვრების ამა თუ იმ საკითხების მისეული ხედვის გაცნობა.
|
დაწვრილებით...
|
არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი |
თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
მიხეილ ნეპრინცევი არქიტექტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი დაიბადა 1877 წლის 22 აგვისტოს (ძვ. სტილით) თბილისში. მისი მამა – ნიკოლოზ ნეპრინცევი (1847 - 1931), დაბადებული ქ. ელისაბედპოლში (ამჟამად ქ. კიროვოგრადი, უკრაინა), სამხედრო ტოპოგრაფი იყო. ჩვენი ვარაუდით, იგი ჩამოვიდა თბილისში 1870-იანი წლების დასაწყისში. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. ამასთან ერთად, ასწავლიდა თბილისის მიწადმომწყობ სასწავლებელში. დედა – ანა სმირნოვა, თბილისის მკვიდრი, დიასახლისი იყო.
|
დაწვრილებით...
|
მასწავლებლის ხსოვნას (მერი კარბელაშვილი) |
სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
ქალბატონი მერი კარბელაშვილი სახელმოხვეჭილი გვარის ღირსეული წარმომადგენელი იყო. მას გამოარჩევდა უტყუარი შინაგანი კულტურა, კარგი განათლება და მართლაც ძალიან მრავალმხრივი ინტერესები, რაც ლიტონი განცხადება სულ არაა. ჰქონდა, ასევე, მოვლენათა ინტენსიური, ზოგჯერ უჩვეულო აღქმისა და ანალიზის უნარიც.
|
დაწვრილებით...
|
მერი კარბელაშვილის მოსაგონრად |
დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
როდესაც კი მერი კარბელაშვილს (ქ-ნ მერის, დეიდა მერის ჩემი პატარაობისას), გავიხსენებ, ან გამახსენებენ, პირველი, რაც თვალწინ დამიდგება ხოლმე - ბრიალა მზე, მწვანეში წითლად მანათობელი ტიტები და ყვავილებით ანაკვერცხლებული ბროწეულის ხეა.
|
დაწვრილებით...
|
მხატვრის გახსენება (გიორგი (გოგი) როინიშვილი) |
მარიამ გაჩეჩილაძე
2011 წელს ბატონი გოგი როინიშვილის (1921-2000) დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.ყველა, ვინც კი იცნობდა ბ-ნ გოგის, განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით იხსენებს მას.
|
დაწვრილებით...
|
|
|