Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ორნამენტის, სიმბოლოსა და ენის შესახებ
არჩილ ჭოღოშვილი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უძველესი პერიოდიდანვე, გამოსახულება, ნაძერწი, ნახატი, ნათალი - იყო ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება, ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ენას, სიტყვას. ერთი და იმავე დანიშნულების ეს ორი საშუალება გადაეჯაჭვა ერთმანეთს და წარმოიშვა დამწერლობა, რომელმაც განავითარა ცივილიზაცია.  
დაწვრილებით...
 
ორნამენტი ქართულ ლითონმქანდაკებლობაში
ანა შანშიაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი

რეგიონში არსებული მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით, საქართველოში მეტალურგიული ტრადიცია ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან განვითარდა, კერძოდ, ძვ.წ. IV-III ათასწლეულში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურა იყო გავრცელებული (ძვ წ. 3500-2400). უკვე ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა მოწმობს ლითონის დამუშავების მაღალ ოსტატობას, რაც კიდევ უფრო მეტად შუა ბრინჯაოს ხანაში, ე.წ. ყორღანულ კულტურაში ვითარდება. ამასთანავე, ადრეული ლითონმქნადაკებლობის ნიმუშებშივე გვხვდება ორნამენტული მოტივების სიმდიდრე, დაწყებული მარტივი გეომეტრიული ფორმებით - სამკუთხედებით, წრეებითა და ხვეულებით,  დასრულებული მცენარეული  (ყურძნის მტევნები, მუხის ფოთლებით და ა.შ.) და  ზოომორფული და ანთროპომორფული ელემენტების სინთეზით მიღწეული დეკორით. 
დაწვრილებით...
 
ცეკვა „ქართულის“ გრაფიკული სიმბოლიკის შესახებ
ანანო სამსონაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასოცირებული პროფესორი
ქორეოგრაფ-ქორეოლოგი

ქორეოგრაფია სინთეზური ხელოვნების დარგია. იგი მოიაზრებს სხვადასხვა ხელოვნების დარგისათვის დამახასიათებელი  გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებას. ცეკვა არის სიტყვის, ბგერის, ფერისა და, საკუთრივ, ქორეოგრაფიული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ძირითადი გამომსახველობითი საშუალების, მოძრაობის მატარებელი.
დაწვრილებით...
 
კოსმოცენტრული კულტურის სამყაროს ხატი მტკვარ-არაქსული კერამიკის ორნამენტულ დეკორში
ანა კლდიაშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

უძველეს დროში, ორნამენტი მხოლოდ ნივთის სამკაულს როდი წარმოადგენდა. ის მოიცავდა იმგვარ ნიშან–სიმბოლოებს, რომლებშიც მისი შემქმნელი ადამიანისა და საზოგადოების რწმენა–წარმოდგენები ცხადდებოდა. ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის მტკვარ–არაქსის კულტურა,
დაწვრილებით...
 
ქართული პროფესიული მხატვრული მინის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიისათვის
სოფიო ჩიტორელიძე

მინის წარმოებას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს, რასაც ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი ადასტურებს. არქეოლოგიურ მასალაში გვხვდება როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ნივთები. მათ შორისაა დეკორატიულ-გამოყენებითი ფუნქციის ნიმუშები და მონუმენტურ-სივრცობრივი დანიშნულების არქიტექტურის გასაფორმებელი დეტალები. მინის წარმოებას საქართველოში, როგორც ჩანს, ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. შუა საუკუნეების შემდგომი ისტორიული ძნელბედობის ჟანმს, წარმოების ბევრი ცენტრი სრულიად გაქრა და დაიკარგა ტექნოლოგიური დამუშავების ბევრი მეთოდიც. ეს პროცესი, ფაქტობრივად, XX საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა.
დაწვრილებით...
 
„XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული თეატრალური პლაკატები“
სალომე ერისთავი 

თეატრალური პლაკატი ერთგვარი სახვითი ენაა, რომელიც მედიუმად გვევლინება თეატრსა და საზოგადოებას შორის. პლაკატი ავტორისაგან „მოითხოვს“ გარკვეული სიმბოლოებისა და სახვითი ნიშნების გამოყენებით ლაკონიურად გადმოსცეს კონკრეტული სპექტაკლის მთავარი იდეა. ამ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი ქართულმა თეატრალური პლაკატის ხელოვნებამ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, რაზეც ამავე პერიოდის საეტაპო სპექტაკლებისათვის შექმნილი თეატრალური აფიშა-პლაკატები მეტყველებს.
დაწვრილებით...
 
ძმები ზდანევიჩების შემოქმედება - ავანგარდული წიგნი, ფუტურიზმი და სხვა
მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

„კავკასიამ რუსულ ფუტურიზმს მისცა ვლადიმერ მაიაკოვსკი და ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები“  - წერდა იური დეგენი ჟურნალ „ფენიქსში“ 1919 წელს. თბილისელი ძმების, ილია და კირილე ზდანევიჩების ღვაწლი უსაზღვროდ დიდია ავანგარდული ხელოვნების განვითარებაში.
დაწვრილებით...
 
რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“
მარიანა ოკლეი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“
აღქმა, ინტერპრეტაცია, კონტექსტი.

ქართული ხელოვნების განვითარების, მხატვრული სახის ჩამოყალიბებისა და სულიერი რაობის დადგენისათვის ქრისტიანულ სარწმუნოებას და მის მოძღვრებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რელიგია მეტწილად  ყველა დროსა და ეპოქაში ადამიანის ცხოვრების წესის, მათი წარმოდგენების, შეფასებებისა და საზრისის მაჩვენებელია. ის საზოგადოების  მსოფლშეგრძნების გამომხატველია, რომელიც ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ აღქმაზეა დაფუძნებული.
დაწვრილებით...
 
მალხაზ კუხაშვილი
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მალხაზ კუხაშვილის სახელი კარგადაა ცნობილი ქართული სახვითი ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. (ილ.1)
მალხაზ კუხაშვილის შემოქმედებას 2013 წელს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნათია ასათიანის მიერ განხორციელებული ვრცელი მონოგრაფიული ნაშრომი მიეძღვნა და სწორედ ამიტომ, მხატვრის შესახებ რაიმე ახლის „აღმოჩენის“ გადაწყვეტილების მიღება რამდენადმე გამიჭირდა კიდეც, მაგრამ მაინც შევბედე და შევეცადე, უფრო დაწვრილებით შევხებოდი იმ სფეროს, რომელიც კონკრეტულად ჩემი პროფესიული კვლევის ობიექტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით გამედევნებინა თვალი ხელოვანის შემოქმედებისთვის, უფრო მეტად „ამომეწია“ მალხაზ კუხაშვილის მიერ საჟურნალო და წიგნის გრაფიკაში, პლაკატისა და ექსლიბრისის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი.
დაწვრილებით...
 
რეჟისორის მხატვართან მუშაობის ერთი თავისებურების შესახებ
ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

რეჟისორის მხატვართან მუშაობის ერთი თავისებურების შესახებ
(მიხეილ თუმანიშვილის საარქივო მასალების და სადღიურო ჩანაწერების მიხედვით)
ის, რასაც რეჟისორის საარქივო მასალებსა და სადღიურო ჩანაწერებში თავისი სპექტაკლების სცენოგრაფიასთან დაკავშირებულ, აქა-იქ გაბნეულ მოკლე ჩანაწერებში ვკითხულობთ, საინტერესო სურათს იძლევა, სადაც, ჩემის ფიქრით, გამოკვეთილი თავისებურება იჩენს თავს. შევეცდები ავხსნა: სათეატრო ხელოვნება, სხვადასხვა დარგის ხელოვნებათა (მხატვრობა, მუსიკა, ქორეოგრაფია) კონგლომერატი, ამ ხელოვნებათა სპეციფიკას კიდევაც ინარჩუნებს და, ამასთანავე, ამ ყველაფერს უქვემდებარებს, ასე ვთქვათ, თავის „მთავარ ნაწარმოებს“ - სპექტაკლს, მის შემადგენლად ხდის. ასეთ ერთობლიობაში იძერწება სპექტაკლის რთული ორგანიზმი.
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani